-
პოსტები
1.153 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი choxa
-
პარლამენტარისთვის საკრებულოს არჩევნებში უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე მონაწილეობის უფლება "გაპარებული" აღმოჩნდა სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 27 / 11, 2009 19:51 Print Font size: ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტში პარლამენტარისთვის საკრებულოს არჩევნებში უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე მონაწილეობის მიღების უფლება, ‘’გაპარებული’’ აღმოჩნდა. ამის შესახებ პროექტის მხოლოდ ‘’განმარტებით ბარათშია საუბარი, თავად კანონპროექტში კი დეპუტატებისთვის ამ უფლების მინიჭების შესახებ, არაფერია ნათქვამი. საკითხით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი დაინტერესდა და შესაბამისი განმარტებაც მიიღო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დაადასტურა, რომ აღნიშნული საკითხი NDI-ის ფორმატით გამართულ მოლაპარაკებებში განხილვის თემა იყო, თუმცა მასზე ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ შედგა. მისივე თქმით, პარლამენტის მოქმედი წევრისთვის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების ინიციატივა შესაძლოა პლენარულ სხდომაზე განხილვის ობიექტი მას შემდეგ გახდეს, რაც კოდექსის პროექტზე მსჯელობა მუხლობრივად მეორე მოსმენით დაიწყება. სხდომაზევე ეს ინიციატივა ცაგარეიშვილმა ~ნაციონალური მოძრაობის~ ~პარტიულ ფარისევლობად~ შეაფასა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ განმარტებით ბარათში ‘’გაპარული’’ პუნქტის განახლებულ ~საარჩევნო კოდექსში~ ასახვა გარდაუვალი იქნება. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მხოლდო იმას ადასტურებს, რომ ~ნაციონალურ მოძრაობას~ აღარავინ ჰყავს, ვისაც ამომრჩეველს შესთავაზებს და არჩევნებში გამოსაჩენ ადამიანებს ახლა პარლამენტში ეძებენ. მისივე აზრით, პარლამენტიდან შერჩეული იქნება უმრავლესობის ერთი ან რამდენიმე სახე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებს და საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ კი, როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, უარს იტყვის საკრებულოში შესვლაზე და ადგილს ადგილმონაცვლეს დაუთმობს, თავად კი პარლამენტში შემობრუნდება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში ამ საკითხის განხილვამდე, იდეა პარლამენტში დეპუტატებმა ჯონდი ბაღათურიამ და ნუგზარ ერგემლიძემ გაახმოვანეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ================================================== არანაირი კომენტარი უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს ამათი პენიტენციალურ დაწესებულებაში მოთავსება შედეგს მოიტანს?
-
Saturn როდესაც ბრიტანეთში ინვესტიციების მოსაზიდად ჩადიხარ და ბრიტანეთის საგარეო უწყების შეფი, იმით იწყებს საუბარს, რომ შენ ქვეყანაში მისი ქვეყნის კომპანიას პრობლემებს უქმნიან, უოლსტრიტი კი ასეთ სტატიას აქვეყნებს.............ჩვეულებრივი, სამოქალაქო ენით, ეს ნიშნავს - რა ინვესტიციები, თქვენ ### ხო არ გაქვთო და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჯოზეფ კეი და მისი პატრონები იყვნენ თბილად და მაძღრად ხოდა მ######ანთ საინვესტიციო პოლიტიკა პ.ს. ხო, მართლა, როდესაც ბრიტანელი დიპლომატი ერთხელ გეუბნება რო სირი ხარ, სხვა საკითხებთან მიმართებაშიც აღარ ავიწყდება, რომ სირთან აქვს საქმე
-
უკვე ღიად, მოურიდებლად ხდება ყაჩაღობა და გლეჯვა
-
“THE WALL STREET JOURNAL” საქართველოში მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ შემნილ პრობლემებზე სტატიას აქვეყნებს ბრიტანულ გამოცემა “THE WALL STREET JOURNAL” 27 ნოემბრის ნომერში საქართველოში მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ შემნილ პრობლემებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. “ინტერპრესნიუსი” სტატიის თარგმანს გთავაზობთ. “ბრიტანელი ოფიციალური პირები ბრიტანული კომპანიის მიერ დაწყებული დავით დაინტერესდნენ. საუბარია ტომას ბლეიკზე, შპს “Thames Steel UK”- ის დირექტორი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში მეტალურგიული ქარხანა ჩამოართვეს და სასამართლოს საშუალებით გაასხვისეს. ბლეიკის ფირმას ქარხანა შეძენილი ჰქონდა ქართველი მაგნატის, ბადრი პატარკაციშვილსგან, რომლის გარდაცვალებასაც მის ქონებასთან დაკავშირებით დავა მოჰყა. როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყება აცხადებს, ზემოაღნიშნულით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდიც დაინტერესდა, რომელმაც ეს საკითხი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ხუთშაბათს შეხვდა. ნიკა გილაური ლონდონში კონფერენციას ესწრება, სადაც ბრიტანელ ბიზნესმენებს მოუწოდებს, საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ. ტომას ბლეიკის განცხადებით, მისმა კომპანიამ, რომელიც ბრიტანეთშია რეგისტრირებული, კომპანია “Energy and Industry Complex” ბადრი პატარკაციშვილის “Global Steel Holdings” –ისგან 2007 წლის სექტემბერში 70 მილიონ დოლარად შეიძინა. პატარკაციშვილმა 2007 წელს საქართველო დატოვა და ბრიტანეთში გაემგზავრა, რადგან, მისივე თქმით, მთავრობა მის მკვლელობას გეგმავდა. 2008 წლის იანვარში მან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა წარუმატებლად. საქართველოს მთავრობამ ბადრი პატარკაციშვილს სახელმწიფო გადატრიალობის დაგეგმვა წაუყენა ბრალად. ბრიტანელი ექსპერტის დასკვნით, ბადრი პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა, რის შემდეგაც საქართველოს უმდიდრესი ადამიანის ქონება დავის საგნად იქცა. როგორც ტომას ბლეიკი ამბობს, სექტემბერში კომპანია “Thames Steel UK”-მა ადგილობრივი გაზეთიდან შეიტყო, რომ მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ქარხანა კრედიტორ “Kolkis Business Corp.”-ს გადასცემოდა. ბლეიკი ფიქრობს, რომ ეს კომპანია სპეციალურად შეიქმნა, რათა განხორციელებულიყო ქარხნის ტრანსფერი. ბლეიკმა ვერ მოიპოვა ვერავითარი ოფიციალური ინფორმაცია ამ კომპანიის რეგისტრაციის შესახებ. ბლეიკის განცხადებით, ოქტომბერში ქართულმა სასამართლომ აუქციონზე მეტალურგიული ქარხანა - “Thames Steel” გაიტანა, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა და ამის შემდეგ ქარხანა კრედიტორ კომპანიას - “Kolkhis” გადაეცა. “Kolkhis”-სთან დაკავშირება და კომენტარის მიღება საკონტაქტო ინფორმაციის არარსებობის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა. საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხა; კომენტარზე უარი განაცხადა საქართველოში ინვესტიციების სახელმწიფო სააგენტომაც. “ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ საკითხით და გავაგრძელებთ მის დასმას ოფიციალურ პირებთან, მათ შორის - მინისტრებთან. ხუთშაბათს ნიკა გილაური ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, სადაც ასევე განიხილეს ზემოაღნიშნული საკითხი, ბრიტანელი მინისტრის ინიციატივით”, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ნიკა გილაური ლონდონში იმყოფება, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნესტური იწყება. ბიზნესტური პირველ დეკემბერს ნიუ-იორკში გადაინაცვლებს, ხოლო ორი კვირის შემდეგ - აბუ დაბიში. ბიზნესტურზე წარმოდგენილი იქნება “საქართველოს უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობები” და აღმასრულებლებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ “წარმატებული ისტორიები უცხოელი ინვესტორებისგან”. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბრიტანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოკავშირე იყო, ევროპის დიდ სახელმწიფოებს შორის. ბრიტანეთმა რუსეთი დაადანაშაულა ამ ომში, თუმცა მხარი არ დაუჭირა ამერიკის მოწოდებას რუსეთის გაძევების შესახებ ისეთი ფორუმებიდან, როგორიც არის, მაგალითად, “რვიანის ჯგუფი”. ომის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და გლობალური კრიზისის ფონზე, საქართველოს მთავრობა მონდომებული იყო, მოეზიდა ინვესტიციები. ქვეყნის აქტიური მუშაობის შედეგად შეიქმნა ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემო, მაგალითად დაბალი კორპორაციული გადასახადები. ამან ხელი შეუწყო უცხოური ინვესტიციების ზრდას 2 მილიარდ დოლარამდე 2007 წელს, ეს მაჩვენებლი 2003 წელს 336 მილიონს შეადგენდა. ბრიტანული ნავთობკომპანია BP PLC ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია”,-წერს ბრიტანული გამოცემა (online.wsj.com/article/SB125918656860164675.html). http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
lasha1997 ნოუ პრობლემ როგორც თქვენკენ იტყვიან
-
lasha1997 ჰეჰ აბა რაააააააააა ეხლა პოზიციაში გადავდივარ, უმადური ოპოები ესენი
-
lasha1997 ჩემი ხო გაგეხარდა?!
-
:popcorn:
-
daviti111 თემა რაზეა? უფრო სწორად ვიზე? და კიდევ უფრო სწორად, რა კავშირი აქვს პოლიტიკასთან?
-
ლ ი ც ი არადა ხელისუფლებამ თუ ყველა გზა მოუჭრა არარადიკალებს, ბურჯანაძე მაგას მოახერხებს
-
Siknadmo ვიშუამდგომლებ, რომ ვორნლოგი დაგიმძიმონ Blaugranator თქვენც ასევე
-
Nukriko გასაგებად მივუთითე, რომ წყაროს გარეშე თემა დაიხურებოდა ეს ფორუმის წესია და თემაც წესის მიხედვით დაიხურა!
-
Nukriko და შენ გინდა თუთბერიძეს შეურაწყოფაზე და რელიგიური გრძნობების პატივისცემაზე ვუკითხო ლექციები? გგონია არ იცის? lasha1997 შეურაწყოფა მიუღებელია თეას პოსტებიც იშლება სადაც შეურაწყოფას აქვს ადგილი არ დავხურავ ამ თემას განაგრძეთ "ისიამოვნეთ" მერე მოვალ და გავწმენდ
-
მერის არჩევნები, ხელის გადაგრეხვის პოლიტიკა
choxa replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალადობის ახალი ტალღა -
Tea_Tutberidze ეკა ქარდავა მომიკითხე, ძალიან კარგი გოგო იყო როგორც მახსოვს ერთ დროს
-
Nukriko როგორმე თავად გადავწყვეტ
-
Tea_Tutberidze ეხლა ამ თემასაც დავხურავ
-
Tea_Tutberidze უპასუხებდა კიო გაბედნიერდი?
-
Tea_Tutberidze რა მაგდებს სასაცილო მდგომარეობაში, ის რომ შენი "იუმორი" უაზრობად მეჩვენება და შეურაწმყოფელად? რა შუაშია ტაბუ გაინტერესებს შენ რა ფერის ტრუსი მაცვია და დღეში რამდენჯერ მაქვს სექსი? არა ხომ არც მე მაინტერესებს შენს შესახებ მსგავსი მონაცემები რა სიამოვნებას განიჭებთ ეს ყველაფერი ვერ ვხვდები
-
Siknadmo PM!!! naftucha ამის მიუხედავად, იცი, რომ შეურაწყოფას და დებილურ ღადაობას ვერ ვიტან. რას მოითხოვ ლეო, ფორუმი აგაოხრებინოთ პატრიარქზე უაზრო ღლიცინით?!
-
Tea_Tutberidze მიხარია