-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
ლ ი ც ი replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი და თქვენ ამას სერიოზულად უბნობთ? -
როგორ ხარ ...analgin ? :maladec: რავი, ჩემი აზრით, არავის შეურაცხყოფას არ აყენებს+ ხანდახან მართლა საინტერესო მასალას ჩითავს
-
Nukriko მარტივადო? არადა მეგონა ღრმად ჩავახუჭუჭე-თქო
-
ქალებს მამაკაცებისგან მხოლოდ ერთი რამ სურთ-ყველაფერი
-
გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხოდა ასე , ჩემო კარგო ბატონო Lo Janko , ხშირად უნდა შემოიხედო ხოლმე ჩემს თემებში -
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
ლ ი ც ი replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი ფხუუკ -
გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
TATASTROFA ერთ მოსაწვევს გაგიჩალიჩებ თუ გინდა -
Продаем диоксин, полоний, ордена, гексоген (самовывозом)
ლ ი ც ი replied to Gagi 67's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gagi 67 რავი, შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები: შენს პოსტებს უკუპროდუქტიული შედეგი აქვს. -
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
ლ ი ც ი replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი აზრი მართალი ხარ, ჰე, დიდებულო -
Продаем диоксин, полоний, ордена, гексоген (самовывозом)
ლ ი ც ი replied to Gagi 67's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gagi 67 რავი, თუ დამიჯერებ, მაშინ გეტყვი, რომ შენდა უნებლიედ რუსებს კი არ "აშავებ", არამედ- აპიარებ. -
თუ უყურებთ მიხოს გამოსვლას შუსტერის გადაცემაში?
ლ ი ც ი replied to Lo Janko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყველამ კარგად დაამუღამა მიშა. ასე რომ, არ აკენკავენ...Lo Janko -
გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მიშAმ კომბინაციაშიო -
გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 “თბილისის მერიამ არასამთავრობო სექტორს 23 ნოემბერს აქციის გამართვის ნებართვის გაცემაზე უარი განუცხადა, თუმცა არასამთავრობო სექტორის ნაწილი რუსთაველზე მისვლასა და იქ საკუთარი პროტეტსის გამოხატვას მაინც გეგმავს. დედაქალაქის მთავრობამ უარის მიზეზად 23 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო და რელიგიური ღონისძიებების სიმრავლე დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ყოველ 23 ნომბერს “ვარდების რევოლუციის” წლისთავი საზეიმოდ აღინიშნება და პარლამენტსა და რუსთაველზე საზეიმო ღონისძიებები იმართება, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი და დიპლომატიური კორპუსიც ესწრება”, http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117519.html -
გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ცოტა, ოდნავი იმედიც არ გაქვს, რომ სიტუაციას სასიკეთოდ შემოატრიალებს? -
შეგახსენებთ, რომ ყოველ 23 ნომბერს “ვარდების რევოლუციის” წლისთავი საზეიმოდ აღინიშნება, არადა ადამიანისთვის დღესასწაული მაშინაა, როცა რაღაც უხარია, როცა ქვეყნისთვის სასიკეთო თარიღს აღნიშნავს, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში არის “ვარდების რევოლუციის” მსგავსი "დღესასწაულიც", რომლებიც ჩვენს პირად გუნება-განწყობილებაზე სულაც არ არის დამოკიდებული და რომელიც გვინდა არ გვინდა უნდა ვიდღესასწაულოთ. ანუ, კოლექტიური მაზოხიზმის ახალი ფორმა: "დღესასწაული" -დაკვეთით, "დღესასწაული" -იძულებით, "დღესასწაული", რომელიც მიშამ მოგვისაჯა. უზერებო, რავი, იქნებ ვცდები და ვარდების რევოლუციამდე” მართლა ბნელი იყო ხალხი? : იქნებ მე ვარ დაუნახავი, იქნებ: " მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია"...ჰა? ჰოდა მოახლოვდა ეს თარიღი და საინტერესოა რას იტყვით? ოღონდ, მარტო "კი", "არა", "მიშა ჩერესჩურ მაგარია"-ს ნუ დაპოსტავთ, არგუმენტები მოიყვანეთ
-
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ შესაძლოა, მთიან ყარაბაღში ომი განახლდეს ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ შესაძლოა, მთიან ყარაბაღში ომი განახლდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს, მიუნჰენში გამგზავრებამდე განაცხადა, სადაც ხვალ სომეხ კოლეგას შეხვდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ თუ მიუნჰენის შეხვედრის დროს მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რეგიონში შესაძლოა, ომი განახლდეს. “თუ ეს შეხვედრა უშედეგო იქნება, ჩვენი იმედები მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით ამოიწურება და ამ შემთხვევაში სხვა გზა აღარ დაგვრჩება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, აზერბაიჯანის მიწა ომის გზით დავიბრუნოთ”, - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანმა ბოლო წლებში მილიარდები დახარჯა შეიარაღების მოდერნიზაციისთვის. “ჩვენ ამას იმისთვის ვაკეთებდით, რომ არ გამოვრიცხავთ შეიარაღებული კონფლიქტის ვარიანტს. სრული უფლება გვაქვს, ჩვენი მიწა ომის გზით დავიბრუნოთ. საერთაშორისო სამართალი ამის უფლებას გვაძლევს”, - აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მთიან ყარაბაღის საკითხზე წინა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ შეხვედრა, რომელიც ხვალ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან არის დაგეგმილი, გადამწყვეტია. “ეს უსამართლობა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ ახლა მშვიდობიან პოზიციაზე ვდგავართ და ამ მოლაპარაკებებშიც ამიტომ ვმონაწილეობთ. ჩვენ 15 წელზე მეტია, დათმობაზე მივდივართ”, - განაცხადა ალიევმა. ალიევის კომენტარი დღეს რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
რეზუს უარყოფითი
-
რუსეთში მიხეილ სააკაშვილის მსგავს პრეზიდენტს ისურვებდნენ რუსეთში მიხეილ სააკაშვილის მსგავს პრეზიდენტს ისურვებდნენ. ასეთი შედეგები აჩვენა რადიო “ეხო მოსკვის” დღევანდელმა გამოკითხვამ. გამოკითხვის დროს დასმული იყო შეკითხვა - “გსურთ თუ არა რუსეთს ისეთი პრეზიდენტი ჰყავდეს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია”. “ეხო მოსკვის” გამოკითხვა ტელეფონით და ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობდა. ინტერნეტით დასმულ შეკითხვაზე 1276-მა მსმენელმა დადებითი პასუხი გასცა (60%), სააკაშვილს მსგავსი პრეზიდენტი არ სურს 750 (35.7%) მსმენელს, ხოლო 75-ს (3.6%) პასუხის გაცემა უჭირს. სატელეფონი გამოკითხვის მიხედვით კი, სააკაშვილის მსგავსი პრეზიდენტი რუსეთისთვის 926 (78.9%) ადამიანს სურს, ხოლო 248 (21.1%) წინააღმდეგია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი:ვაი თქვენს პატრონს... :
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
ლ ი ც ი replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი საიდან სადაო, წმინდა საბაო :yba: -
ვინ ცდილობს “ვარსკვლავების აკადემიის” ნგრევის მიზეზების მიჩუმათებას “ვარსკვლავების აკადემიის” შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახის წევრებმა გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახი და მეგობრები ნგრევის ფაქტის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ და გამოტანილ განაჩენს, რის შედეგადაც საქმეში ერთადერთ ბრალდებულს 2-წლიან საპროცესო გარიგება გაუფორმდა, უკანონოდ მიიჩნევენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მაყურებლის გზავნილი “რუსთავი 2”-ს” / “მე მყავდა ღირსეული შვილი და მინდა ეს საქმე ღირსეულად მივიყვანო ბოლომდე”. “როგორც ნიკა გელაშვილის დედამ, ნუცა თოფჩიშვილმა აღნიშნა, კომპანია “არტ-იქსის” თანამშრომელ დავით გვასალიას, რომელიც უშუალოდ უძღვებოდა “ვარსკვლავების აკადემიის” შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და რომელსაც ბრალი მიუძღვის ორი ადამიანის სიკვდილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს გამართულ პროცესში 2-წლიანი საპროცესო გარიგება დაუდო და საქმე ამით დახურა, რამაც ოჯახის პროტესტი გამოიწვია. მისი თქმით, ეს უსამართლო საქციელი და მკვლელების მფარველობაა. გარდა გამოძიების ხელახლა დაწყებისა, აქციის მონაწილეებს კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდათ “რუსთავი 2”-თანაც. გუშინვე ოჯახის წევრებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას მიმართვა გაუგზავნეს, აქციის მსვლელობისას კი მიმართვაზე ხელმოწერებიც შეგროვდა და ტელეკომპანიაში შეგზავნეს. საპროტესტო აქციას დაახლოებით ასი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს”, - აღნიშნავს გამოცემა. “ოჯახმა მიმართვა “რუსთავი 2”-ის გენდირექტორ გოგი გეგეშიძეს გაუგზავნა: “ბატონო გოგი, მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 აპრილს ჩამოინგრა თქვენი კომპანიის კუთვნილი შენობა, სადაც მიმდინარეობდა ტელეპროექტი “ვარსკვლავების აკადემია”. ამ შემთხვევის დროს სხეულის დაზიანება მიიღო რამდენიმემ და გარდაიცვალა თქვენი კომპანიის ორი თანამშრომელი. ამ უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს სრულყოფილი სიუჟეტი დღემდე არ გაუკეთებია. დაზარალებული მხარე მიიჩნევს, რომ გამოძიება იყო მიკერძოებული და არაობიექტური. გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი კომპანიის პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან, ჩატარებულ გამოძიებასა და სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით” - ნათქვამია მიმართვაში. აქციაზე მისულ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეჭირათ პლაკატები “ნუ უქმნით საფრთხეს ადამიანის სიცოცხდეს, გაირკვეს სიმართლე”, ასევე იყო პლაკატები სირაქლემას გამოსახულებით, რაც ახლობლების თქმით, “რუსთავი2”-ის პოზიციის გამომხატველია”, - დასძენს გამოცემა. “სასამართლომ მასხრად აგვიგდო. მე გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლა შეიძლება იპოვო სამართალი და არ მეგონა, რომ ასეთ დონეზე აგვიგდებდნენ მასხრად. შვიდ თვეს ველოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ჭორების დონეზე არ მელაპარაკა, ეს არის დამნაშავე და ის-თქო. მინდოდა, კანონით დასჯილიყო ის, ვინც მართლა დამნაშავე იყო. ამიტომ მინდოდა სასამართლო და არა ქუჩა, ქუჩაში საერთოდ არ მინდოდა გამოსვლა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს. მას შემდეგ, რაც 12 ნოემბერს სასამართლომ გვასალია საპროცესო გარიგებით გაუშვა, რა უნდა მექნა სხვა? ეცადნენ, რაც შეიძლებოდა სწრაფად მომხდარიყო ამ საქმის მიჩუმათება. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც კომპანია “არტ-იქსის” უკან დგანან. ალბათ, მათ აფარებენ ხელს, მაგრამ მე არ ვაპირებ დანებებას. კიდევ ერთხელ ვცდი, პრეზიდენტს მივაწვდინო ხმა და იქნებ გაიგოს, რომ მხოლოდ სამართლიანობას ვითხოვ და მეტს არაფერს. მე მყავდა ღირსეული შვილი და მინდა, ეს საქმე ღირსეულად მივიყვანო ბოლომდე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუცა თოფჩიშვილი. “იმის გამო, რომ “არტ-იქსის” უკან ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები დგანან, გიგა ბოკერიას ცოლისდა და დავით კეზერაშვილის ცოლი, საქმის კვალიფიციური წარმოება არ მომხდარა. სასამართლო პრაქტიკულად ერთ დღეში დასრულდა, კომპანიის საქმეთა მწარმოებელ მერაბ გვასალიას კი 12 ნოემბერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამიტომაც მოვითხოვთ საქმის ხელახალ წარმოებას, რადგან დარწმუნებული ვართ, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით კომპანიის მფლობელებს დააფარა ხელი. შედეგებით ნათელია, რომ ამ საქმეში პასუხისმგებელი ირაკლი ჩიქოვანი და “არტ-იქსის” დამფუძნებლებია. ისინი, როგორც ჩანს, კანონზე მაღლა დგანან და კანონს საკუთარ ტყავზე ირგებენ”, - განაცხადა გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა გელაშვილის მეუღლე ეკა კახიანმა. “ჩვენ მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული გამოძიების შედეგად, აბსოლუტურად სხვა სურათი შეიქმნა. ამ გამოძიების შედეგების წარვუდგინეთ სასამართლოსაც და პროკურატურასაც, მაგრამ საერთოდ არ გამართულა პროცესი, ისე დაიდო საპროცესო გარიგება მსჯავრდებულთან. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიებით გაირკვა, რომ იქ არ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, როგორც თავის დროზე ითქვა. ეს გახლდათ რეკონსტრუქცია, რომელსაც სჭირდებოდა ნებართვა, რაც კომპანიას არ გააჩნდა. ამიტომ მოვითხოვდი კომპანია “არტ-იქსის” სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და არა კონკრეტული პირების. ასევე მოვითხოვეთ ირაკლი ჩიქოვანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რადგან სწორედ მისი გულგრილობითა და გაუფრთხილებლობით დადგა ეს შედეგი. როდესაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, შენობაში პროექტის მოწყობა არ შეიძლებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელაშვილების ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი. “რეზონანსი” შეეცადა, დაღუპული გელაშვილის ახლობელთა პროტესტსა და ბრალდებებზე “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას და ირაკლი ჩიქოვანს დაკავშირებოდა, მაგრამ ვერც ერთ მათგანთან დაკავშირება ვერ მოახერხდა. ირაკლი ჩიქოვანს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ნინო შუბლაძემ და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ბოლო დროს “რეზონანსი” პერმანენტულად ცდილობს მათთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ, ისინი ქრონიკულად არ პასუხობენ ჩვენს ზარებს”, - წერს სტატიის ავტორი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117519.html
-
თემები გაერთიანდა
-
საქართველოში H1N1 ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა 99-მდე გაიზარდა სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 21 / 11, 2009 14:47 საქართველოში H1N1 ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა 99-მდე გაიზარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, შოთა ცანავამ განუცხადა, ლაბორატორიულად დადასტურებულია ვირუსის კიდევ 13 ახალი შემთხვევა. ყველა გამოვლენილი ფორმა მსუბუქი სიმძიმისაა. მისივე თქმით, რეგისტრირებულთა შორის უკვე სჭარბობს ვირუსის ადგილზე გავრცელების ფაქტები. კერძოდ, ახალი შემთხვევებიდან 2/3 ავადმყოფიდან გადავიდა, 1/3-ის შემთხვევაში კი, ვირუსი ევროპის ქვეყნებიდან შემოვიდა. ცანავას განცხადებით, ლაბორატორიული გამოკვლევები მხოლოდ მაღალი რისკის მქონე პაციენტებს უტარდებათ. კერძოდ, ბავშვებს, ორსულებსა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
რუსული სააგენტოები პუტინის “ხუმრობაზე” მიხეილ სააკაშვილის პასუხს ავრცელებენ 21 / 11, 2009 11:18 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პუტინის “ხუმრობაში” რუსი და უკრაინელი ერების შეურაცხყოფა ამოიკითხა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინული ტელეკომპანია “შუსტერ Live”-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. “პუტინი ჩემი სხეულის იმ ნაწილით დაკიდებას მპირდებოდა, რომლის შესახებაც ხმამაღლა ვერ ვიტყვი, თუმცა რომელიც ყველა მამაკაცისთვისთვის, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსისთვის აუცილებელი ნაწილია და ქალ პოლიტიკოსსაც კი, სჭირდება. ახლა ეს ადამიანი ჩემი ჰალსტუხის შესახებ საუბრობს. აქ ერთი კარგი ახალი ამბავია, მან ცოტა მაღლა, ჰალსტუხამდე აიწია. ასე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს”, - აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, პუტინის განცხადებები უკრაინის შეურაცხყოფაა. “ასეთი ტონით ვინმეზე ან რამეს მიმართ საუბარი რუსი ერის შეურაცხყოფაა, რომელსაც მე პატივს ვცემ”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ევროპული განვითარების გზით მიდიან მაშინ, როცა “მათ სურთ, საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნონ, ხელოვნურად გახლიჩონ რუსი და ქრათველი, უკრაინელი და ქართველი ერები. ეს მათ არ გამოუვათ”, - განაცხადა სააკაშვილმა. რუსული სააგენტოები შენიშნავენ, რომ 20 ნოემბერს იალტაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ურჩია, საქართველოს პრეზიდენტთან ვახშამზე ჰალსტუხის გარეშე მისულიყო. პუტინმა თავისი “ხუმრობით” 2008 წლის აგვისტოში “ბი-ბი-სი”-ს ეთერში გასულ კადრებზე მიანიშნა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
21 / 11, 2009 10:44 აფხაზეთში 7 რუსული ტელეარხის ტრანსლირება სავალდებულო გახდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება, შესაბამის განკარგულებას სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოაწერა ხელი. განკარგულებაში დასახელებული ტელეარხები მაყურებლისთვის უფასოდ უნდა გავრცელდეს. ჩამონათვალში შემდეგი არხები შევიდა – აფხაზეთის “სახელმწიფო ტელერადიოკომპანია”, რუსული ტელეარხი “კულტურა”, რუსეთის საინფორმაციო არხი, რუსეთის ტელევიზია, პირველი არხი, ტელეარხი “ენ-ტე-კა”, ტელერადიოკომპანია “ყუბანის ახალი ტელევიზია”, ტელეარხი “ენ-ტე-ვე” და ტელეარხი “პეტერბურგი-მეხუთე არხი”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
სხვა თემაში მქონდა დაპოსტილი და აქაც დავაკოპირებ ცუდად გავიფხორეთ ჩვენ ქართველები, ცუდად "ვმარიაჟობდით" და ბევრჯერ წავიტრაბახეთ ხმამაღლა-რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო. იმით "ვამარიაჟებდით" , რაშიც "სამარიაჟო" ნამდვილად არაფერი იყო.; ის მიგვაჩნდა ღირსებად, რაც "ცვეტში" სათაკილო და მიუღებელი უნდა ყოფილიყო ჩვენთვის. რეალობაში, საკუთარი ნაკლის და "გრეხების" დანახვის უნარი დავკარგეთ. სანიკიძის რესტავრირებული ისტორიის, ცრუპატრიოტული ლექსებით და სიმღერებით "გალეწილმა მთვრალებმა". მე და შენ ერთ ტალღაზე გავიზარდეთ და ამიტომ შენსავით მეც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქართველების არსენალში ამდენი:- სიცრუე, სიყალბე, სიმახინჯე და ეშმაკისეული ცბიერება იყო დაბუდებული. მოკლედ, 20 წელია საკუთარ ემოციებს წყალობით სკრუპულოზული გულმოდგინებით ვიშიშვლებთ თავს. ერთი სიტყვით, ჩვენ იმ ბრმას ვგავართ, რომელსაც ადრე ლამაზი ეგონა თავისი თავი, მერე კი უეცრად თვალი აეხილა და ახლა, სარკეში უყურებს და გაოცებით ათვალიერებს თავის მახინჯ ნაკვთებს. ასეა ეს, ჩEმო დიტო