-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ბატონო პაატა, ჩვენი მეგობარი ხარ, თუ დათვის?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტრაგიკულად მხიარული ვარ -
ბატონო პაატა, ჩვენი მეგობარი ხარ, თუ დათვის?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi ანიცა, ბანიცა, კურდღელი გაიქცა. თოფი ვესროლე, პირქვე წაიქცა. - რა ღირს სტაფილო? - ათი შაური! - დამპიტაური, დიმპიტაური! -
ბატონო პაატა, ჩვენი მეგობარი ხარ, თუ დათვის?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეზობელ ფორუმზეც გავხსენი ეს თემა და იქიდან დავაკოპირებ უზერ sandy პოსტს ტიპს კონფლიქტების დასაწყისიდან დღემდე არსად და არაფერში დაუდანაშაულებია არც აფხაზები და არც ოსები. მისთვის ნებისმიერ ინცინდენტში მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე... ასეა წლების მანძილზე! ახლა დიაგნოზი თავად დაუსვით.... -
ბატონო პაატა, ჩვენი მეგობარი ხარ, თუ დათვის?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T კუკუდამალობანას გეთამაშები. მაშ-ს ასე, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი, თერთმეტი... ყველა გადის შენს მეტი. ახლა ჩემი ჯერია! იწილო, ბიწილო, შროშანო, გვრიტინო, ალხო, მალხო, ჩიტმა გნახოს. შენი ფეხი, ფეხმანდუკი, შიკოჭური, კალმახური. აბდა, უბდა, გადასკუპდა. ჭრელა, ჭრულა კატა სკუპდა. აჯექ, მაჯექ, ლიცი ჩაჯექ! პატარძალო (მეორე კრუგზე ხომ მიდიხარ), ფეხზე ადექ! -
მოკლედ, ჩემი აზრით, პოლიტგანყოფილებაში მხოლოდ პოლიტმოდერებს და ადმინისტრატორებს უნდა ჰქონდეთ მოდერირების უფლება .
-
ეს ბევრჯერ ითქვა, მაგრამ არ შესრულდა
-
რავი, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება, თუ დავამატებთ, რომ პოლიტმოდერების ფუნქციებში ჩარევის უფლება მხოლოდ ადმინისტრატორებს აქვთ და ბასტა! წინააღმდეგ შემთხვევაში სულ გაუგებრობა იქნება
-
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2009 22 / 12, 2009 11:30 · პაატა ზაქარეიშვილი - “ხელისუფლებას ცხინვალში დატყვევებული მოზარდების გათავისუფლება არ აწყობდა” · რას უნდა ნიშნავდეს თურქეთში ბაღაფშის ვიზიტი · “რატომ ჩაიშალა საპროტესტო აქცია სააკაშვილის რეზიდენციასთან” პაატა ზაქარეიშვილი - “ხელისუფლებას ცხინვალში დატყვევებული მოზარდების გათავისუფლება არ აწყობდა” “ხელისუფლებას არ აწყობდა ამ ბავშვების გათავისუფლება, მას აწყობდა ამ ბავშვების გათავისუფლებაზე ლაპარაკი. ეს ამ ხელისუფლებას პირველად არ გაუკეთებია. ამიტომ აქ ახალი არაფერია. ეს ჯერ კიდევ 2007 წელს გალის რაიონში დავინახეთ, როცა 3 სტუდენტი იყო დაპატიმრებული... ჰამარბერგი არის მართლაც გმირი. რომ არა ჰამარბერგი, ბავშვები ვერ გათავისუფლდებოდნენ. მან შეძლო ძალისხმევა განეხორციელებინა ქართულ მხარეზე. იმიტომ რომ ქათულმა მხარემ უსინდისო, უპრეცედენტო რამ გააკეთა: დამალა 5 ეთნიკურად ოსი პირი, ტყვე. ეს ხალხი პოლიციის შენობაში დამალა. ჰამარბერგმა ეს ფაქტი გამოავლინა და წაართვა ქართული მხარეს ეს 5 ადამიანი და წაიყვანა ცხინვალში”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სანაკოევის ჩამოყვანა დიდი შეცდომა იყო / ხელისუფლებას ცხინვალში დატყვევებული მოზარდების გათავისუფლება არ აწყობდა. “ვფიქრობ, ჩემი ცხინვალში ჩასვლა საჭირო იყო, რათა დამერწმუნებინა ოსი საზოგადოება იმაში, რომ მათი ტკივილი მესმოდა. მეც უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, რომ არ მალავს ეს ხელისუფლება ეთნიკურად ოს პირებს. ეს მანკიერი პრეცედენტი შექმნეს, შეიძლება სხვებსაც მალავდნენ. ამ ფონზე მე შევპირდი, რომ როგორც კი დანარჩენ ორ ბავშვს გაათავისუფლებთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი პრობლემები არ დაიკარგოს და ქართული პრესის მეშვეობით მუდმივად შევახსენებთ ქართულ საზოგადოებას, რომ ქართული მხარეა ვალშია ოსების წინაშე. ჩვენ დავეხმარეთ ჰამარბერგს, რათა მას მძიმე საუბარი არ ჰქონოდა მშობლებთან. უსაქმურმა ადამიანმა რაღაცით ხომ უნდა გაამართლოს, თვითონ რატომ არ გააკეთა ის, რაც ჰამარბერგმა და ჩვენ გავაკეთეთ. ამ უსაქმურებმა და მუქთახორებმა კონსტიტუცია მაინც წაიკითხონ. კონსტიტუციაში, კერძოდ, მეორე თავში პირდაპირ წერია, პააატა ზაქარეიშვილს უფლება აქვს წავიდეს ცხინვალში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი. “ჩვენს ხელისუფლებას ხომ რეალობის შეცვლა არ შეუძლია. მას შეუძლია რეალობასთან ჩხუბი. ის ეჩხუბება რეალობას. ჩვენი ხელისუფლება არ ცნობს რა მათ, ამით ცნობს მათ. ანუ არა აქვთ რა კონტაქტი მათთან, ხელს უწყობს რუსეთის გავლენის გაფართოებას და გაძლიერებას. მე ეს ურთიერთობა არ დამიკარგავს. ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, თორემ ხალხებს შორის ურთიერთობა არ გაწყვეტილა. ჩვენი ხელისუფლება ხელს უშლის ხალხებს შორის ურთიერთობას ისეთი აღვირახსნილი ბაკქანალიით, რაც ახლა განახორციელეს ჩვენი ცხინვალში შესვლის გამო. მართლა, ცხინვალში რომ დადიხარ, საშინელებაა. ჩვენ სამართლიანად გამოვთქვამთ გულისტკივილის იმასთან დაკავშირებით რაც გორში მოხდა. გორში მომხდარი ნგრევები არც კი შეიძლება შეადარო ცხინვალის ნგრევებს. გორში განხორციელებული ნგრევები არის 5% იმ ნგრევებისა, რაც ქართულმა მხარემ ცხინვალში განახორციელა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ევაკუაცია მოხდა, მაგრამ ყველა ხომ არ გასულა? თვით ცხინვალიდან ფაქტობრივად ევაკუაცია არ ყოფილა. ევაკუაცია მოხდა ძირითადად ცხინვალის გარშემო სოფლებიდან. ანუ ბევრი ადამიანი ცხინვალში გადავიდა. რა თქმა უნდა, ქართული მხარის სისასტიკესა და რუსული მხარის კეთილშობილებაზე საუბრობენ. ისინი მადლიერებას გამოხატავენ რუსების მიმართ. ცალსახად ასე საუბრობს ყველა. ეს რეალობაა, რომელსაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, კი არ უნდა ვეჩხუბოთ. ჩვენ ეს პოზიცია ნელ-ნელა უნდა შევცვალოთ”, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვას - “როგორ ფიქრობთ, სწორად გააცნობიერა თუ არა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შედეგები და გადაიდგა თუ არა დადებითი ნაბიჯები იგივე საერთაშორისო დონეზე?” - პასუხობს: “არა, პირიქით. ვარდნა გრძელდება. ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება კატასტროფული სიჩქარით. ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია, ეს ვარდნა გაგრძელდება. რომელი ნაბიჯი უნდა გადადგას სააკაშვილმა დადებითი კუთხით, როცა ჯერ კიდევ აგრესიაზე ლაპარაკობს, ჯერ კიდევ მუქარის ენით ლაპარაკობს. სააკაშვილი ახლაც მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს, ქართულ მხარისაზე კი არაფერს. თუ პასუხისმგებლობებს გავანაწილებთ, მე მგონია, რომ 60% ქართულ მხარეზეა, 40% - რუსულ მხარეზე. ქართული მხარე სწორად იქცეოდა 2006 წლის ზაფხულამდე. კოდორის მოვლენებამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. სანაკოევის არჩევნებამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. 2005-2006 წლები იყო ბრწყინვალე პერიოდი სამშვიდობო პროცესის წარმოების 15-წლიან პერიოდში, მაგრამ ამათ რატომღაც იჩქარეს. 2006 წლიდან კი ომისკენ სვლა დავიწყეთ. რუსეთმა კარგად გათვალა და ხაფანგი დაგვიგო ცხინვალში, რასაც დიდი წარმატებით წამოვეგეთ. დღეს ხელისუფლება არის გამწარებული, დაბოღმილი, ყველაფერში ცუდს ხედავს და ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან. ჩაკეტა საზღვრები”. რას უნდა ნიშნავდეს თურქეთში ბაღაფშის ვიზიტი “თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდი ანკარას მოუწოდებს აფხაზეთთან ურთიერთობები განავითაროს. “თურქეთი აფხაზეთისთვის უნდა გაიხსნას”, - ნათქვამია ანკარაში დაფუძნებული თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდის მიერ წინა კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში. კვლევაში საუბარია, რომ უნდა მოიხსნას ეკონომიკური მლოკადა და მოხდეს “შავი ზღვის აუზში აფხაზეთის ინტეგრაცია”. ნიშანდობლივია, რომ ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ ვრცელდება ცნობა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თურქეთში ვიზიტის შესახებაც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ანკარამ აფხაზეთი იზოლაციიდან უნდა გამოიყვანოს - თურქული ფონდი. “ეს ანგარიში ვიცი, წაკითხული მაქვს. მერე რა? ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ამ თურქულ ცენტრს ასე მიაჩნია. ოღონდ მიამატეთ ისიც, რომ ეს ყველაფერი არის თურქეთში მცხოვრები ჩერქეზული დიასპორის მოსაზრებები, რომელიც მაინცდამაინც არ ემთხვევა ოფიციალური თურქეთის მოსაზრებებს და ამ ინფორმაციაში არაფერი გასაკვირი არ არის. ვიცით ისიც, რომ ბაღაფში აპირებს ჩასვლას. მერე რა, რომ აპირებს? გააჩნია, ვისთან ჩადის, ვინ შეხვდება და ა.შ.”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. “უახლოეს მომავალში ბაღაფშის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას პარტიის “ჩვენ თვითონ” ლიდერი პაატა დავითაია ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რათა სეპარატისტების ლიდერებს საზღვარგარეთ გადაადგილების საშუალება არ ჰქონდეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ამ ვიზიტის ოფიციალური დადასტურება არ აქვს. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, თბილისი იმედოვნებს, რომ “ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ქართული მხარე დეტალური ინფორმაციის მიღებას საქართველოში თურქეთის ელჩისგან აპირებს”. როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, მართალია, ეს არ არის ოფიციალური ანკარას პოზიცია, მაგრამ როდესაც მსგავსი კვლევა და თან ასეთ “ხმამაღალი წინადადებებით” ასე საჯაროდ ვრცელდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის უკან რაღაც ინტერესები დგას”, - აღნიშნავს გამოცემა. “ლაპარაკია იმაზე, რომ დაიწყოს ვაჭრობა ან ამან ლეგალური ფორმები მიიღოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. ჩვენ ვაჭრობის წინააღმდეგნი არ ვართ, უბრალოდ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი ფორმები. ამისთვის იხილეთ ჩვენი სტრატეგია კონფლიქტთან მიმართებაში. მინდა გითხრათ, რომ ისინი ცალკე ვაჭრობას ვერ დაიწყებენ, თუ არ იქნა ამაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობა და შესაბამისი მექანიზმები. ჩვენ ამ მექანიზმებზე ვფიქრობთ და არა მარტო თურქეთთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, მაგრამ ამ ორ საკითხს ერთმანეთს ნუ გადააბამთ”, - დასძენს თემურ იაკობაშვილი. “ვინაიდან ეს ამბავი ინფორმაციის რანგში დატრიალდა, ე.ი. ამის უკან რაღაც მოტივი აუცილებლად დგას. თუკი ჩავთვლით, რომ თურქეთის მიზანია სატრანზიტო სივრცის მონოპოლისტი თავად იყოს, მაშინ მან, ბუნებრივია, გავლენა უნდა მოიპოვოს კავკასიაში. ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა სომხეთისკენ. ახლა ანალოგიური ნაბიჯები შეიძლება გადადგას აფხაზეთის მიმართულებით. შემოდის კონფლიქტების მომგვარებლად და როგორც მომგვარებელი იწყებს პირდაპირ დიალოგს იმ მხარესთან, რომელიც კონფლიქტის ყველა მწვავე მხარეა - ერთგან სომხეთი, მეორეგან სეპარატისტები. ამის პრეტენზია ანკარას გაუჩნდა აგვისტოს ომის შემდგომ. როგორი იქნება მისი სტრატეგია, არავინ იცის, მაგრამ ჯერჯერობით გადადგმული ნაბიჯები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც რუსეთის იყო. ანუ იმ სტრუქტურებთან, ერთეულებთან ურთიერთობის დაჭერას ცდილობს, რომლებიც ამჟამად რუსულ პოლიტიკას ატარებენ - ეს ერის აფხაზეთი და სომხეთი. ამის იქით რა დგას - გაატარებს დასავლეთის პოლიტიკას თუ პირიქით, რუსეთის პოლიტიკას შეუწყობს ხელს, ეს ჯერჯერობით უცნობია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე. “გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში თურქეთში არაოფიციალური ვიზიტით ჩადის. ე.წ. პრეზიდენტი მოკრძალებულ ინაუგურაციას გეგმავს. ინაუგურაციის შემდეგ კი ოფიციალურ და არაოფიციალურ ვიზიტებს გეგმავს. პირველი, რატომღაც, თურქეთი აღმოჩნდა. თურქეთი საქართველოს მეგობარ სახელმწიფოთა რიცხვში შედის და გაუგებარია, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან ასეთ ღია კონტაქტებზე რატომ მიდის”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ბაღაფში თურქეთში მიდის / თურქეთის ელჩს განმარტებების კეთება მოუწევს. “აქამდეც რამდენჯერმე გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია, თუმცა არასოდეს არ შეესაბამებოდა ასეთი ინფორმაცია სიმართლეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ რომ ყველა ზომა წინასწარ მივიღოთ და ჩვენი ოფიციალური პოზიცია კიდევ ერთხელ ცნობილი იყოს, თურქეთის ელჩს საქართველოში ვთხოვთ, რომ გვესტუმროს ამ საკითხთან დაკავშირებით და მათი პოზიცია გაგვაცნოს. უფრო სწორად, გაგვაცნოს, რა დგას ასეთი ინფორმაციის უკან”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ნინო კალანდაძემ. საქართველოს ხელისუფლება თურქეთის მიმართ დიპლომატიურ ტონს ინარჩუნებს”, - აღნიშნავს გამოცემა. “რატომ ჩაიშალა საპროტესტო აქცია სააკაშვილის რეზიდენციასთან” “მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღის აღნიშვნა ოპოზიცია წინასწარ დაგეგმა და “ალიასაც” შეატყობინა, რომ პროტესტის გამოსახატავად 21 დეკემბერს ავლაბრის რეზიდენციასთან აპირებდნენ მისვლას. საიუბილეო დღეს მეტროს სადგურ “ავლაბრიდან” უნდა დაძრულიყვნენ რეზიდენციისკენ. აქცია 2 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა უკვე 2 საათი ხდებოდა და დაახლოებით 10 ადამიანზე მეტი, იქ არავინ მოსულა”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რატომ ჩაიშალა საპროტესტო აქცია სააკაშვილის რეზიდენციასთან? “აქციის ორგანიზატორი დავით ლილუაშვილი მაინც იმედიანად იყო, ცოტა იგვიანებენ, მაგრამ მოვლენო. მისი თქმით, ამ აქციაში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები “შემოგვიერთდით” და “სამართლიანობის ინსტიტუტი”, ასევე დაპატიმრებულ სამხედრო პირთა მხარდამჭერი კომიტეტი, ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივი”, “ქართული აკადემია - ზნეობრივი ფრონტი” და ა.შ. ლილუაშვილის თქმით, საზოგადოებამ პერმანენტულ რეჟიმში უნდა ამხილოს და შეახსენოს ხელისუფლებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომ თავი კომფორტულად არ იგრძნოს. ლილუაშვილის ნათქვამმა, რატომღაც ხუმრობის ხასიათზე დამაყენა (მთელი ზაფხული ატარა ამ ოპოზიციამ აქციები, მაგრამ შედეგი?) და კიდევ კითხვას ვაგებებ: ანუ ამ შეხსენებების შემდეგ მიშა დღეს რესტორანში აღარ წავა “ტრაურს” მოაწყობს?” - წერს სტატიის ავტორი. “დრო გადიოდა და პროტესტანტი ხალხი მაინც არ ჩანდა. ლილუაშვილმა გვითხრა, რომ ზოგი პირდაპირ რეზიდენციასთან მივიდოდა. ამიტომ ჩვენც იქით გავეშურეთ. აღმოჩნდა, რომ იქაც მხოლოდ ჟურნალისტები ვიყავით. ცოტა ხანში იქაურობა მამაკაცებით სავსე “ბეემვეებითა” და “ჯიპებით” აივსო. მანქანაში ისხდნენ და დამცინავი სახეებით ჩვენსკენ იყურებოდნენ. სიმართლე ითქვას, ნამდვილად დასაცინი სიტუაცია იყო, მხოლოდ ჟურნალისტები ვიდექით და არც ერთმა წესიერად არ ვიცოდით, ვინ და როდის მოვიდოდა. ცოტა ხანში იქაც ლილუაშვილი და ის “სასტავი” გამოჩნდა, რომელიც ცოტა ხნის მეტროსთან დავტოვეთ. ცოტა ხანში უკვე შეწუხებული მივდივარ ლილუაშვილთან და ვეკითხები, ბოლოს და ბოლოს მოდის ვინმე თუ ქარის წისქვილების ამუშავებას ველოდებით-მეთქი? ამჯერად “მაესტროსა” და “კავკასიას” ვუცდით, ერთს კასეტა დაავიწყდა და მიბრუნდა, მეორე კი გზაშიაო. ისე, ძალიან გამკვირვებია ამ ოპოზიციის - “მაესტრო” და “კავკასია” თუ 3 საათზე დაიბარეს, “ალია” 1 საათზე და 30 წუთზე რატომ მიიყვანეს იქ. თუ ჩვენ ისეთი ხელსაწამოსაკრავები ვგონივართ, რომ ყველას იქით უნდა ველოდოთ?” - დასძენს სტატიის ავტორი. “მოკლედ, როგორც იყო, ამ 10-კაციანმა ჯგუფმა ერთი გაძვალტყავებული მეგაფონით საპროტესტო აქცია დაიწყო. ისეთ დაბალ ხმაზე საუბრობდა სამი ე.წ. სიტყვაში გამომსვლელი, წინ ვიდექი და არაფერი მესმოდა და აბა, მიშა რამის გამგონი იყო? შემდეგ ექსპერტი ნოდარ ეფრემიძე გამოიყვანეს და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელმაც თავისთვის დაიჩურჩულა - მიშა, წადიო. ეს იყო და ეს. ამ საცოდაობის შემყურე პატრულის მანქანები ნელ-ნელა გაიპარნენ. დაცვის წევრებს კიდევ პირზე ღიმილი არ მოსცილებიათ. ყველაფერი 10 წუთში დასრულდა, ჩვენ კიდევ საათზე მეტი გვალოდინეს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი “ბოლოს, ცხადია, ლილუაშვილთან მივედი და ვკითხე: წეღან იმდენი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოთვალეთ ამ აქციის მონაწილეებში და სად არის ეს ხალხი, რატომ არ მოვიდნენ-მეთქი? - უბრალოდ, მოხდა ისე, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილი ზოგი ქუთაისში წავიდა და ნაწილმაც ოპერატიულ რეჟიმში გადავწყვიტეთ აქ მოსვლა. ვფიქრობ, რამდენიმე ადამიანის დასაბუთებული პოზიციის დაფიქსირებაც მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როცა ქვეყანაში არის ავტორიტარული რეჟიმი, მშვიდობიან ბრძოლაც სამოქალაქო გმირობის ტოლფასია და აქედან გამომდინარე, 200 ადამიანი მოვიდოდა თუ 2 კაცი, დიდი მნიშვნელობა არ აქვსო - იყო პასუხი. აქვს თუ არა მნიშვნელობა, მკითხველმა გადაწყვიტოს. რედაქციისკენ მიმავალი, გზაში საკუთარ თავზე ვბრაზობდი - გრანტის აღებისთვის შეიძლება ამ ყველაფერს მართლაც არ ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ მაინც ნუ გვაკარგვინებენ ფუჭად დროს. ჩვენც გრანტებზე კი არ ვმუშაობთ”, - დაასკვნის სტატიის ავტორი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120877.html
-
სად წავიდა ჯემალ გოგიტიძესთან დაკავშირებული თემა?!
ლ ი ც ი replied to kontr-agent 007's თემა in არქივი
და რატომ დახურე? -
ქუთაისში აფეთქებასთან დაკავშირებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს 22 / 12, 2009 12:41 ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სს ~საქფეთქმრეწვის~ კიდევ ორი თანამშრომელი თენგიზ დარახველიძე და თემურ გადაბაძე დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები, რომლებიც კომპანიის თბილისისა და ქუთაისის ბიუროების ხელმძღვანელები არიან პასუხისმგებლები იყვნენ უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მათივე ცნობით, უკვე დადგენილია, რომ უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული. კომპანიას, 8-9 მეტრი უნდა შემოესაზღვრა ტერიტორია და არა 3-4 მეტრი, როგორც ეს იყო გაკეთებული. საქმეზე გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს ტექნიკური ექსპერტიზა და არ არის გამორიცხული ძიების დასრულებამდე კიდევ რამდენიმე პირის დაკავება. ამასთან, „საქფეთქმრეწვის“ ტექნიკური დირექტორი უკვე წინასწარ 2-თვიან პატიმრობაში იმყოფება. კომპანია ~საქფეთქმრეწვმა~ ქუთაისში ~დიდების მემორიალი~ 20 დეკემბერს ააფეთქა. აფეთქებას ორი ადამიანის, დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
პაატა ზაქარეიშვილი - “ხელისუფლებას ცხინვალში დატყვევებული მოზარდების გათავისუფლება არ აწყობდა” “ხელისუფლებას არ აწყობდა ამ ბავშვების გათავისუფლება, მას აწყობდა ამ ბავშვების გათავისუფლებაზე ლაპარაკი. ეს ამ ხელისუფლებას პირველად არ გაუკეთებია. ამიტომ აქ ახალი არაფერია. ეს ჯერ კიდევ 2007 წელს გალის რაიონში დავინახეთ, როცა 3 სტუდენტი იყო დაპატიმრებული... ჰამარბერგი არის მართლაც გმირი. რომ არა ჰამარბერგი, ბავშვები ვერ გათავისუფლდებოდნენ. მან შეძლო ძალისხმევა განეხორციელებინა ქართულ მხარეზე. იმიტომ რომ ქათულმა მხარემ უსინდისო, უპრეცედენტო რამ გააკეთა: დამალა 5 ეთნიკურად ოსი პირი, ტყვე. ეს ხალხი პოლიციის შენობაში დამალა. ჰამარბერგმა ეს ფაქტი გამოავლინა და წაართვა ქართული მხარეს ეს 5 ადამიანი და წაიყვანა ცხინვალში”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სანაკოევის ჩამოყვანა დიდი შეცდომა იყო / ხელისუფლებას ცხინვალში დატყვევებული მოზარდების გათავისუფლება არ აწყობდა. “ვფიქრობ, ჩემი ცხინვალში ჩასვლა საჭირო იყო, რათა დამერწმუნებინა ოსი საზოგადოება იმაში, რომ მათი ტკივილი მესმოდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120877.html ლიცემერი: ბატონო პაატა, ჩვენი მეგობარი ხარ, თუ დათვის?
-
სად წავიდა ჯემალ გოგიტიძესთან დაკავშირებული თემა?!
ლ ი ც ი replied to kontr-agent 007's თემა in არქივი
გამარჯობა Lo Janko თემასთან დაკავშირებით გაირკვა რამე? -
რავი, ჩემი აზრით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელი აღმსარებლობისა ხარ. მთავარია გწამდეს და რა მნიშვნელობა აქვს რას იწამებ. როგორ უყურებთ ასეთ აზროვნებას? პ.ს. ჩემთვის ეკლესიაც, სინაგოგაც და მეჩეთიც ღმერთის სახლია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად შევალ და სად ვილოცებ-თქვენთვის აქვს მნიშვნელობა?
-
ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად: გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა
-
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს, აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია... აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი, აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი... აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში, აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია"... აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები... ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა ნიკო გომელაური
-
Smith გლიჯავს ნიკო
-
ეგება 60 ათასი კაცი გამოვიდეს და კაცურად
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ არაუშავს რა, ჩემო მიშა, ისიც ჩემი თემაა დილა მშვიდობისა:maladec: -
უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე, ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო. რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი, ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?! გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად, მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო. როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?! ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს, ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო. თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე, ამიხსენით, მიმანიშნეთ არ დამზოგოთ საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ, სინანულიც გვიანია ქალბატონო? ეს ცხოვრება ბილიკია, ეკლიანი ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ, არ მოგბეზრდათ მარტოდმარტო ხეტიალი? გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს! მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც, რომ შეგპარვიათ ქალბატონო. და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორების, ქედს მოგიხრით, მაგ სიტყვების სამახსოვროდ, გახსოვთ მაშინ, თვალს რო ვეღარ გაშორებდით, ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო? თუ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ? ახლა ვინ გყავთ პატრონი ან საპატრონო? მომიტევეთ, კიდევ ერთხელ პატივს დაგდებთ და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . .
-
machkatela ეჰ, ცოდვები, ცოდვები, ცოდვები
-
ეგება 60 ათასი კაცი გამოვიდეს და კაცურად
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აქტიური ნორმალურს და კონსტრუქციულს არ ნიშნავს, ჩემო kote-1962 -
სად წავიდა ჯემალ გოგიტიძესთან დაკავშირებული თემა?!
ლ ი ც ი replied to kontr-agent 007's თემა in არქივი
ვკითხულობდი კომენტარებს და შემზარა, საიდან ამდენი ღვარძლი და გესლი -
საარჩევნო ბრძოლაში ფორუმების აქტიურობა
ლ ი ც ი replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi შემოვედი , მაგრამ ხმა ვერ მივეცი -
სად წავიდა ჯემალ გოგიტიძესთან დაკავშირებული თემა?!
ლ ი ც ი replied to kontr-agent 007's თემა in არქივი
Lo Janko კარგად ვიცნობდი ბატონ ჯემალს და რა თქმა უნდა მის შეფასებაში სრულად გეთანხმები. -
წლის სუპერპოლიტიკოსების და სუპერნაძირალების "დიდი სამეული"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio ჩემი აზრით, ძლიერი პიროვნებაა+ პოლიცია მართლა კარგად მუშაობს -
სად წავიდა ჯემალ გოგიტიძესთან დაკავშირებული თემა?!
ლ ი ც ი replied to kontr-agent 007's თემა in არქივი
Lo Janko ვინმეს რომ წაეშალა, მაშინ სანაგვეში უნდა იყოს, არადა იქაც არ არის.