Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. მეგრელები ნუ ალასაია საქართველოშია და მე საქართველოში დაბრუნება მინდა. მეორე. ადგილობრივ არჩევნებზეა საუბარი, საპარლამენტოში მინდა გამარჯვება და თან მაგრად. ასე რომ ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებ. თან ჩეხეთის პარლამენტში არ არის არცერთი უცხოელი.
  2. ამაზე მეც ვწერდი. ძალაინ ცოტა დროა კომპანიისთვის. მთავრი არ არის გავიმარჯვებ თუ არა, არამდ იმ თეორიების პრაკტიკულად მოსინჯვა, რომელზეც დიდ ხანია ვმუშაობ. საქმე ეხება პარტიის პროგრამას და პიარ-კომპანიას. ამ შემთხვევაში პროგრამის ერთი ნაწილი რომელიც ეხებოდა დასაქმებას და ამ კონტექსტში უცხოელთა დასაქმებასაც ჩეხეთში, ჩემი შედგენილია. უარი არ სთქვეს პიარ-კომპანიაში ჩემი ზოგიერთი მოდელის გამოყენებისა. მოეგბა........ იქნება თუ პროცენტულად აიწევა პარტია და ალბათ მომავალი საპარლამენტო არცევნებისთვის მზადება. ვნახოთ. პ.ს. ჩეხეთიც ყოფილი პოსკომუნისტური ქვეყანაა, რითაც შეიძლება ითვქა ბევრ საერთო პარალელეის გავლება შეიძლება საქართველოსთან. აქედან გამომდინარე კი ვაპირებ საქართველოში "მიწოდებას" იმისა, რაც ეხება პარტიულ პროგრამებს, პიარკომპანისა მცირე ფინანსებიან პარტიებისთვის და ა.შ.
  3. ეხლა ვნახე და როგორია "ჩქიმი პაკაზუხა" ? http://www.cps-plzen.cz/plzen-voli-piraty
  4. ხელისმოწერის სმაილიკი არ გაქვთ ვინმეს პ.ს. ხო, ვინც "ჩქიმი პაკაზუხა" სმაილიკს გააკეთებს პრიზი ვირტუალური ჩეხურუ ლუდი
  5. აქ საკითხი ასე კი არ უნდა დავაყენოთ, არამედ თუ ვინ არის ალასანია, თორემ ჩამოწერით ჯერ ვერც მიშას ვერ ჩამოვწერთ.
  6. კარგად ჟღერს ჩქიმი პაკაზუხა. "ალასანია გა მოცოცხლდა?" შემდეგი სათაურები: "ალასანია აღშფოთდა?" "ალასანია აბობოქრდა?" "ალასანია დაწყნარდა?" უფ..........
  7. ამობეჭდვა და მიტანაა საკმარისი. მანდ სამდივნო იქნება აუცილებლად და ესენი გაანაწილებენ იმის მიხევით რა სწერია მანდ. დაიცადე ჯერ. კიდევ იქნება ხელმოწერები საზღვარგარეთიდან.
  8. ისევ ჩქარობ. ასეთია ჩქიმი უბეჟდენია. პ.ს. ხომ ამ გამოსვლაში გაჭივრებული ლტოლვილები ხომ არ უხსენებია სემტხვევით.
  9. შენ არ იძახდი გაეროში გავიქცევიო. იაქტიურე იქნება. დრო უნდა.
  10. როდესაც ვასუაბრობთ დაკარგულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე ხელისუფლების თაობაზე ტერმინებით: ოკუპანტები, მარიონეტები, კრიმინალები და დეფაქტო როგორ გვინდა მოვლაპარაკოთ და როგორ გვინდა ურთიერთობების აღდგენა? ჩემი აზრით არ გამოვა. რა არის დღეს რეალური, რეალურია არის მხოლოდ ურთიერთობების აღდგენა და უახლოეს მომავალში ასე 20-30 წელი ქართველის ამ ტერიტორიაზე დაბრუნება. ხო, კიდევ რაც ეხება რუსეთ, რომლის უმისოდაც ამ ტერიტორიების თაობაზე საუბარიც კი ზედმეტია. მიშა გამოდის ამასწინათ "ეხო მსოკვა"-ზე და ისტორიულად ოკუპანტები იყვნენო რუსები ეს გასაგებია, მაგრამ აბა პოლიტიკაში მოდის ასეთი ტერმინოლოგია? როგორ გინდა ამის შემდეგ ესაუბრო რუსებს? ჩემი აზრით აქ არის გასაკეთებელი ერთი რამ. რაც შეეხება აფხაზეთს და სამაჩაბლოს უნდა შევცვალოთ ტერმინები. სამხრეთ ოსეთი არ არის საჭირო არც "ე.წ." არავითარი დეფაქტო, საკმარისია ხელისუფლება. რაც რუსებსი მიმართ რიტორიკას ეხება აქ წივილ-კივილს უნდა მოვეშვათ რა და განსაკუთრებით ამ საომარ რიტორიკას. მოკელდ თუ აღვადგინეთ კონტაქტები და მივაღწიეთ ამ ტერიტორიებზის აღიარების, ან რომელიმე სტატუსის მინიჭებაზე მარატორიუმს ახლო მომავალში, მაშინ არის კიდევ შანსები რამეს მივაღწიუოთ. პ.ს. ხო, "პატრიოტებს" ვინც აქ მწარე სიტყვებს და შემართებებს გაისვრის. ეს თემა რელობიდან გამომდინარეა და არ გინდათ. ვისაც მაინც გინდათ ეგერ კალაშნიკოვი და მისი ჯანი, პარტიზანების გზა ხსნილია. მე ჩემი წილი ქეც ვიპარტიზანე და ქეც ვიკალაშნიკოვე, ეხლა თქვენთვის დამითმია.
  11. არ მინდოდა უბრალოდ "დაბრალებების" გარჩევა აქ. რაც ეხება ლტოლვილებს აქ დავწერე მგონია ის, რომ 1993 წელს ლტოლვილების უმეტესმა ნაწილამ ჩემს ხელში გაიარა. აბაშაში მიწევად ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება იმისათვი რომ ლტოლვილები ცხენის წყლის ხიდზე გადასულიყვნენ. მახსოვს გაჩერებული მატარებლები მშიერი ხალხით. მახსოვ როგორ ვჭრიდი ერთ პურს ოთხად და რიგში მატარებლიდან ჩამოსული ლტოლვილები იდგნენ. მახსოვს ავსტრიელების წითელი ჯვრის კოლონა, რომელმაც ხალხის გადაყვანაზე სთქვა უარი (ავსტრიელები იყვნენ) და ხალხმა კინაღამ გადაუარა. მახსოვს ერთი ლტოლვიტა კოლონა მივიყვანე ცხენის წყლის ხიდზე. იმ დღეს მეორე მხარეს მხედრიონელი შემეჩეჩა და ძლივს მოვიოლაპარაკე ცეცხლის შეწყვეტაზე. რომ მივიყვანე კოლონა მაინც დაგვცხეს. ბოლო-ბოლო რომ გაჩერდნენ და ხალხი ფეხით გადავიდა, რამოდენიმე ლტოლვილი მომიბრუნდა და შემეკითხა "ზურგში ხომ არ გვესვრითო", საშინლად მეწყინა, მაგრამ ხმა არ ამოვიღე, ისედაც გაჭივრებულ ხალხს ვერ დავუწყებდი ახსნას. ბოლო-ბოლო ბევრი რამ მახსოვს მეც და ეს არა მარტო აფხაზეთიდან, არამედ სულ პირველი დღეებიდან აფხაზეთი და სამაჩაბლოდან და ეს იმ პერიოდიდან, როდესაც ჯერ კიდევ კომუნისტები იყვნენ. არ დამიწერია წიგნი, არ ვწერ მემუარებს, ვარ სამშობლოს რიგითი "მოღალატე" რომელიც აკეთებს იმას რაც შეუძლია. "ჩქიმი პაკაზუხა". ეხლა ამ მომენტში კი მინდა რამენაერად მოხდეს რეაგირება ლტოლვილების თაობაზე და ამ ხელისუფლებამ გააკეთოს ის მინიმუმი მაიც ამ ხალხისთვის. ესაა და ეს. პ.ს. საწყენად არ დამიწერია, უბრალოდ რავი დაბა, ყველგან დავა არ გამოდის მგონი.
  12. http://www.georgian-style.net/archives/51 42 ხელმოწერა ინგლისურს 1 ინგლისური დავაგზავნე (ისე თუ ვინემს აქვს სადმე საშუალება გაგზავნის გააგზავნეთ). ამათ ოდნავ მოფიქრება სჭირდება. იმედი მაქვს იმ კვირის ბოლომდე იქნება რეცენზიები. კვირის ბოლოს მივცემ პრედსაში რაც იქნება და გადავაგზავნი მისამართების მიხედვით. აქ მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული და საერთო ჯამში ამ პროტესტმა (ჩვენს გარდა სხვების) და მხარდაჭერამ მგონი რაღაც ნაყოფი გამოიღო. იმედია დაკმაყოფილდება ლტოლვილების მოთხოვნა. თუ არა გავაგრძლებეთ მხარდაჭერას, თუ გინდ ერთი წელიც იყოს
  13. დღევანდელი სიტუაცია შემოიფარგელბა გამოსახლებით და დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნით, ნუ მინიმუმ ამ თემაში საქართველოში საომარი მოქმეებების თემა გახსენით და იქ ვისაუბრობთ "განიარაღების" და ბრძოლის თემაზე.
  14. ზოგს ხელი არ აქვს ზოგს ფეხი და რა ვიცი როგორი ნაკლი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ხო და ამ ნაკლზე და იმაზე რომ არ გვგავს ჩვენ არ დავცინით არა? ჰომოსექსულები ჰქვია ამ ხალხს. ფიდარასტი ადამიანის სულიერი მდგომარეობაა და არა ფიზიკური. ფიფარასტი შეიძლება იყოს გეიც და ჰეტეროსექსუალიც. ისე კი რაზ ვდავობთ ვერ გავიგე და როგოც ვხედავ ისევ ჰომოსექსუალებით ვამთავრებთ თემას.
  15. შეეშვით რა არასწორ ინფორმაციების გარჩევას აფხაზეთში ომის თაობაზე. არ არის ეს თამა ამ საკითხზე. რა მოხდა და როგორ მოხდა ეს დევნილების პრობლემებს არ გადასწყვეტს. ის რომ დევნილების გასახლება არასწორი იყო არც ამას არმართლებს რამე.
  16. არ ვიცი ამის რეცეპტი თუ არსებობს, მაგრამ ასე რომ მეფიქრა ალბათ ამდენი ხანი 9-ჯერ ვიქნებოდი დასამარებული. ყოველ დღე ცეცხლი მჭირდება რამე ახალს თუ არ ვხედავ ვერ ვისვენებ. რაც უფრო ძნელია მით მეტი მიზიდავს. "ჩქიმი პაკაზუხა" ამასაც დავამატებ. დიდმა იმედმა დიდი გაცრუება იცის. ჩემი აზრით სხვა არაფერი მომხდარა. ალასანიას დიდი იმედების მიცემამ ხალხს ძაან გაუტეხა გული. ამიტომ ვიძახი რომ არ შეიძლება იმის დაპირება რასაც ვერ გაწვდები. მინიმუმი რა არის არ იცის ამ ხალხმა.
  17. ეხლა არ გეწყინოს და შვებულების ნებართვა ვისგან უნდა აეღო. პ.ს. ისე პოლიტიკოსი და შვებულება საერთოდ არ გამიგია.
  18. პოლიტიკას ვეუფლბი ვხუმრობ. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ, არაა უნიჭო კაცი, უბრალოდ პოლიტიკისთვის ვერ გამოდგა მისი ნიჭი. ეხლა გეებს რომ ჯოხებით არ დაზდევს ეს იმას არ ნისნავს გეიპარადს ჩაიბარებსო. ისე სტატიაში სწორად იყო აღნიშნული, რომ ჯერ არაფერი არ ჩატარებულა და პრევენციული ტიპის ორი მიტინგი ამის საწინააღმდეგოდ, მართლაც გაუგებარია.
  19. ეგ როგორ, რა არც შენი თაობა არ გამოდგება ამ ამბისთვის? აბა კარგად ყოფილა მაშინ საქმე, წამოვწვეთ და ველოდოთ.
  20. დაშინებულები არიან. წარმოიდგინე ის, რომ სამაჩაბლოდან ლტოლვილებს არცერთს დღემდე არ დაუკანონეს ის საცხოვრებელი ფართი რომელიც გადასცეს. მოკლედ გამოჭერილები ჰყავთ რა. საცხოვრებელი ფართი და დახმარება ამ რეჟიმის ლოიალობასთან არის დაკავშირებული. მიშა ამას მშვენივრად იყენებს დღემდე. ეხლა ალასანიას ქომაგი იყო და არა მდივანი აბა საიდან ეცოდინება. პ.ს. ხომ არ არისთქო წამოძახება ეს ვიგულისხმე. თუ არ არის მაშინ მე ბოდიში.
  21. აი ეს არასწორი მიდგომაა მე თავის დროზე მიშა რომ გახდა პრეზიდენტი ძაან გამიხარდა. არიქა გვეშველათქო, მაგრამ ეს დღეს წამოსაძახებელი არ უნდა იყოს. ადამიანს თავი იმიტომ კი არ აქვს კისერში რომ არ ჩააწვიმოს, არამედ იმიტომ რომ დროგამოშევბით იფიქროს მაინც.
  22. დათმობას ვგულისხმობ იმას, თუ ლტოლვილები დააკმაყოფილეს საცხოვრებელი ფართით.
×
×
  • შექმენი...