Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. კი ბატონო, მაგრამ გენდერი ბატონეჩემო Lo Janko , გენდერი
  2. ტატასტროფა გონიერი, ქარიზმატული და გაწონასწორებული უზერია+ ძალიან კარგი იუმორით
  3. Private Nodari მასე წააქეზეს 1915-ში და მერე შეატოვეს ერთი-ერთზე თურქებს. მერე რაც მოხდა კი იცი
  4. სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკვე საქართველოსგან “მიტაცებული ლორეს ოლქის ნაწილის” დაბრუნებას ითხოვენ “სომხეთის ლორის ოლქის 14-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომელთა სახელწოდებები არ კონკრეტდება, სომხეთის მთავრობა მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს ტერიტორიაში შემავალ “ჩრდილოეთი ლორის” დაბრუნებას ითხოვენ. ამ ინფორმაციას სომხური ინტერნეტ საიტი “პანორამა” ავრცელებს. ამ ორგანიზაციის განცხადებით, საქართველო-სომხეთის საზღვარი, 1920 წლის პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად, მდინარე ხრამზე უნდა გავიდეს, ანუ ლორის ჩრდილოეთ ნაწილი, რომელშიც რამდენიმე ათეული ქართული სოფელი შედის, სომხეთის რესპუბლიკაში უნდა აღმოჩნდეს - “როგორც ეთნიკური, ისე ისტორიული სამართლიანობის პრინციპით”, - წერს გაზეთი “კვირის რეზონანსი” სტატიაში სათაურით ლორეს ოლქი - ვის აწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის ახალი დავის გამოგონება http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/118220.html ქვათა ღაღადი „ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს; მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს“... რუსთაველი ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ, თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ... სულით დაბალნი ჭკუა გონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირის გამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი - აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი. ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცა-კი ენა და კალამი მიუწვდებოდათ. ასეთივე სახელი გაუთქვეს ქართველებს თვით რუსებ შორისაც. მართალია, ვისაც - ევროპელს თუ რუსს - საკუთარის თვალით მოუჩხრეკია ჩვენი ავი და კარგი, ზოგიერთს რასმე ჩვენთვის სანუგეშოსაც ამბობენ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ცოტანი არიან ამათში იმისთანანი, რომელთაც „თვისი სიტყვის საფუძველი სხვის გულისთქმაზედ არ დაედვას“, სხვის ფეხის ხმას არ აჰყოლოდეს, სხვის ჩაძახილი არ ამოეძახოს და აქ მოსვლისავე უმალ სხვის გულისთქმათა მახეში არ გაბმულიყოს. სახელის გატეხას თქვენი ჭირიც წაუღია. სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიბრისა და ეფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც „ვრაცები“ ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით. თითონ ეს „ვრაცები“ ვითარცა ერი არარად სახსენებელია, იმიტომ რომ გაწყვეტასა და გადაშენების გზაზე დგანან და, თუნდ ესეც არ იყოს, ჭკუა იმათ არ გააჩნიათ, რომ თავბედისა გაიგონ რამ, აღებ-მიცემობის უნარი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია, მეურმეობისა და ჩალვადრობის მეტი სხვა ხელობა არ იციან და ის პატარ-პატარა საბოსლეებიც-კი ვერ მოუხმარებიათ, რომელთაც, ქვეყნის სასაცილოდ, საქართველოს ეძახიან. ან როგორ მოიხმარებენ, რომ ამისათვის არც ჭკუა-გონება უჭრით, არც გამრჯელობა, არც სწავლა-ცოდნა, არც სურვილი აქვთ, არც ხალისი - იცოდინონ და ისწავლონ რამ ოუნდ იმავ სომხებისაგან, რომელნიც ვითომც ღვთისაგან და ისტორიით მოვლენილნი არიან, რომ კულტურის დროშით ხელში ააყვავონ და გააბედნიერონ არამც თუ მახლობელი აღმოსავლეთი, არამედ შორეულიცა, ერთობ მთელი ბრიყვი და უმეცარი აზია. ილია ჭავჭავაძე ლიცემერი: დალოცვილი კლასიკოსები არც ბერდებიან და არც "ცვდებიან". სომხები კი, ჩემი აზრით, ამ ბოლო დროს საეჭვოდ "იზმორებიან", რას იტყვით?
  5. გეთანხმები, სოზარი საოცრად კონტექსტურია, მაგრამ ხელისუფლებას ამ არჩევნებში ფლეშ -როიალი ( უმაღლესი საპოკერო კომბინაცია) უჭირავს, რომელსაც აუცილებლად წარმატებით გაათამაშებს. ასეა ეს, ჩემო მიშა
  6. სოზარ სუბარი - “ჩვენ არ მოვხსნით კანდიდატურას... გაისად მაისში დარწმუნდებით, რომ ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას” “მოტყუებულად არ ვთვლით თავს. ეს არ იყო მოულოდნელი, პროცესებში თუ არ მიიღებ მონაწილეობას, არც გამომჟღავნდება, ვინ რას წარმოადგენს. ახლა ყველამ კარგად დაინახა, ვინ ვის და რა თამაშს თამაშობს. ჩვენ რომ არ მიგვეღო მონაწილეობა, ვერც ვერავინ გაიგებდა ვინ რა თამაშს თამაშობდა”, - აცხადებს სოზარ სუბარი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა საიდუმლო საუბარი შედგა მიხეილ მაჭავარიანსა და გიგი უგულავას შორის? / სოზარ სუბარი რადიკალურ ოპოზიციას უპირისპირდება? “გამოჩნდა, რომ ერთი და იგივე ადამიანებმა ჯერ თქვეს, რომ მხარს უჭერდნენ ხელისუფლების პოზიციას 30%-ზე, შემდეგ 6-მა პარტიამ (აქედან სამი ჩვენ ვიყავით) მხარი დაუჭირა ჩვენს ალტერნატიურ დათმობით შეთავაზებას, 45%-ზე რომ ჩამოვწიეთ.. ორმა - ხელისუფლებამ და ედპ-მ, რომელიც ხელისუფლების თამაშს თამაშობდა, რაც კიდევაც გამოჩნდა, პროცენტი დაწია და რამდენიმე დღის შემდეგ ყველამ ხელი მოაწერა 30%-ს... არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ არ მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ მათ ამ პროცესში რომ მიეღოთ მონაწილეობა, ცხადია, ხელისუფლება იგივეს გააკეთებდა. მაგრამ უფრო ნათლად გამოჩნდებოდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს, რომ კანონი მოირგოს - ჩვენ ეს გამოვაჩინეთ. მაგრამ სხვებიც რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, ეს უკეთესად გამოჩნდებოდა. ყველაფერი გააკეთეს, რომ ირაკლი ალასანიას კანდიდიტურა მოეხსნა. იქნება 20 ოპოზიციური კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ სამ-სამ პროცენტს და გახდება უგულავა მერი. ალასანიას მონაწილეობის შემთხვევაში, ცხადია, ვერ გახდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი. “ქუჩიდან კაბინეტებში პოლიტიკა იმიტომ გადავიდა, რომ ქუჩა განულდა, არაფერი არ იყო, ჩვენ რომ არ გამოგვეცხადებინა არჩევნებში მონაწილეობა არც არაფერი ხდებოდა. ჩვენ გავაცოცხლეთ პოლიტიკური პროცესი. ქუჩის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვისაც შეუძლია ხალხის გამოყვანა, გამოიყვანოს! ოპოზიცია არ არის ერთიანი, მაგრამ არის ძალა, რომელსაც შეუძლია გამარჯვება და ეს ძალა ვართ ჩვენ. 2010 წელს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ვიგებთ და შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. გაისად მაისში დარწმუნდებით, რომ ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას. სააკაშვილის თამაშს თამაშობენ ისინი, ვინც ხალხს ეუბნება, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ცუდი. ჩვენ მთელს საზოგადოებას დავანახვეთ, რომ ეს ხელისუფლება არავისთან მოლაპარაკებაზე არ მიდის. ყველამ დაინახა ვინ ვინ არის. მანამდე ხელისუფლება იდგა ასეთ პოზიციაზე - მე რა ვქნა, ვთავაზობ ოპოზიციას თანამშრომლობას და ვისაც ქუჩაში დგომა და შიმშილობა უნდა, იმათ რაზე ველაპარაკოთო. ჩვენ გვინდა არჩევნების გზით მოგება და ვისაც რევოლუციის თავი აქვს, გააკეთოს რევოლუცია. სხვა გზა არ არის.”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ნაციონალური მოძრაობის ყველა რაიონულ და თბილისის კოორდინატორს დავალებული აქვს, რომ მონახონ ადამიანები, რმოლებიც მოახდენენ რეგისტრაციას სხვადასხვა ოჯახებში, ყველა საარჩევნო უბანზე დაახლოებით 70-დან 100 კაცამდე, იგივე დავალება აქვს მიცემული მთელ პოლიციასაც, ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს “კუდ”-იდან. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, ასეთი რამეების მოფიქრება არ დასჭირდებოდა, სამპრცენტიანი კანდიდატები იქნებოდნენ და გრიალით გახდებოდა უგულავა მერი. ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება, _ ხალხი თუ ირწმუნებს არჩევნებს და მიიღებს მონაწილეობას, მაშინ დამთავრებულია საქმე და მათ ვერანაირი გაყალბება ვერ უშველით. ამიტომ არის საშიში ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ცუდი”, - აცხადებს სოზარ სუბარი. “დინებას მიჰყვება ის, ვინც ნაციონალების წინადადებასა და სურვილებს “აპრავებს”. მე მაინც ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცით, თუმცა სასურველი იქნებოდა რომ ოპოზიციის დანარჩენ სპექტრსაც ემუშავა კოდექსზე. დღეს გამოჩნდა, რომ რასაც ხელისუფლება ამბობდა, არის ტყუილი. უცხოელებს, რომელთაც ჰქონდათ ილუზია, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს ასეთ პროცესში, აღმოჩნდა, რომ იმათაც გაუწბილდათ იმედი... ჩვენ მოვდივართ არჩევნებში და გამოვრიცხავთ რადიკალურ გზებს. ჩვენ არ მოვხსნით კანდიდატურას, არ მინდა ყველაფრის წინასწარ თქმა...” - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/118220.html ლიცემერი: ოპტიმიზმი მესმის, მაგრამ თვალებდახუჭული ნაკლებად-თქვენ?
  7. ვლადიმერ პუტინი - თუ რუსეთი ფრანგული ვერტმფრენმზიდის შეძენას გადაწყვეტს, იქ გამოიყენებს, სადაც საჭიროდ ჩათვლის 28 / 11, 2009 11:51 თუ რუსეთი ფრანგულ ვერტმფრენმზიდ “მისტრალის” შეძენას გადაწყვეტს, იქ გამოიყენებს, სადაც საჭიროდ ჩათვლის. რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის” ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინამ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვაზე, “მისტრალი” ხომ არ იქნება გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, პუტინმა უპასუხა - “ჩემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თუ შეიარაღებას შევიძენთ, იქ გამოვიყენებთ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით”. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთი საფრანგეთში “მისტრალის” ტიპის ერთი ხომალდის და ამავე ტიპის ოთხი ვერტმფრენმზიდის შეიძინას გეგმავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრანგული მხარე რუსეთს ლიცენზიას მისცემს და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. თუ გარიგება შედგა, საფრანგეთმა რუსეთს შესაძლოა, ვერტმფრენმზიდი შეიარაღებისა და რადარის გარეშე მიყიდოს. ვერმტფრენმზიდის ფასი 400-დან 500 მლნ. ევრომდე მერყეობს. გარდა ამისა, რუსეთი მიიღებს ოთხი ხომალდის წარმოების ლიცენზიას, რაც გარიგების ფასს 1-1,2 მლრდ. ევრომდე გაზრდის. რუსული სააგენტოები წერენ, რომ რუსულ-ფრანგულ გრიგებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს უკრაინამ, ბალტიისპირეთმა და საქართველომ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის შესაძლო შენაძენის გამო, რადგან ასეთი ხომალდების ბაზირების ადგილი მხოლოდ შავი ზღვა შეიძლება იყოს. “შედეგების შესაძლოა, დამღუპველი იყოს. საინტერესოა, რაში სჭირდება რუსეთს ასეთი სადესანტო ხომალდი”, - განაცხადა ვაშაძემ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების სარდალმა, ვლადიმერ ვისოცკიმ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა იმის შესახებ, რომ “მისტრალის” ტიპის ხომალდები რუსეთს შავ ზღვაში ეფექტური ოპერაციების ჩატარებისთვის აუცილებელია. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ხომალდს 40 წუთი სჭირდება იმ დავალების შესასრულებლად, რისთვისაც რუსულ ხომალდებს დღეს 26 საათი სჭირდებათ. არსებობს მოსაზრებაც, რომ რუსეთს ხომალდები ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეში, კონტინენტურ შელფზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის უსაფრთხოებისთვის სჭირდება, თუმცა რუსი ექპერტები ამ მოსაზრებას ნაკლებად იზიარებენ. “მისტრალი” უნივერსალური სადესანტო ხომალდია, რომელიც ვერტმფრენმზიდსა და გემ-დოკს აერთიანებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ცუდად იზმორება ეს ბოზი
  8. მყისიერად უნდოდა შედეგის მიღება (ყურადღების მიპყრობა ) და მოახერხა კიდეც , ჩემო ბატონო Lo Janko . დამეთანხმეთ რომ უსწრაფესად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება
  9. ქართველი ქალი მაინც სულ სხვა რამეა, არა babuagiorgi
  10. ტერაქტი ღრუსეთში http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  11. სამსახურში მივდივარ და იქიდან დავპოსტავ ჩემო დიტო
  12. ძუკუ გამარჯობა მიშა :maladec: იცი რომ ბევრ საკითხში გეთანხმები, ჩემო მიშა, მაგრამ ამ საკითხში ვ ე რ ა ო . ადამიანს ასე სწამს, ადამიანს ჰგონია რომ ბერიკას ნიღაბი უკეთია ერს და უნდა რომ ჩამოგვხსნას. მოკლედ, მას თავისი სიმართლე აქვს და არავინ არ იცის საბოლოოდ ერის ზნეობრივი ამაღლებისთვის მიმავალ გზაზე ვინ არის მართალი. უფრო სწორად, რომელი გზაა სწორი
  13. ჰეი, ხანდახან შემოიხედეთ ხოლმე ამ თემაში მზე ცაზე ღრუბლებს ისევ მოშლის და ცხრა სხივით გახსნის ოქროს ცხრა კარებს, ერთი მართალი თემა მომშივდა, ყველას ერთმანეთს რომ შეგვაყვარებს აი ასე დილამშვიდობისაო ყველას :hello: :2kiss:
  14. თეა და ნაფტა ვჭამოთ? საუკუნის ფრაზის ახალი ვარიაცია დილამშვიდობისაო :maladec:
  15. lasha1997 ვისაც არ ეზარება და ვისაც მაყუთი აქვს ოხრად
  16. lasalexx მეც დავიბენი დედაქალაქის საკრებულო 50 დეპუტატით დაკომპლექტდება 27 / 11, 2009 19:17 დედაქალაქის საკრებულო 37 წევრის ნაცვლად 50 დეპუტატით დაკომპლექტდება. "საარჩევნო კოდექსის’’ პროექტის თანახმად, თბილისის საკრებულოს არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდება. პროექტის მიხედვით, თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან, რომელთაგან 25 აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე 10 საარჩევნო ოლქის მიხედვით. თბილისის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, ცესკო განკარგულებით შექმნის თბილისის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და მის საზღვრებსაც ცესკო დაადგენს. ‘’საარჩევნო კოდექსში’’ ცვლილებების პროექტი 30 ნოემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
×
×
  • შექმენი...