-
პოსტები
1.153 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი choxa
-
lasalexx კი ბატონო ველოდებით :tesl:
-
lasalexx ალბათ გულისმობ დაახლოებით იმ სცენარს, რაც 2003-ში მოხდა ხომ? ძალიან სახიფათოდ მეჩვენება მე ეგ და უკეთეს შემთხვევაში ახალ მიშას მივიღებთ, უარესში სამოქალაქო ომს.
-
lasalexx კი, ეგ უპირობოდ მასეა, თუმცა ერთი შესწორებით - არანაირი რევოლუცია. მთელი რიგი სპეციფიკური მომენტებია, რეგიონებისათვის ბრძოლა თბილისის მოგების შემდეგ ბევრად ადვილია ვიდრე პირიქით
-
lasalexx არავი დავობს, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ყველანაირ რესურსს, დაწყებული ფინანსურიდან, დამთავრებული ადმინისტრაციულით, მაგრამ ოპოზიციას შეუძლია (გონივრული, თანმიმდევრული სტრატეგიის შემთხვევაში) აამოქმედოს ყველა არჩევნებისათვის ყველაზე მთავარი - საპროტესტო ელექტორატის რესურსი. ამაში გეთანხმები, თუმცა "უკუღმა" დაწყება ამ შემთხვევაში ძალიან, ძალიან რთულია
-
ისე ალასანია ოპოზიციის ერთიან კანდიდატად თბილისის მერის არჩევნებზე, ნიშნავს თუ არა 3-0 - ს ოპოზიციის სასარგებლოდ?
-
-
ირაკლი ალასანია „ორ ცეცხლს“ შორის [მანანა აბაშიძე] “საქართველოს მხსნელი?“ – ასეთი სათაურით ��ამოქვეყნდა 29 სექტემბერს ნილ აშერსონის სტატია ”გარდიანში“, მსოფლიო მედიის ერთ–ერთ გავლენიან გამოცემაში. ავტორმა მასალაში თავადვე გასცა პასუხი სათაურში გამოტანილ საკუთარ კითხვას. - ”დიპლომატიურ ხაფანგში გაბმული ქვეყნისთვის გადარჩენის საუკეთესო იმედი, ირაკლი ალასანია, ახალგაზრდა ოპოზიციური ლიდერია“ – ასე დაიწყო ავტორმა საკუთარი სტატია. ”საქართველოს მხსნელი?“ არ არის გ���მონაკლისი – დასავლეთის წამყვან მედიასაშუალებებში ხშირად ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც ექს–დიპლომატის შესახებ ხაზგასმით დადებითად საუბრობენ. შარშან, დეკემბრის ბოლოს, საქართველოს ელჩმა გაეროში, ირაკლი ალასანიამ მმართველ გუნდს ”საახალწლო საჩუქარი“ უძღვნა – თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკაში წავიდა. სკანდალური მხილებების მოლოდინში, საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოება დიდი ინტერესით უცდიდა ყოფილი ელჩის პირველ განცხადებას. ყველაფერი კი სხვაგვარად წარიმართა... ირაკლი ალასანიას პირველი ბრიფინგი გაიმართა და გასაგები გახდა - პოლიტიკურ სპექტრში სრულიად ახალი, თვისობრივად განსხვავებული ფიგურა გამოჩნდა - სადა, არაკონფრონტაციული, მაგრამ პრინციპული და რაც მთავარია, ”ცივ თავიანი“. პოლიტიკოსი, რომელსაც ძალუძს გონიერი და გაწონასწორებული პო��იტიკა აკეთოს, გადადგას ყოველმხრივ გათვლილი ნაბიჯები და ზუსტად გაიაზროს მათი მოსალოდნელი ყველა შედეგი. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ნათელი იყო: ბარაქ ობამას გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მსოფლიო პოლიტიკის სტილი მთლიანად შეიცვლებოდა და კონფრონტაციულობას მოლაპარაკება–პარტნიორობის გზების ძიება ჩაანაცვლებდა. ამ კონტექსტში, ალასანიას პირველივე განცხადების შემდეგ ���ხადი გახდა, რომ ხელისუფლებისთვის ის ერთ–ერთი ყველაზე უფრო სახიფათო მეტოქე იქნებოდა – სწორედ თავისი სისადავის, სიმშვიდისა და არაკონფრონტაციულობის გამო. მთლიანად პარტნიორული ურთიერთობების მომხრე, ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვებას, ასეთი ტიპის ფიგურა ყველაზე ადვილად და უკეთ შესძლებდა. არ აქვს მნიშვნელობა, როდის მოხდება ხელისუფლების ცვლა – პირობითად, ხვალ თუ 2013 ���ლის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ პოლიტიკურ სპექტრში იყვნენ ძალები, რომელთაც დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვების შანსი და შესაძლებლობა აქვთ. ეს ქვეყანისთვის ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერის სამომავლო უზრუნველყოფას ნიშნავს. ამის გარეშე, რუსეთი ჩვენს სახელმწიფოებრიობას ერთ დღეში გაანადგურებს საქართველოს კი თავდაცვის არანაირი ��ერკეტი არ ექნება. ხელისუფლებამ სცადა, მისი ყველაზე ძლიერი მხარე ალასანიას საწინააღმდეგოდვე გამოეყენებინა. ასე გაჩნდა ე.წ. ”ამერიკული პროექტის“ თემა. მმართველმა გუნდმა კარგად ისარგებლა იმით, რომ ბევრ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალასანიას გამოჩენისთანავე პოლიტიკური ეჭვიანობის შეტევები დაემართა – ამით განსაკუთრებულად ერთ–ერთი მემარცხენე ლიდერი გამოირჩეოდა, რომელიც გაუგებარი გულმოდგინებით ნერგავდა საზოგადოებაში, ხელისუფლების მიერ შემოგდებულ თემას. ირაკლი ალასანიას მამა, გენერალი მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან ერთად დაიღუპა. შიდაპიარის თვალსაზრისით, ამაზე უფრო ”მსუყე“ და მომგებიანი თემის წარმოდგენა რთულია. მიუხედავად ამისა, ყოფილმა ელჩმა ოჯახური ტრაგედიით სპეკულირება არ ისურვა. და მაინც, საზ��გადოებამ ეს ფაქტი ადვილად გაიხსენა. შესაბამისად, დააფასა ისიც, რომ მიუხედავად პირადი ტრაგედიისა, ალასანია იყო ერთადერთი, ვინც პიროვნულ ემოციებს იმდენად გაუმკლავდა, რომ აფხაზებთან დიალოგის დაწყებაც შესძლო და მათი ნდობის მოპოვებაც. ამ ყველაფრის წყალობით, ხელისუფლების მიერ შემოგდებულმა, ”ამერიკული პროექტის“ თემამ თითქმის არ იმუშავა. ექს–დიპლომატის ბიოგრაფიის ეს მონაკვ��თი დასავლურ მედიასაც არ გამორჩა. - ”ირაკლი ალასანია ფაქტობრივად ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც აფხაზი ლიდერები პატივს სცემენ. მისი მამა დაიღუპა – ამბობენ, რომ მოკლეს ქართულ–აფხაზურ ომში, როდესაც აფხაზეთმა საქართველოზე გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, სწორედ ალასანია იყო პასუხისმგებელი მათთან მოლაპარაკებებზე. მან შესძლო და ყველაზე ცოტა, აფხაზებს ჩარჩო–ხელშეკრუ��ებაზე შეუთანხმდა“ – ვკითხულობთ, ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ ”გარდიანის“ სტატიაში ”საქართველოს მხსნელი?“ ”ამერიკული პროექტის“ თემის შემდეგ, ხელისუფლებამ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ახალი ”პიარ–შეტევა“ წამოიწყო: - ”ალასანია კარგი ბიჭია, მიშას მემკვიდრეა“... ყველაზე რთული ამ თემაში ის იყო, რომ მშვიდი და არაკონფრონტაციული ლიდერი, თავისი ევოლუციური განცხადებებით, რევოლუციის მოსურნე, საპროტესტო საზოგადოების განწყობების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. პოლიტიკურ პროცესებში გარკვეული ადამიანებისთვის ცხადი იყო, რომ დიალოგის მუდმივი ერთგულებით და ქუჩის აქციების ნაწილობრივ უარყოფით, ალასანია მთლიანად ოპოზიციური მოძრაობისთვის დასავლეთის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ცდილობდა. იქ უყურეს, უყურეს და გადაწყვიტეს, რომ ”ახალგაზრდა ქართველს, ირაკლი ალასანიას დასავლეთში ბევრი სიამოვნებით იხილავდა პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილის შემცვლელად“ (”გარდიანი“, სტატია ”საქართველოს მხსენლი?“). შარშანდელი და წლევანდელი ოპოზიციური მოძრაობის წარუმატებლობის ერთ–ერთი მიზეზი ისიცაა, რომ დასავლეთი ოპოზიციურ სპექტრში სააკაშვილის ”წონის“ ფიგურას ვერ ხედავდა. არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ხელისუფლება, ფაქტია, სააკაშვილი უმაღლესი კლასის პოლიტიკური მოთამაშეა. მან ყოველთვის ზუსტად იცის რა სურს და იცის, როგორ მიაღწიოს მიზანს. გარდა ამისა, ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს საერთო, მთლიან პოლიტიკურ კონტექსტში იაზრებს ხოლმე. ასე იყო ბოლო დრომდე. მისი დონის ლიდერს დასავლეთი ბოლო პერიოდამდე ვერ ხედავდა. დღეს კი, როგორც ვთქვით, ალასანია არის ის, ვისაც ”დასავლეთში ბევრი სიამოვნებით იხილავ��ა პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილის შემცვლელად“. ყოველ შემთხვევაში, მან შესძლო სერიოზული სიმპათიების მოპოვება როგორც გავლენიან დასავლურ მედიაში, ასევე უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში. რაც ირიბად, სრულიად ოპოზიციური მოძრაობისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ნიშნავს. რადიკალურად განწყობილ საზოგადოებას კი, არ აღმოაჩნდა იმდენი პოლიტიკური გამოცდილება, რომ ეს ყველაფერი გაეაზრებინა. ასე რომ, ”მიშას მემკვიდრის“ თემამ ყოფილი დიპლომატი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც დააზარალა. ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების მეორე დღესვე, ირაკლი ალასანიას ყველაზე სახიფათო მეტოქე, ნინო ბურჯანაძე, ახალი ინიციატივით გამოვიდა. - ”მივმართავ პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკურ ძალას, - დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები იმ ქმედებების განსახორციელებლად, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებას“ – მოუწოდა პარლამენტის ექს–სპიკერმა და სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა ოპოზიციას. ეს განცხადება ხანმოკლე საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. იმავე საღამოს, ტელეკომპანია ”კავკასიის“ ეთერით გამოსვლისას, ბურჯანაძემ თავისი ინიციატივა კიდევ უფრო განავრცო. მისი თქმით, ”ყველა ვინც ხელისუფლებასთან შეურიგებელი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა, აუცილებლად შეუერთდება მის ინიციატივას – სააკაშვილის წინააღმდეგ ”შეურიგებელთა დემოკრატიულ ფრონტს“. ახალი ინიციატივით, პარლამენტის ექსსპიკერი იგებს ყველაფერს, რისი მოგებაც შეიძლება. ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ, ნინო ბურჯანაძე - ოპოზიციონერის მიღება საზოგადოებას არ სურდა. თუნდაც იმიტომ, რომ ის მჭიდროდ იყო ასოცირებული ყველა იმ დანა��აულთან, თუ შეცდომასთან, რომელთა გამოც, ხალხი სერიოზულ პრეტენზიებს უყენებს ხელისუფლებას. ამგვარად, ოპოზიციაში მოსული სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელის წინაშე ურთულესი ამოცანა იდგა, - მას ხალხისთვის საკუთარი წარსული უნდა დაევიწყებინებინა და ნელ–ნელა დაეწყო რეიტინგის მოპოვება. ექს–დიპლომატისგან განსხვავებით, პარლამენტის ექს–სპიკერი საკუთარი წარსულის გამო, თავს არარადი��ალობის უფლებას ვერ მისცემდა. სწორედ ქუჩაში – ხალხმრავალ აქციებსა და გამოსვლებზე უნდა მიეღო მას ინდულგენცია წარსულის გამო. მიტინგებზე უნდა ეღიარებინა იგი საზოგადოებას – ჯერ ერთ–ერთ ოპოზიციონერად ხოლო მოგვიანებით, ერთიან ლიდერადაც. ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობა კი, რადიკალიზმი იყო. ასე იქცა ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ნინო ბურჯანაძე ყველა რადიკალზ��� უფრო დიდ რადიკალად. დასავლეთში დაიბნენ. იქ მას სხვაგვარად იცნობდნენ. მშვიდი, გაწონასწორებული ალასანიას ფონზე, ახლადგარადიკალებული ბურჯანაძე დასავლეთისთვის საინტერესო აღარ აღმოჩნდა. განსაკუთრებით, მთლიანად შეცვლილი მსოფლიო პოლიტიკის ტონალობისა და საერთაშორისო ურთიერთობების მკვეთრად გამოხატული არაკონფრონტაციულობის გამო. ცხადია, ცივილიზებულ ქვეყნებზეა საუბარი. თუ���ცა ისიც არის, რომ ევროპა და ამერიკა რუსეთი არ არის. არც ”მიშას წაიყვანს“ ვინმე და არც, მის ადგილზე დასვამენ ”მიშა 2“–ს. სხვათაშორის, ამაზე ”ვარდების რევოლუციის“ გამოცდილებაც მეტყველებს. მაშინ ამერიკის უპირობო ფავორიტი ზურაბ ჟვანია გახლდათ. რჩეული კი იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სააკაშვილმა იმდენად მაღალი რეიტინგი ”აკრიფა“, რომ საბოლოოდ, ამერიკელებს სიმპათიების ”გადათ��მაშება“ და ფსონის სააკაშვილზე დადება მოუწიათ. ასე რომ, როგორიც უნდა იყოს დასავლეთის პოზიცია, საბოლოოდ ბევრ რამეს, მაინც, კონკრეტული ლიდერის პოპულარობა განსაზღვრავს. ბურჯანაძემ ეს კარგად იცის. სწორედ ამიტომაც ის მთლიანად ქვეყნის შიგნით მხარდამჭერთა მოპოვებაზე ზრუნავს. მით უფრო, რომ დასავლეთის კონტექსტში მას დასაკარგი აღარაფერი აქვს – ყველაფერი უკვე დაკარგულია. ყოველ შე��თხვევაში, ასე ჩანს დღეს და ახლა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარების შეცვლა არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის ექს–სპიკერი გადამწყვეტად მაღალი რეიტინგის მოპოვებას შესძლებს, მიუხედავად განწყობისა, დასავლეთს თავისი პოზიციის შეცვლა მოუწევს. ექსპერტი ამ მოსაზრებას ეთანხმება. რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მართლაც, ”ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს“. გარდა ამისა, ის ��აც დღეს ზარალად ჩანს, ხვალ შეიძლება დიდ მოგებად იქცეს. - ”დასავლეთისთვის რადიკალიზმი მიუღებელია არა იმიტომ, რომ რადიკალიზმს უარყოფენ, არამედ იმიტომ, რომ მოსალოდნელი შედეგების ეშინიათ. გავიხსენოთ ”ვარდების რევოლუცია“, რომელსაც დასავლეთი სიამოვნებით მიეგება, რადგან ამას არ მოჰყოლია სამოქალაქო დაპირისპირება. ანუ, ის სასურველი სწორედ მისი ხავერდოვნების, მშვიდობიანი ხასია��ის გამო იყო. ასე რომ პრობლემა შესაძლო შედეგია და არა, რადიკალიზმი“, – ამბობს საყვარელიძე. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ბურჯანაძე აქტიურად თანამშრომლობს დასავლური მედიის ყველაზე გავლენიან საშუალებებთან. ”უოლ სთრით ჯორნალი“, ”გარდიანი“, ”ვაშინგტონ პოსტი“... აქ ხშირად ქვეყნდება პარლამენტის ექს–სპიკერის სტატიები, რომლებშიც ბურჯანაძე ისეთია, როგორსაც ევროპა და ამერიკა იცნობს: მკაცრი, პრინციპული, მაგრამ მშვიდი და გაწონაწორებული. ასე ცდილობს ის, დასავლეთში თავისი ძველი იმიჯის აღდგენას. - ”ბურჯანაძეს აღმოაჩნდა ნიჭი ერთდროულად რამდენიმე ”ფრონტზე“ მათი შესაბამისი ”იარაღით“ ბრძოლისა“ – ამბობს ექსპერტი და იხსენებს, რომ ”ბურჯანაძე აფხაზებთან და რუსებთან დიალოგისას – თუნდაც, ტელეხიდის ფორმატშიც კი – ყოველთვის პრინც��პული, მაგრამ კორექტული იყო“. აგვისტოს ომი მეტად მტკივნეული თემაა. თუ ამით აპელირება გონივრულად მოხერხდა – მკაცრად, რადიკალურად, ხელისუფლების წინააღმდეგ მაქსიმალურად ხისტად – ამ ინიციატივით შესაძლოა, ბურჯანაძემ იმას მიაღწიოს, რაც 9 აპრილის აქციების განმავლობაში, დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხა, დაამტკიცოს, რომ რეალური ოპოზიცია მართლაც მხოლოდ თვითონაა და შესაბამისად, სა��კაშვილის ”გაშვებაც“ მხოლოდ მას ძალუძს. ”გაშვება“ მის ნაცვლად მოსვლას გულისხმობს. ამ მომენტისთვის ბურჯანაძე უფრო, კიდევ ერთხელ წარმოჩინდება როგორც პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებაში არ შევა. და ვფიქრობ, ამ ნიშაში ის დამაჯერებელია“ – აცხადებს საყვარელიძე. - ”შეურიგებელთა დემოკრატიული ფრონტი“ თავის თავში რადიკალურ ქმედებებსა და დიალოგსა თუ არჩევნებზე უარის ���ქმასაც გულისხმობს. თუნდაც იმიტომ, რომ ასეთია მისი ინიციატორი ლიდერის პოზიცია. არის სხვა ასპექტიც. ბურჯანაძის მიერ ინიცირებულ ოპოზიციურ კოალიციასთან მიერთება, არაპირდაპირ, დანარჩენი ოპოზიციის (მათ შორის, ალასანიას ალიანსის) მხრიდან მისი ლიდერობის აღიარებას ნიშნავს. ექსპერტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ბურჯანაძეს ლიდერობის ღიად გაცხადებული პრეტენზია არა���ოდეს ჰქონია. - ”ის საკმაოდ ადვილად იღებს დანარჩენების ლიდერობასაც და მათ კურსსაც, თუ თავად კურსია მისთვის მისაღები“– დასძენს საყვარელიძე და აღნიშნავს, რომ ”ბურჯანაძის ლიდერობა მის გამოცდილებაზე და ვაჟკაცობაზე იქნება დამოკიდებული“. ამგვარად, ბურჯანაძემ თავისი ახალი ინიციატივით ალასანია როგორც იტყვიან, ”ორ ცეცხლს“ შორის მოამწყვდია. თუ ექს–დიპლომატი უარს იტყვის და არ შ��ურთდება ამ ინიციატივას, ანუ დარჩება ”ზომიერთა“ ნიშაში, ეს საზოგადოებაში ორივე თემას ”გააცოცხლებს“ – ”ამერიკული პროექტისაც“ და ”ალასანია კარგი ბიჭია, მიშას მემკვიდრეასაც“. თუმცა, ის ძველებურად გასაგები, მისაღები და საინტერესო იქნება დასავლეთისთვის. თუ შეურთდება ბურჯანაძის ინიციატივას, მაშინ ქვეყნის შიგნით ეს ეჭვები საბოლოოდ გაიფანტება, მაგრამ სამაგიეროდ, გაჩნდება საფრთხე, რომ ის დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს. - ”ეს ჩამონათვალი მართლაც არის ის საკითხები, რომლებიც ალასანიას თავსატეხს წარმოადგენს. თუმცა, ”ზომიერი“ ნიშის დაკავება და რადიკალურ განცხადებებზე უარის თქმა უკვე იყო რთული გზის არჩევა. ხალხის სიმპათიების მოპოვება რადიკალიზმით უფრო ადვილია. მით უფრო, როდესაც ასეთ სარისკო პარტნიორებთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე თანხმდები – ხელისუფლებაზე ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მას გაცურება უყვარს. თუ ხელისუფლებამ უღალატა ასეთ პარტნიორულ სტილს, მაშინ ალასანია მართლა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.“ – აცხადებს ექსპერტი. არის მეორე ასპექტიც. თუ ექს–დიპლომატი პარლამენტის ექს–სპიკერის ინიციატივას შეუერთდება, ის ამით არაპირდაპირ, ბურჯანაძის უპირობო ლიდერობას დათანხმდება. ამგვარად, ნინო ბურჯანაძის ინიცია��ივის შემდეგ, ირაკლი ალასანია ორ ცეცხლს შორისაა. ანუ, ალასანიამ უნდა მოახერხოს და გადადგას ნაბიჯები ისე, რომ თავისი რეალური ოპოზიციონერობა დაუმტკიცოს საზოგადოების საპროტესტოდ განწყობილ ნაწილს და ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ დასავლეთის მხარდაჭერაც არ დაკარგოს. ახლა საინტერესო ის არის, როგორ შეძლებს ის ამ დილემასთან გამკლავებას. ====================================== საინტერესოა
-
უფრო "კატასტროფული" მაგალითების მოყვანაც შემიძლია თუმცა ამჯერად თავს შევიკავებ
-
აააარაფერიც არ მიგრძვნია
-
Saturn არ ცხოვრობდა მაშინ დიდი უმრავლესობა 60 და 80 ლარზე, ისევე როგორც დღეს არ აქვს უმრავლესობას 800 და 1000 ლარი, რელურად კი, ოჯახის შესანახად ეგეც არაა საკმარისი.
-
Saturn არ მითქვამს მე წვრილი სასურველია მეთქი, წვრილი ნაკლები ბოროტებაა და მასთან ბრძოლაც ბევრად ადვილია. დიდი ალბათობით კი. შენ წარმოიდგინე არა! შევარდნაძის დროს იყო კორუფცია ყველა რგოლში და ყველა მეტ-ნაკლებად კმაყოფილი იყო ამით,დღესრა გვაქვს? - დღეს "ტოპ" და "მიდლ" მენეჯმენტს აქვს დიდი ხელფასი + ბევრ შემთხვევაში ხელშეუხებლობა გარკვეულ ფარგლებში და ფართო ასპარეზი თანამდებობის პირადი მიზნებისათვის გამოყენებისა, ხოლო დანარჩენებს - მხოლოდ ხელფასი! ეს წარმოშობს უსამართლობის განცდას და სოციალურ დიფერენციაციას კიდევ უფრო აღრმავებს, ანუ მდიდრები კიდევ უფრო მეტს შოულობენ ღარიბების და საშუალო ფენის ხარჯზე. არ გამიგო ისე, თითქოს მე შევარდნაძისდროინდელ კორუფციას ვამართლებ. რა თქმა უნდა არა, უბრალოდ მაღალ ეშელონებში გავრცელებული კორუფცია უფრო მეტად ურტყავს საზოგადოებას, ეს მაგალითი კი რაც მოვიყვანე, მხოლოდ სოციალური ასპექტია, აღარაფერს ვამბობ სახელმწიფოს, მისი ეკონომიკის, თავდაცვისუნარიანობის და ზოგადად სისტემის შესახებ.
-
Nukriko არ გცოდნია ისტორია კარგად წარმატების მიღწევა თავის კარგად გრძნობას არ ნიშნავს დღესაც უამრავი ქართველია უცხოეთში გადახვეწილი, მაგრამ კარგად გრძნობენ თავს?! "ფესვები" მაინც არ გაქვს ნანახი?
-
Saturn რა არ არის ამსე და რატომ?!!
-
Nukriko კი, თავისით და სხვის ხარჯზე დაიკიდე საქართველო - მიიღებ გაზს, გარანტირებულად და იაფად ხმა არ ამოიღო როდესაც XXI საუკუნეში სახელმწიფოს სუვერენიტეტეს შენ ცხვირწინ აბახებენ და მიიღებ "მეგობრობას" გამბახებელთან გავარტყი ეგეთ თავისით კეთებას!
-
რუსული ტრუბა გამოიძრონ უკნიდან და მერე ილაპარაკონ სხვის ძრომლაიზე და ტარაკანობაზე
-
უნდა ვაღიარო, რომ ჟვანიას არაპოპულარობის მიუხედავად მთელ იმ ბალაგანში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სწორედ ის იყო ძალიან დააკლდა ქვეყანას, მისი ადგილი კი ჯერ არაა დაკავებული რაც შეეხება ლიბერალურ ნიშას - ის ისევ თავისუფალია IMHO და არავინ დამიწყოს საუბარი ბოკერიას ან თავისუფლების ინსტიტუტის ლიბერალობაზე ეს ის ხალხია, რომელიც ამართლებდა და დღესაც ამართლებს დემოკრატიის მსხვერპლად შეწირვას გაურკვეველი "სახელმწიფო ინტერესებისადმი" მე არ მწამს ამ ხალხის ლიბერალობა და მათი შეფასებაც ესაა -
-
:yes2:
-
რეალურად ბევრად საშიშია "წვრილმან" სამოხელეო დანაშაულზე, მათ შორის კორუფციაზე და ეს პრობლემა საქართველოში აშკარად არის.
-
მიშას შეცდომები მხოლოდ მისი შეცდომები არ არის
choxa replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან მარტივი ლოგიკაა სანამ სხვებს დაუწყებ მურიანი ცხვირპირის გასუფთავებას, ჯერ საკუთარზე უნდა იზრუნო და სუფთად შეინარჩუნო -
ქართულ–სომხურ–აზერბაიჯანული ლაბირინთი სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვა დასავლეთს ნამდვილად აძლევს ხელს, ეს ხელსაყრელია აზერბაიჯანისთვისაც (ის ამაში ყარაბაღის უსისხლოდ დაბრუნების რეალურ პერსპექტივას ხედავს), სამაგიეროდ ასეთი ალტერნატივა წამგებიანია საქართველსოათვის, და კატასტროფის ტოლფასი რუსეთისთვის – ანუ გამოიკვეთა ერთი, თუნდაც ბუნდოვანი საერთო ინტერესი, რაშიც რუსეთისა და საქართველოს პოზიციები თანხვედრაშია – ესაა ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობა! ლოგიკურია ჩნდება კითხვა – რატომ აქტიურობს რუსეთი და ცდილობს „იშუამავლოს“ ამ კონფლიქტის მოგვარებაში? – ჩემი აზრით ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის მორიგი დაკონსერვებისა და გაყინვის მცდელობა. უკანასკნელ პერიოდში ამის მზადყოფნა და ინტერესი კრემლიდან რამდენჯერმე გაჟღერდა როგორც ბაქოს, ასევე ერევნის გასაგონად. უნდა ვივარაუდოთ, რომ ერევნისაგან განსხვავებით ბაქოში ამ ინიციატივას აღფრთოვანებულები არ შეხვედრიან, რადგან თუნდაც საქართველოს მაგალითზე კარგად იციან, რას ნიშნავს რუსი „მშვიდობისმყოფელი“. ახლა რაც შეეხება ერევანს – ის მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგავს დასავლეთის მიმართულებით, ეს ნაბიჯები გაუბედავი, სუსტია, მას თან ახლავს ისტორიული „შიშები“ და რეალური საფრთხის განცდა რუსული ბაზების ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობის გამო. ერევანი უკვე მერამდენე წელია ცდილობს დაბალანსების პოლიტიკა გაატაროს, მაგრამ აგვისტოს ომმა სერიოზულად ჩააფიქრა ამ ქვეყნის მმართველი წრეები – ერთის მხრივ მათ კარგად დაინახეს როგორ სჯის რუსეთი „ურჩებს“ , მეორეს მხრივ კი აშკარად იგრძნეს ქართული სივრცის და კომუნიკაციების გადაკეტვამ რა მწარედ მოუჭირა მათ ეკონომიკას ყულფი. გახმაურებული ინფორმაცია სომხეთში, საქართველო–აზერბაიჯანის (!) საზღვართან ახალი რუსული ბაზის მშენებლობის შესახებ ამ მხრივ დამაფიქრებელია, ეს საგანგაშოა და არა მარტო საქართველოსათვის, არამედ პირველ რიგში აზერბაიჯანისთვის, მაგრამ არც ამ მოვლენის გაზვიადება ღირს, ახალი ბაზა ახალ შეიარაღებას (ამ ეტაპზე მაინც) ნამდვილად არ ნიშნავს, რადგან სომხეთში იარაღის შეტანა დღეს რუსეთს ფიზიკურად აღარ შეუძლია (საქართველოს გავლით ეს წარმოუდგენელია, აზერბაიჯანმა დიდი ხანია უარი უთხრა მსგავსი ტვირთების ტრანსპორტირებაზე რუსეთს, თურქეთზე ხომ ლაპარაკიც არ შეიძლება) ფაქტიურად ამით ერევანი კიდევ ერთ ნაბიჯს დგავს იზოლაციისაკენ, და უკვე თავისთავად ეს ფაქტი, მე პირადად მაფიქრებინებს, რომ ახალი ბაზის გახსნაზე თანხმობა მხოლოდ ლამაზ დაპირებად დარჩება და მისი განხორციელება არ მოხდება. რუსეთი უკვე მისსავე „კავკასიური პოლიტიკის“ ტყვეობაშია, ფაქტია, რომ არსებული სტატუს–ქვო სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობებში ვეღარ შენარჩუნდება, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება რუსეთს ხელს არ აძლევს. აზერბაიჯანი არასოდეს დათმობს ამ რეგიონს არაფრის სანაცვლოდ, სომხეთს კი ვერაფერს ვერ შესთავაზებს რუსეთი ისეთს, რის გამოც უარს ათქმევინებს ყარაბახზე. ის რაც სომხეთს სჭირდება, ხელთ დასავლეთს უპყრია – ესაა მსხვილი ენერგოპროექტები და მათი გატარება სომხეთის ტერიტორიაზე, გასასვლელი შავ ზღვაზე საქართველოს გავლით და უსაფრთხოების გარანტიები. ამ პირობებით კონფლიქტის მოგვარება და მითუმეტეს დასავლეთის მიერ, რუსეთისათვის კატასტროფაა, რადგან გარდა იმისა, რომ კარგავს სომხეთს, კარგავს ალტერნატიული ენერგომარშრუტების გაკონტროლების საშუალებასაც, რაც აპრიორი აზრს უკარგავს მის აგრესიულ პოლიტიკას კავკასიაში და დიდი პოლიტიკური მსხვერპლის ფასად საქართველოს „დასჯას“. თავის მხრივ კონფლიქტის მოუგვარებლობა და მისი მორიგი დაკონსერვება სერიოზულად ლახავს კრემლის იმიჯს როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის თვალში და ხელს უხსნის დასავლეთს – ეს სერიოზული დილემაა! ახლა ორიოდე სიტყვით აზერბაიჯანზეც – რუსეთის აქტიური ზეწოლის მიუხედავად ბაქო კვლავ ინარჩუნებს კეთილგანწყობას თბილისის მიმართ და აქ არაფერ შუაშია არც პრეზიდენტების მეგობრობა და არც ალიევის გამზირი თბილისში. აზერბაიჯანს საქართველო ძალიან სჭირდება როგორც ნავთობის ტრანზიტის საშუალება, თუ ქართული მარშრუტი დაიკეტა, ის იზოლაციაში აღმოჩნდება და იძულებული შეიქნება ნავთი მხოლოდ რუსული მარშრუტით გაყიდოს ევროპაში, ეს კი რასაც ნიშნავს ბაქოში კარგად იციან და ძალიანაც არ უნდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ–სომხურ–აზერბაიჯანული ინტერესების ლაბირინთი სულ უფრო ფართოვდება და მასში რუსეთის გარდა, ახალი ძალით ჩაერთო დასავლეთი, რაც უკვე თავისთავად ქმნის მოვლენების საინტერესო განვითარების მოლოდინს. ეს შარშან დავწერე, ზუსტად ერთი წლის წინ
-
გილოცამ აქაც :buchti:
-
ცოტ-ცოტა ყველას, ვითარებისადა შესაბამისად
-
სახელმწიფო ადამიანისთვის, თუ ადამიანი სახელმწიფოსთვის
choxa replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio შენ რაჭველი ხო არა ხარ ლოთიანად -
''ექსპრესნიუსი" რუსებმა დააზიანეს?????
choxa replied to machkatela's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა დონის ფენერბახჩე უნდა იყო რო ბიუჯეტი წლის დამთავრებამდე ერთI კვარტალით ადრე ნულზე დასვა თან ისეთ მუხლში, როგორიც ხელფასია :husein: -
ბიგ ბადა ბუუმ თან ორი ცალი მკლამს fuckტიურად :monadire: