Jump to content
Planeta.Ge

choxa

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    1.153
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი choxa

  1. გააკეთებენ და გაიგებთ თქვენი ამბავი რო ვიცი არაფერი არ მოგწონთ ხოდა მაგიტომაც აწი ჩუმად გააკეთებენ ყველაფერს ;)
  2. კარგია რაც მეტი ასეთი პასკვილი დაიჯღაბნება, მით უკეთესი ;)
  3. შორს ამ ხალხისაგან მათ შორის უამრავი ფეესბეს პირმშოა და ერთ მსხვილ ტერაქტს ისე დააკავშირებენ საქართველოსთან, რომ თერგიც ვეღარ ჩამოგვრეცხავს მაგ ლაქას
  4. ძუკუ იმედია ფიქრობენ (იფიქრებენ), თორემ სადაც საარჩევნო კომისიაში ნაცთავმჯდომარეა და წევრების 80% ან ნაცები, ან მათი სატელიტების წარმომადგენლები - იქ არჩევნების მოგების იმედი ღმერთსაც არ უნდა ჰქონდეს
  5. ზაზა ფირალიშვილი - ხელისუფლებამ ოპოზიციაში არსებული წინააღმდეგობებით ისარგებლა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით დასრულებული კონსულტაციების შედეგებზე, კონსულტაციების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე “ინტერპრესნიუსი” ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა. - ბატონო ზაზა, როგორ შეაფასებდით ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით დასრულებული კონსულტაციების შედეგებს? “ალაინსი” 30%-იან ბარიერს, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისა და ცესკო-ს თავმჯდომარის დამტკიცების წესს, სიებსა და საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული კამერების გაკონტროლების მექანიზმებზე შეუთანხმებლობას აპროტესტებს. - ცხადია, საარჩევნო ბარიერის გამო კამათი “ნაციონალებსა” და “ალიანსს” შორის არ არის მხოლოდ ნორმალური საარჩევნი გარემოს შექმნასთან დაკავშირებული. ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელისუფლებას სურს, არჩევნები მათ მიერ ნაკარნახევი პირობებით წარიმართოს და ამით წინასწარ შექმნას მისთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრი. ეს იქნებოდა ერთგვარი წინასწარი გამარჯვება, ერთგვარი გზავნილი, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო ბატალიებს მის მიერ ნაკარნახევ და მისთვის ხელსაყრელ პირობებში იწყებს. ამგვარმა რამემ, განსაკუთრებულად საქართველოში, მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს. ამით იგი საკმაოდ კარგ სასტარტო პირობებს იღებს. ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი იმით, რომ დღეს “ალიანსი” ის პოლიტიკური მოთამაშეა, რომლის მიმართაც მოლოდინი არსებობს და ეს ხელისუფლებამ კარდად იცის. - ოპოზიციის ერთი ნაწილი მეორეს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. თქვენი აზრით, მართლა შეიძლება გარიგებაზე საუბარი თუ რაიმე სხვა პროცესთან გვაქვს საქმე? - მე მოვერიდებოდი პირდაპირ გარიგებაზე საუბარს. ვფიქრობ, მომხდარში მცირე როლი არ შეუსრულებია იმას, რომ ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს არ სურს პოლიტიკურ ავანსცენაზე გარკვეული საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე ძალის წარმატება. ხელისუფლებასთან მათი ნებსითი თუ უნებლიე თანხმობა ამან ალბათ მნიშვნელოვნად განსაზღვრა. მათი გაგება ჯერ კიდევ შეიძლება, რადგან პოლიტიკური მიზეზებით თქვეს უარი “ალიანსის” მხარდაჭერაზე. ამასთან, არიან ისეთებიც, რომელთაც დღეს მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება მივანიჭოთ რაიმე პოლიტიკური როლი. ისინი პარიტეტულად მონაწილეობდნენ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” ფორმატით გამართულ მოლაპარაკებებში. მათი მთელი ფუნქცია ის იყო, რომ ხელმოწერების მეშვეობით გადაწყვეტილებათა დემოკრატიული გზით მიღების შთაბეჭდილება შეექმნა. მოკლედ, ხელისუფლებამ ოპოზიციაში არსებული წინააღმდეგობებით ისარგებლა. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციას მიეღწია ხელისუფლების ეროზიისთვის, მოხდა პირიქით. - აშკარაა, რომ ხელისუფლება ანგარიშს არ უწევს “ალიანსს”, რომელიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წავიდა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის ერთიანობის დაძლევა მოახერხა და ახლა ცალკე “ალიანსს” სერიოზულ ძალად არ აღიქვამს? - მე სხვაგვარად ვიტყოდი: ხელისუფლება დღეს ცდილობს, “ალიანსისთვის” არასახარბიელო პოლიტიკური რელიეფი შექმნას. იგი განაგრძობს თავის კარნავალურ პოლიტიკას და რიგით ადამიანს პიარის ენით ელაპარაკება. ეს, უმალ, დიალოგის იმიტაციაა. საერთოდ, არაერთხელ თქმულა, რომ შთაბეჭდილებათა შექმნის, ე.წ. მუდმივი პოლიტიკური ბერიკაობისა თუ ყეენობის რეჟიმი ხელისუფლების მთავარი იარაღია. საკმარისია, გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც განსხვავებულ დიალოგს შესთავაზებს საზოგადოებას და ნაკლები პიარ-თვალთმაქცობის გზით ივლის, რომ ხელისუფლების მთელი პროპაგანდისტული მანქანა დაინგრევა. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი საზოგადოება ელის ამას. მან უკვე განაჩენი გამოუტანა ხელისუფლებას, მაგრამ ჯერაც არ იცის, ვისი ხელით უნდა აღსრულდეს იგი. თითქოს, “ალიანსი” სწორედ ასეთ ძალად ქცევის პოტენციას ამჟღავნებს, თუმცა, “პოლიტიკურ სააკაშვილიზმში” ბრალდების შიშით ლამის უარს ამბობს ყოველგვარ პიარზე. არადა, ჩვენ ხომ საინფორმაციო ეპოქაში ვცხოვრობთ და ვინც ამ სივრცეში ადგილს ვერ იკავებს, ვერც წარმატებას მიაღწევს. შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ მიუხედავად მის მიმართ დღეს არსებული სერიოზული მოლოდინისა, “ალიანსი” ვერ დაანახებს უბრალო ადამიანებს თავის საჭიროებას. კონკრეტულად, გასათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო და დღესაც არის, რომ საქართველოსთანა ქვეყანაში ყბადაღებული ბარიერის 50 თუ 30 პროცენტს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეძლევა არა იმდენად სამართლებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა, რამდენადაც _ სიმბოლური. ხელისუფლებამ კარგად იცის ამგვარი სიმბოლური რაღაცეების ფასი, ეს მისი მთავარი იარაღია. ამომრჩეველთა უმრავლესობას ეცოდინება არა პოლიტიკური პროგრამები ან ბარიერის მნიშვნელობა, არამედ ის, თუ ვინ რისი “შემძლეა” და ეს პროცენტები უმრავლესობისთვის სწორედ ამგვარი “შემძლეობის” სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს. “ალიანსის” ლიდერები ცდილობენ, მხოლოდ მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე საზოგადოების შესატყვის პოლიტიკურ ენაზე იმეტყველონ. ამგვარი ელიტიზმი კი მათი აქილევსის ქუსლად შეიძლება იქცეს. ცხადია, მე ხელოვნურ და ყალბ ხალხურობას არ ვგულისხმობ. - თუ პარლამენტგარეთ დარჩენილმა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, ცხადია, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება. შეუძლებელია, ხელისუფლებას არ ესმოდეს, რომ ამგვარმა ვითარებამ თბილისში შესაძლოა, ბიძგი მისცეს ოპოზიციის რევოლუციურ გამოსვლებს. თუ ეს ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს, იგივე “ალიანსთან” მეტ კომპრომისზე რატომ არ წავიდა? - ჩანს, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ შეძლო რევოლუციური მუხტის ნეიტრალიზება. მეც ასე მგონია, მაგრამ ეს არ ნიშნავს საპროტესტო მუხტის შემცირებას. ამ ეტაპზე ხელისუფლების მთელი ქმედებები მიმართულია იქით, რომ საპროტესტო მუხტმა არ პოვოს თავისი განმასახიერებელი და “ალიანსთან” დაპირისპირებაც ამასთან არის დაკავშირებული. ოპოზიციის სხვა სუბიექტების ფარული თუ აშკარა დაპირისპირება “ალიანსთან’ და ამ უკანასკნელის საგრძნობი ელიტიზმი ხელისუფლებას ხელს უწყობს თავისი მიზნების შესრულებაში. - “ლეიბორისტები” საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩაატარებას გაერო-ს ეგიდით ითხოვენ. თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს ამგვარი იდეის გაჩენა და რამდენად პერსპექტიულია იგი? - აბა, რა გითხრათ?! ჩვენს პოლიტიკოსებს უყვართ უკიდურეს ზომებზე ლაპარაკი. ბევრ მათგანს ვერ გაუგია, რომ პოლიტიკა არის პროცესი და არა - ერთჯერადი აქტი და ყოველი პოლიტიკური კრიზისი არ ნიშნავს რევოლუციას, ხოლო ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების საფრთხე არ ნიშნავს, რომ ვიღაც დიდ ძიას უნდა მივმართოთ, შენ ჩაგვიტარე არჩევნებიო. ამგვარი რადიკალიზმი სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ინფანტილიზმი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უხერხულია, საკუთარი თავი დააყენო იმ აფრიკული ქვეყნების რიგში, სადაც ათწლეულების განმავლობაში სამოქალაქო ომი და შიმშილი მძვინვარებს, რასაც ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი ეწირება. უხერხულია, ასე საჯაროდ განაცხადო, რომ არ შეგწევს უნარი, საკუთარი ოჯახის პრობლემებს მიხედო და აუცილებლად ვიღაც, გარე ავტორიტეტი გჭირდება საიმისოდ, რომ შენც და სხვაც ადამიანის, ერის ღირსების მიხედვით მოიქცე. არ შეიძლება, გამუდმებით პოლიტიკური ცხოვრების კომიკურ ორეულს ვქმნიდეთ. ასეთი განცხადებები, პირველ რიგში, სააკაშვილს აძლევს საშუალებას, უცხოელ პარტნიორებს დაანახოს, რომ საქართველოში არსებობს არა პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ პოლიტიკური ინფანტილების ჯგუფები. რუსეთსაც ეძლევა საშუალება, რომ საერთაშორისო კულუარებში ჩვენი ხალხის პოლიტიკურ უმწიფარობაზე ილაპარაკოს. რაც მთავარია, ამით ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ჩვენი ამომრჩევლის გულის აცრუებასა და პასიურობას ვიწვევთ. - იგივეს იტყვით ე.წ. პრაიმერის იდეაზე? - არა, რა თქმა უნდა, არა. ეს არის სრულიად ნორმალური იდეა და მნიშვნელოვანი როლიც შეიძლება ითამაშოს, თუ, რა თქმა უნდა, დათვის ტყავის წინასწარ გაყოფად არ იქცა. კობა ბენდელიანი "ინტერპრესნიუსი"
  6. ვინც ეს კანონი უნდა მიიღოს და განახორციელოს, თვითონაა "გასალუსტრირებელი" და იმიტომ
  7. კარგია რაც მეტ შეცდომას დაუშვებენ, მით უკეთესი
  8. Saturn იქამდე უკვე გავიარეთ, საზღვარზე ვართ ეხლა
  9. თავისუფლების ინსტიტუტის გამბედაობა რატომღაც მარტო მაშინ ვლინდება, როდესაც ეკლესიას და რელიგიას ეხება საქმე მიამატეთ მაგ მიმართვას ის კითხვები, რაც ხელისუფლების მიმართ წლების განმავლობაში დაგროვდა კიტხეთ, რატომ არის ქვეყანაში სასამართლო წიხლქვეშ მოქცეული, მედია მიჩმორებული, ეკონომიკა ჯიბეში ჩადებული და ა.შ. აი მერე დავიჯერებ, რომ მართლა ღირებულებებისათვის, თავისუფლებისათვის და დემოკრატიისათვის იბრძვით მანამდე კი სრულ უფლებას ვიტოვებ განგიხილოთ ხელისუფლების ფინია ძაღლებად, რომლებსაც ვისაც მიუქსევ, იქით გაექანებიან ღრენა ყეფით
  10. giorgiM შენი ლოგიკით, კიდევ ერთხზელ გეუბნები, მაშინ მიშა დიდი ხანია პასუხნაგები უნდა იყოს არანაირად, ეს თქვენ დაგავიწყდათ მიშას წარსული
  11. Saturn იმიტომ, რომ შვედეთამდე საბერძნეთი, იტალია, გერმანია და ჰოლანდია უნდა გაიარო
  12. giorgiM ხუმრობ? ალასანია არჩევით თანამდებობაზე არ ყოფილა განსხვავებით მიშასაგან, რომელიც იმ უმრავლესობის ლიდერი იყო, გაყალბებული არჩევნებით რო შეგროვდა პარლამენტში გიორგაძის უფროსის ხელქვეითი კი არ იყო რო?!
  13. giorgiM არ იძახდნენ ტყუილად ეგ ნაღდი ვიცი მაგ ლოგიკით, მიშა ედვარდის უმრავლესობის ლიდერი იყო და ყველა გაყალბებულ არჩევნებზე პასუხი უნდა აგოს ალასანია ბევრი სხვისაგან განსხვავებით თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა და ხელფასსაც დამსახურებულად იღებდა არც თანამდებობდა გამოუყენებია პირადი გამდიდრების მიზნით თუ ეს ასე არაა, დაიდოს შესაბამისი ფაქტები!
  14. Jonathan Livingston უფრო ზევით შეიძლება უგულავას ისეთი გაუჩალიჩონ, მთელი ცხოვრება ვეღარ გამოიჩალიჩოს
  15. ამ არჩევნებზე ხელისუფლება უკვე კარგად ნაცნობს თუ ახალს - ყველა შესაძლო სქემას გამოიყენებს ეს არაა არჩევნები მერის პოსტისათვის, ეს გადამწყვეტი ბრძოლაა და ის გადაწყვეტს, საით წავა საქართველო - თურქმენეთისაკენ თუ საბერძნეთისაკენ
  16. კიდევ კაი ნოე ჟორდანია ცოცხალი აღარაა ესენი იმის კანდიდატურასაც წამოაყენებდნენ პ.ს. რატოა რომ პოლიტიკოსებს ასე ძალიან უყვართ ნაგავში ქექვა?!
×
×
  • შექმენი...