ამ თემას(წერილს)არა აქვს ანალიზის პრეტენზია მიშას (ნაციონალური მოძრაობის) მიერ დღემდე გამოვლილი გზის, რომელმაც პოზიტიურთან ერთად ბევრი უბედურებაც მოგვიტანა. ეს უფრო ერთი რიგითი ქართველის კერძო შთაბეჭდილებად ჩათვალეთ, რომელიც ყურადღებით აკვირდება მიშას (ნაციონალური მოძრაობის) ოკრობოკრო სვლას აღმართ-დაღმართზე. ცდება , ვინც ფიქრობს, რომ რაც მოხდა, ეს არის მხოლოდ მიშას პიროვნული დამარცხებაა, მხოლოდ მისი პიროვნული ტრაგედიაა. მიშას შეცდომები მხოლოდ მისი შეცდომები არ არის... თუნდაც იმიტომ არის საჭირო ამ გზის გააზრება, რომ შეცდომები, რომელმაც ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანა, კიდევ არ გავიმეოროთ, უკვე ახალი ინტერპრეტაციით. ილიამ ზუსტი დიაგნოზი დასვა-ერს სჭირდებოდა სულიერი, ზნეობრივი გაჯასანღება, ანუ ერი თათქარიძეობის სინდრომისგან უნდა განთავისუფლებულიყო, რადგან თათქარიძეები ქვეყნის ბატონ-პატრონად ვერ გამოდგებიან. ყველას თუ არა უმრავლესობას, ალბათ, გახსოვთ მიშას პრეზიდენტობის დასაწყისი, როდესაც ყველა მისი სატელევიზიო გამოსვლა ილიას სურათის ფონზე მიმდინარეობდა...და აქედან გამომდინარე ერმა ჩათვალა, რომ მიშა ილიას , ანუ ერის ზნეობრივი ამაღლებისათვის ბრძოლის გზით აპირებდა სიარულს. მაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო, მან გადაუხვია ილიას გზას და სცადა წარმატებებისათვის ამ გზის რაღაც "უკუღმართი" გზით ( ვარიანტით) მიეღწია. კერძოდ, მან ჩათვალა , რომ წარმატებების მიღწევისთვის ზნეობა ზედმეტი ტვირთია და რომ ზნეობრივი კატეგორიის გარეშეც შეიძლებოდა მიზნის მიღწევა. მოკლედ, ილიას გზას მიშამ, ისევ თათქარიძის გატკეპნილი გზით სიარული ამჯობინა. ფაქტობრივად , ეს იყო მცდელობა წარმატების მიღწევისა ილიას გზის გავლის გარეშე, არადა, ამ გზის გამოტოვება და უაზრო "პრიჟოკის" გაკეთება სივრცესა და დროში, უფსკრულში რომ გადაგვჩეხავდა , ჩემი აზრით, კი უნდა მივმხვდარიყავით. + მიშას ჰქონდა მცდელობა, ქართული სოციუმის მყისიერი მენტალური რევოლუცია მოეხდინა, მან სცადა დავერწმუნებინეთ, რომ ჩვენ, გუშინდელი ლუარსაბ თათქარიძეები, დღეს, მყისიერად, უკვე ქვეყნისთვის თავდადებულ ვაჟკაცებად ვიქეცით. მაგრამ, ვაი, რომ ეს ასე არ არის. აი, ფესვი და ძირი იმ შეცდომისა, რომელიც მიშამ დაუშვა. ამიტომ დაემსგავსა ჩვენი რეალობა ფარს, სპექტაკლს, რომელსაც საერთო არა აქვს სინამდვილესთან. აი, ამიტომ "გაცვდა" და "გახუნდა" მიშას იდეები ასე სწრაფად, ამიტომ იქცა მოსაბეზრებელ ლოზუნგად და დემაგოგიად. დღევანდელი დღე, ეს ფარსის კანონზომიერი ფინალია, ამ ფარსს სხვანაირი ფინალი არც შეიძლებოდა ჰქონოდა... უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?