-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
"ილია II ბაქოში რუსეთის პატრიარქს შეხვდება" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი მიწვეული არიან ბაქოში დაგეგმილ კავკასიის მუსლიმანთა შეიხის ფაშა-ზადეს 60 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. "საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის" თავმჯდომარე ალი ბაბაევი ვარაუდობს, რომ პატრიარქზე გაშმაგებული იერიში ამ ვიზიტსაც უკავშირდება. - თქვენი ორგანიზაციის შესახებ დიდი მითქმა-მოთქმაა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის მედიაში. რა მიზნით შეიქმნა "საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი"? - საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მხოლოდ არჩევნებისას ახსენდებათ, დაპირებებს უხვად ურიგებენ, შემდეგ კი არაფერს უსრულებენ. ამის გამო აზერბაიჯანელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქვეყანას ტოვებს, მიდის აზერბაიჯანსა თუ თურქეთში, არადა, საქართველო სამშობლოდ მიგვაჩნია, ამ მიწაზე დავიბადეთ და გავიზარდეთ. ასე რომ, კონგრესის მიზანი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ქართველ საზოგადოებასთან ინტეგრირებაა. შექმნილი სიტუაცია იმის ბრალიც არის, რომ დეპუტატებად ირჩევენ, უფრო სწორად, ნიშნავენ აზერბაიჯანელებს, რომლებმაც ქართული არც კი იციან. რომელ სახელმწიფოში ხდება ის, რომ კანონმდებელმა, პარლამენტის წევრმა სახელმწიფო ენა არ იცოდეს? ამჟამინდელი პარლამენტის წევრებმა - რამინ ბაირამოვმა, აზერ სულეიმანოვმა, ისვასან შამილოვმა ქართული არ იციან, ანუ არც ის იციან, რა კანონებს განიხილავენ და პირდაპირ იღებენ. - თქვენ შესანიშნავი ქართულით მეტყველებთ, თქვენი თანამოქალაქეებისთვის რატომ რჩება გადაუჭრელ პრობლემად სახელმწიფო ენის შესწავლა? - რა განათლების რეფორმაზეა ლაპარაკი, როცა სახელმწიფო პროგრამით აზერბაიჯანულ სკოლებში ქართულ ენას კვირაში სულ 2-3 საათი ეთმობა?! ამ პრობლემისადმი დიდი ინტერესი გამოხატა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მან იკითხა: რა უშლით ხელს აზერბაიჯანული წარმოშობის სახელმწიფო მოხელეებს ქართული ენის სწავლაშიო? და როცა მიზეზად სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლების დაბალი დონე დაუსახელეს, ამ საქმისათვის 300 ათასი დოლარი გამოყო. ამ თანხით ქვემო ქართლის სკოლებში ქართული ენის დამატებითი გაკვეთილები ტარდება. ვისაც აზერბაიჯანელთა კონგრესის მიმართ კითხვები უჩნდება, მინდა ვუთხრა, რომ აგვისტოს ომის დროს ჰუმანიტარული დახმარება გორსა და ატენის ხეობის სოფლებში ჩვენც ჩავიტანეთ. როცა სოფელ თედოწმინდაში მივედით, ალყაში მოქცეულ მოსახლეობას ლუკმაპურიც აღარ ჰქონდა, - იქ ერთად ცხოვრობენ ქართველები, აზერბაიჯანელები, ოსები. - რით ახსნით, რომ აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ხმას ტრადიციულად სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას აძლევენ? ყოველ შემთხვევაში, ოქმებით ასე ჩანს. - დღეს საქართველოში მხოლოდ 180 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, საარჩევნო სიებში კი ძველებურად, 300 ათასი ამომრჩეველია აღრიცხული! ამ რეგიონებში გამგეობები, ყველა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, პოლიციის თანამშრომლები უკვე პროფესიონალ გამყალბებლებად იქცნენ. ლევან მამალაძის ხელის ბიჭებიც კი დღეს სააკაშვილის ხელისუფლებას ემსახურებიან. - თქვენ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მისი წინამძღოლის, ილია მეორის ირგვლივ ატეხილი მორიგი აჟიოტაჟის გამო... - უსაფუძვლო ლაპარაკი არ მჩვევია. მცხეთაში დავიბადე და გავიზარდე, წმინდა გიორგის ეკლესიის სიახლოვეს, - როცა მე ან ჩემი ძმა ავად გავხდებოდით, დედაჩემი, მუსლიმანი, წმინდა გიორგის ევედრებოდა ჩვენს გადარჩენას. ეკლესია ღმერთის სახლია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყველასთვის უაღრესად პატივსაცემი ადამიანია. კავკასიის მუსლიმანთა შეიხმა ფაშა-ზადემ თქვა, - ილია მეორე არა მარტო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია, ის მთელი კავკასიის ხალხთა სულიერი მამააო. უახლოეს ხანში ფაშა-ზადეს 60 წელი უსრულდება. 4 ნოემბერს ბაქოში ეს თარიღი საზეიმოდ აღინიშნება და ილია მეორე მიწვეულია, როგორც ყველაზე საპატიო სტუმარი! ბაქოში ვიყავი, როცა იქ ილია მეორე ჩაბრძანდა მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევაზე, იცით, რამდენი მუსლიმანი მოვიდა მის სანახავად?! რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, მე, მუსლიმანს, ძალზე მაშფოთებს! ჩემი ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბაქოში ვიზიტისას შეხვდება მუსლიმანური სარწმუნოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ასევე სრულიად რუსეთის პატრიარქს, კირილს და მავანმა სწორედ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ კიდევ უფრო გააძლიერა აღვირახსნილი კამპანია ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ დღეს მხოლოდ ილია მეორეს აქვს რუსეთთან ურთიერთობის ბერკეტი. რუსეთში მცხოვრები როგორც ქართველები, ისე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები გვირეკავენ და გვეუბნებიან, პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩვენდამი დამოკიდებულება ძირეულად შეიცვალაო. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მკერდით დავიცავთ კათოლიკოს-პატრიარქს. http://www.ambebi.ge/sazogadoeba/12570-qil...hekhvdebaq.html
-
ქართული პრესის მიმოხილვა 03.11.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/115226.html
-
მოსკოვში გრიგოლ ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმებას ითხოვენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების შესახებ დაიწყო საუბარი. “ეხო მოსკვის” ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით დუმის სხდომაზე გამოვიდა ფრაქცია “სამართლიანი რუსეთის” წევრი სემიონ მოგდასაროვი, რომელიც აღშფოთებულია, “რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც აქვს და ამასთანავე ცდილობს ანტირუსული ხასიათის ქარტიის ჩამოყალიბებას”. დეპუტატმა მოითხოვა, სახელმწიფო სათათბიროს შესაბამის კომიტეტებს დაევალოთ გამოითხოვონ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყებიდან ინფორმაცია ამის შესახებ და განიხილონ ვაშაძისთვის მოალაქეობის მოხსნის საკითხი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
გარდაიცვალა ქართული კინოს ვარსკვლავი დოდო ჭიჭინაძე 03 / 11, 2009 10:35 ცნობილი ქართველი მსახიობი დოდო ჭიჭინაძე დღეს, გამთენიისას 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დოდო ჭიჭინაძეს ქართულ ფილმებში უამრავი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის ისეთი ცნობილ ფილმებში, როგორებიც არის “დავით გურამიშვილი”, ~შეწყვეტილი სიმღერა~, ~ჭრიჭინა~, ~ბაში-აჩუკი~ და სხვა. წლების განმავლობაში იგი კოტე მარჯანიშვილის სახელობის დარამტული თეატრის მსახიობი იყო, სადაც არაერთი სცენური სახე შექმნა. ცოტა ხნის წინ დოდო ჭიჭინაძის სახელობის ვარსკვლავი კინოთეატრ “რუსთაველის” შესასვლელთან გაიხსნა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 უფალმა მარადიულ ნათელში ამყოფოს მისი სული
-
ეროვნულ პარტიათა ალიანსი . რას ფიქრობთ ამ ალიანსზე
ლ ი ც ი replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეკლექტიკური ნაზავია, რომელიც საფულძველშივე განწირულია დაშლისთვის. ამას გულისტკივილით ვამბობ და არა ნიშნის მოგებით...shamili -
ეს ხელისუფლება თავის მოქალაქებს დაიცავს როდისმე?
ლ ი ც ი replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მთლად მასეც არ არის, ჩემო დიტო -
აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები +1
-
ბანის დადება გადავიფიქრე...lasalexx
-
ახლა წავიკითხე ესე იგი, მაინცდამაინც გამძღარი და დახურულ- დავარცხნილი უნდა იყო სამშობლო რომ გიყვარდეს...Siknadmo ?
-
lasha1997 აუუ, სულ სხვაგან წახვედი. რა თქმა უნდა ეს არ მიგულისხმია.
-
რა არის იცი,- დიდი ხნის განმავლობაში ყველა გზა ჩახერგილი გვქონდა, მაგრამ ჩახერგილი გზები გაიხსნა და ქართველებმა თავქუდმოგლეჯილებმა მოვხიეთ საქართველოდან. ამით იმის თქმა მინდა, რომ საერთო პასუხიმგებლობის გრძნობა სამშობლოს წინაშე ეგოიზმა შეცვალა. ასეა ეს...
-
ვგონებ პირველი შემთხვევაა, როდესაც მე და შენ სხვა და სხვა ენაზე ვუბნობთ. სამწუხაროდ ასეა, ჩემო დიტო, ჩემი პოსტი ალთასაა, ხოლო შენი პასუხი ბალთას
-
lasha1997 არ არის მასე. რა შუაშია მიშა და რა შუაშია რიგში მდგარი ვირთხები? ყველაფერი გამიგია, მაგრამ ვიღაცის ჯინზე სამშობლოს სიყვარული ან სიძულვილი ნამდვილად არ მსმენია.
-
შენს სულიერ ძმას და შეფს ეკაიფე...Siknadmo , ებრალიძეზე ვუბნობ. არადა ორჯერ მყავდი სიტყვიერად გაფრთხილებული. ვორნი და +დაისვენე ერთი დღით
-
დევიდ მილიბენდი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებად აღიარებას გაუმართლებლად მიიჩნევს 02 / 11, 2009 18:19 ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებად აღიარებას გამართლებულად არ მიიჩნევს, - ამის შესახებ დევიდ მილიბენდმა დღეს, მოსკოვში, “ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ევროკავშირის რეზოლუციას სრულიად ეწინააღმდეგება. მილიბენდი მიიჩნევს, რომ კოსოვოსა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევები ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუსაბამოა, რადგან ის ქვეყანა, რომლის ნაწილიც იყო კოსოვო, კერძოდ იუგოსლავია, აღარ არსებობს. მინისტრის განცხადებით, ამ საკითხებზე მას დღეს და გუშინ საუბარი ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან და პოზიციებში განსხვავება კვლავაც არსებობს. რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოხსენება ამ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს შეცდომებსა და რუსეთის დისპროპორციულ პასუხზეც. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახსნილად და პასუხისმგებლობით მოვახდინოთ რეაგირება იმ წინადადებებზე, რომლებიც ევროუსაფრთხოების განხილვას შეეხება”, - განაცხადა მილიბენდმა “ეხო მოსკვის” ეთერში. მისივე თქმით, მხარეები ღიად საუბრობენ მათი პოზიცების განსხვავებულობაზე და მილიბენდი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხანგრძლივი მუშაობა პოზიციების დასაახლოებლად, თუმცა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარებას. დევიდ მილიბენდი მეორე დღეა მოსკოვში შეხვედრებს მართავს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ქართული პრესის მიმოხილვა 02.11.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/115092.html machkatela 2009-06-19 16:49:00 აშშ-ის ელჩმა სასტუმრო “ვარაზთან” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა 02 / 11, 2009 15:16 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სასტუმრო “ვარაზთან” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა. როგორც ჯონ ბასმა სამედიცინო უნივერსიტეტში ყოფნისას განაცხადა, გუშინ მოხდა ინციდენტი საქართველოს რამდენიმე მოქალაქესა და ამერიკის სამხედრო პირებს შორის, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, ექნებათ თუ არა სამხედრო პირებს პრობლემები ქართველ სამართალდამცავებთნ, ჯონ ბასმა განაცხადა, რომ გროვდება მომხდარის შესახებ ინფორმაცია და ჯერ მისი მხრიდან სხვა კომენტარის გაკეთება ნაადრევი იქნება. გუშინ საღამოს თბილისში, სასტუმრო “ვარაზთან” სამმა მთვრალმა ამერიკელმა სამხედრომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორ ქართველს. თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთ-ერთმა სამხედრომ ქართველი თავის არეში მსუბუქად დაჭრა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
უზერებო, რა ჭირს ძველი დიდების ლანდად ქცეულ ოჯახს?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
“ყველას გასაგონად ვაცხადებ, ჩემი შვილი ცოტნე გამსახურდიამ მოკლა” “29 ოქტომბერს პოლიციამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია დააკავა. გამსახურდია ინტერპოლის წითელი ცირკულარით გასული წლის ნოემბრიდან იძებნებოდა და ბრალად უმძიმესი დანაშაულები - ჯაშუშობა და კონსტიტუციური წყობილების დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდა. ბრალდება ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მას 1999 წელს მოქალაქე მაღლაკელიძის დაჭრაც გაუხსენეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ცოტნე გამსახურდიას კრიმინალური თავგადასავლები საზოგადოებისთვის აქამდეც იყო ცნობილი. მას ხან ვიღაცის დაჭრაში, ხანაც კი მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. დავით ბაჯელიძის დაჭრის შემდეგ კი სკანდალური განცხადება გააკეთა ოზურგეთელმა გივი ბაჯელიძემ. გივი ბაჯელიძემ ცოტნე გამსახურდია ვაჟის, კახა ბაჯელიძის მკვლელობაში დაადანაშაულა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით “ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ცოტნე გამსახურდიამ გამოასალმა სიცოცხლეს” / გივი ბაჯელიძე: “მადლობის ნაცვლად ლოგინში მძინარე შვილი დამიკლა” / “როგორ აწყობს აქციებს ცოტნე გამსახურდიას დედა და თავისი გარეწარი შვილის გათავისუფლებას ითხოვს”. “კახა ბაჯელიძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურშია დაკრძალული. ოზურგეთში ყოფნისას ჩემი ყურადღება მისმა მდიდრულმა საფლავმა მიიქცია და რატომღაც დავინტერესდი, რით დაიღუპა ახალგაზრდა. როგორც მითხრეს, კახა ბაჯელიძე ცოტნე გამსახურდიამ მოკლა. ამის დასაზუსტებლად ბაჯელიძეების ოჯახს იმავე დღეს მივაკითხე. ინფორმაცია დამიდასტურეს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ამ ამბის გახმაურებისაგან ოჯახმა თავი შეიკავა. ბაჯელიძეების ოჯახის წევრების თქმით, ბულგარეთში კახა ბაჯელიძის ნაქირავებ ბინაში ცოტნე გამსახურდიასა და კახა ბაჯელიძის გარდა, კიდევ სამი პირი ცხოვრობდა. დილით ბაჯელიძის მეგობრები სატელეფონო ზარმა გააღვიძა. ცოტნე რეკავდა, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, მანდ გდია ლოგინში მკვდარი და მიდით, უპატრონეთო. როცა ოთახში შევიდნენ, კახა თურმე სისხლში ცურავდა, მაგრამ ცოცხალი იყო და ამბობდა, ხელ-ფეხს ვერ ვამოძრავებო. ცოტნე გამსახურდიას ღამითვე დაეტოვებინა ბინა და თან თავისი ნივთებიც წაეღო. დაჭრილი ბულგარეთში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დამნაშავის ვინაობა არ გაამხილეს და ბულგარელ სამართალდამცველებს ჩვენება მისცეს, თითქოს ბიჭებს მეძავები ჰყავდათ აყვანილი, რომლებმაც გაძარცვეს და კახაც დაჭრეს”, - წერს სტატიის ავტორი. ”დიახ, ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი კახა ბაჯელიძე ცოტნე გამსახურდიამ გამოასალმა სიცოცხლეს. ცოტნე გამსახურდიასთან კახა მეგობრობდა. ჩემი შვილი პატრონობდა ცოტნეს. 2001 წელს კახა ბულგარეთში წავიდა. ცოტნე ამ დროს მოსკოვში იყო. კახამ ფული გაუგზავნა და ცოტნე ბულგარეთში ჩაიყვანა... ჩემი შვილის მოთხოვნით, ორი თვის განმავლობაში მიმალავდნენ ამ ამბავს. ბოლოს, როგორც იქნა, შემატყობინეს. სასწრაფოდ ბულგარეთში ჩავედი. ავადმყოფობის ისტორია და შესაბამისი მონაცემები გერმანიის წამყვან კლინიკებში გავაგზავნეთ, მაგრამ იმედი არავინ მოგვცა. კისრის არეში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო იყო. ბულგარელმა ექიმებმა თავიდანვე უთხრეს კახას მეგობრებს, რომ ასეთი ჭრილობის მიყენება მხოლოდ კარგად გაწვრთნილ პროფესიონალს თუ შეეძლო. რადგან ჩემს შვილს სასიცოცხლო პირი აღარ ჰქონდა, თვითმფრინავი დავიქირავეთ და თბილისში გადმოვიყვანეთ. კახა კვირა-ნახევარში დაიღუპა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გივი ბაჯელიძე. “ცოტნეს ეგონა, რომ ჩემი შვილი მოკლა, მაგრამ მან კიდევ ორთვე-ნახევარი იცოცხლა. თავად მითხრა, რომ დანა ცოტნე გამსახურდიამ ჩაარტყა. ამას გარდა, იმ ბინაში კიდევ სამი კაცი იყო. ეტყობა, ჩემი შვილი ფიქრობდა, გადავრჩებიო. მთხოვა, არ გინდა ჩივილი, ფეხზე დავდგები და თვითონ მოვთხოვ პასუხსო. სწორედ ამიტომ არ მივმართე პოლიციას. შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ექსპერტიზაზე გაყვანა მომთხოვეს, რაზეც არ დავთანხმდი. ამის გამო სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა”, - დასძენს გივი ბაჯელიძე და შეკითხვას - “ თქვენ იცნობდით ცოტნე გამსახურდიას? მიზეზი რა იყო?” - პასუხობს: “სამ თვეს ჩემს ოჯახში ცხოვრობდა. ჩემი მეუღლე დედასავით პატრონობდა. მადლობის ნაცვლად კი ლოგინში მძინარე შვილი დამიკლა. რა ვიცი, შვილო. არ უნდა იყოს მთლად ნორმალური ეს კაცი. აბა, რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ შენი კეთილისმყოფელი და ახლო მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტო? ჩემი შვილი მოკლა, ახლა ეს ბიჭი დაჭრა. კიდევ რამდენ ოჯახს გააუბედურებს ეგ მონსტრი, ვინ იცის! რატომ აფარებენ ხელს ამ გარეწარს? დავით ბაჯელიძეს არ ვიცნობთ. მხოლოდ მოგვარეები აღმოვჩნდით. გაოგნებული ვარ, როგორ აწყობს აქციებს ცოტნე გამსახურდიას დედა და თავისი გარეწარი შვილის გათავისუფლებას ითხოვს. ჩემს შვილს რომ ასეთი რამ ჩაედინა, თავს არ ვიცოცხლებდი. არ რცხვენია?” -
აქ ვარ , ჩემო TATASTROFA ქალური ბედნიერება სამ ელემენტზეა აგებული-ქმარი, შვილები და თვითრეალიზაცია
-
მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი პოლიტფორუმზე უპასუხებს თქვენს შეკითხვებს
ლ ი ც ი replied to ierofant's თემა in მოწვეული სტუმრები
თემა გასუფთავებულია ოფებისგან -
მოდი კალაძეს კომპასი ვუყიდოთ ( თავისი და სხვისი კარი ადგილმდებარეობა რომ გაარჩიოს) და ფორუმის სახელით გადავცეთ
-
იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტირა. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “УНИАН” იტყობინება. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ტიმოშენკოს მიერ წარდგენილ დოკუმენტებში საარჩევნო კომისიამ დარღვევა ვერ იპოვა. კომისიამ, ასევე, დაარეგისტრირა პრეზიდენტობის კანდიდატ ტიმოშენკოს წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დეპუტატი ვლადიმირ მილიპენკო. საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში მომავალი წლის 17 იანვარს გაიმართება. დღიეს მდგომარეობით, ტიმოშენკოს ჩათვლით, პრეზიდნტობის 12 კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის არიან პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, ასევე, რეგიონული ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ზურაბ წერეთელმა სოჭის ოლიმპიადისთვის ახალი პროექტი ჩაიფიქრა ზურაბ წერეთელმა სოჭისთვის ახალი მასშტაბური პროექტი ჩაიფიქრა. “იტარ-ტასის” ცნობით, რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის სკულპტორს დიდი სურვილი აქვს, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქისთვის ახალი პროექტი გააკეთოს. სააგენტოს ცნობით, წერეთელს უკვე მზად აქვს ესკიზები სკულპტურული კომპოზიციისთვის, რომლის სამუშაო სახელწოდებაა “სპორტის ისტორია ქვაში”. რუსეთის ხელისუფლება წერეთელის ახალ იდეას სიამოვნებით შეხვდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ქართული საზოგადოების გულისტკივილი და პროტესტი. სახეს სიყვითლე მორევია, სხეულს -უძლურება, პირდაპირ როდი იცქირება, ჟანგი ხრავს კბილებს, გამწვანებია მკერდი ღვარძლით, შხამი სდის ენას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ , "მეტამორფოზები"-ს ეს პასაჟი ამოტივტივდა ცნობიერებაში მოკლედ, უზერებო, დედიმისისას მიირთმევს წერეთელი თუ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ?
-
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/114951.html
-
მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი პოლიტფორუმზე უპასუხებს თქვენს შეკითხვებს
ლ ი ც ი replied to ierofant's თემა in მოწვეული სტუმრები
მორჩა კინო! ამ წუთიდან ნებისმიერი თემატურად შეუსაბამო პოსტი წაიშლება