ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2010 08 / 02, 2010 11:38 • თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილის წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ” • ირაკლი ალასანია - “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის” • ლევან გაჩეჩილაძე - “ვიღაც-ვიღაცებს ურჩევნიათ სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში” თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილის წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ” “შევარდნაძე, სანამ ცოცხალია, არ დაუშვებს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე გამოძიებულ იქნას. შევარდნაძის ნამუსზე არის ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და მიხეილ სააკაშვილზე არის ზურაბ ჟვანიას სიკვდილი. ეს ორი კაცი - მოსწავლე და მასწავლებელი არიან მკვლელები. ერთმა ჟვანია მოკლა და მეორემ ნახევარი საქართველო გაწყვიტა. თქვენ არ იცით, როგორ ყვიროდა, მე რომ დამიჭირეს და ცოცხალი ჩამომიყვანეს, რატომ მოგყავთ ცოცხალიო? თქვენ მასწავლით, შევარდნაძე რა არის? ეგ არის მსოფლიოში აღიარებული მკვლელი”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ კიტოვანი: ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ მათ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ”. “შოთა კვირაია ერთადერთი კაცია ცოცხალთაგან, ვინც მოწმე და უშუალო მონაწილეა ზვიად გამსახურდისა მკვლელობისა. შოთა კვირაიას ჩემთან წამოსცდა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. სიმთვრალეში წამოსცდა. მაგან მითხრა ყველაფერი. აბა, მე რა დამესიზმრებოდა, როგორ მოხდა ზვიადის მკვლელობა? ინფორმაციის წყარო ბევრია და დოკუმენტური მასალებიც ბევრია. შოთა კვირაია იყო ერთ-ერთი შემსრულებელი მკვლელ გულუასთან ერთად. რატომ არ აქცევთ ყურადღებას გუგუშვილის სიტყვებს? მან რამდენჯერმე თქვა, ბიჭებს დასაძინებელი წამალი დავალევინე იმიტომ, რომ დაღლილი იყვნენ და მშვიდად დაეძინათო. ფაქტობრივად, ის ამით აღიარებს ამ საქმეში თანამონაწილეობას. რა დროს დასაძინებელი წამალი იყო, მან ხომ კარგად იცოდა, რომ მდევარი მოსდევდათ. დაეძინათ ბიჭებს, შემოვიდა მკვლელი ფანჯრიდან, ორი ტყვია ესროლა ზვიად გამსახურდიას. დიახ, გამსახურდიას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ კიტოვანი. “ამას მე დაბეჯითებით ვამბობ. ჯერ ქვემოდან არის ნასროლი, ტყვია ტვინშია გასული და მოხვედრილი აქვს ლოგინის საბჯენს. მეორე ზემოდან, თავის ქალიდან აქვს მოხვედრილი და გამოსულია ყურში. მე მაინტერესებს, მანანა არჩვაძემ რატომ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე მაშინ, როცა გროზნოში წაასვენა თავისი ქმარი? ჯოხარ დუდაევი უარს ეტყოდა? არ არის დანაშაული ეს? წლების მერე, როცა უკვე რბილი ქსოვილი აღარ არსებობდა, ჩაიტანეს ნეშტი სადღაც როსტოვში და იქ გაასინჯეს ექსპერტებს... ეს გაკეთებული არის მაყუჩიანი “სტეჩკინით”. ამ ყველაფრის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ფეხებზე დაიდო იარაღი? ეს ხომ აბსურდია. ყველაფერ ამას დასჭირდა მაქსიმუმ 40 წამი, არც კი - მკვლელმა ესროლა, დაადო მუცელზე იარაღი და წავიდა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “გამყიდველია ის, ვინც დაცვის ბიჭები დააძინა და მკვლელს ფანჯარა გაუღო. შესაძლოა ფანჯრიდან კი არა, კარიდან შევიდა მკვლელი - სულაც კარი გაუღეს მას. შეიძლება გუგუშვილმა გააღო. თუკი გუგუშვილმა მისცა ბიჭებს დასაძინებელი წამალი, რატომ არ შეიძლებოდა, მას გაეღო კარი? რად უნდოდათ დასაძინებელი წამალი, თუკი დაღლილი იყვნენ და ეძინებოდათ! ან საიდან ჰქონდა ძილის წამალი, აფთიაქში შეიარა და იყიდა? მე მაქვს ის ინფორმაცია, რასაც ვამბობ. სხვა ინფორმაცია რომ მქონდეს, სხვა რამეს ვიტყოდი. მცველებში მკვლელი არ არის. მკვლელი, რომელსაც ფული ჰქონდა აღებული, შევიდა, ისროლა და წავიდა. თუ მცველთაგან ერთ-ერთმა გაუღო მას კარი ან ფანჯარა, ვინც ეს გააკეთა, ისიც მკვლელია!” - დასძენს თენგიზ კიტოვანი. “ყველაფრის თქმა საჭირო არ არის. კონსტანტინე გამსახურდიაც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობს კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შევიკავოთ. შევარდნაძეა პირველი მკვლელი. შევარდნაძემ მოკლა ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, შევარდნაძემ მოკლა ზურაბ პატარიძე - მას ავარია მოუწყვეს. მეც მომიწყვეს ავარია. ჩემს მოკვლასაც აპირებდა და შემთხვევით გადავრჩი. ავსტრიაში რომ ვიყავი, იქ გამომიგზავნა მკვლელები! შევარდნაძე რაც არის, ყველამ იცის. სირცხვილი იმ მეგრელებს, ვინც გაყიდა ზვიად გამსახურდია”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი და შეკითხვას - “ვის გულისხმობთ ამ მეგრელებში?” - პასუხობს: “გულუაც და კვირაიაც მეგრელები არ არიან? მათ ჰქონდათ დავალებული სამეგრელოს მოსახლეობის მოსყიდვა, რათა მათ მიეწოდებინათ ინფორმაცია პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ. სწორედ სამეგრელოში, გულუას ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახლში მოხდა შეკრება, სადაც გაცხადდა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ და იქ შეკრებილი მებრძოლები დაეთანხმნენ ამას. სირცხვილი მათ, ვინც ფული აიღო ამაში და იუდასავით გაყიდა ზვიად გამსახურდია!” ირაკლი ალასანია - “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის” “ამ სამი დღის განმავლობაში აქ იმყოფება თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქვეყნების ხელმძღვანელ პირებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ კონფერენციაზე დასწრებას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე პირადად შევხვდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე მქონდა შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ის სენატორებთან. გარდა ამისა, შევხვდი ეუთო-ს გენერალურ მდივანს. ყველა ამ შეხვედრის ძირითადი თემა არის ეროვნული უსაფრთხოება და ვითარება ავღანეთში, რადგან ამ კონფერენციაზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სწორედ ავღანეთში არსებულ ვითარებას”, - აცხადებს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საერთაშორისო უსაფრთხოება და საქართველოს არჩევნები / ირაკლი ალასანია: “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის”. “მაგრამ როცა განვიხილავთ ევროპის უსაფრთხოებას, გვერდს ვერ ავუვლით საქართველოში არსებულ კონფლიქტურ ვითარებას და აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები უნდა იყოს ერთსულოვანი. აქ ყველა - მეც და საგარეო უწყების ხელმძღვანელიც წარმოვადგენთ საქართველოს და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე არსებული უთანხმოებისგან განსხვავებით, აქ ყველამ ერთი პოზიცია უნდა წარვადგინოთ - ეს არის ქართული პოზიცია!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია. “მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე დიდი ინტერსია, თუ როგორ ემზადება საქართველო არჩევნებისთვის. ყველა პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც აქ არის და ჩემთან მართავს შეხვედრას, აღნიშნავს, რომ აუცილებელია შესრულდეს დანაპირები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ არჩევნებზე მათ ეყოლებათ დამკვირვებლები და მათი მხრიდან პირდაპირ არის გამოხატული განწყობა, რომ არჩევნების არასწორად გამართვის შემთხვევაში ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ეცდებიან პროცესები დააბრუნონ ისევ კონსტიტუციურ და სამართლიან ჩარჩოებში. ეს არის მათი პოზიცია, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩვენ მიერ არაერთხელ გამოხატულ პოზიციას, რომ ეს არის შანსი მთელი საქართველოსთვის, მათ შორის, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც და ეს შანსი უნდა იქნეს გამოყენებული”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი. “არჩევნები არის პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, შედგა თუ არა საქართველო და შეუძლია თუ არა ქვეყანას, გახდეს ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ეს განსაზღვრავს ჩვენდამი დასავლეთისა და ევროპული უსაფრთხოების დამოკიდებულებას. დღეს საქართველოში დემოკრატია და უსაფრთხოება პირდაპირ არის გადაბმული ერთმანეთთან. ეს არის საუკეთესო თავდაცვაც და ეს არის საუკეთესო მიდგომა ევროპული უსაფრთხოებისა და ევროპულ სახლში ჩვენი ინტეგრაციისადმი. დღეს არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელია. ეს ყველას მხრიდან აღინიშნა, მაგრამ ეს არის პროცესი. აქ ყველანი გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავენ დემოკრატიულ პროცესებს”, - დასძენს ირაკლი ალასანია. “ეს არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტული არჩევნების ნაწილი. ადგილობრივი არჩევნები იქნება პირველი ყველაზე სერიოზული გამოცდა ბოლო პოლიტიკური კრიზისის შემდეგ საქართველოში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში სამ თვეში იქნება სრულყოფილი დემორატია და ამის ილუზია არც ჩვენ გვაქვს. ჩვენ, უბრალოდ, სწორი გზით უნდა დავიწყოთ სიარული და სწორი გზა არის ისეთი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიმართ ნდობა ექნება საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს. ვიმეორებ, ეს არის განმსაზღვრელი საქართველოსთვის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად - როგორც არის უსაფრთხოება და ევროპული ინტეგრაცია, ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელება ჩვენს პარტნიორებთან”, - აცხადებს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - “ობამას მრჩეველთან რაზე ისაუბრეთ... რამდენად კრიტიკულია მისი შეფასებები საქართველოში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით?” - პასუხობს: “ბატონი ჯონსის მტკიცე პოზიცია იყო ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უსაფრთხოებას, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების ხარჯზე არ მოხდება საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში რამე ცვლილება. პირიქით, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად... აქ არ არის საუბარი კრიტიკაზე. აქ არის საუბარი საქართველოში არსებული ვითარების შეფასებაზე და ამ მხრივ, საქართველოში აშკარად არის დემოკრატიის დეფიციტი. ყველა ღონეს ხმარობს აშშ, ფინანსურს თუ ინსტიტუციურს, ეს დეფიციტი შეავსოს. ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ არა ამის ეფექტურად გამოყენებას. აქ არის საუბარი სწორედ პოლიტიკურ ნებაზე ხელისუფლების მხრიდან”. ლევან გაჩეჩილაძე - “ვიღაც-ვიღაცებს ურჩევნიათ სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში” “ვინ სად გადავიდა ან გადმოვიდა, ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს მხოლოდ მერაბიშვილისა და სააკაშვილის სიზმრებია. “დაიცავი საქართველო” ვერ მუშაობს, რადგან ხელისუფლებამ ფინანსური ტერორი გამოგვიცხადა. ძალიან გართულდა პროექტების დაფინანსება. “დაიცავი საქართველო” არსებობს და მასში დიდი ვნებათაღელვაა იმის გამო, რაც ოპოზიციაში ხდება”, - აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზოგ ოპოზიციონერს სააკაშვილზე მეტად სხვა ოპოზიციონერი ეზიზღება” / “უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ”. “თვეების წინ ხალხის დიდ სიყვარულსა და ნდობას ვგრძნობდი, დღეს ასე აღარ არის და ამას ობიექტური მიზეზი აქვს. ყველაფერი რომ ლოგიკურად დასრულებულიყო და იურიდიულად გავმხდარიყავი საქართველოს პრეზიდენტი, სიყვარული და ნდობა უწინდელივით მექნებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ვერ მოვაწერე ხელი სისხლის ღვრასა და სამოქალაქო ომს. საქართველოს მტრების წისქვილზე წყალი არ დავასხი. თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლას არ განვაგრძობ. თუ კიდევ ფორსმაჟორში აღმოვჩნდით, თუ ისევ ომი ან მსგავსი დიდი პროვოკაცია მოხდა, ადგილობრივი არჩევნები ყველას დაავიწყდება და დაირაზმება, რომ ეს ხელისუფლება როგორმე მმართველობას ჩამოაშოროს. თუ ასეთი ფორსმაჟორი არ მოხდა, მაშინ რეჟიმის შეცვლის გზად ადგილობრივი არჩევნები მიმაჩნია. ადგილობრივი არჩევნები უნდა გახდეს სანთებელა დიდი კოცონის დასანთებად, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყვეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან გაჩეჩილაძე. “თავისუფალი საარჩევნო გარემოსთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ცხადზე უცხადესად ვხედავ, რომ იმ ოპოზიციას, რომელიც ქუჩაშია, სააკაშვილი მერის სკამს არ გამოუწერს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაიჩაგრება და სწორედ ეს საბაბი უნდა გამოვიყენოთ, რომ რეჟიმს რაც შეიძლება მალე მოეღოს ბოლო. თუ სააკაშვილს ჰქონდა იმის იურიდიული უფლება, არჩევნების გამო რევოლუცია მოეხდინა, ხალხსა და ოპოზიციასაც აქვთ. გულწრფელად გეტყვით, ოპოზიციაში დღეს კრიზისია, ბევრი სხვადასხვანაირი ხედვაა. ყველა ოპოზიციური ლიდერი იმას ფიქრობს, რომ სწორედ მისი არჩეული გზაა ქვეყნის გადარჩენის საშუალება. დამოუკიდებელი აზროვნება ერთიანობას გამორიცხავს. ერთიანობა თუ არ იქნა, გამორიცხულია, საპროტესტო ტალღა ისევ მძლავრად აგორდეს და ხალხს გამარჯვების რწმენა ჩაესახოს. ჩემთვის მთავარი სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაა და არა მერობა, პრეზიდენტობა ან პარლამენტის თავმჯდომარეობა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ღმერთმა ქნას, ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას მივაღწიო. ამჟამად იმ ალიანსებთან ვმუშაობ, რომლებიც არჩევნებს უჭერენ მხარს. ხალხს რევოლუციის მოხდენის უფლება 5 იანვარსაც ჰქონდა, 20 იანვარსაც და 26 მაისსაც. ღვთის წინაშე მართალი ის ხალხია, რომელიც ყველა გზას მოსინჯავს. საზოგადოებასა და ოპოზიციას უნდა გაევლო მშვიდობიანი მანიფესტაციების, პერმანენტული აქციებისა და საკნების, ეკლესიისა და პატრიარქის გზაც იმისთვის, რომ სისხლის ღვრა აეცილებინა თავიდან. ოპოზიცია ვალმოხდილია, თუმც ჩვენმა მცდელობამ ნაყოფი არ გამოიღო”, - მიიჩნევს ლევან გაჩეჩილაძე. “ამერიკული დელეგაციის წევრებსაც ვუთხარი, ძალიან მსიამოვნებს თქვენთან შეხვედრა, მაგრამ დამანახეთ მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგი. როგორ დავიჯერო, რომ აშშ-ის რაღაცის გაკეთება უნდა და ვერ აკეთებს. ჩვენ დიპლომატიური პასუხები კი არა, შედეგი გვაინტერესებს. თავად ამერიკელები ლაპარაკობენ სასამართლოს ნაკლზე, მედიაზე, უკანონოდ დაპატიმრებულებზე, არჩევნებზე, მაგრამ ჩვენთან მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ხალხმა ყველა მშვიდობიანი ხერხი ამოწურა. არ მგონია, მეყოს ძალა, რომ სააკაშვილის მახინჯი რეჟიმის წინააღმდეგ აზღვავებული ხალხის ტალღა კიდევ ერთხელ გავაჩერო” - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “უცნაურია საზოგადოების ნაწილის განცხადებები, უგულავა ამასა და ამას გვიკეთებსო. უგულავა სააკაშვილის ბოროტი ხელისუფლების გაგრძელებაა. მეტსაც გეტყვით, თუ ოპოზიციაში კრიზისი არ დაიძლია, შესაძლოა, კარის გადატრიალება მოხდეს. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ენას, სულიერებას, ეკლესიასა და სამშობლოს გვართმევენ? საქართველოს უხილავი, ფარული გზებით იპყრობენ! სააკაშვილის მართვის სტილი ასეთია: ადამიანი ბოლომდე უნდა დააბეჩავოს და მერე 200 გრამ პურსა და ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერს რომ მისცემ, კმაყოფილი იქნება. უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ. ასეთი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე უგულავას თუ დაუჭერს მხარს ვინმე, ეს ოპოზიციაში კრიზისის ბრალი იქნება, რომელიც ერთმანეთის გინების გამო კიდევ უფრო ღრმავდება”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე და შეკითხვას - “საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ მოახერხა ერთ კანდიდატზე შეთანხმება, ადგილობრივ არჩევნებზე რატომ იმძლავრა ერთმანეთის სიძულვილმა?” - პასუხობს: “ოპოზიციამ ერთმანეთის ნდობა დაკარგა. როგორ შეიძლება ძლიერი იყოს ოჯახი, სადაც ნდობის ნაცვლად გაუთავებელი ეჭვიანობაა. საქართველოში არ მოიძებნება არავინ, ვისზეც ვიტყვი, ამას სააკაშვილი ჯობს-მეთქი. ყველა მირჩევნია სააკაშვილს. ვიღაც-ვიღაცებს კი ურჩევნიათ, სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში. აი, ეს დავინახე ორწელიწადნახევრიანი ბრძოლის შემდეგ. ამ ქვეყანას ყოველდღიურად ნამუსს ხდიან, აუპატიურებენ და გასაკვირია, რომ ძალადობას საზოგადოებაც შეეჩვია. სწორედ ოპოზიციის კონსოლიდაცია გაუღვიძებს ხალხს გამარჯვების რწმენასა და ღირსებას, სხვა ვერაფერი”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124648.html ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2010 08 / 02, 2010 11:38 • თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილის წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ” • ირაკლი ალასანია - “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის” • ლევან გაჩეჩილაძე - “ვიღაც-ვიღაცებს ურჩევნიათ სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში” თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილის წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ” “შევარდნაძე, სანამ ცოცხალია, არ დაუშვებს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე გამოძიებულ იქნას. შევარდნაძის ნამუსზე არის ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და მიხეილ სააკაშვილზე არის ზურაბ ჟვანიას სიკვდილი. ეს ორი კაცი - მოსწავლე და მასწავლებელი არიან მკვლელები. ერთმა ჟვანია მოკლა და მეორემ ნახევარი საქართველო გაწყვიტა. თქვენ არ იცით, როგორ ყვიროდა, მე რომ დამიჭირეს და ცოცხალი ჩამომიყვანეს, რატომ მოგყავთ ცოცხალიო? თქვენ მასწავლით, შევარდნაძე რა არის? ეგ არის მსოფლიოში აღიარებული მკვლელი”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ კიტოვანი: ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ მათ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ”. “შოთა კვირაია ერთადერთი კაცია ცოცხალთაგან, ვინც მოწმე და უშუალო მონაწილეა ზვიად გამსახურდისა მკვლელობისა. შოთა კვირაიას ჩემთან წამოსცდა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. სიმთვრალეში წამოსცდა. მაგან მითხრა ყველაფერი. აბა, მე რა დამესიზმრებოდა, როგორ მოხდა ზვიადის მკვლელობა? ინფორმაციის წყარო ბევრია და დოკუმენტური მასალებიც ბევრია. შოთა კვირაია იყო ერთ-ერთი შემსრულებელი მკვლელ გულუასთან ერთად. რატომ არ აქცევთ ყურადღებას გუგუშვილის სიტყვებს? მან რამდენჯერმე თქვა, ბიჭებს დასაძინებელი წამალი დავალევინე იმიტომ, რომ დაღლილი იყვნენ და მშვიდად დაეძინათო. ფაქტობრივად, ის ამით აღიარებს ამ საქმეში თანამონაწილეობას. რა დროს დასაძინებელი წამალი იყო, მან ხომ კარგად იცოდა, რომ მდევარი მოსდევდათ. დაეძინათ ბიჭებს, შემოვიდა მკვლელი ფანჯრიდან, ორი ტყვია ესროლა ზვიად გამსახურდიას. დიახ, გამსახურდიას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ კიტოვანი. “ამას მე დაბეჯითებით ვამბობ. ჯერ ქვემოდან არის ნასროლი, ტყვია ტვინშია გასული და მოხვედრილი აქვს ლოგინის საბჯენს. მეორე ზემოდან, თავის ქალიდან აქვს მოხვედრილი და გამოსულია ყურში. მე მაინტერესებს, მანანა არჩვაძემ რატომ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე მაშინ, როცა გროზნოში წაასვენა თავისი ქმარი? ჯოხარ დუდაევი უარს ეტყოდა? არ არის დანაშაული ეს? წლების მერე, როცა უკვე რბილი ქსოვილი აღარ არსებობდა, ჩაიტანეს ნეშტი სადღაც როსტოვში და იქ გაასინჯეს ექსპერტებს... ეს გაკეთებული არის მაყუჩიანი “სტეჩკინით”. ამ ყველაფრის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ფეხებზე დაიდო იარაღი? ეს ხომ აბსურდია. ყველაფერ ამას დასჭირდა მაქსიმუმ 40 წამი, არც კი - მკვლელმა ესროლა, დაადო მუცელზე იარაღი და წავიდა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “გამყიდველია ის, ვინც დაცვის ბიჭები დააძინა და მკვლელს ფანჯარა გაუღო. შესაძლოა ფანჯრიდან კი არა, კარიდან შევიდა მკვლელი - სულაც კარი გაუღეს მას. შეიძლება გუგუშვილმა გააღო. თუკი გუგუშვილმა მისცა ბიჭებს დასაძინებელი წამალი, რატომ არ შეიძლებოდა, მას გაეღო კარი? რად უნდოდათ დასაძინებელი წამალი, თუკი დაღლილი იყვნენ და ეძინებოდათ! ან საიდან ჰქონდა ძილის წამალი, აფთიაქში შეიარა და იყიდა? მე მაქვს ის ინფორმაცია, რასაც ვამბობ. სხვა ინფორმაცია რომ მქონდეს, სხვა რამეს ვიტყოდი. მცველებში მკვლელი არ არის. მკვლელი, რომელსაც ფული ჰქონდა აღებული, შევიდა, ისროლა და წავიდა. თუ მცველთაგან ერთ-ერთმა გაუღო მას კარი ან ფანჯარა, ვინც ეს გააკეთა, ისიც მკვლელია!” - დასძენს თენგიზ კიტოვანი. “ყველაფრის თქმა საჭირო არ არის. კონსტანტინე გამსახურდიაც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობს კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შევიკავოთ. შევარდნაძეა პირველი მკვლელი. შევარდნაძემ მოკლა ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, შევარდნაძემ მოკლა ზურაბ პატარიძე - მას ავარია მოუწყვეს. მეც მომიწყვეს ავარია. ჩემს მოკვლასაც აპირებდა და შემთხვევით გადავრჩი. ავსტრიაში რომ ვიყავი, იქ გამომიგზავნა მკვლელები! შევარდნაძე რაც არის, ყველამ იცის. სირცხვილი იმ მეგრელებს, ვინც გაყიდა ზვიად გამსახურდია”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი და შეკითხვას - “ვის გულისხმობთ ამ მეგრელებში?” - პასუხობს: “გულუაც და კვირაიაც მეგრელები არ არიან? მათ ჰქონდათ დავალებული სამეგრელოს მოსახლეობის მოსყიდვა, რათა მათ მიეწოდებინათ ინფორმაცია პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ. სწორედ სამეგრელოში, გულუას ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახლში მოხდა შეკრება, სადაც გაცხადდა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ და იქ შეკრებილი მებრძოლები დაეთანხმნენ ამას. სირცხვილი მათ, ვინც ფული აიღო ამაში და იუდასავით გაყიდა ზვიად გამსახურდია!” ირაკლი ალასანია - “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის” “ამ სამი დღის განმავლობაში აქ იმყოფება თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქვეყნების ხელმძღვანელ პირებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ კონფერენციაზე დასწრებას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე პირადად შევხვდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე მქონდა შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ის სენატორებთან. გარდა ამისა, შევხვდი ეუთო-ს გენერალურ მდივანს. ყველა ამ შეხვედრის ძირითადი თემა არის ეროვნული უსაფრთხოება და ვითარება ავღანეთში, რადგან ამ კონფერენციაზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სწორედ ავღანეთში არსებულ ვითარებას”, - აცხადებს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საერთაშორისო უსაფრთხოება და საქართველოს არჩევნები / ირაკლი ალასანია: “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის”. “მაგრამ როცა განვიხილავთ ევროპის უსაფრთხოებას, გვერდს ვერ ავუვლით საქართველოში არსებულ კონფლიქტურ ვითარებას და აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები უნდა იყოს ერთსულოვანი. აქ ყველა - მეც და საგარეო უწყების ხელმძღვანელიც წარმოვადგენთ საქართველოს და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე არსებული უთანხმოებისგან განსხვავებით, აქ ყველამ ერთი პოზიცია უნდა წარვადგინოთ - ეს არის ქართული პოზიცია!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია. “მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე დიდი ინტერსია, თუ როგორ ემზადება საქართველო არჩევნებისთვის. ყველა პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც აქ არის და ჩემთან მართავს შეხვედრას, აღნიშნავს, რომ აუცილებელია შესრულდეს დანაპირები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ არჩევნებზე მათ ეყოლებათ დამკვირვებლები და მათი მხრიდან პირდაპირ არის გამოხატული განწყობა, რომ არჩევნების არასწორად გამართვის შემთხვევაში ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ეცდებიან პროცესები დააბრუნონ ისევ კონსტიტუციურ და სამართლიან ჩარჩოებში. ეს არის მათი პოზიცია, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩვენ მიერ არაერთხელ გამოხატულ პოზიციას, რომ ეს არის შანსი მთელი საქართველოსთვის, მათ შორის, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც და ეს შანსი უნდა იქნეს გამოყენებული”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი. “არჩევნები არის პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, შედგა თუ არა საქართველო და შეუძლია თუ არა ქვეყანას, გახდეს ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ეს განსაზღვრავს ჩვენდამი დასავლეთისა და ევროპული უსაფრთხოების დამოკიდებულებას. დღეს საქართველოში დემოკრატია და უსაფრთხოება პირდაპირ არის გადაბმული ერთმანეთთან. ეს არის საუკეთესო თავდაცვაც და ეს არის საუკეთესო მიდგომა ევროპული უსაფრთხოებისა და ევროპულ სახლში ჩვენი ინტეგრაციისადმი. დღეს არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელია. ეს ყველას მხრიდან აღინიშნა, მაგრამ ეს არის პროცესი. აქ ყველანი გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავენ დემოკრატიულ პროცესებს”, - დასძენს ირაკლი ალასანია. “ეს არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტული არჩევნების ნაწილი. ადგილობრივი არჩევნები იქნება პირველი ყველაზე სერიოზული გამოცდა ბოლო პოლიტიკური კრიზისის შემდეგ საქართველოში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში სამ თვეში იქნება სრულყოფილი დემორატია და ამის ილუზია არც ჩვენ გვაქვს. ჩვენ, უბრალოდ, სწორი გზით უნდა დავიწყოთ სიარული და სწორი გზა არის ისეთი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიმართ ნდობა ექნება საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს. ვიმეორებ, ეს არის განმსაზღვრელი საქართველოსთვის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად - როგორც არის უსაფრთხოება და ევროპული ინტეგრაცია, ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელება ჩვენს პარტნიორებთან”, - აცხადებს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - “ობამას მრჩეველთან რაზე ისაუბრეთ... რამდენად კრიტიკულია მისი შეფასებები საქართველოში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით?” - პასუხობს: “ბატონი ჯონსის მტკიცე პოზიცია იყო ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უსაფრთხოებას, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების ხარჯზე არ მოხდება საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში რამე ცვლილება. პირიქით, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად... აქ არ არის საუბარი კრიტიკაზე. აქ არის საუბარი საქართველოში არსებული ვითარების შეფასებაზე და ამ მხრივ, საქართველოში აშკარად არის დემოკრატიის დეფიციტი. ყველა ღონეს ხმარობს აშშ, ფინანსურს თუ ინსტიტუციურს, ეს დეფიციტი შეავსოს. ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ არა ამის ეფექტურად გამოყენებას. აქ არის საუბარი სწორედ პოლიტიკურ ნებაზე ხელისუფლების მხრიდან”. ლევან გაჩეჩილაძე - “ვიღაც-ვიღაცებს ურჩევნიათ სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში” “ვინ სად გადავიდა ან გადმოვიდა, ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს მხოლოდ მერაბიშვილისა და სააკაშვილის სიზმრებია. “დაიცავი საქართველო” ვერ მუშაობს, რადგან ხელისუფლებამ ფინანსური ტერორი გამოგვიცხადა. ძალიან გართულდა პროექტების დაფინანსება. “დაიცავი საქართველო” არსებობს და მასში დიდი ვნებათაღელვაა იმის გამო, რაც ოპოზიციაში ხდება”, - აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზოგ ოპოზიციონერს სააკაშვილზე მეტად სხვა ოპოზიციონერი ეზიზღება” / “უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ”. “თვეების წინ ხალხის დიდ სიყვარულსა და ნდობას ვგრძნობდი, დღეს ასე აღარ არის და ამას ობიექტური მიზეზი აქვს. ყველაფერი რომ ლოგიკურად დასრულებულიყო და იურიდიულად გავმხდარიყავი საქართველოს პრეზიდენტი, სიყვარული და ნდობა უწინდელივით მექნებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ვერ მოვაწერე ხელი სისხლის ღვრასა და სამოქალაქო ომს. საქართველოს მტრების წისქვილზე წყალი არ დავასხი. თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლას არ განვაგრძობ. თუ კიდევ ფორსმაჟორში აღმოვჩნდით, თუ ისევ ომი ან მსგავსი დიდი პროვოკაცია მოხდა, ადგილობრივი არჩევნები ყველას დაავიწყდება და დაირაზმება, რომ ეს ხელისუფლება როგორმე მმართველობას ჩამოაშოროს. თუ ასეთი ფორსმაჟორი არ მოხდა, მაშინ რეჟიმის შეცვლის გზად ადგილობრივი არჩევნები მიმაჩნია. ადგილობრივი არჩევნები უნდა გახდეს სანთებელა დიდი კოცონის დასანთებად, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყვეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან გაჩეჩილაძე. “თავისუფალი საარჩევნო გარემოსთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ცხადზე უცხადესად ვხედავ, რომ იმ ოპოზიციას, რომელიც ქუჩაშია, სააკაშვილი მერის სკამს არ გამოუწერს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაიჩაგრება და სწორედ ეს საბაბი უნდა გამოვიყენოთ, რომ რეჟიმს რაც შეიძლება მალე მოეღოს ბოლო. თუ სააკაშვილს ჰქონდა იმის იურიდიული უფლება, არჩევნების გამო რევოლუცია მოეხდინა, ხალხსა და ოპოზიციასაც აქვთ. გულწრფელად გეტყვით, ოპოზიციაში დღეს კრიზისია, ბევრი სხვადასხვანაირი ხედვაა. ყველა ოპოზიციური ლიდერი იმას ფიქრობს, რომ სწორედ მისი არჩეული გზაა ქვეყნის გადარჩენის საშუალება. დამოუკიდებელი აზროვნება ერთიანობას გამორიცხავს. ერთიანობა თუ არ იქნა, გამორიცხულია, საპროტესტო ტალღა ისევ მძლავრად აგორდეს და ხალხს გამარჯვების რწმენა ჩაესახოს. ჩემთვის მთავარი სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაა და არა მერობა, პრეზიდენტობა ან პარლამენტის თავმჯდომარეობა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ღმერთმა ქნას, ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას მივაღწიო. ამჟამად იმ ალიანსებთან ვმუშაობ, რომლებიც არჩევნებს უჭერენ მხარს. ხალხს რევოლუციის მოხდენის უფლება 5 იანვარსაც ჰქონდა, 20 იანვარსაც და 26 მაისსაც. ღვთის წინაშე მართალი ის ხალხია, რომელიც ყველა გზას მოსინჯავს. საზოგადოებასა და ოპოზიციას უნდა გაევლო მშვიდობიანი მანიფესტაციების, პერმანენტული აქციებისა და საკნების, ეკლესიისა და პატრიარქის გზაც იმისთვის, რომ სისხლის ღვრა აეცილებინა თავიდან. ოპოზიცია ვალმოხდილია, თუმც ჩვენმა მცდელობამ ნაყოფი არ გამოიღო”, - მიიჩნევს ლევან გაჩეჩილაძე. “ამერიკული დელეგაციის წევრებსაც ვუთხარი, ძალიან მსიამოვნებს თქვენთან შეხვედრა, მაგრამ დამანახეთ მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგი. როგორ დავიჯერო, რომ აშშ-ის რაღაცის გაკეთება უნდა და ვერ აკეთებს. ჩვენ დიპლომატიური პასუხები კი არა, შედეგი გვაინტერესებს. თავად ამერიკელები ლაპარაკობენ სასამართლოს ნაკლზე, მედიაზე, უკანონოდ დაპატიმრებულებზე, არჩევნებზე, მაგრამ ჩვენთან მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ხალხმა ყველა მშვიდობიანი ხერხი ამოწურა. არ მგონია, მეყოს ძალა, რომ სააკაშვილის მახინჯი რეჟიმის წინააღმდეგ აზღვავებული ხალხის ტალღა კიდევ ერთხელ გავაჩერო” - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “უცნაურია საზოგადოების ნაწილის განცხადებები, უგულავა ამასა და ამას გვიკეთებსო. უგულავა სააკაშვილის ბოროტი ხელისუფლების გაგრძელებაა. მეტსაც გეტყვით, თუ ოპოზიციაში კრიზისი არ დაიძლია, შესაძლოა, კარის გადატრიალება მოხდეს. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ენას, სულიერებას, ეკლესიასა და სამშობლოს გვართმევენ? საქართველოს უხილავი, ფარული გზებით იპყრობენ! სააკაშვილის მართვის სტილი ასეთია: ადამიანი ბოლომდე უნდა დააბეჩავოს და მერე 200 გრამ პურსა და ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერს რომ მისცემ, კმაყოფილი იქნება. უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ. ასეთი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე უგულავას თუ დაუჭერს მხარს ვინმე, ეს ოპოზიციაში კრიზისის ბრალი იქნება, რომელიც ერთმანეთის გინების გამო კიდევ უფრო ღრმავდება”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე და შეკითხვას - “საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ მოახერხა ერთ კანდიდატზე შეთანხმება, ადგილობრივ არჩევნებზე რატომ იმძლავრა ერთმანეთის სიძულვილმა?” - პასუხობს: “ოპოზიციამ ერთმანეთის ნდობა დაკარგა. როგორ შეიძლება ძლიერი იყოს ოჯახი, სადაც ნდობის ნაცვლად გაუთავებელი ეჭვიანობაა. საქართველოში არ მოიძებნება არავინ, ვისზეც ვიტყვი, ამას სააკაშვილი ჯობს-მეთქი. ყველა მირჩევნია სააკაშვილს. ვიღაც-ვიღაცებს კი ურჩევნიათ, სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში. აი, ეს დავინახე ორწელიწადნახევრიანი ბრძოლის შემდეგ. ამ ქვეყანას ყოველდღიურად ნამუსს ხდიან, აუპატიურებენ და გასაკვირია, რომ ძალადობას საზოგადოებაც შეეჩვია. სწორედ ოპოზიციის კონსოლიდაცია გაუღვიძებს ხალხს გამარჯვების რწმენასა და ღირსებას, სხვა ვერაფერი”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124648.html