-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
TATASTROFA მაშინ მე პას
-
lasha1997 ნამდვილად მასეა ჩემო დიტო
-
ჯერ ახალგაზრდა ხარ... მოვა დრო და სექსუალურ ეგოიზმშიც "იყივლებს"
-
Private Nodari ხოო, ეტყობა პოლონურმა სისხლმა "იმარჯვა". მაგრამ მოვა დრო და გურჯულ-მურთაზული სისხლი მაინც იტყვის თავის სათქმელს:takodazeppe:
-
Private Nodari ქართველი ხარ?
-
Private Nodari შენ გინდა თქვა, რომ შენში მურთაზი საერთოდ არ "ზის"?
-
თანამედროვე მურთაზების აზრით, მამაკაცის სურვილს გამოხატავს სიტყვები: "მე მინდა", ქალის ბედნიერებას კი-"მას უნდა". სექსუალური ცხოვრება, ამ პრინციპზე იყო აგებული და საუკუნეების სიღრმეებში იღებს სათავეს და მას მერე არაფერი შეცვლილა დალოცვილ გურჯისტანში(აპკისტანში) :ena: "არამურთაზი" ქართველი მამაკაცებისთვისაც კი, დაბალ ხარისხში, მაგრამ მაინც უცვლელია სტერეოტიპი: მამაკაცისთვის სექსის მიზანი სიამოვნებაა, ქალებისათვის კი-შთამომავლობის გაგრძელება და იმავე მამაკაცისთვის სიხარულის მინიჭება. ასე ეს! ქალებო, ასეა თუ არა? მამაკაცებო,გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ თითოეულ ჩვენთაგანში, სხვადასხვა ხარისხში, მაგრამ მყარად "ზის" მურთაზობის კომლექსი. მე ვაღიარებ :hello:
-
აბა, "ჩართეთ" წარმოსახვა, ოღონდ მალალეტკური ლაი-ლაის გარეშე
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
დაილოცოს გურჯისტანი -
აბა, "ჩართეთ" წარმოსახვა, ოღონდ მალალეტკური ლაი-ლაის გარეშე
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
BOO ლიცემერი ხარ? -
ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2009 • დაემატება თუ არა ნანი ბრეგვაძე “რუსეთის აგენტების” რიცხვს • ახალ საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებები ჩაიშალა?! • რატომ დაუპირისპირდნენ ადვოკატები ნანა კაკაბაძეს დაემატება თუ არა ნანი ბრეგვაძე “რუსეთის აგენტების” რიცხვს “ჩვენთან ნანი ბრეგვაძე ჩამოდის!”- ასეთი სათაურებით არის აჭრელებული რუსული მასმედია, რომელიც იუწყება, რომ 22 ნოემბერს ქართველი მომღერალი იაკუტიის რესპუბლიკაში კონცერტს გამართავს. მოსკოვში, ოქტომბრის ბოლოს გრანდიოზულად აღინიშნა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვის 80 წლის იუბილე. მას დაბადების დღე პირადად მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც იმ საიუბილეო საღამოსაც დაესწრო, სადაც ქალბატონი ნანი ბრეგვაძეც იყო მიწვეული”, - წერს გაზეთი “ყველა სიახლე” სტატიაში სათაურით “არაფრის მეშინია!” / უამრავი რუსი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, - “მრცხვენიაო!” “ჩემ გარდა, საიუბილეო საღამოს არაერთი ქართველი დაესწრო. ევგენი პრიმაკოვს 1957 წლიდან ვიცნობ. მასთან და მის მეუღლესთან, ქალბატონ ლაურასთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა მქონდა. მათ ოჯახში ხშირად ვყოფილვარ. ევგენი ჩემთვის უახლოესი ადამიანია. ჩვენს ურთიერთობასთან პოლიტიკას არაფერი ესაქმება, ამიტომაც ვერ დავაკლდებოდი მის იუბილეს. მისგან ბევრი სიკეთე მახსოვს, მოგეხსენებათ, თბილისშია დაბადებული და სანახევროდ ქართველია. ქართველთაგან ძირითადად ესწრებოდნენ იქაური ქართველები - ზურაბ წერეთელი, გიორგი დანელია და სხვები...” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანი ბრეგვაძე. “რა თქმა უნდა, ვიმღერე. აბა, ისე ვინ გამაჩერებდა?! ჯერ რუსული სიმღერა შევასრულე, რის შემდეგაც სიტყვით გამოსვლის სურვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა. მან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ილაპარაკა. ისე ვნერვიულობდი, კარგად ვერც მოვუსმინე. სულაც არ მსიამოვნებდა პუტინის გვერდით ყოფნა, თუმცა, როგორც მერე მითხრეს, ბევრი კარგი სიტყვა უთქვამს ჩვენი მისამართით, რომ უყვარს ქართველები და წუხს იმის გამო, რაც მოხდა. სიმართლე გითხრათ, შარშანდელი ომის შემდეგ ამ სიტყვების დაჯერება ძალიან მიჭირს. პუტინის გამოსვლის შემდეგ შევასრულე “თბილისო”, ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა დარბაზში. ეგონათ, ეს ყველაფერი დადგმული იყო, არადა, სპონტანურად მოხდა... იმ კონცერტზეც და მოსკოვის ქუჩებში გავლისასაც უამრავი რუსი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა - “მრცხვენიაო!” უბრალო ხალხი იქაც ძალიან წუხს იმის გამო, რაც შარშან მოხდა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ისე, პუტინს კარგა ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ იქიდან, როდესაც პეტერბურგის მერი ანატოლი სობჩაკი იყო. სობჩაკი პეტერბურგში გამართულ ჩემს ყველა კონცერტს ესწრებოდა. მას ყოველთვის ახლდა პუტინიც. უფრო ახლოს კი გავიცანი რამდენიმე წლის წინ, რასულ გამზათოვის 80 წლის იუბილეზე, სოჭში, სადაც დიდი ოვაციით შემხვდა და მომიკითხა”, - დასძენს ნანი ბრეგვაძე. “დიახ, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ ვარ, მაინც წავალ და ვიმღერებ. 22 ნოემბერს კონცერტი ქალაქ იაკუტსკში, იაკუტიის რესპუბლიკაში იქაური ქართველების ორგანიზებულია, რის შესახებაც კარგა ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება. არ იფიქროთ, რომ უზარმაზარ ჰონორარს მიხდიან და იმიტომ მივდივარ, უბრალოდ, რადგან ქართველებმა მთხოვეს, უარი ვერ ვთქვი. ისე, ცოტა ხნის წინ კონცერტი მქონდა სანქტ-პეტერბურგშიც, დახურული, უაფიშო კონცერტი იყო. ნახევარი საათის განმავლობაში სიმღერა ვერ დავიწყე, რადგან მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ტაშს უკრავდა და ტიროდა...” - აცხადებს ნანი ბრეგვაძე და შეკითხვას - “მოგეხსენებათ, ცნობილი ქართველი მომღერალი პაატა ბურჭულაძე მოსკოვში საქველმოქმედო კონცერტზე გამოსვლის გამო რა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა. საქართველოს ხელისუფლებაში მაინცდამაინც არ სწყალობენ ადამიანებს, რომლებიც რუსეთთან თუნდაც კულტურულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. არ გეშინიათ, რომ თქვენც გაგაკრიტიკებენ?” - პასუხობს: “არაფრის მეშინია! ეს ჩემი საქმეა, თუ არ ვიმღერე და კონცერტებზე არ გამოვედი, ჩემი კარიერაც დასრულდება და ცხოვრებაც. ჩემი აზრით, ასეთი რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება არასწორია. ჯერჯერობით არ ვაპირებ მოსკოვში რამე გრანდიოზულ პროექტში მონაწილეობას ან სოლოკონცერტის გამართვას, თუმცა არ ვიტყვი უარს, თუ შემოთავაზება მექნება პერიფერიული ქალაქებიდან. ისე, ერთ-ერთი წამყვანი რუსული არხიდან მთხოვეს საახალწლო გადაცემაში მონაწილეობა, რაზეც უარი ვთქვი”. “ცნობილია, რომ რუსეთთან ურთიერთობების გამო მრავალ სახელგანთქმულ ქართველს ჩვენმა ხელისუფლებამ შერისხულის იარლიყი მიაკერა. მათ შორის მოხვდნენ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მომღერალი პაატა ბურჭულაძე და სხვა ცნობილი ადამიანები. ამჟამად შეიძლება მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს - დაემატება მათ რიცხვს მომღერალი ნანი ბრეგვაძე თუ არა, ამას მალე შეიტყობთ”, - წერს გაზეთი “ჯორჯიან ტაიმსი” სტატიაში სათაურით ნანი ბრეგვაძემ პრიმაკოვის დაბადების დღეზე “ძალზე ქართულად” იმღერა / “რუსეთის აგენტების” რიცხვს ნანი ბრეგვაძეც მიემატება? “პრიმაკოვის იუბილეს თავად რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. მან ღონისძიებაზე მხოლოდ ნახევარი საათით დააგვიანა. მშობლიურ ლენინგრადს “იავნანაც” უმღერა და ორი სადღეგრძელოც წარმოთქვა, რაც პროგრამით გათვალისწინებული არ ყოფილა. სტუმრებს შორის რუსული პოლიტელიტის ნაღები იმყოფებოდა. ღონისძიებაზე ქართველობასთან კავშირში მყოფი საკმაოდ ბევრი პიროვნება იყო. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დედით ქართველი იგორ ივანოვი, რუსეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი (ინტერნეტგამოცემა “გაზეტა.რუს” პუბლიკაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ იგი თბილისელი სომეხი, გვარად კალანტაროვია). ოლიგარქი შალვა ბრეუსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვიქტორ გელოვანი მეუღლე ნანა ანჯაფარიძე-გელოვანთან ერთად, მომღერალი ნანი ბრეგვაძე და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი. თამადაც, რა თქმა უნდა, ქართველი იყო - იუბილარის ძველი მეგობარი, მოსკოვის მთავარი კარდიოლოგი დავით იოსელიანი”, - აღნიშნავს გამოცემა. “სცენა ნანი ბრეგვაძეს დაეთმო, რომელმაც “იაბლოჩკო” შეასრულა. მეორე სიმღერა მას “ძალზე ქართული” უნდა შეესრულებინა, სწორედ ამ სიმღერის შესრულებამდე სცენაზე პუტინი გამოჩნდა, რასაც არავინ მოელოდა. პუტინმა ყველას გასაგონად თქვა, კარგად ესმის, რომ მისი სიტყვები დარბაზს გარეთ გავა. მეტიც, პუტინს ამის იმედი აქვს კიდეც. ამის შემდეგ კი გამაოგნებელი განცხადებით გამოვიდა, რომ საქართველოს გაერთიანება შესაძლებელია, რომ არ არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტა არ შეუძლია და დასძინა “დაე, ამ საკითხებს ამან (პრიმაკოვისკენ მიანიშნა) მიხედოს”... ინტერნეტგამოცემა “გაზეტა.რუს” თანახმად, გულუბრყვილო ქართველები სასიხარულო ეიფორიაში იმყოფებოდნენ, სკეპტიკოსებმა კი პუტინის გამოსვლაში ბოროტი მარცვალი დაინახეს: “მესაჭე” თავის ცხოვრების მთავარი პროექტის - საბჭოთა კავშირის ახალი სახით აღდგენას შორიდან შეუდგა”, - დასძენს გამოცემა. ახალ საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებები ჩაიშალა?! “საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფს მმართველი გუნდი გამოეთიშა. ეს პირველი შემთხვევაა, ხელისუფლება რომ იბუტება და პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანობის დემონსტრირებას შლის. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ამ ფორმატით მუშაობაზე უარს ამბობს, მაგრამ, როგორც ჩანს, მისთვის სასურველ ფორმატს მაინც მოძებნის და ადვილად დამყოლ პარტიებთან განაგრძობს კონსულტაციებს. საბოლოო შედეგი კი როგორი იქნება, ჯერ არავინ იცის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალ საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებები ჩაიშალა / ხელისუფლების პაკეტის წინააღმდეგ სამი პოლიტიკური ძალა წავიდა, “ალიანსის” წინადადებას კი ხელისუფლებამ და ედპ-მ არ დაუჭირა მხარი. “საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, პირველად უნდა მიეღო გადაწყვეტილება და განხილული საკითხები კენჭისყრაზე გამოეტანა. მართალია, მაინცდამაინც იდილიური ვითარება არც მუშაობის პროცესში ყოფილა, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ ამ ფორმატით მუშაობა ჩაიშლებოდა. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ეს ჯგუფი რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულის პოლიტიკური კრიზისის შედეგად საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციით შექმნა და ამ ჯგუფის მუშაობის შედეგი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ტესტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტორი იყო ოპოზიციისთვის გარკვეული გარანტია, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწევდნენ. ყოველ შემთხვევაში, პირველი კენჭისყრა ჯერ კიდევ ორი დღის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ “ალიანსის” მოთხოვნით სხდომა ორი დღით გადაიდო”, - აღნიშნავს გამოცემა. “ამ პერიოდში ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დელეგაციას შეხვდა და როგორც ირაკლი ალასანია აცხადებდა, ოპოზიციამ მათგან პირობა მიიღო, რომ ამ საკითხს ხელისუფლებასთან შეხვედრისას წამოჭრიდნენ. ძნელი სათქმელია, ამერიკელებმა ხელისუფლებასთან რაზე ისაუბრეს, მაგრამ ოპოზიციის ეს იმედიც არ გამართლდა და ხელისუფლებამ არაფრის დათმობა არ მოინდომა. არადა, გუშინდელი შეხვედრის წინ იყო მოლოდინი, რომ მთავარ განსახილველ საკითხზე - მერის პირდაპირი წესით არჩევნებზე ბარიერის საკითხთან დაკავშირებით შუალედურ პოზიციაზე მოხდებოდა შეჯერება. ოპოზიცია 50%-იან ბარიერს ითხოვს, ხელისუფლებამ კი წინა შეხვედრაზე 30%-იანი ბარიერი შესთავაზა ოპოზიციას. გუშინ ვარაუდობდნენ, რომ საბოლოო შეჯერება 40%-იან ბარიერზე მოხდებოდა. “ალიანსის” პროექტში 45%-იანი ბარიერი იყო გათვალისწინებული და არსებობდა მოლოდინი, რომ კომპრომისზე ხელისუფლებაც წავიდოდა. მაგრამ კომპრომისის ნაცვლად ხელისუფლება გაიბუტა და ამ ფორმატით მუშაობაზე საერთოდ უარს აცხადებენ”, - დასძენს გამოცემა. “ორი შეთავაზებული პაკეტი, რომელთაგან ერთი “ნაცმოძრაობას” ეკუთვნოდა, მეორე კი “ალიანსს”, კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. საქმე ის არის, რომ გადაწყვეტილება სრული კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. ხელისუფლების პაკეტის წინააღმდეგი სამი პოლიტიკური ძალა წავიდა, “ალიანსის” წინადადებას კი მხარი მხოლოდ ხელისუფლებამ და ედპ-მ არ დაუჭირა. კენჭისყრის შემდეგ კი ხელისუფლებამ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა. მიზეზად უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ “ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს”. მისივე თქმით, ეს ყველაფერი განაპირობა “ალიანსის” “ძალიან ხისტმა პოზიციამ”. “მათი მხრიდან არანაირი კომპრომისი არ ყოფილა”, - აღნიშნა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ დღეის შემდეგ მმართველი გუნდი ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცალკეულ პარტიებთან კონსტულტაციებს ინდივიდუალურად განაგრძობს”, - წერს სტატიის ავტორი. “ბარიერი იყო მთავარი თემა, რის გამოც ჩაიშალა ეს ფორმატი. სიმართლე გითხრათ, “ალიანსისგან” უფრო მეტ მოქნილობას ველოდი და 45%, რაც მათ კომპრომისად ჩათვალეს, ნამდვილად არ ასახავს რეალობას. როდესაც ასეთ რაღაცას ითხოვენ, უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლების მხრიდანაც ერთმნიშვნელოვან პასუხს მიიღებენ. ამიტომ ჩვენ 30%-ის ინიციატივით გამოვედით, რადგან გავითვალისწინეთ არსებული რეალობა... ის იმედი, რომ ჩამოვლენ ახლა ამერიკელები, ხელისუფლებას ყურს აუწევენ და 50%-იან ბარიერზე დაითანხმებენ, ეს ხომ ილუზია იყო და სამწუხაროდ, ამ ილუზიის ტყვეობაში ვიყავით კენჭისყრისასაც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე. “ჩვენ მხარს დავუჭერთ იმას, რომ ჩვენი მუშაობა უნდა განვაგრძოთ ოპოზიციასთანაც და ხელისუფლებასთანაც. მაგრამ არა იმ პოზიციის, რომ დავუშვათ, ელემენტარულის მიღწევაც საკმარისიაო. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქმედითი გავლენა მოვახდინოთ საარჩევნო გარემოზე. ვფიქრობთ, ხელისუფლებისგან შემოთავაზებული წინადადება არ იყო საკმარისი და არსებული რესურსი და ქართული და საერთაშორისო საზოგადოების განწყობები უფრო მეტის მიღწევის შანსს აჩენს და პირობებს ქმნის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ალიანსის” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე. რატომ დაუპირისპირდნენ ადვოკატები ნანა კაკაბაძეს “9 აპრილის დროს ჩამოყალიბებული “საზოგადოებრივი დამცველის” ინსტიტუტი ჩვილ ასაკში დაიშალა და მიცვალებას იმით გადაურჩა, რომ ადოკატებისა და არასამთავრობოების ერთმა ნაწილმა თავიდან შექმნა ერთხელ უკვე შექმნილი და ჩამოყალიბებული სექტორი, ოღონდ ნანა კაკაბაძის გარეშე. მთავარი პრობლემა ნანა კაკაბაძე აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ადვოკატები კაკაბაძეს ადებენ ღიად ხელს”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით სკანდალი არასამთავრობო სექტორში / რატომ დაუპირისპირდნენ ადვოკატები ნანა კაკაბაძეს? “ადვოკატები ამბობენ, რომ კაკაბაძემ მათი საქმიანობა დააკნინა: “ჩვენ არ ვიყავით კაკაბაძის ხელის ადვოკატები, ჩვენ ვაკეთებდით საქვეყნო საქმეს და იმის თქმა, რომ “საზოგადოებრივი დამცველის” ინსტიტუტი კაკაბაძის იყო, შეურაცხგვყოფდა. მით უმეტეს, რომ ის არ იყო პროექტის ავტორი, ერთი რიგითი წევრი იყო და მეტი არაფერი”, - აღნიშნავს გამოცემა. “რატომ დაიშალა? - ძალიან ბევრ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, თავდაუზოგავად ვმუშაობდით ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ენთუზიაზმზე, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ჩვენ არსად გამოვჩენილვართ, თითქოს არც ვარსებობდით და ყველაფერი თავის თავზე აიღო ნანა კაკაბაძემ. თითქმის ყველა ადვოკატი უკმაყოფილო დარჩა.... არა, გამოჩენაზე არ არის მხოლოდ საუბარი. ჩვენი სახელი და გვარი რომ არ ფიგურირებდა, ეს არ არის პრობლემა. ნანა კაკაბაძე ისე იქცეოდა, თითქოს თავად აკეთებდა ყველაფერს, მოხსენებები იყო, შეხვედრები, პრესკონფერენციები თუ სხვა, ყველგან თავად ტრიალებდა და ჩვენს გაკეთებულს საკუთარ თავზე იღებდა. ელემენტარულია, როცა სადმე მიდიხარ და ლაპარაკობ ამა თუ იმ საქმეზე, იქ ის ადვოკატი მაინც უნდა გედგას გვერდით, ვინც საქმე იცის და ვინც თავი არ დაზოგა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ადვოკატი ნათია კორკოტაძე. “მაგალითისთვის მოგიყვანთ გოგიჩაიშვილის შემთხვევას - კაკაბაძე “საკანში” შევიდა და ლევან გაგიჩაიშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. მაშინ ვუთხარი კიდეც, ქალბატონო ნანა, დილის 5 საათიდან რომ დავიწყე გოგიჩაიშვილის საქმე, არ დამისვენია და მე მგონი, ვიყავი იმის ღირსი, ჩემთვისაც გეთქვათ-მეთქი. მან მომიბოდიშა, რამდენჯერმე დაგირეკე და გამორთული გქონდა ტელეფონიო და მეც არაფერი ვუთხარი. მეტსაც გეტყვით, გოგიჩაიშვილის საქმეში ადვოკატი მამუკა ნოზაძე რომ ჩართო, ეს პირდაპირ ეთერში გავიგე. ნოზაძემ “საკანში” დარეკა და თქვა, გოგიჩაიშვილის ადვოკატი ვარო, ისაუბრა, რომ ლევანს ძალიან ცუდ დღეში აყენებდნენ ციხეში. არადა, რამდენიმე საათით ადრე მე ვიყავი პატიმართან შესული და ვიცოდი, მსგავსი არაფერი ხდებოდა. თამაზ მელაძეს მე ადვოკატად არ დავუდგები. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გოგიჩაიშვილს ცუდად მოექცა. როცა ნოზაძემ თქვა, რომ გოგიჩაიშვილს ცუდად ექცევიან ციხეში, მე სიმართლე ვთქვი. ძალიან წყნარად ჩამოვცილდი ნანას და გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე ვარ”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნათია კორკოტაძე. “განხეთქილება არ მომხდარა, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოებრივი დამცველი” უკვე ცალკე ფუნქციობს და მაშინ, როდესაც ერთად ვიყავით, ეს ორგანიზაცია არ იყო მხოლოდ ნანა კაკაბაძე - დაახლოებით 12 ორგანიზაცია ვიყავით გაერთიანებული და ყველას ჩვენი ფუნქცია გვქონდა. გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ჩვენ უკვე ცალკე ვართ. აღმოჩნდა, რომ გვაქვს სხვადასხვა ღირებულებები, სხვა ხედვა და ჩვენ მართლაც ვიცავთ ადამიანის უფლებებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “საზოგადოებრივი დამცველის” პროექტის დირექტორი ირინა ფუტკარაძე. “მე არ ვიცი, კაკაბაძე რას და ვის იცავდა, ჯობს ეს ადვოკატებს ჰკითხოთ. ძირითადად მათ ზურგზე გადავიდა მთელი სიმძიმე და უშუალოდ თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი გაწეული შრომისთვის. ნანა კაკაბაძე არ არის იურისტი და შესაბამისად, არც ადვოკატი, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებებში კი სწორედ ადვოკატები იცავდნენ 9 აპრილის მიტინგების პერიოდში და მას შემდეგ დაკავებულ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. კი, ნამდვილად მოხდა გაეგებრობა. სამწუხაროდ, ეს იყო ძალიან ცუდი. რაც შემიძილია გითხრათ ისაა, რომ დღეს “საზოგადოებრივი დამცველი” ნამდვილად ცალკე მუშაობს, შეიქმნა ცალკე კოალიცია და შესაბამისად ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას... ბოლოს, მინდა გითხრათ, მეორედ ნუ დამიკავშირდებით ნანა კაკაბაძის საქმეებთან დაკავშირებით კომენტარის გასაკეთებლად. უბრალოდ, არ მიღირს ეს ქალი ამდენად”, - დასძენს ირინა ფუტკარაძე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117235.html
-
"დღეს რათ არ აგინებ რუსებსა"? რა მეჩქარება :
-
"არაფრის მეშინია!" "К нам едет Нани Брегвадзе!" - ასეთი სათაურებით არის აჭრელებული რუსული მასმედია, რომელიც იუწყება, რომ 22 ნოემბერს ქართველი მომღერალი იაკუტიის რესპუბლიკაში კონცერტს გამართავს. მოსკოვში, ოქტომბრის ბოლოს გრანდიოზულად აღინიშნა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვის 80 წლის იუბილე. მას დაბადების დღე პირადად მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც იმ საიუბილეო საღამოსაც დაესწრო, სადაც ქალბატონი ნანი ბრეგვაძეც იყო მიწვეული. - ჩემ გარდა, საიუბილეო საღამოს არაერთი ქართველი დაესწრო. ევგენი პრიმაკოვს 1957 წლიდან ვიცნობ. მასთან და მის მეუღლესთან, ქალბატონ ლაურასთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა მქონდა. მათ ოჯახში ხშირად ვყოფილვარ. ევგენი ჩემთვის უახლოესი ადამიანია. ჩვენს ურთიერთობასთან პოლიტიკას არაფერი ესაქმება, ამიტომაც ვერ დავაკლდებოდი მის იუბილეს. მისგან ბევრი სიკეთე მახსოვს, მოგეხსენებათ, თბილისშია დაბადებული და სანახევროდ ქართველია. - ქართველთაგან კიდევ ვინ ესწრებოდა ამ საღამოს? - ძირითადად, იქაური ქართველები - ზურაბ წერეთელი, გიორგი დანელია და სხვები... - იმღერეთ, ქალბატონო ნანი? - რა თქმა უნდა. აბა, ისე ვინ გამაჩერებდა?! ჯერ რუსული სიმღერა შევასრულე, რის შემდეგაც სიტყვით გამოსვლის სურვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა. მან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ილაპარაკა. - მაინც, რა თქვა? - ისე ვნერვიულობდი, კარგად ვერც მოვუსმინე. სულაც არ მსიამოვნებდა პუტინის გვერდით ყოფნა, თუმცა, როგორც მერე მითხრეს, ბევრი კარგი სიტყვა უთქვამს ჩვენი მისამართით, რომ უყვარს ქართველები და წუხს იმის გამო, რაც მოხდა. სიმართლე გითხრათ, შარშანდელი ომის შემდეგ ამ სიტყვების დაჯერება ძალიან მიჭირს. პუტინის გამოსვლის შემდეგ შევასრულე "თბილისო", ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა დარბაზში. ეგონათ, ეს ყველაფერი დადგმული იყო, არადა, სპონტანურად მოხდა... იმ კონცერტზეც და მოსკოვის ქუჩებში გავლისასაც უამრავი რუსი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, - "მრცხვენიაო!" უბრალო ხალხი იქაც ძალიან წუხს იმის გამო, რაც შარშან მოხდა. ისე, პუტინს კარგა ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ იქიდან, როდესაც პეტერბურგის მერი ანატოლი სობჩაკი იყო. სობჩაკი პეტერბურგში გამართულ ჩემს ყველა კონცერტს ესწრებოდა. მას ყოველთვის ახლდა პუტინიც. უფრო ახლოს კი გავიცანი რამდენიმე წლის წინ, რასულ გამზათოვის 80 წლის იუბილეზე, სოჭში, სადაც დიდი ოვაციით შემხვდა და მომიკითხა. - ქალბატონო ნანი, თქვენ 22 ნოემბერს კონცერტი გაქვთ რუსეთის ქალაქ იაკუტსკში, იაკუტიის რესპუბლიკაში. როგორც ინტერნეტგვერდები იტყობინებიან, ამ კონცერტის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია... - დიახ, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ ვარ, მაინც წავალ და ვიმღერებ. ეს ღონისძიება იქაური ქართველების ორგანიზებულია, რის შესახებაც კარგა ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება. არ იფიქროთ, რომ უზარმაზარ ჰონორარს მიხდიან და იმიტომ მივდივარ, უბრალოდ, რადგან ქართველებმა მთხოვეს, უარი ვერ ვთქვი. ისე, ცოტა ხნის წინ კონცერტი მქონდა სანკტ-პეტერბურგშიც, დახურული, უაფიშო კონცერტი იყო. ნახევარი საათის განმავლობაში სიმღერა ვერ დავიწყე, რადგან მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ტაშს უკრავდა და ტიროდა... - მოგეხსენებათ, ცნობილი ქართველი მომღერალი პაატა ბურჭულაძე მოსკოვში საქველმოქმედო კონცერტზე გამოსვლის გამო რა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა. საქართველოს ხელისუფლებაში მაინცდამაინც არ სწყალობენ ადამ იანებს, რომლებიც რუსეთთან თუნდაც კულტურულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. არ გეშინიათ, რომ თქვენც გაგაკრიტიკებენ? - არაფრის მეშინია! ეს ჩემი საქმეა, თუ არ ვიმღერე და კონცერტებზე არ გამოვედი, ჩემი კარიერაც დასრულდება და ცხოვრებაც. ჩემი აზრით, ასეთი რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება არასწორია. ჯერჯერობით არ ვაპირებ მოსკოვში რამე გრანდიოზულ პროექტში მონაწილეობას ან სოლო-კონცერტის გამართვას, თუმცა არ ვიტყვი უარს, თუ შემოთავაზება მექნება პერიფერიული ქალაქებიდან. ისე, ერთ-ერთი წამყვანი რუსული არხიდან მთხოვეს საახალწლო გადაცემაში მონაწილეობა, რაზეც უარი ვთქვი. ”ყველა სიახლე”19-11-2009 ლიცემერი: "ხელოვნება ხანგძლივია, სიცოცხლე ხანმოკლე" და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ვერავინ გაატარებს "კრიტიკის ქარ-ცეცხლში" ქალბატონი ნანის ამ ნაბიჯს . უბრალოდ არავის აქვს ამის უფლება, თუ ვცდები? მოკლედ, თქვენი აზრით, დაემატება თუ არა ნანი ბრეგვაძე "რუსეთის აგენტების" რიცხვს? პ.ს. და კიდევ ერთი: ჩემი აზრით, დაუძლეველი მტრობა არ არსებობს. ასე რომ, ნებისმიერი კონფრონტაცია, ნებისმიერი ანტაგონიზმი ერებს შორის, რა ხარისხშიც არ უნდა იყოს- ხელოვნებამ და სულიერებამ უნდა დაასრულოს. რავი, მე ასე ვფიქრობ-თქვენ?
-
"ვიცი სამი ადამიანი, ვინც ამ ქვეყანას გაუძღვება" ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში ვესტუმრეთ. ხანმოკლე საუბრის შემდეგაც კი დავრწმუნდით, რომ ბატონ ედუარდს იუმორის გრძნობა დღემდე არ ღალატობს. მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, რას ფიქრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, პიროვნება, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა: - ბატონო ედუარდ, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს თუ დავუჯერებთ, საქართველოს კვლავ თქვენ მართავთ, ოღონდ თქვენი გაზრდილების მეშვეობით... - რა კომენტარი უნდა გავაკეთო ასეთ აბსურდულ განცხადებებზე? უბრალოდ მეცინება, როცა ასეთ რამეს საქვეყნოდ ამტკიცებენ. - ხშირად ჩნდება კითხვა - რატომ არ მოჰყვა შედეგი ოპოზიციის მრავალრიცხოვან აქციებს? "ვარდების რევოლუციის" დროს ხომ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა? - ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ოპოზიციის გამოუცდელობა იყო. ამასთანავე, საპროტესტო აქციებს ორგანიზებულობა და ერთიანობაც აკლდა. ოპოზიციის წარმომადგენლები მხოლოდ ერთ საკითხში იყვნენ ერთსულოვნები: ამტკიცებდნენ და დღესაც ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ ხელისუფლება მათ ნათქვამზე არსად მიდის. რომ წავიდეს, მან უნდა იგრძნოს ძალა, რომელიც ოპოზიციას ჯერჯერობით არა აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის მოწინააღმდეგეებს გამოცდილებითაც აჯობა და რესურსითაც. წარმოიდგინეთ: არმიაც და პოლიციაც ხელისუფლებას ემორჩილება, ყველა სამინისტრო და სტრუქტურა მის დაქვემდებარებაშია. როგორც ჩანს, ოპოზიციამ სიტუაცია ჯეროვნად ვერ შეაფასა, ამიტომაც აღმოჩნდა ეს აქციები წარუმატებელი. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც დღეს არის, სააკაშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე ამოწურავს. ისე კი, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს რა მოხდება. ვფიქრობ, ოპოზიციის საყრდენი ხალხი უნდა იყოს, თუმცა ხალხთან მისვლა მათ ვერ მოახერხეს. თითქოს ხვდებიან მოსახლეობას, ჩადიან ხან ერთ რეგიონში, ხან მეორეში, მერე კი უკან ბრუნდებიან და ამით მთავრდება ყველაფერი. ვერ შეძლეს საკუთარ ძალასა და გულწრფელობაში დაერწმუნებინათ საქართველო - სოფლიდან დაწყებული ქალაქით დამთავრებული. სწორედ ეს არის ქართული ოპოზიციის სისუსტე. - ბატონო ედუარდ, გადავიდეთ სხვა საკითხზე: პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილის აზრით, აგვისტოს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ ეს უბედურება გარდაუვალი იყო. თქვენ ვის აზრს იზიარებთ? - თუ ყურადღებით წაიკითხავთ ტალიავინის კომისიის დასკვნას, იქ გარკვეულად წერია, ვინ დაიწყო ომი და როგორ მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ამ დასკვნაში ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. ახლახან ვიყავი გერმანიაში, იქ ბევრი მეგობარი შემხვდა, რომლებსაც მაღალი წარმოდგენა აქვთ ტალიავინის კომისიის დასკვნაზე. ყველაზე ცნობილი დიპლომატებიც კი ერთხმად აღიარებენ, რომ ეს არის დასკვნა, რომელსაც შეიძლება ენდო. - კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი - ბევრი ვერსია არსებობს ზურაბ ჟვანიას დაღუპვაზე. ამას წინათ თემურ შაშიაშვილმაც გააკეთა საკმაოდ მწვავე განცხადება. ეთანხმებით მის მოსაზრებებს? - სამწუხაროდ, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა დღესაც ბნელითაა მოცული. თემურ შაშიაშვილმა განცხადება კი გააკეთა, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ფაქტებს გარკვეული დროის შემდეგ დადებდა. ჯერჯერობით ეს ფაქტები არ ჩანს. თემური სერიოზული კაცია და არა მგონია, ჭორებს აჰყვეს. ადრეც მჯეროდა და ახლაც მჯერა მისი, მაგრამ თუ არ დამტკიცდა, რა პირობებში მოკლეს ზურა, როდის მოხდა ეს ტრაგედია და ვინ არის მკვლელი, დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება ძნელია. ეს ყველაფერი ჯერჯერობით გაურკვეველია. თემური ტყუილს არ იტყვის, ალბათ, მას აქვს საფუძველი, რომ კონკრეტული ფაქტებით დაამტკიცოს თავისი ნათქვამი და ხალხიც დაარწმუნოს. - საინტერესოა, ზურაბ ჟვანია ცოცხალი რომ ყოფილიყო, რა გზით წავიდოდა ჩვენი ქვეყანა? - ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო და რეალური ძალაუფლება ჰქონოდა, ბევრ უსიამოვნებას ავიცილებდით თავიდან. აგვისტოს ომიც არ იქნებოდა. ბევრჯერ მითქვამს - ზურაბ ჟვანია იყო ძალიან ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი ადამიანი, რომელსაც შეეძლო თანამშრომლობა არა მარტო თავის მომხრეებთან, არამედ მოწინააღმდეგეებთანაც. ის მაშინაც კი მოდიოდა ჩემთან, როცა უკვე ოპოზიციაში იყო. - ალბათ, ეს თვისება დღევანდელ პოლიტიკოსებს ჰაერივით სჭირდებათ. - ალბათ, ასეა. დიალოგი ყველასთან საჭირო და აუცილებელია - რუსებთან, ოსებთან თუ აფხაზებთან, განსაკუთრებით კი - საკუთარ ხალხთან. თუ საკუთარ ხალხს არ ესმის შენი, მაშინ ოსსა და აფხაზს რაზე უნდა ელაპარაკო? ყველა ქვეყანაში საბოლოოდ ყველაფერს ხალხის მხარდაჭერა წყვეტს. - დასასრულ, ბატონო ედუარდ, თქვენ კარგა ხანია ამბობთ, რომ იცით ორი ადამიანი, ვინც შეძლებს საქართველოს გაუძღვეს და კრიზისიდან გამოიყვანოს. ახლაც არ გაგვიმხელთ, ვინ არიან ისინი? - ადრე ორს ვამბობდი, ახლა უკვე მესამეც გამოჩნდა. მათ შორის საკუთარ თავს არ ვგულისხმობ. ამ ადამიანების ვინაობას ვერ გაგიმხელთ, ათამდე ჟურნალისტს უკვე უარი ვუთხარი და ახლა თქვენ რომ გაგიმხილოთ, ყველა ერთად უნდა გადავიმტერო. ისე, საქართველოში ნიჭიერ, გამოცდილ ხალხს რა დალევს?! ”ყველა სიახლე” 19-11-2009
-
SHARI აუცილებლად მოვალ
-
dariala შეგიძლია დააკონკრეტო რაღაც-რაღაცეებში რას გულისხმობ?
-
:2kiss: TATASTROFA
-
TATASTROFA რა ოლოლო, რა? ანათემაზე გადაგვქცა ანათემიდან, ხოდა, ღმერთო, შემინდე და ისეთ ხასიათზე დამაყენა, რომ ვიღაცას მინდა კარგად გავულაწუნო ვერ გავრითმე? TATASTROFA რა ოლოლო, რა? ანათემაზე გადაგვქცა ანათემიდან, ხოდა, ღმერთო, შემინდე და ისეთ ხასიათზე დამაყენა, რომ ვიღაცას მინდა კარგად გავულაწუნო ვერ გავრითმე?
-
Gagi67 ასე რომ იყოს, მაშინ მე ამ ფორუმზე მოდერატორი არ ვიქნებოდი. და კიდევ ერთი: შეურაცხყოფას ნუ გვაყენებ
-
კონსტატნტინე გამსახურდიამ შესაძლოა პარლამენტი ისევ დატოვოს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ატრაქტორებს და უხარია , ჩემო ბატონო მიშა -
აბა, "ჩართეთ" წარმოსახვა, ოღონდ მალალეტკური ლაი-ლაის გარეშე
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
+1 -
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 15-ით გაიზარდა 18 / 11, 2009 18:01 : საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 15-ით გაიზარდა. როგორც `ინტერპრესნიუსს~ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ აცნობა, ახალგამოვლენილი შემთხვევებიდან სტაციონარში ერთი პაციენტი მკურნალობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენებს მკურნალობა სახლის პირობებში უტარდებათ. ახალგამოვლენილთაგან არის ვირუსის ადგილზე გადადების, ასევე უცხოეთიდან შემოტანის შემთხვევები. მისივე თქმით, დღეისათვის საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა 86-ს შეადგენს. მათგან ადგილზე გადადების 25 ფაქტია რეგისტრირებული, ევროპის ქვეყნებიდან - 28, უკრაინიდან – 17, ხოლო დანარჩენი - სხვა ქვეყნებიდან. ცანავას განცხადებით, უკვე სახეზეა ადგილზე ინფიცირების შემთხვევების საგრძნობი მატება და საქართველო ეპიდზღვარზე იმყოფება. ყველა შემთხვევა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მდაას!
-
"ლუსტრაციის შესახებ" კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია 15:12 - 18.11.2009 დეპუტატ გია თორთლაძის მიერ ინიცირებული "ლუსტრაციის შესახებ" კანონპოექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებულია. ხმაურიანი პროექტის ოფიციალური ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში სექტემბრის დასაწყისში მოხდა, მაგრამ საქმე წინ აღარ წასულა. "ლუსტაციის შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში პროექტის ინიცირებისთანავე უნდა დაწყებულიყო და პირველივე დღეებში პლენარულ სხდომაზე გასულიყო, თუმცა ამ პროცედურის ნაცვლად, განხილვამ პროკურატურის და შსს-ს შიდა, სამუშაო კონსულტაციების სტადიაში გადაინაცვლა. "არის საკითხები, რომელიც მეტ დაზუსტებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ჩვენ მთავრობასთან დამატებითი კონსულტაციების რეჟიმში გავდივართ~ - აცხადებს კანონპროექტის ავტორი, თუმცა "საკითხების კონფიდენციალურობის" მოტივაციით მათი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. "ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომკავშირის მაღალი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფილობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების შესახებ~ კანონპროექტი (იგივე "ლუსტრაციის შესახებ" კანონი) პარლამენტში ოფიციალურად 1 სექტემბერს იქნა ინიცირებული. პროექტი ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციას, ნებაყოფლობითი აღიარების და რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე ამ პირთათვის დაწესებულ თანამდებობრივ შეზღუდვებს განსაზღვრავს. კანონპროექტით დგინდება თანამდებობების ნუსხა, რომლებზეც ვრცელდება თანამდებობრივი შეზღუდვები. ამ თანამდებობეზე იმ პირთა დანიშნვა იკრძალება, რომლებიც ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრები და რაიონული კომიტეტის მდივნები, აგრეთვე საქართველოს სსრ ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...04&Itemid=1
-
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2009 18 / 11, 2009 13:17 · ოპოზიციის ნაწილი ამერიკის იმედადაა, ნაწილი - დიქტატურასთან მებრძოლების · ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების გარშემო შიში დაინერგა · ამნისტია იქნება, შეწყალება - არა · ცხინვალი, მოზარდების სანაცვლოდ, გაუჩინარებულ მაროდიორებს მოითხოვს ოპოზიციის ნაწილი ამერიკის იმედადაა, ნაწილი - დიქტატურასთან მებრძოლების “საარჩევნო პროცესი დემოკრატიულად რომ წარიმართოს, ოპოზიციას საერთაშორისო საზოგადოების, პირველ რიგში, აშშ-ის დახმარების იმედი აქვს. სწორედ ეს საკითხი იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გუშინ ოპოზიციასა და აშშ-ის დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ამერიკის იმედზე მყოფი ოპოზიცია. “ჩვენ ვილაპარაკეთ მთელი საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე. იმაზე, თუ რა განიხილება საარჩევნო კომისიაში და რისი მიღწევა გახდის საბოლოოდ საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო გარემოს პოლოიტიკური ძალებისთვის მისაღებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ამერიკულმა დელეგაციამ დაგვიდასტურა - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს მხარს დაუჭერენ კონსენსუსის ძიებას ორ პოზიციას შორის და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელება სამუშაო ჯგუფში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ბევრად უფრო შინაარსიანი გახდება. არის იმედი, რომ განსაზღვრულ საკითხებზე შეთანხმებასაც მივაღწევთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ალიანსის” ლიდერი ირაკლი ალასანია. “ჩვენ ეს საკითხი დავსვით, რომ ხდება ხელისუფლების მხრიდან საბიუჯეტო სახსრებისა და ადამიანური რესურსის გამოყენება პარტიული მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ეს ის ფაქტია, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. და ამ კუთხით ჩვენ წამოვჭერით საკითხი, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებასთან აქტიურად იმუშაონ. ამასთან, მე უფრო ღრმად წავალ და ვიტყვი, რომ არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზეა საუბარი, არამედ ჩართულია პირდაპირ რეპრესიული მანქანა საჯარო სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, ვისი განწყობებიც არ არის მისაღები. ეს საკითხებიც ძალიან აქტიურად დაისვა შეხვედრისას და ეს ის თემაა, რაზეც ამერიკელები მუშაობას განაგრძობენ”, - ამბობს ირაკლი ალასანია. “ვემზადებით ყველაფრისთვის. საფრთხე ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას. პარტიის ამოცანაა, მზად იყოს ყველაფრისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას. ამ შემთხვევაში ბრძოლის ინსტრუმენტებში იგულისხმება აქციები, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური აქტიურობები, რომლითაც იბრძვიან პოლიტიკური პარტიები”, - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მერობის კანდიდატი არ გვეყოლება / ქვეყანაში ქაოსს არ დავუშვებთ. “ტოტალიტარიზმი ამ რეჟიმის გარეგნული ფორმა იყო, რომელსაც მოქალაქე ეჯახებოდა. თავისი ბუნებით ტოტალიტარულ სისტემაში, რა თქმა უნდა, დიქტატურაც ფუნქციონირებს. როდესაც სამოქალაქო საზოგადოება გათავისუფლებას ცდილობს, ის სწორედ ეროვნული დაუმორჩილებლობით იბრძვის. ასეთ რეჟიმთან, რომელიც, როგორც დამპყრობელი, ისე ოპერირებს საკუთარ ქვეყანაში, ძალიან ძნელია მხოლოდ არჩევნების გზით, მოწოდებებით, მანიფესტაციებით, მიტინგებით იმ შედეგების მიღწევა, რომელსაც ადამიანის უფლებების აღდგენა ჰქვია” - ამბობს კახა შარტავა და შეკითხვას - “ანუ ეროვნული დაუმორჩილებლობა აქტუალური ხდება?” - პასუხობს: “ბოლო წლებში ყოველთვის აქტუალური იყო და დღესაც აქტუალურია”. “ფორუმი დადგება იქ, სადაც დგას. შველა და ხსნა ყველას ერთად თავმოყრაში არ არის. რაც შეეხება ერთიანი კანდიდატის გამოსავლენ პრაიმერს, კანდიდატზე შეუძლიათ ისაუბრონ მათ, ვინც არარსებული თვითმმართველობის ე.წ. ფსევდოარჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ჩვენთვის ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში”, - აღნიშნავს გამოცემის რესპონდენტი. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების გარშემო შიში დაინერგა “მუქარის ზარი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრებისა და კოსნტანტინე გამსახურდიას მისამართით 14 ნოემბერს, უშიშროების ყოფილ მინიტრს ნინუას მკვლელობის შემდეგ განხორციელდა მირიან პატარკაციშვილის, გამსახურდიას პირადი თანაშემწის ტელეფონზე... ერთი ზარის გამო ატეხილ აჟიოტაჟს კომისიის სხვა წევრები არ დასწრებიან. ოფიციალურ რეაგირებას რაც შეეხება, ესეც პარტიულ და არა საპარლამენტო კომისიის დონეზე მოხდა. მიმართვის წერილი “თავისუფლების” იურისტმა, გამსახურდის კიდევ ერთმა თანაშემწემ, გიორგი ჩოხელმა შსს-ში 17 ნოემბერს შეიტანა და ანონიმური ზარის ავტორი დადგენა მოითხოვა”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით თამაზ ნინუას მკვლელი კონსტანტინე გამსახურდიას თანამზრახველების “მიწასთან გასწორებით” ემუქრება? “ვიღაც მთელი დღის განმავლობაში რეკავდა ჩემს ტელეფონზე ანონიმური ზარიდან. ზარის შემოსვლის დროა დაახლოებით 12:35 სთ, 14 ნოემბერს. უცნობმა მამაკაცმა მკითხა, კომისიასთან თუ გაქვს შეხება, იცოდე, ვინც მაგ საქმეში ხართ ჩარეული, ყველას მიწასთან გაგასწორებთო - ანუ, ფიზიკური ლიკვიდაციითაც დაიმუქრა. მაინცდამაინც მე, ალბათ, იმიტომ დამირეკეს, რომ ბატონ კონსტანტინესთან დაახლოებული პირი ვარ. გასაკვირი ის იყო, ზარის ჩემს კორპორატიულ ნომერზე რომ შემოვიდა, მაგრამ ვერ გეტყვით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. სხვათა შორის, კომისია თამაზ ნინუას დაკითხვასაც აპირებდა. ასე რომ, საფრთხე, ზარიდან გამომდინარე, ყველას ემუქრება, რადგან ვითანამშრომლებთ ყველა ადამიანთან, ვისაც რამე ინფორმაცია აქვს, იქნება ეს ყოფილი დიდმოხელე თუ ყოფილი პრეზიდენტი. თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავ, ვიღაცას დაშინების მიზნით დაერეკა და ზარის ნინუას მკვლელობას არც უკავშირდებოდეს”, - განმარტავს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში მირიან პატარკაციშვილი. “მკვლელობამ შეასრულა განსაზღვრული როლი. ბევრმა ადამიანმა გამომიცხადა პირად საუბრებში, რომ საკმაოდ შეშინებულია. ვგულისხმობ მათ, ვინც ღირებულ ინფორმაციას ფლობს და მაშინ მაღალი თანამდებობის პირები გახლდნენ. ეს ადამიანები აქამდე ბევრი თამამები იყვნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარტია “თავისუფლების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე და შეკითხვას - “ვინ არიან ისინი?” - პასუხობს: “სხვის სიმხდალეზე ლაპარაკი, ჩემი მხრიდან, არ იქნება ღირსეული საქციელი. რა თქმა უნდა, ისინი ინფორმაციას მართლაც ფლობენ, მაგრამ ახლა მხოლოდ მისი თქმა შემიძლია, პირადი გასაუბრების საფუძველზე, რომ მომხდარის გამო საკმაოდ შეშინებული არიან. ისევე როგორც კომისიის ახალგაზრდა წევრები. ამიტომ, შეიძლება ითქვას, კომისიაში შიშის ფაქტორი დაინერგა. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ვიღაცამ უბრალოდ იმიტომ დარეკა ნინუას გარდაცვალების მეორე დღეს, რომ მისი ეს ზარი უფრო პროდუქტიული ყოფილიყო. ჩვენს მუშაობას აზრი უნდა ექნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტში დარჩენას აზრი არ ექნება”. “კონსტანტინე გამსახურდია მართლაც დაინტერესებულია, მამის სიკვდილი ბოლომდე გამოიძიოს. დანარჩენებზე იგივეს ვერ ვიტყვი. ეს კომისია აბსოლუტურად სხვა მიზეზებით არის შექმნილი. ეს კომისია არც დამნაშავეებს მიაგნებს და არც იმ მიზეზებს დაადგენს, თუ რატომ მოხდა ეს ამბავი. ზვიად გამსახურდიას რომ თავი არ მოუკლავს, ეს კომისიის დასკვნის გარეშეც ნათელია”, - აცხადებს გაზეთ “ახალი თაობის” კორესპონდენტთან საუბრისას აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, სტატიაში სათაურით შევარდნაძემ იგორ გიორგაძეს გამსახურდიას აყვანის უფლება არ მისცა / უშიშროების ექსმინისტრი პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საიდუმლოს გაამხელს. “თავიდანვე იცოდნენ, სად აფარებდა თავს გამსახურდია... არ უნდოდათ, ღიად გაენადგურებინათ. ასე რომ მოქცეულიყვნენ, ყველა გაიგებდა, რომ მათ გამსახურდია მოკლეს. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო რამ აქვს მოყოლილი იგორ გიორგაძეს, რომელიც მაშინ საქართველოს უშიშროების მინიტრი იყო”, - ამბობს ელიზბარ ჯაველიძე და შეკითხვას - “იგორ გიორგაძის ნათქვამი სანდოა?”- პასუხობს: “იგორ გიორგაძეს მე ძალიან კარგად ვიცნობ. ეს ადამიანი ტყუილს არ იკადრებს”. ამნისტია იქნება, შეწყალება - არა “23 ნოემბერს პრეზიდენტი პატიმრებს არ შეიწყალებს. გიორგობის დღესასწაულისა და “ვარდების რევოლუციის” მეექვსე წლისთავისთვის ამნისტია იგეგმება, რომელიც მხოლოდ ნარკომომხმარებლებს შეეხება. აქედან გამომდინარე, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, შეწყალება აღარ იქნება”, - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით ამნისტია იქნება, შეწყალება - არა. “გიორგობისთვის ნარკომომხმარებლებს დარჩენილი სასჯელის ვადა გაუნახევრდებათ. შესაბამისად, საპატიმროს ერთბაშად, როგორც შეწყალებისას ხდება ხოლმე, არავინ დატოვებს. “თუ ვინმეს 2 დღეს დარჩა სასჯელის მოხდამდე, იმ ორ დღესაც გაუნახევრებენ და ერთი დღის მერე გამოუშვებენ” - ამბობს თევდორაძე. ის ამნისტირებულთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამ მუხლებით 3 ათასამდე ადამიანია დაკავებული. რატომ არ განხორციელდება წინასწარ გაცხადებული შეწყალება 23 ნოემბერს, ამასთან დაკავშირებით არაფერი იციან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, - აღნიშნავს გამოცემა. “წესით, შეწყალების კომისიის სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა მიხეილ სააკაშვილს სხდომა არ დაუნიშნავს. როგორც თევდორაძე ამბობს, მან პრეზიდენტს გაუგზავნა წერილი თხოვნით, რომ მიეცა ნოემბერში შეწყალების კომისიის სხდომის გამართვის თანხმობა, რაზეც, როგორც თავად ამბობს, პასუხი დღემდე არ მიუღია. “23 ნოემბრამდე არაფერი დარჩა. ყოველთვის ათი დღით ადრე ვიღებდი წერილს პრეზიდენტისგან, რომ გამემართა შეწყალების კომისიის სხდომა. იმიტომ, რომ მერე დრო არ რჩება მუშაობისთვის. მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ეს ნიშნავს, რომ 23 ნოემბერს პატიმრების შეწყალება არ იქნება... შეწყალების მსურველთა განცხადება საკმაოდ ბევრია და მათ შორის ბევრი ქალბატონია. თევდორაძე ამბობს, რომ 23 ნოემბრის შემდეგ ხელახლა მიმართავს პრეზიდენტს, რომ დეკემბრის ბოლოს გაიმართოს შეწყალების კომისიის სხდომა და პატიმრების შეწყალება საახალწლოდ მოხდეს. ტრადიციულად ჩამოყალიბდა, რომ წელიწადში ერთი შეწყალება მაინც არის. წლეულს ერთი შეწყალება უკვე იყო”, - განმარტავს სტატიის ავტორი. “ვფიქრობ, ამ ამნისტიის გამო პრეზიდენტმა გადაწყვიტა, არ გაგვემართა შეწყალების კომისიის სხდომა. ის მუხლები, რომლებიც გამოცხადებულია - 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და 273-ე მუხლი, არ ეხებათ ნარკოტიკების გამავრცელებლებს. ამნისტია ითვალისწინებს დარჩენილი სასჯელის განახევრებას, ანუ 23 ნოემბერს საპატიმროს ვერავინ დატოვებს. ერთბაშად, როგორც ეს შეწყალების შემთხვევაში ხდება ხოლმე, ამნისტიის შემთხვევაში ასე არ მოხდება. მაგრამ ეტაპობრივად, ვისაც გაუნახევრდება სასჯელი და დაუმთავრდება პატიმრობის ვადა, ისინი პერიოდულად დატოვებენ საპატიმროს”, - აცხადებს ელენე თევდორაძე. ცხინვალი, მოზარდების სანაცვლოდ, გაუჩინარებულ მაროდიორებს მოითხოვს “ლავრენტი კაზიევი, იბრაგიმ ლალიევი და ვლადიმირ ელოევი - ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებისგან ამ 3 ოსის დაბრუნებას მოითხოვს და სამაგიეროდ 4 ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლებაზე თანახმაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დაკარგული ოსების საკითხი ქართულმა მხარემ უნდა გამოიძიოს - ზაქარეიშვილი. “კაზიევი, ლალიევი და ელოევი რეალური ადამიანები არიან. ისინი მოქმედებდნენ ქართულ სოფლებში, როგორც ჩანს, არცთუ კეთილი განწყობით. არ გამოვრიცხავ, რომ მაროდიორები იყვნენ. შეიძლება ქართული მხრიდან მართლაც განხორციელდა რაღაც ღონისძიება, რათა მათი მაროდირობა შემწყდარიყო. ოსური მხარის მტკიცებით, მათ ნახეს, როგორც აიყვანეს ქართველებმა ისინი ტყვეობაში. რამდენად მართალია ეს, არ ვიცი. ფაქტია, რომ ქართულ ოფიციალურ მხარეს ეს ხალხი არ ჰყოლია, რადგან ეს არსად არ ჩანს. ანუ მათი ყოფნა საქართველოს ამა თუ იმ ოფიციალურ სტრუქტურაში, ფაქტობრივად, არ მტკიცდება. დიდი შანსია, ეს ხალხი ცოცხლები აღარ იყვნენ. საჭიროა იმ ადამიანის მოძებნა, ვინც იცის მათი საბოლოო ბედი. არ გამოვრიცხავ, ჩვენმა უშიშროებამ ეს არც კი იცოდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ ამას უნდა წაუყრუოს. პირიქით, უნდა დაინტერესდეს და გამოიძიოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. “ოსები ამბობენ, რომ ამ ბავშვებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები და ამიტომაც ჭიანურდება მათი გაშვება. თუმცა იმასაც იძახიან, რომ საქმეს სასამართლომდე არ მიიყვანენ, ისე გაათავისუფლებენ. ეს ინფორმაცია ოსებისგან მაქვს, რამდენად სწორია, არ ვიცი. ამ ბავშვებზე ბევრჯერ ველაპარაკე ოსებს და მითხრეს, რომ ძალიან ალოგიკურები უნდა ვიყოთ - 16 დაჭერილი კაცი გამოვუშვით და ახლა ბავშვებს ვიყენებდეთ საპროვოკაციოდო; ამით თავი რატომ უნდა შეგვერცხვინა მთელი მსოფლიოს წინაშეო. ისინი დაჟინებით გაიძახიან, რომ არის შეკითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს - საიდან მოდიოდნენ, როგორ მოდიოდნენ, რა ჰქონდათ”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და კორესპონდენტის შეკითხვას - “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთლად ზუსტი ინფორმაცია მაქვს), ბავშვები სკოლიდან სათევზაოდ მიდიოდნენ და თევზის დაჭერა ასაფეთქებელი დინამიტებით ჰქონდათ განზრახული. სწორედ ეს თევზსაჭერი “დინამიტები” აქვს ოსურ მხარეს გაბუქებული. ამაზე თუ გსმენიათ რამე?” - პასუხობს: “ეს ვერსია არ გამიგია და თქვენგან პირველად მესმის. თუკი მართლა ჰქონდა ეს ასაფეთქებელი დინამიტები, ეს თავისთავად უკანონო ქცევაა. რომ ამბობენ, კითხვები გვაქვს დარჩენილიო, შესაძლოა ამ ასაფეთქებლებს გულისხმობდნენ. როგორც ჩანს, გამოძიებაც სწორედ ამ კუთხით მიდის: მართლა სათევზაოდ მიდიოდნენ ბავშვები და ამისთვის სჭირდებოდათ ამფეთქებლები თუ არა. ანუ, ეს უნდა დაადასტუროს გამოძიებამ. ამას დაადასტურებს და აუცილებლად გამოუშვებენ...” http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117115.html