-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ქართული პოლიტიკის სირცხვილი
-
აშკარად იტყუება, ა შ კ ა რ ა დ
-
რუსეთის ფლოტის ახალი შენაძენი და უკმაყოფილო საქართველო.
ლ ი ც ი replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
:yes2: -
Siknadmo ნებისმიერი ვერბალურ გამოთქმას, რომელიც ტერმინის სტადიას აღწევს, ახასიათებს ერთგვარი "ტრანსსექსუალობა", რომელსაც შეუძლია სიტყვა "სქესის" შეცვლამდე მიიყვანოს, ანუ მნიშვნელობა რადიკალურად შეუცვალოს
-
Nukriko გადამწყვეტის რა მოგახსენო, მაგრამ "სიტყვა მართლა ეთქმის" :eshmak:
-
ნამდვილად მასეა, ძალიან მაგრად არ ევასებათ
-
ისინი ე. წ. პოტიომკინის სოფლების "ბედნიერი" გლეხები არიან...Private Nodari
-
”ენდი გარსიას 50 მილიონს თუ გადაუხდი, გიჟ მარინაზეც გადააღებინებ ფილმს” 18:19 24.11.2009 იმაზე, თუ რას ფიქრობენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში სააკაშვილის ხელისუფლებაზე; ვინ ლობირებს აშშ-ში საქართველოს ხელისუფლებას; ვინ სჭირდება მოკავშირეებად ობამას ადმინისტრაციას და არის თუ არა ჩარეული აშშ-ს ხელისუფლება აგვისტოს ომზე ფილმის გადაღების საქმეში, სადაც მიხეილ სააკაშვილის როლს ენდი გარსია თამაშობს. პრესა.გე-ს მწერალი ირაკლი კაკაბაძე ესაუბრა, რომელიც ახლახანს საერთაშორისო პენკლუბისა და ოქსფამ ნოვიბის კომიტეტის პრემიის ლაურეატი გახდა. 2009 წელს მსოფლიო მასშტაბით, ეს პრიზი ხუთ ადამიანს გადაეცა. ირაკლი კაკაბაძე ერთ-ერთი მათგანი და ამასთან, ამ პრიზით დაჯილდოვებული პირველი ქართველი მწერალია. შეიცვალა თუ არა ჩვენი ქვეყნისადმი და ასევე, კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, აშშ-ს ადმინისტრაციის შეცვლით? ირაკლი კაკაბაძე: რა თქმა უნდა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ უკანასკნელ ხანს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ სიმპათიები სულ უფრო და უფრო მცირდება. სამაგიეროდ, იზრდება შენიშვნების რაოდენობა. გასული წლის აგვისტოს ომის ავანტიურამ და შესაბამისად, უკვე ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფის გამოქვეყნებულმა დასკვნამ, მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. 1991-93 წლების შემდეგ, საქართველოს საგარეო პოლიტიკას ასეთი კრიზისი არ ჰქონია. სააკაშვილთან ლაპარაკის მსურველი ძალიან ცოტაა. მას არავინ იღებს და არც ამერიკაში ეპატიჟებიან. რეალურად სააკაშვილმა, 2008 წლის აგვისტოში თავისი ქმედებებით რუსეთს მოუმზადა ყველაზე უფრო ხელსაყრელი გარემო, საქართველოს მთლიანი ოკუპაციისთვის. სხვათა შორის, პუტინს რომ წამოსცდა - ჩვენ ვაპირებთ საქართველოს შემოერთებასო, ეს არ არის მთლად ხუმრობა, რადგან სააკაშვილის ქმედებებმა რუსეთს საქართველოში პირდაპირი აგრესიისთვის ხელ-ფეხი გაუხსნა. როგორი ურთიერთობები აქვს საქართველოს ხელისუფლებას, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან - დისტანციური, ახლო? - გამიჭირდება ამის ზუსტად თქმა, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი ახლო აღარ არის, როგორც ჯორჯ ბუშის დროს იყო, რაც მგონი ერთი შეხედვითაც აშკარაა. ამ ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება უნდა, რადგან სიმძიმის ცენტრი ავღანეთისა და პაკისტანისკენ ინაცვლებს. ბუშის დროს მთავარი მოქმედების არეალი, ახლო აღმოსავლეთში იყო. აქედან გამომდინარე, საქართველოს როლიც (გეოგრაფიული თვალსაზრისით) ბუნებრივად მცირდება. ახლა ამერიკას ახლო მოკავშირეებად უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი უფრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, რესურსების გარკვეული ნაწილიც ბუნებრივია, იქით გადაინაცვლებს. საქართველოს ერთადერთი კაპიტალი, ამ შემთხვევაში, დემოკრატიული სისტემაა. აი, სწორედ ამ იმპერატივზე უნდა აიგოს ქართული პოლიტიკა, მომავალში. ”პატრიოტობანას” თამაშისა და აგენტების ძებნის ნაცვლად, საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ეს ერთადერთი სტრატეგიაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა კატასტროფას ააცილოს. სააკაშვილის მიერ არჩეული მილიტარიზაციის კურსი, ვფიქრობ, კრახით დამთავრდება და სჯობს ამას თვითონ სააკაშვილიც მიხვდეს, რაც შეიძლება მალე და შემოატრიალოს პოლიტიკა მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. კონკრეტულად ვინ ლობირებს სააკაშვილის ხელისუფლებას ამერიკაში (აქვე იქნებ ისიც დააკონკრეტოთ, როგორი გავლენა აქვთ ლობისტებს ობამას კარზე)? - სააკაშვილი პიარში უდიდეს თანხებს ხარჯავს. როგორც მითხრეს, ამ მიზნით, რამდენიმე საზოგადოებრივ ურთიერთობათა და სამთავრობო ურთიერთობათა ფირმა ჰყავს აყვანილი. ადრე თუ ამ საქმეს რენდი შუნემანი აკეთებდა, ახლა რესპუბლიკური ფირმები, დემოკრატიულებმა შეცვალეს. როგორც ამერიკულ პრესაში დაიწერა, ამ საქმეს ბატონი დენიელ კუნინი ხელმძღვანელობს, რომელიც ვერმონტის ყოფილი დემოკრატი გუბერნატორის შვილი და დემოკრატიული პარტიის წრეებში საკმაოდ ცნობილი კაცია. ის ქართულად კარგად ლაპარაკობს, საქართველოში წლები აქვს გატარებული და საკმაოდ ჭკვიანია. დენიელი დაახლოებით 40 წლისაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დენიელს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და სააკაშვილიც დიდ ფულს ხარჯავს, ამ პიარკამპანიაში, მაინც ვფიქრობ, რომ მისი საქმეები ცუდად მიდის. ახლა ამ ჰოლივუდის ფილმშიაც დიდი ფული ჩადო, მაგრამ საქმეს, არც ეს უშველის. ამ შემთხვევაში, რეალური პოლიტიკის შეცვლის გარდა, საქმეს არაფერი უშველის. როგორ უყურებენ ობამას ადმინისტრაციაში სააკაშვილის ხელისუფლებას - როგორც ბუშის პროექტს, როგორც ძალას, რომელსაც მომავალი აქვს, თუ საერთოდ, დიდად არ ადადრდებთ? - ვფიქრობ, ახლა ვაშინგტონში საქართველოსთვის აღარ სცალიათ; საქართველო პირველი პრიორიტეტი აღარ არის, როგორც ბუშის დროს იყო. თქვენ როგორი ინფორმაცია გაქვთ, ბაიდენი აქედან, რომ დაბრუნდა, როგორი შინაარსის საჯარო განცხადება გააკეთა, საქართველოში სტუმრობაზე - სააკაშვილის მხარდამჭერი, თუ პირიქით - თქვა, რომ სააკაშვილმა პოტიომკინის სოფელი მოუწყო? - სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რამე თუ თქვა. მგონი არც არაფერი უთქვამს. ვფიქრობ ეს უბრალოდ ზრდილობის გულისთვის გაკეთებული ვიზიტი იყო, რომლითაც ამერიკამ საქართველოს დაუდასტურა, რომ ის მეგობარი ქვეყანაა. რა ინფორმაცია გაქვთ იმ ფილმზე, რომელსაც ამერიკელები აგვისტოს ომზე იღებენ? - არ ვიცი ვის ფულით იღებენ ამ ფილმს. ამბობენ რომ თვით სააკაშვილმა დადო 50 მილიონ დოლარამდეო, მაგრამ ამის ზუსტი დასაბუთება არ მაქვს. რას ნიშნავს ამ ფილმის გადაღება, და სააკაშვილის როლის შემსრულებლად ისეთი ცნობილი მსახიობის მოწვევა, როგორიცაა ენდი გარსია - ეს არის მხარდაჭერის გამოხატულება, ამერიკის მხრიდან, პოლიტიკის ნაწილი, ორივე ერთად, თუ რა? - ამერიკული კაპიტალიზმის პირობებში, ჰარლინს და ენდი გარსიას 50 მილიონ დოლარს თუ გადაუხდით, გიჟ მარინაზეც გადააღებინებთ ფილმს და მის როლსაც ათამაშებთ. აქ ფულზე თითქმის ყველაფერი იყიდება. ამით განსხვავდება კაპიტალიზმი საბჭოთა მოდელისგან. ამიტომაც ეს ფილმი ამერიკის პოლიტიკური წრეების არანაირ ინტერესებს არ გამოხატავს. ესაა ვიღაცის დაკვეთით გაკეთებული სურათი - როდესაც ფილმი გამოვა, შევიტყობთ დამკვეთი ვინაა. თუ სააკაშვილზე კარგი იქნა, ესე იგი ფული მისი გადახდილია, თუ ცუდი - ესე იგი მისი მოწინააღმდეგეების. ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არაფერ შუაშია. როგორ მოიქცევა ობამას ადმინისტრაცია აქ ჩატარებული არჩევნების გაყალბების შემთხვევაში - იტყვის, დემოკრატიული ელემენტები უფრო სჭარბობდაო, თუ პირიქით - რეალობას აღიარებს? - არ ვიცი. მკითხაობა ძალიან ძნელია. მგონია, რომ ობამას ადმინისტრაციას უფრო ჯანმრთელი მიდგომა აქვს, ვიდრე ბუშისას. რას საქმიანობთ ამერიკაში, რით არჩენთ ოჯახს? - ამერიკაში დევნილის სტატუსი 1990-იან წლებში, ჯერ კიდევ ქართული სამოქალაქო ომის დროს მივიღე. მას მერე ვიყავი მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით - 1990-2000 წლებში. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და 2006 წლის ბოლომდე იქ ვიყავი. ხოლო მას შემდეგ, რაც ცნობილი ამბები დატრიალდა, 2006 წელს ისევ ამერიკაში ჩამოვედით მე და ანა. პატარა ანდროც აქ გაჩნდა. ახლა მე ვასწავლი ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერების სინთეზს, კორნელის უნივერსიტეტში და ანა ამავე უნივერსიტეტში, სადოქტორო დისერტაციას აკეთებს, საერთაშორისო სამართალში. საქართველოს მოქალაქეობა საჯაროდ დავტოვე, სააკაშვილის სამხედრო-პოლიციური რეჟიმისადმი პროტესტის ნიშნად. სანამ ის იქნება ხელისუფლებაში, საქართველოს მოქალქეობის აღებას არ ვაპირებ. მაქედან როგორი ჩანს აქ არსებული ვითარება? - უკანასკნელ პერიოდში ისევ გააქტიურდნენ ხელისუფლების პროპაგანდისტები. საქართველოში ბევრი ადამიანია დაჭერილი. ჩემთვის ბევრი პატიმრის ამბავი გაურკვეველია. მე კონკრეტული ადამიანების ბედი მაინტერესებს. აგრეთვე – რატომ არ არიან დასჯილები სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის მკვლელები? რატომ არის, რომ ახალაიაები ისევ ბოგინებენ, ქვეყანაში? რატომ არის, რომ მერაბიშვილი არანაირ დანაშაულზე პასუხს არ აგებს? რატომ არის რომ სააკაშვილი პასუხს არ აგებს გასული წლის აგვისტოში რუსეთისთვის ქვეყნის დიდი ნაწილის გადაცემასა და მრავალი ადამიანის შეწირვაში? როგორც ბობ დილანი იტყვის, ამ კითხვებზე, პასუხი ჰაერშია და ქარს გაატანეს. მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს - უსამართლობა ყოველთვის ვერ იზეიმებს. http://presa.ge/index.php?text=news&i=11020 გიჟი მარინა რომ ვიყო ამ მასტს ვუჩივლებდი და დიდ მაყუთს ავახევდი :sorry:
-
ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში გრიგორი კარასინს შეხვდა 19:10 - 24.11.2009 "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. როგორც "პირWელს" "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" პრეს-სამსახურიდან აცნობეს, “ნოღაიდელსა და კარასინს შორის ოქტომბრის ვიზიტის დროს დაწყებულმა დიალოგმა ამჯერად ბევრად უფრო კონკრეტული შინაარსი შეიძინა". მათივე ინფორმაციით, "ნოღაიდელმა და კარასინმა ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის გზები დასახეს". შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერი ხუთხღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი როგორც ქართული, აფხაზური და ოსური დისპორების წარმომადგენლებთან, ასევე რუსეთის ოფიციალურ პირებთან გეგმავს შეხვედრებს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...03&Itemid=1 ხრრ...თფუ -
24-11-2009 "რა დროს პალმებია ამ მშიერ ქვეყანაში?" "არასოდეს მითქვამს ხალხისთვის, რომ მათსავით ვცხოვრობ" "თუკი ხელისუფლებასთან ბრძოლაში რომელიმე ოპოზიციონერი შეგნებულად შეგვიშლის ხელს, ამის საჯაროდ თქმას აღარ მოვერიდები", - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ხელისუფლებასთან შეურიგებელის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს: - სააკაშვილმა კარგად იცის, რა ფასი აქვს უცხოეთში ჩემს სიტყვას და ამიტომაც ხელისუფლებიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ მთავარი ამოცანა საერთაშორისო არენაზე ჩემი დისკრედიტაცია გახდა. მაგრამ ტყუილად დახარჯეს მრავალი მილიონი ჩემი იმიჯის შესაბღალავად. - კონკრეტულად, რას გულისხმობთ? კონკრეტულად დონაძის ტელევიზია "რეალ ტვ" ჩემი შავი პიარით არის დაკავებული. ასევე მებრძვის "პრაიმტაიმი", რომელსაც მერიამ სარეზერვო ფონდიდან 200 ათასი ჩაურიცხა. გაზეთის ნომრები, სადაც ჩემი მაკომპრომეტირებელი სტატიები იბეჭდებოდა, ერთხანს უფასოდ რიგდებოდა. პიარკომპანიები უცხოეთში საგანგებო შეხვედრებს, ლანჩებსა და სადილებს აწყობენ, სადაც სტუმრებს ეუბნებიან, ბურჯანაძე რუსეთთან არის შეკრული, მათგან მილიონებს იღებსო. - ოპოზიცია სააკაშვილის საერთაშორისო იზოლაციაზე ლაპარაკობს, ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა გვაუწყა, პრეზიდენტს ათეულობით ვიზიტი აქვს დაგეგმილი დასავლეთშიო. - წელიწადზე მეტია, სააკაშვილს მნიშვნელოვანი ვიზიტი არ ჰქონია, რაც ქვეყნის დიპლომატიურ საქმიანობაში ჩავარდნაა. არაბი შეიხის გამოგზავნილი 70 ათას დოლარად ღირებული პალმების გამოგზავნა არა მგონია დიდი დიპლომატიური მიღწევა იყოს. რა დროს პალმებია ამ მშიერ ქვეყანაში? რადგან ქვეყნის პრეზიდენტია, არ მიხარია სააკაშვილისადმი ცინიკური დამოკიდებულება, რადგან ეს საქართველოზე მოახდენს გავლენას. მხოლოდ რუსეთში კი არა, სააკაშვილს სერიოზულად მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აღიქვამენ. გაეროში ყოფნისას ობამა სააკაშვილს არ შეხვდა. ცხადია, აშშ-ში სააკაშვილთან დამოკიდებულებას გადახედეს. ის არ მიიწვიეს მიუნხენის კონფერენციაზე, მაინც ჩავიდა, მაგრამ რაკი მიწვეული არ იყო, სიტყვა არ მისცეს. ერთადერთი, რაზეც სააკაშვილის რეჟიმი დგას, ვითომ მისი ანტირუსულობაა. სააკაშვილი რუსეთს ლანძღავს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს აძლევს. დასავლეთში იციან, რაზეც შეუძლია სააკაშვილს წასვლა, თუკი დარწმუნდება, რომ ხელისუფლების დატოვება მოუწევს. ამიტომ ეკიდებიან ფრთხილად, მაგრამ მუდმივად ელაპარაკებიან და ახდენენ ზეწოლას. ამერიკელები სულელები ხომ არ არიან, თავიანთ ქვეყანას მოაკლონ ფული, მილიარდები მოგვცენ და სააკაშვილმა კი 50-100-მილიონიანი ფილმი გადაიღოს თავის გმირობაზე? ეს ფილმი "მადნეულმა" დააფინანსა. "მადნეული" ბატონი გენერალოვისაა, რომელიც პუტინის უახლოესი მეგობარია. რატომ უნდა აძლევდეს ხელს პუტინს სააკაშვილზე ჰოლივუდში ფილმის გადაღება? თუ "მადნეულს" შეუძლია მილიონები გასცეს, დევნილებს დაეხმაროს. - ამ ლოგიკით ხელისუფლების წევრებიც გეტყოდნენ, თუკი დევნილებზე გული შეგტკივათ, წყნეთის აგარაკი დევნილებისთვის მიგეცათო. - აგერ არის აგარაკი და ნახეთ, იქ რამდენი ოჯახი დაეტევა. როდესაც მედია გათავისუფლდება, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს. ხელისუფლებაში რომ ვყოფილიყავი, ან დემოკრატიული ფონდის პრეზიდენტად დავრჩენილიყავი და ნელ-თბილად მეკრიტიკებინა ხელისუფლება, აგარაკი არავის გაახსენდებოდა და, პირიქით, სააკაშვილი ფულს მომცემდა. მპირდებოდა კიდეც, სანამ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი. წყნეთის სახლზეც შემომთავაზეს, შეარბილე ბრძოლა და ამ ქონებაზე პრობლემა არ იქნებაო. პრეზიდენტი, რომელიც ლაპარაკობდა ქამრების შემოჭერასა და ხალხივით ცხოვრებაზე, 25-მილიონიანი თვითმფრინავით დაფრინავს საფრანგეთში დასასვენებლად და რომში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად. მას შეუძლია კოდუას შვილის ნათლობაზე უცხოეთიდან ჩამოფრინდეს და მეორე დღეს უკანვე გაფრინდეს. ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე ხდება. მე რომ ასეთი რამ გამეკეთებინა, ყველა დოკუმენტი გამოფრიალებული იქნებოდა. არასოდეს მითქვამს ხალხისთვის, რომ მათსავით ვცხოვრობ, რადგან მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს აქვთ პრივილეგიები, მაღალი ხელფასი. ვინც დაინტერესდება, გაარკვიოს, რა ჰქონდა ბურჯანაძეს ხელისუფლებაში მოსვლამდე და რა აქვს დღეს. ხელისუფლება და სააკაშვილი ჩემს მორალზე ლაპარაკობენ და საინტერესოა, რა ჰქონდათ მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე და რა სიმდიდრის მფლობელები არიან დღეს. ხელისუფლება ყველა სახის ბიზნესს აკონტროლებს და ყველგან წილშია. მეტსაც გეტყვით, ბიზნესის გაკონტროლების გამო სახელისუფლებო გუნდში ისეთი გარჩევებია, მნიშვნელოვანი სახელმწიფოების ელჩებს უხდებათ საქმეში ჩარევა. არ ვგულისხმობ მხოლოდ კეზერაშვილის ინციდენტს "მაგთისთან", რომელიც გახმაურდა. ამიტომაც ებღაუჭება ხელისუფლება ძალაუფლებას. - როდესაც ამბობთ, რომ შეურიგებელი იქნებით, რას გულისხმობთ? - ელჩებთან შეხვედრას, წერილების გაგზავნას, ბრიფინგს, მიტინგს, ბოიკოტს. ხელისუფლებამ "კარგად" იმუშავა, რათა ჩვენს მოთხოვნებს რადიკალიზმი დარქმეოდა. რატომ არის რადიკალური იმ ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა, რომელმაც ქვეყანა დააქცია? ეს კითხვა ელჩებსაც დავუსვი და პასუხი ვერავინ გამცა. - მაგრამ რამდენ ხანს უნდა იდგეს ხალხი ქუჩაში? - ხელის ჩაქნევა ყველაზე დიდი ხელშეწყობაა ხელისუფლებისათვის. სად გინახავათ, რომ დიქტატორულ რეჟიმებთან ბრძოლა მიტინგების ერთი ციკლით დასრულებულიყოს? ეს ხელისუფლება სავარძელთან ერთად ყველაფერს კარგავს, რადგან მისი წევრების უმეტესობა არაფერს წარმოადგენს. მახსენდება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ერთად ბავშვთა კოლონიაში ვიყავი და მაშინ მან ბავშვებს უთხრა, ცხოვრებაში ბევრ რამეს შეგიძლიათ მიაღწიოთ, რადგან ვინც აქ ვართ, არაფერს წარმოვადგენდით, ისევე როგორც ჩვენი მშობლები არავინ არ იყვნენ და ხედავთ, რამდენს მივაღწიეთო. შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის, რომ თურმე ეს პიროვნება თვლიდა, ჩემი მშობლები არავინ არ იყვნენ, რადგან თანამდებობა და სიმდიდრე არ ჰქონდათო. წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ პირები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მშობლები არარაობა ჰყავდათ, დღეს კი მათი შვილები მეგობარ გოგონებთან ერთად საკუთარი თვითმფრინავებით დაფრინავენ ფეხბურთის მატჩებსა და მადონას კონცერტებზე. - მას შემდეგ, რაც განაცხადეთ, ჩემი მეუღლე დავით ბეჟუაშვილთან ერთად იყო კიევშიო, თურმე ბეჟუაშვილებს ეჭვით უყურებენ ხელისუფლებაში და გელა ბეჟუაშვილის უწყებას დაფინანსებაც კი შეუმცირეს. - გელა ბეჟუაშვილი არც მანამადე სარგებლობდა ხელისუფლებაში დიდი მხარდაჭერით, რადგან ხშირად გამოხატავდა განსხვავებულ აზრს. მაგალითად, ის წინააღმდეგი იყო აჭარაში ძალის გამოყენებისა. რაც შეეხება დაფინანსების შემცირებას, ამ ხელისუფლებას არ სჭირდება არც დაზვერვა, არც კონტრდაზვერვა და არც საზღვრების დაცვა. მას სჭირდება მოსასმენი აპარატურა, ზონდერბრიგადები და ძალიან დიდი ფული ხალხის მოსატყუებლად და სამართავად. იცით, რომ 6-კილომეტრიანი გზის დასაგებად ხელისუფლებამ 118 მილიონიანი კრედიტი აიღო? გინახავთ ისეთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 40% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდეს და ამდენი მილიონი იხარჯებოდეს ინფრასტრუქტურაზე? დღეს ეს მათთვის მთავარი შემოსავლის წყაროა. თუ დავუშვებთ, რომ სააკაშვილი 2013 წლამდე დარჩა ხელისუფლებაში, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ოცი წელი არ წავა ან წავა რევოლუციით. http://www.ambebi.ge/politika/13476-qra-dr...veyanashiq.html ლიცემერი: ნამდვილად გულწრფელი და დიდებული ადამიანია , ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი ნ ი ნ ო სერიოზულად კი,- "თუ დავუშვებთ, რომ სააკაშვილი 2013 წლამდე დარჩა ხელისუფლებაში, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ოცი წელი არ წავა"- ინტერვიუდან ამ ამონარიდის კომენტარი მაინტერესებს: როგორ მიგაჩნიათ, ფანტასმაგორიაა თუ მართლა არსებობს ამის ალბათობა? + რამდენად რეალურად მიგაჩნიათ პუტინ -მედვედევის კომბინაციის გათამაშება?
-
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117738.html
-
ცაგურია, ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია დაიჭირეს!
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება?! - რა მოხდა პარლამენტის წინ “ახალგაზრდებმა გადარეკვ-გადმორეკვის შემდეგ გაარკვიეს, რომ მიშა “თბილისი-მერიოტში” კი არა, უკვე ბიბლიოთეკაში იყო მისული. იქ წასვლა მხოლოდ სამმა ადამიანმა - ჯაბამ, ირაკლიმ და დაჩიმ ექსპრომტად გადაწყვიტეს. წასვლის წინ დაჩი ცაგურიამ სახელდახელო განცხადება გააკეთა: “რამდენიმე წუთის წინ მიშა სააკაშვილი მოიპარა საჯარო ბიბლიოთეკაში. ჩვენ გვქონდა ნათქვამი, რომ დღეს სადაც მივიდოდა, ჩვენც მივიდოდით და გამოვხატავდით კანონის ფარგლებში ჩვენს პროტესს. აი, ახლა, მერე ვინმემ რომ არ თქვას, თითქოს იქ რაღაცას ვაშავებდით და ხულიგნობას ჩავდიოდით, ყველას ვთხოვთ დააფიქსიროს, მხოლოდ მე, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია წავალთ ბიბლიოთეკასთან - ჩვენ არაფერი გვაქვს, შეიარაღებული მხოლოდ რუპორით ვართ, რომლითაც ჩვენს ხმას გავაგონებთ მიშა სააკაშვილს, სადაც ის არის”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით “ალიას” ჟურნალისტი ახალგაზრდა ოპოზიციონერებთან ერთად დაჭერას გადაურჩა / რა მოხდა პარლამენტის წინ და რეალურად რატომ დააკავეს ჯაბა ჯიშკარიანი, დაჩი ცაგურია და ირაკლი კორძაია. “ბიჭები იქამდე მივიდოდნენ, სადამდეც შესაძლებელი იქნებოდა და მოითხოვდნენ კიდევაც მიშასთან შეხვედრას, მასთან ძალიან ბევრი სალაპარაკო გვაქვსო. წასვლამდე უკანასკნელი კომენტარი ჯაბა ჯიშკარიანმა გააკეთა: შეიძლება ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს, მაგრამ ჩვენ მაინც მივდივართ, რადგან ეს დღეს არის გასაკეთებელიო. სწორედ ამ დროს, იქვე, საპატრულო პოლიციის ავტომანქანასთან, თბილისის საპატრულო პოლიციის შეფი, გიორგი გეგეჭკორი შევნიშნეთ, რომელიც რამდენიმე პოლიციელთან ერთად ახალგაზრდების მიმართულებით საეჭვოდ იყურებოდა. ამ დროს წამსვლელები წავიდნენ და დამრჩენები დარჩნენ. დაჩიმ, ჯაბამ და ირაკლიმ ამ ხელისუფლების მიერ მოკლული ბიჭების ფოტოები დაიკავეს და ისე აიღეს გეზი პარლამენტის მხარეს”, - აღნიშნავს გამოცემა. “სამმა მეგობარმა იქვე, პარლამენტის წინ დაჯდომა გადაწყვიტა, რადგან ტელეკომპანია “კავკასიიდან” დაურეკიათ - სანამ ბიბლიოთეკამდე მიხვალთ, თქვენი ჩაწერა გვინდაო. ერთ-ერთი საპატრულოს ავტომანქანა ბიჭებს გზის მხრიდან მოაცილებდა, მაგრამ ამჯერად იქ კიდევ რამდენიმე მოვარდა, გეგეჭკორიც საიდანღაც ამოისვეტა, რომლის ერთ შეძახილზეც მანქანებიდან მოულოდნელად ათამდე პოლიციელი გადმოხტა. “აბა, ბიჭებოო!” დაიძახეს და ტროტუარზე ჩამომჯდარ სამ ახალგაზრდას ეცნენ. დაკავების ღონისძიებას თავად გეგეჭკორი ხელმძღანელობდა და მითითებებსაც ის აძლევდა პოლიციელებს. “ალია” მაშინვე გეგეჭკორთან მიიჭრა - რატომ აკავებთ ბიჭებს, მათ ნამდვილად არაფერი დაუშავებიათ... მან პოლიციურად შემომიბღვირა და ორი სიტყვა გადმოგვიგდო - კანონი დაარღვიეს და იმიტომო. დიდი შანსია, ამ კითხვის გამო ჩვენც იგივე ბედი გაგვეზიარებინა. ამიტომ მთავარ პატრულს სასწრაფოდ გავშორდი. რამდენიმე საათში გავარკვიეთ, რომ დაკავებულების სასამართლო უკვე გაიმართა და ისინი 500-500 ლარიანი ჯარიმის შემდეგ გაანთავისუფლეს”, - წერს სტატიის ავტორი. “ჩემი მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იყო. ეს არის ყრუ, ბრმა, უგონო ადამიანი, რომელიც მოსამართლეობას მხოლოდ იბრალებს. ეს არის მიშას მონა და სხვა არაფერი. ბრალი პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის წაგვიყენეს. პოლიციელი, რომელიც ჩემს სასამართლოზე დაიკითხა, ვინმე იმედა მაჩიტაძე, ამბობდა, რომ 30-კაციან მანიფესტაციას ვატარებდით. როცა ვკითხეთ, იცოდა თუ არა, რა იყო მანიფესტაცია, ასე განგვიმარტა, ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციის ადგილიო. ასეთი გაუნათლებელი პოლიციელები ჰყავთ მიშასა და ვანოს. ამ კაცმა განაცხადა, რომ თურმე მოქალაქეებს არ ვაძლევდით გზაზე გავლის საშუალებას, ამიტომ ისინი მისულან პოლიციელებთან და უთხოვიათ, გვიშველეთ რამეო. მოსამართლეს ვთხოვეთ დაეკითხა ის ჟურნალისტები, რომლებიც იქ იყავით და ყოველივეს თავად შეესწარით. მაგრამ უარი გვითხრა, პროცესი გაიწელებაო. ჩვენს ადვოკატს “ფლეშკით” ვიდეომასალა ჰქონდა და ის მაინც ნახეთ-თქო, ვურჩიეთ, მაგრამ არც მისი ნახვა ისურვა. სასამართლომდე იცოდნენ ამათ, რომ ამ თანხით უნდა დავეჯარიმებინეთ და გამოვეშვით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დაჩი ცაგურია. “სხვას ვერაფერს უწოდებ გუშინ პარლამენტის წინ სამი აქტიური ადამიანის - ჯაბა ჯიშკარიანის, დაჩი ცაგურიასა და ირაკლი კორძაიას დაკავების ფაქტს, თუ არა გამოხატვის თავისუფლების მორიგ შეზღუდვას. საქმე ის გახლავთ, რომ მათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, არც საზოგადოებრივი წესრიგი დაურღვევიათ და არც ისეთი მასობრივი აქცია გაუმართავთ, რომ პარლამენტარებისთვის მყუდროება დაერღვიათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. “სხვათა შორის, ამასობაში აღმოჩნდა, რომ მოძრაობა “7 ნოემბრისთვის” აქციის გამართვის აკრძალვის მიზეზი ყურით მოთრეული იყო, რადგან არავითარი ალტერნატიული ღონისძიება, რომელსაც “7 ნოემბერი” ხელს შეუშლიდა, გუშინ პარლამენტის წინ არ გამართულა. რატომ იყო სამი ახალგაზრდა ბიჭი მათ ხელში დაკავებული პლაკატებით ასეთი საშიში საზოგადოებისთვის, გაურკვეველია. საბედნიეროდ, მათთვის სამთვიანი პატიმრობა არ მიუსჯიათ და 500-ლარიანი ჯარიმების გადახდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მაინტერესებს, რატომ უნდა დამაჯარიმონ იმის გამო, რომ სავსებით მშვიდობიანი ფორმით პარლამენტის წინ პროტესტს გამოვხატავ? მაინტერესებს, არის თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და რას იტყოდა ამაზე მიხეილ სააკაშვილი ექვსი წლის წინ?” - წერს სტატიის ავტორი. “ალია”24.11.2009 -
სომხეთმა შესაძლოა, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით დაძაბულობის გაზრდის შემთხვევაში, სომხეთმა შესაძლოა, მისი დამოუკიდებლობა აღიაროს ან დახმარების შესახებ სპეციალურ შეთანხმებას მოაწეროს ხელი. ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სამველ ფარმანიანმა განუცხადა. “რეგიონში ვითარების ესკალაცია კონფლიქტის ყველა მხარისთვის ცუდი იქნება, მაგრამ სომხეთი ამ პრობლემების მიმართ ნეიტრალური ვერ დარჩება”, - აღნიშნა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ თუ აზერბაიჯანი ძალის გამოყენებას გადაწყვეტს, სომხეთი მოქმედების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მისივე თქმით, სომხეთმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა ამ დრომდე იმიტომ არ აღიარა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის ხელი არ შეეშალა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1