-
პოსტები
1.153 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი choxa
-
newstudio არ შველით კითხვა ძალიან ღრმად არიან შესულნი როლში, ძალიან არიან ჯაყოზე დამოკიდებულები თუ ინტენსიურად არ ულაწუნე, თუნდაც მსგავსი "პასკვილებით", გონს ვერ მოეგებიან ან მოეგებიან კი საერთოდ? ;)
-
იგივეს, რასაც მის ავტორზე
-
analgin :no2:
-
nikusha_marx გასწავლით აი უცქირე
-
nikusha_marx lasha_alo TATASTROFA prologic maliari
-
კარგია NDI საკუთარ ტყავზე იგრძნობს ნაციონალური მოლაპარაკებების თავისებურებებს
-
ქართული სახელმწიფოს ორი სენი, ორი სიმსივნე, ორი ჭირი – ჯაყო და თეიმურაზი. მათ ხსენებაზე მუდამ ქართლის ისტორიული ჭირი გვახსენდება, მასპინძლად გამხდარი მომხდური და თავზე წამომჯდარი სტუმარი, მაგრამ მხოლოდ ესაა? მხოლოდ ამით იწურება პრობლემა? მოდით, გავაფართოვოთ ეს ეკრანი, ოდნავ მოვურღვიოთ ჩარჩო და თეიმურაზ–ჯაყოს ტანდემს სხვა კუთხით შევხედოთ ვინ „შექმნა“ ჯაყო, თუ არა თეიმურაზმა, სწორედ მისი მიმნებებლობის, ფუჭი მოლოდინების, მოუცლელობის, არასერიოზული მიდგომის და თავზე ხელის გადასმის პოლიტიკით შეიქმნა ჯაყო ისეთი, როგორსაც ვიცნობთ – ხარბი, დაუნდობელი, ალაგ–ალაგ პირფერი, ხშირად სასტიკი და შურისმაძიებელი, ძალაუფლების მოყვარული და ამისათვის ყველაფერზე წამსვლელი. თეიმურაზის ეს პირმშო ერთ დღეში არ ჩამოყალიბებულა, ის ნელნელა, წლების განმავლობაში ხვეწდა თავის სახეს, თავისი მშობელის უბეში მოკალათებული, გულდაგულ სწავლობდა მის სისუსტეებს, ნელნელა ითვისებდა მისი დამარცხების, განადგურების მეთოდებს, თანმიმდევრულად მოიპოვებდა მასზე გაბატონების ბერკეტებს, თავისზე დამოკიდებულს ხდიდა და საბოლოოდ იმასაც მიაღწია, რომ არჩევანი არ დაუტოვა ტაგედიაა თუ ტრაგიკომედია? ეს ბოლოში გადავწყვიტოთ, დასაწყისი კი ამ აქტისა ნამდვილად ტრაგედიაა თეიმურაზმა პირველი დარტყმა იქ მიიღო, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა, რაც უცებ არ მოტეხდა, თანდათანობით გახრწნიდა და მოუღებდა ბოლოს – ღირსება!!! სწორედ ამ ღირსებას (მეუღლე მარგოს სახით) წაეპოტინა პირველად ჯაყო და პირველივე ცდაზე წარმატებას მიაღწია რატომ? – ეს ყველაზე სუსტი წერტილი იყო და მიტომ. ახალ იდეებს, იდეალებს, მსოფლიო საზრუნავს გადაყოლილ თეიმურაზს აღარც ახსოვდა ღრსება, მან იცოდა, რომ ის უბრალოდ ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება არ უწევდა, მის მიერ შექმნილ, ილუზორულ „ახალ სამყაროში“, მის ღირსებას არავინ ემუქრებოდა, ის ამ სამყაროს შემქმნელად, თანამონაწილედ გრძნობდა თავს და რეალურ საფრთხეს ვერც ამჩნევდა. თეიმურაზმა პირველი მარცხი განიცადა, ჯაყომ კი პირველი, სერიოზული წარმატების გემო გაიგო და როგორც ნადირი სისხლით, ძალაუფლებით, საკუთარი უპირატესობის გრძნობით, ისე ჩაერთო ამ სამკვდრო–სასიცოცხლო თამაშში. იცის ჯაყომ, კარგად იცის, რომ ჯერ ისევ სჭირდება თეიმურაზი, ძალიანაც სჭირდება, თავად ჯერ კიდევ სუსტია, მყარად ვერ დგას ფეხზე, აქვს ძალა, მაგრამ ეს ძალა ტლანქია, მოუქნელი, სილამაზე, კეთილშობილება აკლია განა რამ შეიძლება გადაფაროს ყოველი ეს ნაკლი თუ არა თეიმურაზის ფილოსოფიამ, ლამაზმა სიტყვებმა, თანადგომამ და აპოლოგეტობამ?! ან კი ვის იპივის ხალხთან უკეთეს შუამავალს, თუ არა თეიმურაზს, რომელსაც შეუძლია დროებით მაინც, ისინი მაღალ იდეალებზე საუბრით გააბრუოს, რეალობას მოსწყვიტოს? მშვენიერია, თეიმურაზი აგრძელებს საკუთარი პირმშოს სრულქმნას, თვალს ხუჭავს მის „ანცობებზე“ და „ოინბაზობაზე“, შიგადაშიგ სერიოზულ დანაშაულებზეც კი, ამისათვის კი, საკუთარ სინდისთან გასამართლებლად ორი ურყევი საბუთი აქვს: „ჯაყო ბრიყვია, უნდა ვაპატიოთ, დავეხმაროთ და გავზარდოთ“ და მეორე „მე ჯაყო მარჩენს, უხერხულია მასთან დაპირისპირება, საყვედურის თქმა“ და სინდისი, ღირსება? ის დუმს! მან კარგად იცის, რომ ჯაყო ასეთი თავად თეიმურაზმა შექმნა, მან კარგად იცის, რომ ამ მხეცმა უკვე იძალადა თეიმურაზზე, იცის, რომ ის ვეღარ იქნება სინდისი და ღირსება, რადგან უკვე ჯაყოს ხასად გამხდარა იცის და დუმს! ძლიერდება ჯაყო, თვალსა და ხელს შუა იკრეფს ძალას, სიმდიდრეს, კავშირებს, ნელნელა თეიმურაზი მისთვის ტვირთი უფრო ხდება, ვიდრე მშობელი და შემქმნელი, თეიმურაზის არსებობისათვის კი ჯაყო სულ უფრო აუცილებელი, უპირობო ხდება, უფრო და უფრო მეტად ხდება მასზე დამოკიდებული თეიმურაზი ტყვეა მისი ღირსება ჯაყოს ხელშია იდეალები ფუჭი აღმოჩნდა საკუთრივ მას კი შექმნა რაიმე ღირებულის არ შეუძლია ცხოვრებამ ნელნელა ჩამოიხსნა ნიღაბი და რეალობა მოაშიშვლა გამოსავალი?! გამოსავალი რადიკალიზმშია, ღირსებას და დამოუკიდებლობას, წართმეულს არავინ დაგიბრუნებს შეგონებითა და სიტყვით, გზა ერთია, თეიმურაზმა საკუთარი პირმშო უნდა შემუსროს, უნდა დაამხოს და გაანადგუროს, მაგრამ........შეუძლია ეს? –არა მისი იარაღი ყოველთვის სიტყვა იყო, ხან ხისტი, ხან მაამებლური, ხან ირონიული სიტყვა კი ამ შემთხვევაში იარაღად აღარ გამოდგება ქმედება? თეიმურაზი და ქმედება? მითუმეტეს რადიკალური?! ვერასოდეს გაბედავს ბატონად ქცეული პირმშოს წინააღმდეგ ხელის აღმართვას, ხმის ამაღლებას, რადგან ღირსება აღარ შერჩა, გამბედაობა კი არც არასოდეს ჰქონია. სხვა რა გზაა ისევ ჯაყოს უნდა ემსახუროს თეიმურაზი, მერე რა, თუ მას ვაჭრობაზე, მოსამსახურეობაზე არასოდეს უფიქრია? სამაგიეროდ ამისათვის განათლება საკმარისზე მეტი აქვს და ორ გროშზეც ვერ იტყვის უარს; მაგრამ ეს აღარაა კმაყოფილი და ბედნიერი სამსახური, ჯაყოც, რომელსაც აღარაფერში სჭირდება თეიმურაზი, სულ უფრო ნაკლებად ზრუნავს მის კომფორტზე გვიან, მაგრამ მაინც შეამჩნია თეიმურაზმა კისერზე ჩამოკიდებული ძაღლის მძორი, სუნიც იგრძნო, შეწუხდა, სუნთქვა გაუჭირდა მიხვდა, რომ რაც აქამდე სიკეთე ეგონა, სულაც არ ყოფილა კეთილი იძულებული გახადეს ეღიარებინა, რომ ღირსება აღარ აქვს სინამდვილე ძალათი ჩასჩარეს ხახაში, რათა მისი გემო გაეგო და მიატოვეს „სიმყრალით იხრჩობა თეიმურაზ ხევისთავი. დაბნედილი მწიგნობარი ზეზე წამოვარდება, ფანჯარას გამოაღებს და ბნელ ეზოში გაიხედავს. მაღალი კოშკი შავ სივრცეში უუზარმაზარ გარუჯულ ბოძივით ასვეტილა. იმ კოშკში სცხოვრობს თეიმურაზის ნაცოლარი - მარგო ჯივაშვილი. კოშკის სარკმლიდან კვლავ მოსჩანს იმედის შუქი. ისევ თავის ოთახში შეიხედავს სულმოთქმული თეიმურაზი. შეიხედავს და კედელზე მარგოს წარწერას წააწყდება: \\\"ვნახე. განვიცადე. მწამდა. ვსტიროდი\\\". და ნაქვითინევის გვერდით თვითონაც სწერს მთრთოლვარე ხელით: - \\\"მეც ვნახე, მეც განვიცადე. ეხლაც მწამს. ეხლაც ვსტირი\\\". მერმე მობრუნდება და ძველს კიდობანს მიადგება. იმ კიდობანში ძველი ხატი აქვს დამალული. იმ ხატს კუთხეში დაასვენებს, სანთელს აუნთებს და პირქვე დაემხობა. მეტანიით, სასოებით და ცრემლით ლოცულობს თეიმურაზ ხევისთავი: - წმიდაო ღმერთო! წმიდაო ძლიერო! წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!.. უფალო ძლიერო! ყოვლისა შემძლევ და სათნოიანო! მოგვეც ჩვენ, დავრდომილთა და უღირსთა ძეთა შენთა, მოთმინება ულეველი, მშვიდობა უსაზღვრო და რწმენა უძირო. კვლავ გარეთ გაიხედავს ნუგეშისცემული თეიმურაზი. ისევ ასვეტილა ბნელ სივრცეში ბნელი კოშკი. იმ კოშკიდან კვლავ მოსჩანს იმედის სანთელი. ისევ მობრუნდება თეიმურაზ ხევისთავი და გულშვებით გაიღიმებს: აღარსად სჩანან ძაღლის მძორები. აღარც მათი სუნი მოსდის იმედნაკრავ ნაკაცარს. ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს. ისევ დაყუდებულ შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი.“ პ.ს. და ჯაყო? განა მას დასასრული არ აქვს? ჯაყო და თეიმურაზი – ეს ერთი მთლიანია, ორ ნაწილად გან–ხორციელებული და ერთმანეთზე დამოკიდებული, ისინი უერთმანეთოდ ვერ არსებობენ, როგორც კი პირმშო მშობელს ბოლოს მოუღებს, საკუთარ განაჩენსაც აწერს ხელს, რადგან ჯაყო თეიმურაზების გარეშე ვერ იარსებებს, ისიც დაიღუპება და_იღუპება კიდეც.
-
მე დემონსტრაციულად ვტოვებ ამ ფორუმს და ამით ვემიჯნები რუსეთთან შეერთების ერთიან ხაზს, რასაც მიზანმიმართულად და დაუფარავად ახორციელებს წინამდებარე ფორუმის ადმინისტრაცია
-
თამაშობენ თუ არა ქრისტიან-დემოკრატები სახელისფლებო
choxa replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio გზა სწორია არის იმედი არსებობს გუნდიც (ნუ გარედან ასე ჩანს) დანარჩენი დიდწილად უკვე თავად ალასანიაზეა დამოკიდებული არ უნდა უღალატოს იმ ელექტორატს, რომლის იმედიც აქვს და არც ელექტორატი უღალატებს მას -
თამაშობენ თუ არა ქრისტიან-დემოკრატები სახელისფლებო
choxa replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისე თუ ატყობთ, რომ ელექტრონულ მედიაში, მათ შორის ფორუმებზე, ნელნელა იქოქება პროექტი "ანტიალასანია"? -
კონსტატნტინე გამსახურდიამ შესაძლოა პარლამენტი ისევ დატოვოს
choxa replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რამდენი წელმოწყვეტილი ფალოსი დაბობღავს ამ ქვეყანაში :husein: -
მიხეილ სააკაშვილი "მეგობრებს მართვის მოწმობებს ვერ უკეთებს."
choxa replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მტყუანს ######## ############## -
არაფერი განსაკუთრებული, უშველებელი ან გადასარევი ჩვენ არ გვჭირს ისეთი, რომელიც სხვადასხვა დროსა თუ ფორმაციაში სხვა ერებს არ სჭირდათ ან არ სჭირთ
-
machkatela ძალიან მარტივი ქვეტექსტი იმალება მაგ ფორმულის უკან თუ გავითვალისწინებთ, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი ასევე მთავრობის, ანუ უმრავლესობის ხელშია, ხოლო ფინანსთა მინისტრის მიერ ამ გადაწყვეტლების მიღება მოხდება ფაქტიურად ერთპიროვნულად (ანუ ოპოზიციის მონაწილეობის) გარეშე, მივიღებთ რეალობას, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი განიკარგება პირდაპირ მთავრობის მიერ, პარლამენტის გვერდის ავლით
-
მე ლევან გაჩეჩილაძეს ვარჩევდი თბილისის მერათ.
choxa replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
:yes2: ვერ გამოდგა ძალიან კარგი მენეჯერი ეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად უფრო ივარგებდა ფეხბურთში აი წარმოიდგინეთ რა გაჩეჩილაძე სარბენ ბილიკზეა გამოვარდნილი და კალაძეს უყვირის: შენს უკან საქართველოა ბიჭოოოოოოო -
ამაზე ამაზრზენ ფოტოს ვინ დადებს აბა http://i003.radikal.ru/0911/81/0204495659e6.jpg
-
:yes2:
-
როდემდეც ნებას მივცემთ
-
ბატონო თემურ, შარშან, აგვისტოში თქვენ ხშირად ითავსებდით ხელისუფლების პრეს-სპიკერის ფუნქციას და საზოგადოებას ამა თუ იმ ინფორმაციას აწვდიდით ცხელ წერტილებში არსებული ვითარების შესახებ შესაბამისად, მინდა გულწრფელად მიპასუხოთ: რატომ გაიგო საქართველომ მხოლოდ 9 (!!!) აგვისტოს, რომ ჩვენ არა სეპარატისტებს, არამედ როკის გვირაბის გავლით შემოსულ რუს ოკუპანტებს ვეომებოდით?! პ.ს. (თუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს 7-ში ან 8-ში იყო ცნობილი, გთხოვთ მიმითითოთ შესაბამისი წყარო, რომლითაც ასეთი ინფორმაცია გავრცელდა)
-
გილოცავ მალიარ (მე მგონი)
-
პოლიტიკური რეპრესიები რეგიონებში გრძელდება
choxa replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აგრესია აგრესიას შობს უსამართლობა - უსამართლობას მაგრამ ლოთი ქობალია რატოა პოლიტიკაში, ამის ახსნა ჩემ ძალებს აღემატება -
lasha_alo კაი რა ლაშა მე სერიოზულ კაცად გიცნობ რა ებრალიძე ტო მე უფრო მეტი მხარდამჭერი მყავს ვიდრე მაგას
-
Jonathan Livingston გილოცავ ბებერო ჯონ , მრავალს დაესწარი, ჯანმრთელად და ბედნიერად, ერთიან საქართველოში ყვეეეეეეეეელას დიდი მადლობა მოლოცვისათვის თქვენი სადღეგრძელო ქე დავლიე გუშინ, ფაქტებს მოგვიანებით მოგაწვდით