მიხეილ მაჭავარიანი ადასტურებს, რომ ხელისუფლების მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატი დედაქალაქის მოქმედი მერი გიგი უგულავა იქნება. ამის შესახებ მაჭავარიანმა დღეს ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის ბრძოლას სახელისუფლებო პარტიის გარდა, რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც აპირებს. სახელისუფლო გუნდში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუ ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ამ თანამდებობაზე დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილიც წარადგინონ. საპარლამენტო უმრავლესობაში ასევე აღნიშნავენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 20 დეკემბრის შემდეგ მიიღებენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: გიგის ამბავი არახალია, მაგრამ რუსუდან კერვალიშვილის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე წარდგენა მართლა მოულოდნელობა იყო ჩემთვის რას იტყვით?