Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. შაბათობით საერთოდ ცოტა ხალხი შემოდის...Sakartwelo
  2. ყველაზე კაიფი ის არის, რომ ერთი პერიოდი თავადაც დაიჯერა მაგ ბრიყვმა თავის რევოლუციონერობა, სანამ ლუკაშენკომ არ მოაჯინა უკანალზე
  3. ო, წმინდა გულუბრყვილობავ! თქვენი აზრით , ვინც ხმა მისცა ყველა მიტინგებზე დადიოდა გამეშვი გოგონი
  4. რუსების მტკიცებით, უკრაინული პოლიტიკური ორგანიზაციები „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ჭკუაზე დადიან „ნოვი რეგიონის" მტკიცებით, დღეს უკრაინულმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სიმფეროპოლში მდებარე რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან პიკეტი სპეციალურად ტელეკომპანია „იმედისთვის" მოაწყვეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინულმა ორგანიზაციებმა მართლაც მოაწყვეს პიკეტი და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ცნობილი მიმართვა გააპროტესტეს. მოგვიანებით, საკონსულოსთან „რუსული ბლოკის" წარმომადგენლებიც მივიდნენ, რასაც კინაღამ შეხლა-შემოხლა მოჰყვა. რუსული სააგენტო „ნოვი რეგიონი" კი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ეს აქცია სპეციალურად ტელეკომპანია „იმედისთვის" გაიმართა. „მედვედევის მიმართვის შემდეგ, უკრაინაში ჩამოიყვანეს „იმედისა" და „რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფები. ისინი მოძრაობენ ქალაქებში და „უკრაინელების აღშფოთებას" იღებენ", - ამტკიცებს „ნოვი რეგიონის" წყარო. ამავე წყაროს თქმით, ამჟამად „რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი სევასტოპოლში იმყოფება, სადაც ჯგუფ "ბლექსიფორის" გემები უნდა შევიდნენ. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53681 ლიცემერი: "ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე გარე გარბოდაო "-ამათზეა ნათქვამი
  5. Die Zeit - ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ უნაგირზე კვლავ მყარად ზის ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი “პოლიტიკურ უნაგირზე” კვლავ მყარად ზის. მოსახლეობის რისხვა დიდწილად კრემლის წინააღმდეგაა მიმართული, - წერს გემანული გამოცემა “Die Zeit”. სტატიის ქართულ ვერსიას “ფორეიგნპრესს” აქვეყნებს. ‘’აჯანყებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ დაწყებულ 5-დღიან ომში განცდილმა სამხედრო მარცხმა ოპოზიციას პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედების ახალი შანსი გაუჩინა, მაგრამ მიმზიდველი პერსონალური ალტერნატივისა და იდეების შემოთავაზების ნაცვლად, ისინი მისი გადადგომის ერთ ძირითად მოთხოვნაზე გაიყინენ. პრეზიდენტმა ისინი მრავალთვიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში ქუჩაში მზეზე აყურყუტა. ივლისის ბოლოს დაღლილმა ოპოზიციონერებმა საზაფხულო პაუზა აიღეს’’, - აღნიშნავს სტატიის ავტორი იოჰანეს ვოსვინკელი. აქვე აღნიშნულია, რომ მილიონიანი ქალაქი თბილისი, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი ცხოვრობს, სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მთავარი საყრდენია. ქუჩის საპროტესტო აქციების პასუხად, პრეზიდენტმა ბოლოს ოპოზიციას საჩუქარი გაუკეთა და გამოაცხადა, რომ მომავალი წლის მაისში ახალი მერის პირდაპირი არჩევნები გაიმართება http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  6. გასაგებია, მაგრამ "კლიჩკაც" გვითხარი...babuagiorgi
  7. შენ რა "ნასტირნი" ხარ...The Bearer of Light კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ხალხი გრეჩიხას არ გამოუყვანია. ამას ყოველთვის ვამბობდი ...kisa ? გაეუჭებული რადიო უნდა გეთქვა, ალბათ, არა?
  8. Lo Janko, ამ თემაში გიპასუხეთ. http://planeta.ge/index.php?showtopic=1152...mp;#entry103988 ხვალ სამ საათზე მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე
  9. ამიერიდან ჩვენს შორის მოციქული მხოლოდ ხმალი იქნება და დაე მხოლოდ მან ილაპარაკოს
  10. და 7 ნოებრამდე არ იყო უსამართლობა და განუკითხაობა? მოდერო, არც ერთ პოლიტიკოს არ შეუძლია ხალხის ასეთი რაოდენობის გამოყვანა და ეს აქსიომაა...ბასტა! ვიცი რომ უბრალოდ იკითხე...Lo Janko და კიდევ ერთხელ: ძალიან მომწონს თქვენი პოსტების მკაფიობა, მარტივობა, ზომიერება :maladec:
  11. არ ვარ ემო...liliko ემოები თავს ბავშვებად მიიჩნევენ, შესაბამისად, ისინი გამოიყურებიან და იქცევიან როგორც ბავშვები. მათი ჩაცმის სტილი ძალიან კონტრასტულია: შავისა და ღია, ძირითადად, ვარდისფერი და იისფერის შეხამება, რომელიც იგრძნობა არა მარტო ტანსაცმელში, არამედ მათ გარეგნობაშიც. ეს ორი ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს: შავი-დეპრესიულობის, ღია კი პირიქით - პოზიტივისა და ბედნიერების სიმბოლო. ემოების ჩაცმულობაში ასევე შედის ვიწრო შარვალი, ტანზე მომდგარი მაისური, რომელიც ხშირად შავ და ვარდისფერ ფერებშია და კედები. ასევე ემოების სტილი არის გრდძელი თმები რომელიც 75% სახეს ფარავს, ზოგ რაოდენობას გაწეწილი აქვს. ემოები ნაწყენი მოვლენებისგან თავიანთ თავს ისერავენ, ეს იგივე რომ აგრესია და სტრესით დაძაბილი ტკივილიტ გადაიტანოს. ემოებში ასევე არის პოპილარული პირსინგები,რომელსაც ხშირად იკეთებენ , ყველაზე პოპულარული პირსინგი არის" Snake Bites" სადაც ორი ბეჭედის ფორმის რკალი არის გაყრილი ქვედა თუჩზე,და ზოგი უბრალოდ სტილის გამო ატარებებს ან მოსწონდ, ასევე Snake Bites არის იმის სიმბოლო რომ როგორ ქვია გველის ნაკბენი ამ პირსინგს იგევე ასოცირება ხდება ცხოვრებაზე რომ ცხოვრება როგორც გველია და თვლიან ამ ცხოვრებისგან ნაკბენს.. აქსესუარებიდან ისინი ხშირად იყენებენ სათვალეებს, დიდ ჩანთებს, სხვადასხვა სათამაშოებს და სხვ.
  12. ხალხი წაგებულმა ომმა და უსამართლობამ გამოიყვანა ქუჩაში და არა გრეჩიხა მარგინალმა...The Bearer of Light
  13. ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2009 სოსო ცინცაძე - “რუსეთის ყველაზე ერთგული მოკავშირე ევროპაში ხდება გერმანია” “სოჭში რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრის ძირითადი საკითხები ეკონომიკას, უფრო სწორად - საერთო ბიზნესინტერესებს შეეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ეს ვიზიტი უფრო ადრე დაიგეგმა და მედვედევმა “ზღვაზე და მთაში სასეირნოდ” მერკელი ჯერ კიდევ მიუნხენში ვიზიტისას დაპატიჟა, პოლიტიკურ წრეებში მიაჩნიათ, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტის ძირითადი მიზანი გარანტიების მიღებაა, რომ რუსეთ-უკრაინის დაძაბული ურთიერთობა ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე არ აისახება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მერკელ-მედვედევის “ეკონომიკური” შეხვედრა სოჭში. “ევროპაზე ყოველთვის მტკივნეულად აისახება რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობა. მერკელს უნდა, გარანტიები მიიღოს და ეს დაძაბულობა არ აისახოს ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე. მეორე და მთავარი საკითხი არის ის, რომ მერკელს არჩევნები აქვს და თუ გაზთან დაკავშირებით გართულებები მოხდა, მაშინ კანცლერის პოსტს უნდა დაემშვიდობოს. ამ ვიზიტის მიზანი ზედაპირზე დევს. ნათელია ესკალაციის ზრდის ტენდენცია, ამ ტენდენციას კი პირველი გამოეხმაურა ის, ვისაც ეს საკითხი ყველაზე მეტად აწუხებს და ვინც ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად დაზარალდება. ნაკლებსავარაუდოა, რომ არაოფიციალურ საუბრებში გერმანიამ მოუწოდოს რუსეთს, დაიცხროს იმპერიული ამბიციები. გერმანია პრაქტიკულად უკვე ექცევა რუსეთის ფარვატერში - რუსეთის ყველაზე ერთგული მოკავშირე ევროპაში ხდება გერმანია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. “გერმანია გაცილებით თავშეკავებულია რუსეთის კრიტიკისას. არც ის იყო შემთხვევითი, რომ პუტინისა და მედვედევის სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტები მხოლოდ ლონდონმა გააკრიტიკა, არც ბერლინსა და არც პარიზს ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. იტალიაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მერკელს კარგი ურთიერთობა ჰქონდა პუტინთან და ასევე კარგი ურთიერთობა აქვს მედვედევთან. ალბათ იგი ფიქრობს ამ ურთიერთობის გამოყენებას, რათა მის პოლიტიკურ კარიერას ზიანი არ მიადგეს და წინასაარჩევნო კამპანიაში ზურგი გაიმაგროს. ასე რომ, დღეს მერკელს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე. “წლევანდელი წელი მძიმე იქნება, რადგან ძალიან ადრე დაიწყო დაძაბულობის ესკალაცია და ბუნებრივია, ევროპას აქვს კონკრეტული პოზიცია, მიიღოს გარანტიები, რომ გაზთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება. არ არის გამორიცხული, მსგავსი ვიზიტები კიევშიც მოეწყოს. შეიძლება იქ ევროპის რომელიმე ქვეყნის ლიდერი ჩავიდეს, რადგან ეს პრობლემა მარტო გერმანიას არ უდგას. ევროპა შეეცდება, პოლიტიკური პრობლემა ენერგეტიკულ პრობლემაში არ გადავიდეს. მთავარი თემა, ალბათ, ეს არის, თუმცა ამაზე ღიად არ საუბრობენ, რათა დროზე ადრე პანიკური განწყობა არ შექმნან. რამდენად შეძლებს ევროპა გარანტიების მიღებას, არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირმა გაზის მიწოდებაზე საზღვრებზე მონიტორინგი მოითხოვოს. რაც შეეხება “ნაბუკოს”, არ მგონია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთმა ასე უხეშად ითამაშოს, რადგან ამ თემის წამოწევა ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება, თანაც რუსეთს “ნაბუკოს” შეფერხების სხვა მექანიზმები აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი. “რა თქმა უნდა, უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბულობა ყოველთვის ხდება ევროპისთვის საგანგაშო. სამწუხაროდ, ევროპა მიბმულია ენერგეტიკულ ხაზს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ “ნაბუკოს” თემასაც შეეხონ. სავარაუდოდ, შეიძლება რუსეთმა “ნაბუკოს” საკითხთან დაკავშირებით მეტი სიმკაცრე მოითხოვოს დასავლეთისგან, ანუ დასავლეთმა უარი თქვას ამ ხაზის დაფინანსებაზე. რუსეთის პოლიტიკის სტრატეგიაა ევროპისა და აშშ-ის ერთმანეთისგან გათიშვა. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ისაუბრებენ თუ არა ამაზე, ვერაფერს გეტყვით, რადგან რუსეთს გერმანიასთან საქართველოს თემა მწვავედ არ უდგას. პრაქტიკულად გერმანიამ გააკეთა ყველაფერი, რაც რუსულ პოლიტიკას სჭირდებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. სოზარ სუბარი თავის ”მემკვიდრეზე” ზრუნავს “სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ომბუდსმენის აპარატისთვის თანხის გამოყოფას სთხოვს. სახსრების გამოყოფას სახალხო დამცველის მარნეულის ოფისში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ითხოვს - მარნეულის ოფისის სახურავი დაზიანებულია და თანამშრომლებს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება არ აქვთ. ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები მასობრივად სახლობენ, სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით როგორ ზრუნავს სოზარ სუბარი თავის მემკვიდრეზე? “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ოფისების მოსაწყობად უძრავი ქონება ახალქალაქში, ზუგდიდსა და მარნეულში ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ივლისის ბრძანებით გადაეცა. გაერო-ს განვითარების პროგრამის პროექტის, “სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების მხარდაჭერის” ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, ოფისები ახალქალაქსა და ზუგდიდში წლეულს გარემონტდება, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია”, - აღნიშნავს გამოცემა. “როცა მომდევნო სახალხო დამცველი მოითხოვს, შეიძლება გვიანი იყოს თანხების გამოყოფა. ამიტომ დროულად უნდა დადგეს საკითხი. და მე ვიქნები თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს საქვეყნო საქმეა. ძალიან სერიოზული ხმაური ავტეხე, როცა მომავალი წლის ბიუჯეტიდან დაფინანსების შემცირებაზე იყო ლაპარაკი. წლეულს 1 მილიონ 400 ათასი ლარი იყო ჩვენი ბიუჯეტი, გრანტებს არ ვგულისხმობ. და 1 მილიონ 100 ათასამდე მცირდება საგაისო გეგმა. არადა, ჩვენ გაზრდას 400 ათასით ვითხოვდით. 3 დღის წინ ახალი გეგმა გავაგზავნეთ და ვითხოვთ, 150 ათასით მაინც გაიზარდოს. მგონი მივაღწიეთ უკვე იმას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი აღარ შემცირდება, 1 მილიონ 400 ათასი ისევ დარჩება და გაზრდისთვის ისევ ვიბრძვით. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება სახალხო დამცველი - ეს ყველა შემთხვევაში ოფისს სჭირდება, საქართველოს დემოკრატიასა და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს, ვის უფლებებსაც ჩვენ ვიცავთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი და შეკითხვას - “სახელისუფლებო გუნდი თქვენს პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე ბევრს საუბრობს, ფიქრობთ, ახლა პრემიერ-მინისტრი თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს?” - პასუხობს: “ამ გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ გაისად სოზარ სუბარი აღარ იქნება და თუ ჩემი პიროვნება აფერხებთ, მით უმეტეს უნდა გამოყონ თანხა, რათა დაეხმარონ იმ ადამიანს, ვინც ახლა აირჩიეს”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106794.html
  14. ააა, ხოო, გასაგებია, მაგრამ ფრთხილად იყავით, რამეთუ ბრჭყალებით შეიძლება სხვა დაკაწრო, მაგრამ შეიძლება შემთხვევით თავიც დაიკაწრო... liliko :ena:
  15. ნუ იკაწრებით პოსტებით, მადამ liliko :2kiss: :2kiss:
  16. ცინიზმის გარეშე, თუ შეიძლება...liliko , ნუ სარგებლობ იმით, რომ ქალი ხარ
×
×
  • შექმენი...