Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. No regrets კიიი, ჩვენ ნამდვილად არ გვიყვარს ჩვენზე გონიერი ხალხი. და თუ ვინმე ასეთი გაიჩითა, ეგრევე ფეხებში და მხრებში დავებღაუჭებით, დაბლა დავაგდებთ და ფეხებით შევდგებით
  2. nata-ana გამარჯობა :maladec: გე-ზე იშვიათად ვპოსტავ, აქეთ გადმოვბარგდი
  3. პრეზიდენტმა სახელმწიფო მოხელეებს სკოლების ანგარიშზე თანხის გადარიცხვისკენ მოუწოდა 03 / 02, 2010 16:24 საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო მოხელეებს სკოლების ანგარიშებზე ხელფასიდან თანხების გადარიცხვისაკენ მოუწოდა. ამის შესახებ მიხეილ საკაშვილმა თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში სტუმრობისას განაცხადა. პრეზიდენტი ამ სკოლაში სწავლობდა. ამასთან, პრეზიდენტმა უკვე გადაწყვიტა, რომ ერთი თვის ხელფასი გაიყოფა და იმ ორ სკოლას გადაერიცხება, რომლებშიც სწავლობდა. მიხეილ სააკაშვილმა "დაჟინებული რეკომენდაციით" მიმართა ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომელიც მიიჩნვეს, რომ სკოლამ წვლილი შეიტანა მის დღევანდელ წარმატებაში, დახარება უნდა გაუწის თავის ყოფილ სკოლას. კერძოდ, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მოხელემ, რომლის ხელფასიც 1000 ლარზე ნაკლებია, სკოლის ანგარიშზე სულ მცირე 50 ლარი უნდა გადარიცხოს, ხოლო ვისაც 1000 ლარზე მეტი აქვს - სულ მცირე 100 ლარი. გადარიცხული თანხა განაწილდება ღვაწლმოსილი პედაგოგების დასახმარებაზე და სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  4. “ქართულმა აკადემიამ” უკრაინულ საზოგადოებას მიმართვა გაუგზავნა 03 / 02, 2010 16:11 “ქართულმა აკადემიამ” უკრაინულ საზოგადოებას საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. “ქართული აკადემია” უკრაინელი ხალხის წინაშე გამოთქვამს გულწრფელ სინანულს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სცადა, “უხეშად ჩარეულიყო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებსა და პარტნიორი სახელმწიფოს შინაურ საქმეებში”. “ეს არის მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ ესმის საქართველოს ავტოკრატიულ ხელისუფლებას დემოკრატიული ფასეულობები და სახელმწიფოთშორისი ცივილიზებული ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპები. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს პოლიტიკური ავანტიურა ნეგატიურად არ აისახება ჩვენი სახელმწიფოების შემდგომ ურთიერთობებში და ზიანს არ მიაყენებს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო და მეგობრულ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ კავშირებს”, - ნათქვამია მიმართვაში. აქვე “ქართული აკადემია” კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიუკერძოებელმა დამკვირვებლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის სამართლიანობა და დემოკრატიულობა. ~ქართველი საზოგადოება, რასაკვირველია, უპირობოდ ცნობს უკრაინელი ხალხის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ პოლიტიკურ ნებას და თვითონაც ეცდება, საკუთარი ძალისხმევითა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით საქართველოშიც მოხერხდეს ისეთი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, როგორც ეს შეძლო უკრაინელმა ხალხმა 2010 წლის 17 იანვარს”, - ნათქვამია მიმართვაში. როგორც “ინტერპრესნიუსს” ‘ქართული აკადემიიდან” აცნობეს, აღნიშნული მიმართვა უკრაინულ პრესაში გამოქვეყნდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. ძუკუ სამსახურში ვარ, ჩემო მიშა. აქ კი მოდერის ფუნქციები ჩართული არ მაქვს. ასეც რომ არ იყოს, ჩემი აზრით, ის თემა ძალიან "მშრალია"
  6. პრეზიდენტი ქართველ დამკვირვებლებს მოუწოდებს უკრაინა დატოვონ 2010 წლის 03 02, ოთხშაბათი - 14:03 ”უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით მოხდა გაუგებრობა, რის გამოც მეორე ტურში ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში აღარ გაიგზავნებიან” - საქართველოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს მანანა მანჯგალაძემ გააცნო. პრესსპიკერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც არჩევნებს უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებიან, საქართველოში დაბრუნდნენ. ”პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის ბედი უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. http://www.fact.ge/news.aspx ლიცემერი: პრინციპში, ამ განცხადებით მიშამ აღიარა, რომ ნეხვი ჭამა+ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მკვდარია...გარდაიცვალა როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ პანაშვიდი და დასაფლავება არ შედგება, რადგან მისი გვამი, ცარიელი მისი გვამი , ჯერ ცოცხალია. ერთი სიტყვით, მასტმა საქვეყნოდ მოგვჭრა თავი და მერე "ზადნი ხოდი" მიცა...უკაცრავად, "ზადი" მიცა.
  7. ”ნატოში გაწევრიანებამდე - საქართველოს ბევრი ვალდებულება აქვს შესასრულებებლი” 2010 წლის 03 02, ოთხშაბათი ნატოს გენერალური მდივნის პრესსპიკერი ჯეიმს აპატურაი კავკასიაში 4 და 5 თებერვალს გეგმავს ვიზიტს, მანამდე კი აპატურაი მიუნხენში აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება, ვიზიტის ფარგლებში აპატაურაი საქართველოსაც ესტუმრება, მისი განცხადებით, ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მხარს უჭერს მის ბრძოლას დემოკრატიისათვის. აპატურაის განცხადებით, საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, თუმცა მანამდე ბევრი ვალდებულება და ცვლილება აქვე განსახორციელებელი. http://www.fact.ge/news.aspx?i=94dca4d1-39...76-65f924c49a7d
  8. machkatela დიდ პატივს გცემთ ქალბატონო , მაგრამ წყარო უნდა აჩვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თემა დაიხურება
  9. ქართული პრესის მიმოხილვა 03.02.2010 03 / 02, 2010 12:07 · საჭიროა თუ არა საარჩევნო სიების მონიტორინგის მონიტორინგი · ირაკლი ალასანია: “სურდათ, წონასწორობიდან გამოვსულიყავი” · კონსტანტინე გამსახურდია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს · “პატარა ომი, რომელსაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძრა მსოფლიო” საჭიროა თუ არა საარჩევნო სიების მონიტორინგის მონიტორინგი “საარჩევნო სიების მონიტორინგი რა შედეგით დასრულდება, არავინ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ მონიტორინგისთვის თანხა გამოყოფილია და ოპოზიციურ ძალებს შეუძლიათ, თითოეულმა ასი ათასი ლარი ან სიების გადამოწმებას მოახმარონ, ან საკუთარი პრობლემების მოგვარებას. საპარლამენტო ოპოზიცია ამ ფაქტს უკვე აპროტესტებს და მონიტორინგის მონიტორინგს მოითხოვს. ხელისუფლებას კი ურჩევნია, ოპოზიციამ ეს თანხა საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ დახარჯოს, ოღონდ საარჩევნოდ პრეტენზიები აღარ უნდა გამოთქვან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პარლამენტი საარჩევნო სიების მონიტორინგზე მონიტორინგს ითხოვს / მაჭავარიანი: “თუკი პარტიები ფულს ხელს მოჰკიდებენ, კეთილი ინებონ და საქმეც გააკეთონ”. “ქრისტიან-დემოკრატები” ორმაგი მონიტორინგის არგუმენტად იმას ასახელებენ, რომ გამოყოფილი თანხა ოპოზიციურმა ძალებმა შესაძლოა არამიზნობრივად დახარჯონ და ეს უკვე სიების დაზუსტების საკითხს დააზარალებს... ლევან ვეფხვაძე ითხოვს, პარლამენტში შემუშავდეს მექანიზმი, რომლითაც საარჩევნო სიების მონიტორინგის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი... ამ ინიციატივამ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ტექნიკურად ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, იგი აქცენტს მოსალოდნელ პოლიტიკურ შეფასებებზეც აკეთებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია “ამ ყველაფერს პოლიტიკურ ზეწოლად მონათლავს”. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი ლევან ვეფხვაძეს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მონიტორინგის პროცესი რამე ფორმით უნდა გაკონტროლდეს. თუმცა, მისივე თქმით, კონტროლი უნდა განხორციელდეს არა პროცესზე, არამედ მონიტორინგის შედეგზე... სწორედ ამიტომ, პარლამენტის ინიციატივაა, რომ ყველა პარტიას, რომელიც საარჩევნო სიების მონიტორინგზე განაცხადს გააკეთებს, მის შედეგებზე დასკვნის წარდგენა ეთხოვოს”, - აღნიშნავს გამოცემა. “ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ცესკოსთვის გადაცემულ საარჩევნო სიას აბსურდულს უწოდებს. საჯარო რეესტრის მიერ 3 მლნ 700 ათასი ამომრჩეველია დარეგისტრირებული, რაც, მისი თქმით, უკვე მიანიშნებს, რომ არჩევნების გაყალბებისთვის სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით საიდან გაჩნდა ქვეყანაში 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველი / ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. “ცესკოს ჯერ არ მიუღია ინფორმაცია საგარეო საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამიისტროებისგან... საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ბევრ უწყებას პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა, ამა წლის 1-ელ თებერვლამდე მიეწოდებინა ცესკოსთვის მონაცემები სიების საკორექციოდ. 1-ელი თებერვლის მონაცემებით, ამგვარი სია მხოლოდ იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა. თბილისის საკრებულოს მერიასთან ერთად უნდა მიეწოდებინა სიები გარდაცვლილების მონაცემებისა და შეცვლილი ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების მონაცემების გათვალისწინებით. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მონაცემები ასევე უნდა მიეწოდებინა უზენაეს სასამართლოს, თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და შსს-ს. ვალდებულება შესრულებული არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა. “დეპუტატი ამბობს, რომ თუ ცესკო უმწვავეს რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ მთელი ვალდებულება სიების ფორმირებაზე მას დაეკისრება. გიორგი ცაგარეიშვილი ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს მოუწოდებს, კანონის დარღვევას გამოეხმაუროს და საზოგადოებას აუხსნას, რომელმა უწყებებმა არ წარადგინეს მასთან არსებული სიები ან რატომ არ იყო გადაცემული მონაცემთა ბაზა. “სწორედ ერთიანი სია არის ის უბედურება, რომელსაც შემდეგ მოჰყვება გრანდიოზული მიტინგები”, - ამგვარია დეპუტატის პოზიცია. ირაკლი ალასანია: “სურდათ, წონასწორობიდან გამოვსულიყავი” “მიუნხენში უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციას დავესწრები, სადაც ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზეც იქნება საუბარი... მინდა, დავანახო მსოფლიო საზოგადოებას, რომ მიუხედავად შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კარდინალური განსხვავებებისა, ქართული საზოგადოება პროდასავლურია და ჩვენს მომავალს ვხედავთ ევროპულ სახლში. ამის დამტკიცება მნიშვნელოვანია, რადგან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება ჩვენი განწყობებისა და ღირებულებების შესახებ”, - აცხადებს “ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთი “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ალასანია მერაბიშვილს სასამართლოში უჩივლებს / რა პრინციპს არ უღალატებს ალიანსი და მერობის რომელი კანდიდატი უქმნის “საფრთხეს” გაერო-ში ყოფილ ელჩს”. “ყველა, ვისთანაც საზღვარგარეთ შეხვედრა მაქვს, მეუბნება, რომ არჩევნების გაყალბებას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ. ეს ძალიან დამაიმედებელი განცხადებაა. ასეთი ნათელი პოზიცია აქამდე არ გამოუხატავთ. დღეს კი ყველა ხედავს, რომ სააკაშვილმა გაერო-ს ტრიბუნიდან გახმიანებული არც ერთი დანაპირები არ შეასრულა. მაგრამ მნიშვნელოვანია ოპოზიციის აქტიურობაც. აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ მძლავრი პოლიტიკური ძალები ვთანხმდებით, რომ ყველას გვჭირდება ნორმალური არჩევნები... თუ ვერ მივიღეთ ეს ნორმალური არჩევნები, ამას მოჰყვება, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, კოორდინირებული ნაბიჯები... ნამდვილად არ მინდა, ეს არჩევნები გახდეს კიდევ ერთი დესტაბილიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის საფუძველი”, - აცხადებს ირაკლი ალასანია და გამოცემის კორესპონდენტის შენიშვნას - “ეს არჩევნები დესტაბილიზაციის საფუძველი შესაძლოა გამართვამდე გახდეს. მით უფრო, ოპოზიციას ჰქონია გეგმა, რომელსაც თურმე თქვენც ეთანხმებით. თემურ შაშიაშვილის ინფორმაციით, გეგმის თანახმად, არჩევნებამდე 15 დღით ადრე, ხელისუფლებას ულტიმატური უნდა წაუყენოთ” - პასუხობს: “ბატონ თემურს შევხვდი. გამაცნო საკუთარი მოსაზრებები, არჩევნებამდე რა პროცესები შეიძლება წარიმართოს ქვეყანაში. გეგმაც მოვისმინე. ულტიმატუმებსა და რევოლუციაზე კი არა, საუბარი ეროვნული კრების მოწვევაზეა.. ეროვნული კრების გამართვის მიზანზე არ გვისაუბრია. უბრალოდ, თავისი იდეები გამაცნო. მომავალშიც შევხვდებით... პრაიმერთან დაკავშირებით პოზიცია არ შეგვიცვლია. წარმატება მინდა ვუსურვო მათ. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ საზოგადოებისთვის ოპოზიციის გაერთიანებისა და საერთო კანდიდატის გამოკვეთის შესახებ ლაპარაკი არაა საკმარისი. ადამიანებს ის აინტერესებთ, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა მათ რას შესთავაზებს. ამიტომ დარჩენილი დრო საზოგადოებამდე ამ შეთავაზების მიტანისთვის უნდა გამოვიყენოთ... გაერთიანება ახლა ნაკლებად აინტერესებს საზოგადოებას. მთავარია, ოპოზიცია საერთო მიზანს ემსახურებოდეს”. შეკითხვას - “თქვენ და ლევან გაჩეჩილაძეს “ფარული ვოიაჟებიც” გაახლოვებთ. ლონდონში ფინანსების მოსაძიებლადაც ხომ, არც ისე დიდი ხნის წინ, ერთად იყავით” - გამოცემის რესპოდენტი პასუხობს: “ჩვენ მართლაც ვიყავით ლონდონში ერთსა და იმავე დროს. მე ამერიკასაც ვსტუმრობდი, შემდეგ - ინგლისს და რადგან ლევანი იქ იყო, შევხვდი კიდეც. ამას გიდასტურებთ, მაგრამ ინფორმაციის მეორე ნაწილი, რომელიც ფინანსების ძიებას უკავშირდება, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მე და ლევანს ლონდონში არანაირი საერთო შეხვედრა სხვასთან არ გვქონით. ეს ყველაფერი ჭორია... ცილისწამებების გამო კი, რომ ვყოფილვარ “რუსეთის აგენტი, ნარკოტიკებით მოვაჭრე და თავის დროზე, მკვლელი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი”, ამ ცილისწამების გამო მომავალში აუცილებლად ვიჩივლებ. ვუჩივლებ ყველას, ვინც ჩართულია ამ უმსგავსობაში... უნდოდათ, წონასწორობიდან გამოვსულიყავი. წონასწორობიდან კი ვერ გამომიყვანენ. ძალიან მიზანმიმართულად ვარ კონცეტრირებული წინასაარჩევნო კამპანიაზე, სამართლიანი არჩევნებისთვის პირობების შექმნასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. ამიტომ ჯერჯერობით არ ვაქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას. მაგრამ მოვა დრო, როცა ეს საკითხი სამართლებრივი შეფასების საგანი გახდება”. კონსტანტინე გამსახურდია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს “დროებითი კომისია პარლამენტმა 6 ოქტომბერს შექმნა. მას უფლებამოსილების ვადა კიდევ სამი თვით გაუგრძელდება. თუმცა მიენიჭება თუ არა დროებით კომისიას საგამოძიებო კომისიის სტატუსი, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. კომისიისთვის საგამოძიებო სტატუსის მინიჭებას რამდენიმე დეპუტატი თავიდანვე ითხოვდა... კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, კომისიაში შემოსული მასალები, მათ შორის პროკურატურიდან მიღებული დაკითხვის ოქმები საჭიროებენ სერიოზულ შესწავლას, ასევე აუცილებელია იმ პირების ადგილზე დაკითხვა სამეგრელოს რეგიონში, რომლებიც უშუალო დავალებებს იღებდნენ მაშინდელი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებისგან”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით კონსტანტინე გამსახურდია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. “ჩემი აზრით, ასეა, მკვლელობა მოხდა, რადგან ზვიად გამსახურდიას ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობდი. თუმცა ერთ შემთხვევას არ გამოვრიცხავ. ბოლო ორ თვეს ძუ მგელივით ამ ოთხ კაცს ტყე-ტყე არბენინებდნენ. საშინელ სიცივეში მდინარეების გადალახვა უხდებოდათ, ტანზე გაუხდელად უმძიმეს პირობებში. ასეთ მძიმე პირობებში შესაძლოა მათში ფსიქიკური ძვრაც მოხდა. ასეთ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი, თორემ ნორმალურ პირობებში ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა”, - აცხადებს ზვიად გამსახურდიას დროინდელი მთავრობის პრემიერ-მინისტრი თენიზ სიგუა გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ სიგუა: “ზვიად გამსახურდია მოკლულია!” “ყველანაირი შესაძლებლობა იყო ექსპერტიზის ჩატარების. მისმა მეუღლემ და ოჯახმა დაჟინებით მოითხოვეს, რომ არავითარი ექსპერტიზა არ ჩატარებულიყო; ზუგდიდიდან პირდაპირ გროზნოში გადასვენებულიყო. ამავე დროს მაშინ შექმნილი იყო სახელმწიფო კომისია და იმ კომისიას, ჩემი აზრით, არ უნდა დაეთმო. ექსპერტიზა მაინც უნდა ჩატარებულიყო და ეს საკითხი დღესაც დღის წესრიგში არ იდგებოდა”, - ამბობს გამოცემის რესპოდენტს და კორესპონდენტის შეკითხვას - “ბრძანეთ, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა უახლოესი გარემოცვის მონაცემებს აქვს. გიორგაძემ პირდაპირ შევარდნაძეზე მიანიშნა” - პასუხობს: “გიორგაძის პოზიციებს აქამდეც წააწყდებოდით რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში, რომ შევარდნაძემ მას დაავალა ეს ამბავი და მან ამაზე უარი თქვა. მაგრამ მაინც შესრულდა ეს ამბავი. ამის შესახებ იგორ გიორგაძეს პირველად არ თქვამს. დიახ, ეს უფრო ზოგადი ტიპის განცხალებად მიმაჩნია. და იცით კიდევ რაზე მიანიშნებენ? მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდია გროზნოდან დაბრუნდა, გახსოვთ ალბათ, ეს იყო 1993 წლის სექტემბერი, მაშინ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რაც შევარდნაძემაც დაადასტურა; რომ მოსკოვიდან იყო განხორციელებული სატელეფოო ზარი. პრეზიდენტ ელცინის ზარი პრეზიდენტ შევარდნაძესთან. რომ ხომ არ დადგა იმის დრო, საქართველო შუაში გავყოთო. თბილისში შენ დაჯექი, ხოლო ქუთაისში გამსახურდია დავსვათო. აი, ეს სიგნალი შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მიზეზით, რომ მოეცილებინათ გამსახურდია”, - მიაჩნია თენგიზ სიგუას. “პატარა ომი, რომელსაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძრა მსოფლიო” “ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილმა მოხელემ და ექსპერტმა ევროპის საკითხებში რონალდ ასმუსმა, რომელიც დღეს გერმან მარშალის ფონდის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელია, გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით “მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”. წიგნზე რეცენზია დაწერა “ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბუნის” მიმომხილველმა ჯონ ვინოკურმა”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით “პატარა ომი, რომელსაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძრა მსოფლიო”. “ეს არის რუსეთის საქართველოში შეჭრის შესახებ კარგი ახალი წიგნი, რომლისთვისაც შეგვეძლო დაგვერქმია “პატარა ომი, რომელსაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძრა მსოფლიო”. ასეთი ფორმულირება რეალობასთან უფრო ახლოს დგას” - წერს ვინოკური. წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ აშშ-მა, ნატო-მ და ევროკავშირმა, შეიძლება ითქვას, თვალი დახუჭეს რუსეთის საქართველოზე თავდასხმის დროს”, - აღნიშნავს გამოცემა. “წიგნში შესული მასალები წარმოადგენს ნატო-ს სისუსტისა და შიდა დაპირისპირების მტკიცებულებას ისეთ ვითარებაში, როცა რუსეთი ემუქრებოდა საქართველოს. ეს მასალები ძალიან გაამხნევებს ნებისმიერ ორგანიზაციასა და სახელწიფოს, იქნება ეს “ალ ყაიდა”, ირანი თუ ჩრდილოეთი კორეა, რომლებიც იფიქრებენ, რომ დასავლეთი შიდაარეულობის გამო შესაძლოა დამთმობი გახდა” - წერს ვინოკური. ავტორის აზრით, პუტინმა მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ ბუშმა შედეგს ვერ მიაღწია - ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს კანდიდატობის სტატუსის მინიჭება, რადგან გერმანია წინააღმდეგი წავიდა. “პუტინის შეხედულებების კონტექსტში, რუსეთის ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, ნატო-ს მერყეობა იყო მიწვევა მოკლე ეფექტურ ომში, რის შემდეგაც დასავლეთი ყველანაირად შეეცადა ამ ფაქტის გაბათილებას” - წერს ვინოკური. შემდგომი მოვლენები ასმუსის სიმართლეს ამტკიცებს, მიიჩნევს რეცენზენტი: საფრანგეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ხომალდების - ვერტმფრენმზიდების გაყიდვის შესახებ, ხოლო გერმანიამ ნორდ სტრიმის დაფინანსება გაასამმაგა”, - აღნიშნავს გამოცემა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124216.html
  10. asds გადასარევი იუმორის პატრონო ყოფილხარ...
×
×
  • შექმენი...