-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
არ გინდა, "ბეზ პიტი მინუტ" მოდერი ხარ და არ ეკადრება...Saturn :eshmak:
-
kote-1962 სწორია: უპირობოდ
-
შიშს დიდი თვალები აქვსო, ნათქვამია, ჩემო ბატონო მიშა
-
გამორიცხულია
-
ამ თემით სპეკულირება უფრო ჩაძირავს ოპოზიციას
-
ტელიავინის კომისიის დასკვნის შინაარსი!!!
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რუსული მხარე “შპიგელის” მეშვეობით ტალიავინის კომისიაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს “შპიგელი” კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თითქოს რუსეთან ომი საქართველომ დაიწყო. სტატია ანონიმი “ბრიუსელელი დიპლომატების” ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ტალიავინის კომისია ქართულ მხარეს ომის დაწყებაში, რუსეთს კი ძალის გადამეტებაში დაადანაშაულებს. მართალია, ეს ინფორმაცია ტალიავინის, წინა შემთხვევების მსგავსად, ჯერჯერობით ოფიციალურად არ უარუყვია, მაგრამ ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ინფორმაცია “სანდო არ არის” და ჯობს საზოგადოება ოფიციალური დასკვნის გამოქვეყნებას დაელოდოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “შპიგელი”: ტალიავინის კომისია საქართველოს ადანაშაულებს / გერმანულმა ჟურნალმა თავის წყაროზე დაყრდნობით უკვე მესამედ გამოაქვეყნა ცნობები ევროკავშირის კომისიის გადაწყვეტილების შინაარსზე. “მართალია, წინა შემთხვევებში ტალიავინისა და მისი კომისიის წევრებს მოუხდათ განმარტების გაკეთება, რომ ჟურნალისთვის მათ ინფორმაცია არც ფორმალურად მიუციათ და არც არაფორმალურად, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თემა ამ ჟურნალისთვის მაინც ერთ-ერთ საინტერესო თემად რჩება და გუშინ კიდევ გამოქვეყნდა სტატია, სადაც ისევ დასკვნის შინაარსზეა საუბარი. მართალია, ამ შემთხვევაში აღარ არის ნათქვამი, რომ მათ ეს ინფორმაცია კომისიის ხელმძღვანელისა თუ წევრებისგან აქვთ, როგორც წინა შემთხვევებში იყო, მარამ ფაქტია, რომ ამ ბოლო სტატიის თანახმადაც ტალიავინის კომისიის დასკვნა ისეთივე იქნება, როგორც ეს წინა სტატიებში იყო წარმოჩენილი. ბოლო სტატიის წყარო ანონიმი “ბრიუსელელი დიპლომატები” არიან. თუმცა “შპიგელი” იმასაც აღნიშნავს, რომ კომისია ომში ნაწილობრივ რუსეთსაც ადანაშაულებს, რომელმაც “გაამწვავა კონფლიქტი და მოქმედებაში ჩართო მსხვილი საარმიო შენაერთები”. ოფიციალური მონაცემებით, კომისიამ დასკვნა 30 სექტემბერს უნდა გამოაქვეყნოს”, - აღნიშნავს გამოცემა. “შპიგელის” ინფორმაციით, ჰაიდი ტალიავინის დასკვნის მოგვიანებით გამოქვეყნება სურს, რადგან აპირებს, გამოძიების საკამათო ეპიზოდები გაერო-ს გენერალურ მდივან პან გი მუნს წარუდგინოს. ამის შემდეგ კი, გერმანული გამოცემის მტკიცებით, ბრიუსელში შეიკრიბებიან ევროკავშირის 27 წევრი-სახელმწიფოს ელჩები, საქართველოსა და რუსეთის სამთავრობო დელეგაციების წარმომადგენლები და ტალიავინი მათ კომისიის დასკვნის საბოლოო ვარიანტს გააცნობს. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით “შპიგელის” ინფორმაციაზე კომენტარების გაკეთება არ ღირს და სჯობს საზოგადოება კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას დაელოდოს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ეთანხმება ყველა ექსპერტი და იზიარებს ამ შეფასებას”, - დასძენს გამოცემა. “ცოტა ხნის წინაც ასე მოხდა. ჯერ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია და მერე ტალიავინიმ უარყო და ახლაც ისევ ასე ხდება. ამაზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება. ერთი ის არის, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და მერე ვილაპარაკოთ. იმიტომ, რომ ეს “შპიგელი” აშკარად წინ უსწრებს მოვლენებს და ძალიან ჩქარობს. როგორც ჩანს, უნდა შექმნას რაღაც საზოგადოებრივი აზრი და ამ ყველაფერზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია. ამ ყველაფრის ერთობლიობა მიანიშნებს, რომ აშკარად უნდა ვეძებოთ კუდები, თუ ვინ არის ამ საკითხით დაინტერესებული”, - აცხადებს ექსპერტი ზურაბ აბაშიძე. “თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ გამომცემლობის ვარიანტის დასკვნა ყველაზე მეტად რუსეთს უნდა აძლევდეს ხელს, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ეს “კუდები” სწორედ რუსეთისკენ მიდის. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ “შპიგელის” ერთ-ერთი ოფიციალური მეპატრონე რუსული “გაზპრომია”. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მაინც მიიჩნევენ, რომ წინასწარ იმაზე საუბარი, რომ ეს რუსული დაკვეთით ხდება, არ შეიძლება. თუმცა რუსული ინტერესისადმი ლობირებას ცალსახად აღნიშნავენ”, - წერს სტატიის ავტორი. “ამ გამოცემას მაინცდამაინც არ ვენდობი იმის გამო, რომ აქამდეც ორჯერ იყო მსგავსი შემთხვევა, გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია და “შპიგელის” პუბლიკაციები ამ საკითხთან დაკაშირებით სერიოზულად არ აღიქმება. მე სულ ვცდილობ, ამ დასკვნასთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაცია მოვიპოვო, თუ რა პროგნოზები კეთდება ან რა ინფორმაციამ გაჟონა, მაგრამ ამ ინფორმაციას კომისიის წევრები საგულდაგულოდ მალავენ და ცდილობენ, წინასწარ არ გახმაურდეს და არანაირი პროგნოზი არ არსებობს. ამიტომ ჩემთვის ამ “ბრიუსელელი დიპლომატების” მოშველიებაც საეჭვოა და უფრო მეტიც - მიღრმავებს იმ ეჭვს, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ვრცელდება. ის, რაც ხდება ამ გამომცემლობის მეშვეობით, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰგავს - როდესაც რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ჟურნალის ფურცლებზე კეთდება ისეთი დასკვნა, რომელიც არის რუსეთისთვის სასარგებლო, ეს სწორედ კომისიაზე ზეწოლას ჰგავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი გოგი ხუციშვილი. “ტალიავინის კომისიის საერთო წონა არის ძალიან სერიოზული. ჩემი აზრით, ეს დასკვნა ალბათ იქნება ობიექტური და აქ იქნება ყველა მხარის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი. არ იქნება რომელიმე მხარე მთლიანად გამართლებული ან მთლიანად გამტყუნებული. ამასთან, ყველა მხარის პასუხისმგებლობის შესახებ, სავარაუდოდ, ლაპარაკი იქნება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა წარმოვიდგინო, რომ რუსეთის, როგორც აგრესორის როლი არ იქნება სათანადად შეფასებული - იმიტომ, რომ ეს არ იყო პროპორციული რეაქცია იმაზე, რაც გააკეთა სააკაშვილმა. ეს იყო ჩაფიქრებული და განხორციელებული სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ტალიავინის დასკვნაში იქნება ასახული. გადახრა არ იქნება არსაით და ყველაფერი ობიექტურად იქნება შეფასებული”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი ხუციშვილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/110215.html -
ძალიან კარგი
-
შალვა რამიშვილი - “თუ რევოლუციის ერთი ადგილი არ გაქვს, უნდა დამშვიდდე, დაწყნარდე და სხვებს აცალო საქმის კონსტრუქციულად კეთება” “ერთ რამეს ვიტყვი - როდესაც ახსენებ რევოლუციას ამისი ერთი ადგილი უნდა გქონდეს და თუ რევოლუციის ერთი ადგილი არ გაქვს, უნდა დამშვიდდე, დაწყნარდე და სხვებს აცალო საქმის კეთება - სულ ეს არის! მე არც პრეზიდენტობას ვაპირებ და არც პოლიტიკოსობას, ღმერთმა დამიფაროს”, - აცხადებს შალვა რამიშვილი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით რატომ ალაპარაკდა შალვა რამიშვილი კონსტრუქციულ დიალოგზე? “არის ორი ალტერნატივა - ან ვაწყობთ რევოლუციას, რისი ერთი ადგილიც ოპოზიციას არ აღმოაჩნდა ან კონსტრუქციულად, აყალმაყალის გარეშე ვიბრძვით ქვეყნის გადასარჩენად. მინდა მკითხველმა შეიგნოს, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მე არ ვარ პოლიტიკოსი და რევოლუციას ვერ ჩავუდგები სათავეში, მაგრამ თუკი ოდესმე ხალხს დავუძახებ მიტინგზე, ვეტყვი, რომ ისინი მიდიან სერიოზულ რისკზე. ეს მავანმა არ გააკეთა, ამიტომაც პროფესიონალებმა უნდა აკეთონ თავისი საქმე. რაც შეეხება ჩემს შესაძლო გარიგებას ხელისუფლებასთან - დღეს გავიდა სიუჟეტი, სადაც საზოგადოებას ვაუწყე ყველა ის პრობლემა, რაც ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მოდით, მომავალმა განსაზღვრომ და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი. დღეს პრესკონფერენციაზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა წამოვწიე. ჩემი მეგობრები არიან ძალიან ცუდ დღეში, მე არ მაქვს იმის რესურსი, რომ ციხეში მივვარდე, დავამტვრიო გისოსები. ამას არც გავაკეთებ, კონსტრუქციულად ვიმუშავებ. ეს ნიშნავს, რომ აყალმაყალისა და ქვების სროლის გარეშე ვიბრძოლებ, რათა ჩემს მეგობრებს - 500 პატიმარს ნორმალური ძილის საშუალება ჰქონდეს. ასევე იქნება კონკრეტული თემები, ჩემი პოზიციები გამყარებული იქნება სამართლებრივად, ზნეობრივად - ამას ვგულისხმობ კონსტრუქციულობაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა რამიშვილი. “შაშკინმა ჟურნალისტები წაიყვანა არა რუსთავის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ გლდანში. ასეთი რამე გაგიგიათ ხალხო? მიუხედავად ასეთი სიყალბისა, მაინც მიმაჩნია, რომ კონსტრუქციული ქმედებაა საჭირო. და აქ ერთი გზაა - კიდევ უნდა ჩატარდეს პრესკონფერენცია, სერიოზული ბრძოლა უნდა დავიწყოთ და ვამხილოთ მინისტრი შაშკინი მინიმუმ არაპროფესინალიზმში და მოტყუების მცდელობაში. გამორიცხულია, შაშკინს შენობაში არ მივუვარდები, შუშებს არ ჩავუმტვრევ და არ ვცემ. შაშკინის ეს ქმედება ნიშნავს, რომ მას შეკითხვებზე პასუხი არ აქვს. კიდევ ვიმეორებ - ვრჩები კონსტრუქციული, თავში აგურის ჩარტყმას არავისთვის არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ეს არის კონტრპროდუქტიული. ოთხი წელი ციხეში ვიჯექი, შეწყალება არ მითხოვია და რამე რომ იყოს, კიდევ ჩავჯდები, მაგრამ ასეთი იდიოტური ქმედებებისთვის - არა! როცა იქადი, რევოლუციას მოგიწყობო და ყველა კარგად ხედავთ, რა დღეშიც ვართ - ამის გამკეთებელი არ ვარ, ჩემს სიტყვას ვუფრთხილდები”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. და შეკითხვას - “უკვე უჭვს იწვევს, რომ “ტი-ბი-სი ტივიში” მომზადებული გადაცემა “სიცრუის დეტექტორი” “იმედის” არხზე გავა. პირდაპირ გკითხავთ - გაყიდეთ თუ არა თქვენი პროფესიონალიზმი?” - პასუხობს: “ფულით ყველაფრის ყიდვა არ შეიძლება, მით უმეტეს, ასეთ პატარა ქვეყანაში. რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, თუ რას გავაკეთებ - ამას ძალიან მალე დავუმტკიცებ მოსახლეობას”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/110215.html
-
რეზო ამაშუკელი-გინდ ქსენოფობი დამარქვან და
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რეზო ამაშუკელი საქართველოს კომკავშირს რაიც გაკეთდა, დღეს რაც არის, ხვალ რაც იქნება, ახალ ქარხნებად, სართულებად, ზვრებად, წიგნებად, ყველა სიმაღლე, ყველა ზღვარი, ყველა მიგნება, მე მჯერა, მჯერა – – შენი ხელით ჩამოიქნება... შენ შენი მრწამსით კვალში მისდევ ცხოვრების გრიგალს მამულის დროშა განწმენდილი ამაყად მიგაქვს! მთლად საქართველო ამ დღეებში აიღებს ჭიქას და დაგილოცავს თავდადებას, კაცობას, ჯიგარს! მეც შენად ვფიქრობ, – უსწორდება ისარს ისარი: – ისე ვბერდები ვერაფერი ვერ მოგისწარი, ხარ დედის სინდის–ნამუსივით დასაფიცარი, ბავშვივით სუფთა, გულმართალი და გულთმისანი! ახალგაზრდობა შემობრუნდა ბუმერანგივით, ისევ მეძახის თეთრ ტაძარში შენი ყრილობა! მინდა ბავშვივით გადავიხსნა გულზე პერანგი და დაგანახო სიყვარულის ცხელი ჭრილობა! მე შენი ძუძუს ხსენი ისევ ძარღვში დამიდის, ვარ კალატოზი შენი ძეგლის და პირამიდის, მე სული ჩემი გადავხურე შენი კრამიტით, ავივსე შენი ატმის კვირტით, შენი ამინდით! შენი სიმაღლით, შენი რწმენით, შენი წარსულით, ცისკენ წასულით, მარადიულ თეთრი ასულით, შენი წვალებით, გამარჯვებით ფანტასტიურით, შენი ბორისით, კოშევოით, შენი იურით! ვიგონებ დღეებს ცისფერ სხივში გადარხეულებს, – იყავი მუდამ აღმავალი სხივით მმოსავი, მე შენი სიბრძნე მინათებდა ფერმკრთალ რვეულებს, შენ იყავ ჩემი ჭაშნაგირიც, გზის დამლოცავიც! თმა შეივერცხლა, გული დაცხრა, ალბათ დროც არის, ვერ დაგაწიე სიყვარულის სიტყვა ფრთოსანი, მაგრამ ის ცეცხლი აღტაცების განა შორს არი – გულზე ბდღვრიალა მზე ფათქუნებს მიმინოსავით! ####### კომკავშირი და ღრუსეთი -
შალვა რამიშვილი ტელეკომპანია "იმედზე" შოუს "სიმართლის დრო" წაიყვანს შალვა რამიშვილი ტელეკომპანია "იმედზე" შოუს "სიმართლის დრო" წაიყვანს. როგორც “ინტერპრესნიუსს" შალვა რამიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ გადაცემას "თიბისი თივი" ამზადებს და იგი ეთერში ოქტომბრის შუა რიცხვებში გავა. "გადაცემაში ჩეულებრივი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, დაისმება სულ 21 შეკითხვა. პასუხების სისწორე კი სიცრუის დეტექტორის მიხედვით დადგინდება", - განაცხადა რამიშვილმა. მონაწილე, რომლის 21-ვე პასუხი სწორი აღმოჩნდება 100 000 ლარს მიიღებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 უზერებო, გაიყიდა შალვა? პ.ს. დარდუბალა არა იხვის ტოლმა :ena:
-
რეზო ამაშუკელი- "საერთოდ, იცით, რა არის, ბაინდურ-ნალბანდოვების არის ეს ქვეყანა. ახლა გინდ ქსენოფობი დამარქვან და გინდ კისერი იტეხონ. არც ერთი ქართველი არ არის მთავრობაში და ყველგან ინიშნება ხალხი იმის მიხედვით, რომ ან დედა უნდა ჰყავდეს სომეხი, ან ბებია, ან დეიდა. ამათ უნდათ რომ ბოლომდე ქართველი არ იყო, რათა ქართული საქმეები არ აკეთო! გადახედეთ ნებისმიერ სფეროს, გამოუჩხრიკეთ ნებისმიერს ბიოგრაფია და აღმოჩნდება, რომ ან დედა ეყოლება სომეხი, ან ვიღაცა. სპეციალურად კეთდება ეს ყველაფერი"! http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/110090.html ლიცემერი: სადა ვართ, ვინ ვართ?ასე რამ დაგვაგლახავა და გაგვაბოროტა უზერებო, ნორმალური ქართველის პოზიციაა თუ ქსენოფობის?
-
ალიანსი საქართველოსთვის საარჩევნო ცვლილებების კომისიასთან
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან კარგი -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეც მომცემთ უფლებას, რომ "შენ"-ით დაგელაპარაკოთ, თუ ასე ინდივიდუალურად და ექსკლუზიურად განაგრძობ უზრდელობის დემონსტრირებას...kisa ამ ტონში და ასე ზედმეტად ფამილიარულად ელაპარაკეთ ძენს -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გე რა შუაშია...babuagiorgi ? -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo, დახურე ან წაშალე თემა, ხომ ხედავ რომ პოლიტფორუმის გაპიარება მიდის მოდერის ფუნქცია არ მაქვს ჩართული -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არანაირი სურვილი არ მაქვს და აქედან გამომდინარე არც ვაპირებ ვპოსტო ფორუმზე, სადაც ქვეყნის ინტერესების მოღალატე ლამის ეროვნული გმირის რანგში აყავთ შენგან განსხვავებით არც არასდროს არ მქონია შენთან ბაასის სურვილი კიდევ ერთხელ გთხოვთ: დაოკდით -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ცუდად და უშნოდ იზმორებით ...liliko თუ დაშოშმინდები ძალიან დამავალებ ნამდვილად მასეა, ჩემო დიტო -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზოგადად და სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი, ასე რომ, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ ვთლი რომ შეურაცხყოფა თავად მომაყენე და ბოდიშიც შენ გაქვს მოსახდელი მოკლედ, რატომღაც მოდერატორის ფუნქცია გამორთული მაქვს და ამიტომ თხოვნა ადმინისტრატორს: დახურეთ ეს მარაზმი თემა -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ანტიმართლმადიდებლური თემა არასდროს გამიხსნია რაც შეეხება კვერებს...ერთი კვერი ვორნის სახით ალალია შენზე -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩემი ბანის გარდა არ ვიცი ვინ ხარ და რა გინდა, მაგრამ სიტყვებს თუ შეარჩევ ძალიან დამავალებ -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კარგად იცი რომ სხვა კონტექსტში ვთქვი და ნუ ცდილობთ პოსტის პროვოკაციულად დრამატიზირებას -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისიც თქვი რატომ დამადეს ბანი და ყველაფერი აჟურში მოვა სულ ეს არის შენი იუმორის კარდიოგრამა? -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თქვენ ეს საერთოდ არ გეხერხებათ, ასე რომ, პუსტა-პუსტაზე ნუ შეწუხდებით მეც არ გიპასუხებ, გეტყობა უცადი და პირტიტველა ყმა ხარ ჯერ -
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
და როდის და სად ვიხელმძღვანელე პირადი შეხედულებებით? მთელი "შანტრაბა" ხართ შემოყრილი პოლიტფორუმიდან და არეკლამებთ თქვენს აგონიაში მყოფ ფორუმს, მაგრამ მიუხედავად ამისა არც ერთი ასეთი თემა არ დამიხურია