-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
„გარდიანი“: რუსეთმა ევროკავშირს და აშშ-ს პანჩური ამოარტყა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ მოკლედ, ცოტა-ცოტას ცუღლუტობენ ჩვენი სააგენტოები, არა ? -
„გარდიანი“: რუსეთმა ევროკავშირს და აშშ-ს პანჩური ამოარტყა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სად უკანალში პანჩური და სად თვალებში დარტყმა...Saturn -
„გარდიანი“: რუსეთმა ევროკავშირს და აშშ-ს პანჩური ამოარტყა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სამწუხაროდ არ ვიცი ინგლისური. კონკრეტულად რა იაღლიში მოუვიდა სააგენტოს...kisa ? -
„გარდიანი“: რუსეთმა ევროკავშირს და აშშ-ს პანჩური ამოარტყა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან დამავალებთ, დოქტორ ვატსონ... bkisa[/b] -
„გარდიანი“: რუსეთმა ევროკავშირს და აშშ-ს პანჩური ამოარტყა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პლატონური სიყვარულის პონტში, არა დიტო? პლატონს უყვარს, სხვა კი ჟიმავს -
„გარდიანი“: რუსეთმა ევროკავშირს და აშშ-ს პანჩური ამოარტყა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან დიდი დანსხვავებაა -
„გარდიანი“: რუსეთმა ევროკავშირს და აშშ-ს პანჩური ამოარტყა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ცივი ომი არა, მაგრამ ამდენ სინაგლესაც რომ არ შეარჩენენ, ამაში დარწმუნებული ვარ...ძუკუ -
„გარდიანი“: რუსეთმა ევროკავშირს და აშშ-ს პანჩური ამოარტყა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სააგენტოს იაღლიშია და არა ჩემი...mogzauri :ena: -
ნინო ბურჯანაძე ძალოვანებისა და ოპოზიციის შეხვედრის 12 აგვისტოს დანიშვნას ხელისუფლების მხრიდან ცინიზმს უწოდებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
„გარდიანი“: რუსეთმა ევროკავშირს და აშშ-ს პანჩური ამოარტყა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შენს პირს შაქარი...Saturn :ena: -
14:38 13.08.09 - „გარდიანი“: რუსეთმა ევროკავშირს და აშშ-ს პანჩური ამოარტყა ბრიტანული გამოცემა „გარდიანი" რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის სოხუმში ვიზიტს სტატიას უძღვნის, რომელშიც აღნიშნულია, რომ პუტინის განცხადება აფხაზეთში სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ, აშშ-სთვის და ევროკავშირისთვის პანჩურის ამორტყმის ტოლფასია. გაზეთის ინფორმაციით, რუსეთის მიერ გამოყოფილი სახსრების დიდი ნაწილი ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის მშენებლობას მოხმარდება, საიდანაც დარტყმის მიყენებაა შესაძლებელი ბათუმისა და ფოთის მიმართულებით - იმ პორტებზე, სადაც 2008 წლის აგვისტოდან რეგულარულად შედიან ამერიკული სამხედრო გემები. „გარდიანის" სტატიის მიხედვით, აფხაზეთში სამხედრო ბაზების მშენებლობა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, რადგან ეს რეგიონი იურიდიულად საქართველოს შემადგენელი ნაწილია. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სანაპიროზე ბაზების განლაგებით, რუსეთმა აშშ გამოიწვია, რომელსაც თბილისთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია აქვს გაფორმებული. „რუსეთის მოქმედების ტრაექტორია აფხაზეთის მიერთებისკენაა მიმართული. ურთიერთობების „გადატვირთვის" კონტექსტში ეს აშშ-სთვის და ევროპისთვის პანჩურის ამორტყმაა", - აღნიშნულია საგაზეთო სტატიაში. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53551 + ვლადიმერ პუტინის ვიზიტს სოხუმში დიდი ბრიტანეთი გამოეხმაურა http://fact.ge/news.aspx ლიცემერი:დიდება! მარად შეშფოთებულ და მარად აღშფოთებულ ევროკავშირს და აშშ-ს. მოკლედ, ამდენი "კეთილმოსურნეს"ხელში უპატრონოდ დარჩა საქართველო და ამგვარ ყოფაში ჩავარდნილს ვინც ეპატრონება , მშვენივრად ვიცით.
-
ვლადიმერ პუტინის ვიზიტს სოხუმში დიდი ბრიტანეთი გამოეხმაურა 2009 წლის 13 08, ხუთშაბათი - 14:47 დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება, განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინის ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის მიერ დადებულ ხელშეკრულებებს. ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის განზრახვა სეპარატისტული რეგიონში ბაზების ააშენოს და თანხები სამხედრო სფეროში ჩადოს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. “მსგავსი ქმედებები, რეგიონში ხელს შეუშლის მშვიდობის დამყარებას.”-ნათქვამია განცხადებაში. http://fact.ge/news.aspx
-
10:34 / 13-08-2009 რეალური დიალოგი თუ მორიგი ფუჭი გასროლა? გუშინ შსს-ს შენობაში საპარლამენტო ოპოზიცია და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების "სადამსჯელო სამეულს" - შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მთავარ პროკურორ ზურაბ ადეიშვილსა და სასჯელაღსრულება-პრობაციის მინისტრ დიმიტრი შაშკინს შეხვდნენ. დღის წესრიგის მთავარი საკითხები, რომელიც ოპოზიციამ შეხვედრაზე დასვა, მოიცავდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტების საქმეების გადახედვას, მათ გათავისუფლებას და ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას. არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ირაკლი ალასანია ("ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"), რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი, "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, პარტია "თავისუფლების" წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე და ზურაბ ტყემალაძე ("მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"), "ტრადიციონალისტთა" ლიდერი აკაკი ასათიანი. როგორც ცნობილია, შეხვედრა 6 აგვისტოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობის შედეგად დაიგეგმა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები ცდილობდნენ, იხტიბარი არ გაეტეხათ, რაც შეხვედრის საკმაოდ მწირი შედეგებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგებია. შეხვედრაზე მერაბიშვილი და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ 10 დღეში კიდევ ერთხელ შეხვდებიან. ამ დროის განმავლობაში შს მინისტრი ოპოზიციონერებს, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, წერილობით მიმართავს და გააცნობს ინფორმაციას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციონერებმა მას გადასცეს. პარტია "თავისუფლების" წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული ყველა სადავო საკითხი გადაწყდება. "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, მას სურს იმედი იქონიოს, რომ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის ნიშნები გაჩნდება. "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ძალოვან მინისტრებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, მათ მასალები გადასცეს შს მინისტრს, ამ მასალებს შეისწავლიან და ერთი კვირის ვადაში ოპოზიციონერები მინისტრ ვანო მერაბიშვილისგან პასუხს მიიღებენ. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ პოლიტიკური დაპატიმრებების გაგრძელების შემთხვევაში, ოპოზიციას შსს-სთან 24 საათის განმავლობაში დაკავშირების საშუალება ჰქონდეს. გამოდის, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებისგან პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის მყარი გარანტია მაინც ვერ მიიღო. საინტერესოა, რომელ დემოკრატიულ ან ევროპულ ქვეყანაში ეხვეწება პოლიტიკური ოპოზიცია შსს-ს, ჩემი აქტივისტების პოლიტიკური დაპატიმრებების შემთხვევაში 24-საათიან კავშირზე მამყოფეო.A ამის შემდეგ ცოტა გულუბრყვილოდ გამოიყურება დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ აუცილებელია იმ სისტემის დემონტაჟი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით პატიმრებს წარმოშობს. უსუფაშვილის სურვილი რომ შესრულდეს, მაშინ ხელისუფლებამ ის ტოტი უნდა მოიჭრას, რომელზეც ასე მყარად არის წამოსკუპებული. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შეფასებას კონკრეტული შედეგის მიღებამდე არ აპირებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სუბარმა განაცხადა: "დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ შეთანხმებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. Aარც ერთი ის პირი, რომელიც ოპოზიციის აქტივისტებს გაუსწორდა, დაკავებული არ არის, თუმცა მინისტრმა მერაბიშვილმა კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. დაველოდები კონკრეტულ შედეგებს და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებულ თანამშრომლობას და დღევანდელ შეხვედრასაც მხოლოდ ამის შემდეგ შევაფასებ". შეხვედრის შედეგების შეფასებების ასეთი რადიკალური განსხვავება ერთგვარად ამართლებს არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ ლიდერების პოზიციას, რომლებმაც შეხვედრას უნდობლობა გამოუცხადეს და მონაწილეობა არ მიიღეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს შეხვედრა ხელისუფლებას საკუთარი იმიჯის გასაკეთილშობილებლად სჭირდება როგორც შინ, ისე გარეთ და რეალური შედეგები მას არ მოჰყვება. ეს გახლავთ არასაპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ალასანიასგან და სხვა"კონსტრუქციული" ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, თავიდანვე უარს აცხადებდა ხელისუფლებასთან დიალოგზე. პარტია "ერთიანი საქართველოსათვის" გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისთვის ერთი-ორი დაპატიმრებულის გამოშვება არაფერს ნიშნავს. ის დაელოდება შედეგს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, ჩაერთოს თუ არა შეხვედრებში. რაც შეეხება დანარჩენ არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს, ისინი ნდობას ირაკლი ალასანიას უცხადებენ და პოლიტპატიმრების სიასაც ძალოვან მინისტრებთან მას გაატანენ, კერძოდ, ასე მოიქცნენ"კონსერვატორები." "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ მერაბიშვილს პატიმრობაში მყოფი 10-მდე პირის სია გადასცა, რომლებმაც უშუალოდ მათ პარტიას მიმართეს. ვეფხვაძის თქმით, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული საპროტესტო აქციებსა და მანიფესტაციებში, რის შემდეგაც ყველას ან ნარკოტიკი აღმოაჩნდა, ან ხელყუმბარა. ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ის დაელოდება ხელისუფლების რეაგირებას. ოპოზიციის მერაბიშვილთან შეხვედრამდე ნიშანდობლივი რამ მოხდა - ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ შეისწავლა 20 დაპატიმრებული ოპოზიციონერის საქმე და წინასწარი მოკვლევით 6 მათგანი პოლიტპატიმრად აღიარა. შეხვედრას დაესწრო ჯერ კიდევ მოქმედი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელმაც თავის დროზე, პირველად ამხილა საჯაროდ მერაბიშვილი ოპოზიციონერებზე ტერორის ოფიციალურ სანქცირებაში. სუბარის შეფასებით -"პოლიტიკურმა ტერორმა საქართველოში შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო". შეხვედრის დაწყებამდე სუბარმა განაცხადა: "თუ ეს არ დასრულდა, დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია. არასწორ ადგილას მოვედი: ყველაფერი აქ იგეგმება, თუმცა ეს ერთ-ერთი ტრიბუნაა, სადაც ჩვენი პოზიციის გამოხატვის საშუალება გვექნება. ჩვენი მოვალეობაა, სათქმელი ბოლომდე ვთქვათ, ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ". შეხვედრის შედეგები ექსპერტთა უმეტესობას სკეპტიკურად განაწყობს. ამის ერთ-ერთი საფუძველი გახდა უშიშროების საბჭოზე მერაბიშვილის განცხადება, რომ ის "საქმის კურსში" არ არის, რა პოლიტიკურ რეპრესიებზე ლაპარაკობს ოპოზიცია." საგულისხმოა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების გათავისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ შავნაბადაზე პირისპირ შეხვედრის დროს თვით პრეზიდენტ სააკაშვილს სთხოვა, თუმცა აქამდე არავინ გაუთავისუფლებიათ. თუკი საკითხი პრეზიდენტის დონეზე ვერ გადაწყდა, ვინმეს ეიმედება, რომ მისი ხელქვეითები გადაწყვეტენ? ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ იმედგამაცრუებელ განცხადებებს ელოდება: "შეხვედრის დაწყებამდე ყველას შეგვიძლია ვიოცნებოთ ძალადობის შეწყვეტასა და პოლიტპატიმართა გათავისუფლებაზე, შეხვედრის მერე კი ვშიშობ, რომ ისევ იქნება იმედგაცრუებით გაზავებული, შეწუხებული კომენტარები". ცისკარიშვილის აზრით, მთავარია, სადამსჯელო სტრუქტურების ხელმძღვანელებმა აღიარონ, რომ პოლიტიკური რეპრესიები მართლაც ხორციელდება, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელთა მხრიდან. "ამას თუ არ გაეცემა პასუხი და ისევ ფუჭი გასროლისთვის იკრიბებიან, ეს იქნება იმ ოპოზიციონერთა სირცხვილი, რომლებიც ამ შეხვედრაზე მივიდნენ" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სოსო ცისკარიშვილმა. დამოუკიდებელი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი შეხვედრას დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი მოძებნონ, რადგან მხარეებს საერთო ენის გამონახვას ქვეყნის განვითარების ლოგიკა კარნახობს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციის ნაწილთან საერთო ენა გამონახა და ეს შანსი უნდა გამოიყენონ, თუმცა ამ ტიპის შეხვედრებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგები, რადგან სხვა შემთხვევაში ქუჩის საპროტესტო აქციები გარდაუვალია. თუკი საპროტესტო აქციები განახლდება, სააკაშვილი მას გამკაცრებული კანონებით ვეღარ შეაჩერებს. სავარაუდოდ, არც ოპოზიციის ლიდერებს უნდა ჰქონდეთ დიდი მოლოდინი ამ შეხვედრისგან, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში მათ კარგად უნდა შეესწავლათ ხელისუფლებისა და მისი ლიდერების ფსიქოლოგია და ქცევის წესები. არც სააკაშვილი და არც "ნაციონალები" გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მათი მხრიდან, თუნდაც ირიბად, დათმობად ან უკან დახევად აღიქმება. მათი რწმენით, ყველაფერი უნდა ჩანდეს როგორც ხელისუფლების კეთილი ნება და სხვა არაფერი. ამის გამო, უფრო სავარაუდოა, რომ შეხვედრაზე მისული ოპოზიციონერი ლიდერებიც თავიანთ თამაშს თამაშობენ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება არასაპარლამენტო ოპოზიციის ყველაზე რეიტინგულ ფიგურას, ირაკლი ალასანიას, რომელმაც ხელისუფლებასთან ბოლო დროს გამართული შეხვედრებით ეს რეიტინგი გარკვეულწილად დარტყმის ქვეშ დააყენა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამ დროებითი "უკან დახევით" ალასანია სამომავლო შეტევისთვის იმზადებდეს ნიადაგს. შეიძლება ითქვას, რომ ალასანიაც და ხელისუფლებაც ერთნაირად უწევენ ანგარიშს აშშ-ის მოთხოვნას დიალოგის გამართვაზე, თუმცა მიზანი სხვადასხვა აქვთ - ერთს ხელისუფლების შენარჩუნება, მეორეს კი ხელისუფლებაში მოსვლა. თუკი მერაბიშვილთან შეხვედრამ ის შედეგი ვერ გამოიღო, რასაც ოპოზიცია ელოდება, ალასანიას და მის თანაგუნდელებს უფრო მეტი არგუმენტი ექნებათ იმის გამოსაცხადებლად, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი აღარ აქვს. თავის მხრივ, ხელისუფლებას გაუჭირდება დასავლეთის დარწმუნება, რომ მას დიალოგი სურს, მაგრამ რადიკალიზებული ოპოზიცია უარს ეუბნება. ამიტომაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა გასული საუკუნის იმ ცნობილ პოლიტიკურ კარიკატურას გვაგონებს, როდესაც დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს მარჯვენა ხელი ჩამოსართმევად აქვთ გაწვდილი, მარცხენით კი ზურგს უკან ხელკეტი მოუმარჯვებიათ. ”ყველა სიახლე”
-
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106625.html
-
იულია ლატინინა: სააკაშვილმა ომი წააგო
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შედევრია -
„კომერსანტი“ - რუსეთმა ბელორუსის შემდეგ „რძის ახალი ომი“ ლიტვასთან წამოიწყო რუსეთმა ბელორუსის შემდეგ „რძის ახალი ომი“ ლიტვასთან წამოიწყო. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ წერს. გაზეთის ინფორმაციით, რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა ვილნიუსში შეტყობინება გაგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ 17 აგვისტოდან რუსეთი ლიტვური რძის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვას აწესებს. როგორც „კომერსანტს“ ლიტვის საკვები პროდუქტებისა და ვეტერინარულ სამსახურში განუცხადეს, 6 აგვისტოს რუსული მხარისგან შეტყობინება მიიღეს, რომ 17 აგვისტოდან რუსეთი ლიტვურ რძის პროდუქტებზე იმპორტზე შეზღუდვას აწესებს. შეტყობინებაში მიზეზად ლიტვურ რძეში აკრძალული და სახიფათო ნივთიერების აღმოჩენა სახელდება. გაზეთის ინფორმაციით, ლიტვის ხელმძღვანელობაში ირწმუნებიან, რომ არაფერი აკრძალული რძის პროდუქტებში არ არის და რუსული სანქციების მიზეზი მხოლოდ აღნიშნულ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობაა. „ეს ნიშნავს, რომ მოსკოვმა და ვილნიუსმა, შესაძლოა, სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი დაიწყონ“, - წერს „კომერსანტი“. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
იულია ლატინინა: სააკაშვილმა ომი წააგო
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პოლ ვალერის პარადოქსი გამახსენდა...kisa : "თუ სიავეს უმრავლესობა კეთილი თვალით უყურებს, ის სიკეთეა". ასე ეს, ჩემო კარგო -
სოსო ცინცაძე - 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობით დღეს თუ ვინმეა პოლიტიკურად გაბითურებული, ეს საფრანგეთის პრეზიდენტია http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106587.html
-
იულია ლატინინა: სააკაშვილმა ომი წააგო
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ვგულისხმობ -
იულია ლატინინა: სააკაშვილმა ომი წააგო
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
+ჩვენი ჩუმი თანხმობით და წაქეზებით...kisa -
არ ვიყავი გუშინ საღამოს და არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ პრობლემა რომ თავად მოაგვარეთ კარგია :2kiss: