-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
FRIDRIX ყველაზე მეტად ამის მეშინია. ჩვენი ხელისუფლებაში ხომ ბრიყვი"პრინციპულების" დაფეიციტი არაა. ეს იდეა თავშივე უნდა მოკლან,თორემ შესაძლებელია თვითონ რუსმა მოგიწყოს პროვოკაცია.
-
გზა გადაკეტეს ამ "ჩამორჩენილებმა"
lasha_alo replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იხილეთ ვოვას არგუმენტები დდტთან -
ლაიფტაიმ რუს ცნობით, ბოევიკები რუსეთში პანკისიდან შევიდნენ. http://www.lifenews.ru/news/62668#content რუსული მედიის ნდობა არ შეიძლება,მაგრამ შემთხვევით ასეთი ნიუსები არ ვრცელდება,რაღაც მიზანი აქვთ. რა ხდება?
-
შარშანდელი ინფოა,მაგრამ მაინც სახალისოა მისი განხილვა მას ასე , გავიხსენოთ ნიუსი: საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ჯილდო თავად უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კენდად ბენკომ გადასცა და მას "დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ჩემპიონიც" უწოდა. "მიხეილ სააკაშვილი ერის ლიდერი იმ პროტესტის შემდეგ გახდა, რომელიც "ვარდების რევოლუციის" სახელწოდებითაა ცნობილი. არჩევნები, როცა სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები იყო. მისი დემოკრატიული მმართველობა კიდევ ერთხელ მაშინ დამტკიცდა, როცა 2008 წელს ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ბატონო პრეზიდენტო, მთელ მსოფლიოში ცნობილი ხართ, როგორც ჩემპიონი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები თქვენ და თქვენს ქვეყანას ძლიერ მოკავშირედ მიგიჩნევთ. თქვენი სტუმრობა ჩვენთვის დიდი პატივია", - განაცხადა კენდად ბენკომ მიხეილ სააკაშვილის მიღებისას. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა თავად საქართველოს პრეზიდენტიც. მან ის პერიოდში გაიხსენა, როცა სასწავლებლად ამ ქალაქში ჩავიდა. პრეზიდენტმა საქართველოზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანას დემოკრატიული გზით განვითარების გარდა სხვა არჩევანი არ აქვს. "მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი დახვედრისთვის. ამაყი ვარ, რომ ვიმყოფები ამ საოცარ უნივერსიტეტში. ჩემთვის, როგორც ყოფილი სტუდენტისთვის ამ ყოფნა უდიდესი პატივია. გეტყვით, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები მჭიდროდაა დაკავშირებული ნიუ-იორკთან. მე ჩამოვედი აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროდან. ეს იყო საბჭოთა სამყარო - სავსე კორუფციით და ბიუროკრატიზმით. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ვერასდროს შევიყვანებდი იმ საზოგადოებას. მჭირდებოდა რაღაც სხვა, რადიკალურად განსხვავებული. პირველი ღამის გათენება, ისე როგორც ბარაკ ობამას, ნიუ-იორკში მეც გარეთ მომიხდა. ეს არის ქალაქი, სადაც არავინ გსჯის შენი სახელის ან შეხედულების გამო", - განმარტა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება. http://ghn.ge/news-12815.html თითქოს არაფერი , ბატონი პრეზიდენტი ეწვია უნივერსიტეტს , მას ტაში დაუკრეს და ყველაფერი რიგზეა ხომ?\ არადა აგერ იხილეთ იუზერ ვაიორამის საიგულისხმო პოსტი: "საცოდაობაა, რომ ასეთი ავადმყოფი ერი ვართ, რომ ჩვენზე უფრო ავადმყოფებს ასე ადვილად შეუძლიათ დაგვარწმუნონ - "ნიუ იორკის უნივერსიტეტმა" სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭაო და ამით გვაფიქრებინონ, რომ ამერიკას აბოდებს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზე და მის "დემოკრატიულ რეფორმებზე". არც კი გვინდა გადავამოწმოთ, რა უნივერსიტეტია, რამდენად პრესტიჟულია და ა.შ. ეს სტატია არის ტიპიური მაგალითი, თუ როგორ მოქმედებენ ბნელი ხალხის მასებზე. რა უბედურებაა, რომ ჯერ კიდევ მოიძებნება ამ ქვეყანაში ხალხი, ვისაც ასეთი იმბეცილური პიარის სჯერა. ახლა ნახეთ ვინ მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება ჩვენს ვაჟკაცს - ეს არის State University of New York at Delhi. აგერ ლინკიც: http://readme.readmedia.com/SUNY-Delhi-to-...-Degree/1233367 ამ უნივერსიტეტის ნახევარი არის ნიუ იორკის შტატში ქალაქ დელიში და ნახევარი სოფელ დელიში - http://en.wikipedia.org/wiki/State_Univers...w_York_at_Delhi უნივერსიტეტი არაფრითაა გამორჩეული და ძირითადი სპეციალიზაცია მაინც კულინარიაა (გასაკვირი არაა, რატომ აირჩია სააკაშვილმა), ხოლო საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის რანგით 4046-ე(!) ადგილზეა - http://www.4icu.org/reviews/7702.htm. აი, ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი გაუბედურებული სტუდენტის ჩანაწერი: "This place fuckin blows!....2000 people go here, that doubles that amount of people that live in the town. Food suck, parties are ass, there are about 700 girls here and 75% of them look like farm animals. I beg of you DONT NOT COME TO THIS SCHOOL, they will take anyone just for the money. I get billed every other weekend for random bullshit that the RA's feel they can get money out of. this school was the worst choice i ever made....S.O.S" ვისაც არ გეზარებათ, გთხოვთ გადაუთარგმნოთ ინგლისურის არმცოდნე საზოგადოებას. მე ნაღდად მეზარება. ასეთი დამოკიდებულება ამ "უნივერსიტეტის" მიმართ მისი სტუდენტების 40%-ზე მეტსა აქვს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ კანტორას არათუ დოქტორის, მასტერის მინიჭების ლიცენზიაც არა აქვს. ხოდა თუ ვინმე ამ "ბოსლის" (რომელიც თავის თავს უნივერსიტეტს უწოდებს) მოსყიდული ხელმძღვანელის შეკვეთილ ქება-დიდებას "დასავლეთის პოზიციად" აღიქვავს, მინდა გულწრფელად გავიზიარო მათი მდგომარეობა და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. ანუ რაღაც საშუალო დონის კანტორის მიერ მიცემული დოხტორობა გაპირადა როგორც უდიდესი აღიარება კი, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია ,მაგრამ ხანდახან რომ შევახსენოთ -მიბხვდით ბატონებო,სდექ , კარგი იქნებოდა. თუმცა როგორც ვატყობ, გაჩერებაზე არც ფიქრობენ.
-
ახალი ფილმი აშკარად იქნება. პირველი სერიას ჩაუვარდათ და
-
უნაურზე მაღალი დონე მინდა :TAT: ამიტომ არ ვჩქარობ, პოპულარიზირებისას უამრავ ხერხს ვიხმარ(თ).
-
მძღოლები ზოგადად ერთერთი ყველაზე ინფორმირებული ადამიანები არიან. სამსახური, ოჯახი , მანქანაში საუბრები . მოკლედ , პრიმიტიული გათვლაა .
-
მადლობა სიკნადმოს დიდი რეკლამისთვის
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
პარლამენტში ხმის მიცემის ახალი მეთოდი
lasha_alo replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Nukriko თანამშრომელი არადა ლამის მეზობლები ხართ :დ ვხუმრობ -
პროსახელისუფლებო საარჩევნო ბლოკი გაფორმდა
-
100პრ . გამყრელიძე აღარაა ოპოზიციონერი. ერთი ნაცია რა
-
აუ რა ტკბილი დიალოგია :nekro:
-
სუპერ
-
Siknadmo სისულელეა რა . აზრის გამოტქმაც კი მიჭირს , მაგრამ ახლა არის დიდი სასიშროება რომ დაიწყოს რეპრესიების ახლი ტალღა.
-
300 არაგველი შეცვალა 200 ვლადიკავკაზელით. ვანო სულ დაქლიავდა
-
:nekro: http://www.interpressnews.ge/ge/politika/172611-giorgi-baramidzem-khorcis-gadzvireba-evrokavshiris-mothkhovnebs-daukavshira.html ხორცზე 80%-იანი ფასის ზრდა იმ ზომებმა გამოიწვია, რასაც საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის ექსპერტები ითხოვდნენ, - ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა კონფერენციაზე - "თანამშრომლობა ევროპული მომავლისათვის". "ეს სერიოზული პრობელმაა მოსახლეობისთვის, ასევე, ხელისუფლებისთვის. არა მგონია, ეს ევროკავშირის ინტერესებში შედიოდეს, თუმცა ეს განვახორციელეთ იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო სტანდარტები; თუმცა ჯობდა, ეს ეტაპობრივად გაკეთებულიყო, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში, რაც ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ. ვიცე-პრემიერმა მოუწოდა ევროკავშირის ექსპერტებს, უფრო ყურადღებით მოეკიდონ მსგავს საკითხებს. "ჩვენ არ ვწუწუნებთ, მაგრამ უმჯობესია, მსგავსი ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდეს. ჩვენ დაგვაძალეს და გავაკეთეთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად განხორციელდებოდა", - განაცხადა ბარამიძემ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერამდ, მოწესრიგდეს შესაბამისი კანონმდებლოდა და შესაბამისი სფეროები.
-
არა , პირიქით მადლიერი. სხვა ჯერჯერობით საერთოდ არც შემხმიანებია. ასე რომ დაეცა ჰოსტი და ინტერესიც ნაკლებია. მაგრამ არ მიკვირს და ბრძოლას განვაგრძობ. უცნაური იქნება ჩვენი ტიპის საიტი და არა ჩვენ მისი. ეს ხუმრობით, მაგრამ ფორმატი ცალსახად ასეთი იქნება. მაგრამ მანამდე დიდი დრო ესაჭიროება პირველადი გუნდის ფორმირებას ანუ 4-5 ადამიანის შრომაა სააჭირო სერიოზულ შემეცნებით-გასართობ საიტის გაძლიერებისათვის
-
იქითა ფორუმის ამბები იქით უმჯობესია ირკვეოდეს მეც ვპოსტავ, მაგრამ მაიონც
-
გიონს კი , გეთანხმები. ჯერჯერობით :nekro:
-
დროებით ხანდახან ხდება დაბლოკვა
-
”ლეიბორისტული პარტიის” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით რობაქიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქართული ციხეებში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, მათ შორის, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები მიხეილ სააკაშვილმა რეჯებ ტაიპ ერდოღანს, თურქეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებამდე ”საჩუქრად გადასცა”. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ ”ობიექტივთან” საუბრისას დაადასტურა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქართულ ციხეებში მყოფი ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ, ნარკოტიკების გადაზიდვისთვის გასამართლებული უცხოელები შეიწყალა; ოღონდ, თევდორაძეს არ ახსოვს ისინი თურქეთის მოქალაქეები იყვნენ თუ სხვა ქვეყნის. იმაზე, თუ რა ფორმით და რა შემთხვევაში შეუძლიათ ქართული ციხეების დატოვება უცხოელ მსჯავრდებულებს, ”ობიექტივი” ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი დამცველის” აღმასრულებელ დირექტორს, მანანა კობახიძეს. როგორც ”ლეიბორისტმა” დავით რობაქიძემ გვიამბო, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული თურქეთის მოქალაქეების გათავისუფლების ამბავი ასე შეიტყო: დავით რობაქიძე: ”დაახლოებით ორი კვირის წინ, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, კერძოდ, სარფის საბაჟოზე, შემთხვევით შევხვდი თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც ბათუმელი ცოლი ჰყავს და რომელიც დაჭერილი იყო, როგორც ნარკომოვაჭრე. ეს ამბავი თავის დროზე ცენტრალურმა არხებმაც გადასცეს. ამ ადამიანს 25 წელი ჰქონდა მისჯილი და მისი დანახვა გამიკვირდა, მაგრამ ხომ იცით - ამ ქვეყანაში ყველაფერი ხდება და ვიფიქრე, რომ ფული გადაიხადა და გამოუშვეს. მოგვიანებით ამ ფაქტით დავინტერესდი, ჩემი ვარაუდი გადავამოწმე და მივიღე ინფორმაცია, რომ 31 მაისს, სარფის საბაჟოს განახლებული შენობის გახსნის დღეს, სტუმრად ჩამოსულ ერდოღანს სააკაშვილმა ქართულ ციხეებში მყოფი თურქეთის მოქალაქეები, მათ შორის, ე.წ. ბარიგები საჩუქრად გადასცა. მანამდე ქართულ ციხეებში მყოფი თურქეთის მოქალაქეების გასათავისუფლებლად თურქეთში აქციები გაიმართა, რის შესახებაც თურქული პრესა წერდა. მოგეხსენებათ, 12 ივნისს თურქეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ერდოღანის პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება მისთვის ლანგარზე დადებული არ მიურთმევიათ, გარკვეულ რეგიონებში სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მაგალითად, სარფში სტუმრობის დროს, ერდოღანის კორტეჟს პრობლემები შეექმნა და შეხლა-შემოხლის დროს ერდოღანის დაცვის წევრიც კი დაიღუპა - რიზეში ერდოღანის საწინააღმდეგო დიდი მიტინგი გაიმართა, რასაც ჩვენმა მართვადმა ტელევიზიებმა ერთწუთიანი სიუჟეტიც არ დაუთმეს. საპარლამენტო არჩევნების წინ, ერდოღანისთვის საჩუქრად გადაცემული თურქეთის მოქალაქეები პირდაპირ მისწრება იყო. საუბარია ათეულობით ადამიანზე, რომლებიც საქართველოს ციხეებში დიდ სასჯელებს იხდიდნენ. მათ შორის იყვნენ ნარკოტიკების გადმოტანისთვის, ”ბარიგობისთვის” და სხვა კრიმინალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ქართული ციხეები თურქი მოქალაქეებისგან დააცარიელეს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბათუმის ციხეში სასჯელმისჯილი თურქი პატიმარი აღარ არის”. ა/ო. ”საზოგადოებრივი დამცველის” აღმასრულებელი დირექტორი, მანანა კობახიძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართული ციხეებიდან გამოსვლის შემდეგ გზებზე მიუთითებს: მანანა კობახიძე: ”თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეეები სასჯელს იხდიან საქართველოში ჩადენილი დანაშაულისთვის და მათ მიმართ გამოტანილია საქართველოს სასამართლოს განაჩენი, სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდებიან, თუ არ მოხდა ამ ადამიანების გადაცემა, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებიც არიან. გადაცემის შემდეგ იქ გააგრძელებენ სასჯელის მოხდას, ან დასაშვებია, მათ ქვეყანაში პირობით ვადამდე გაათავისუფლონ. გათავისუფლება იმ შემთხვევაშიცაა შესაძლებელი, თუ მსჯავრდებული მძიმედაა დაავადებული, მაგრამ ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში კარგა ხანია უცხოელზე კი არა ჩვენს მოქალაქეზეც არ მქონია. მომაკვდავის გარდა დღეს აქტირებით აღარავის ათავისუფლებენ. ამასთან, პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალების უფლებამოსილება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქის შეწყალებას არ უკრძალავს...” ”ობიექტივი” შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ელენე თევდორაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და ჰკითხა - მიმდინარე წლის გაზაფხულზე, შეიწყალა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის ათეულობით მოქალაქე? ელენე თევდორაძე: ”ვიღაცეები იყვნენ, მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ დიდი რაოდენობით; ერთეულები იყვნენ. მაგალითად, შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ უცხოელები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის. უფრო იყვნენ იემენიდან, კიდევ ვიღაცეები და თურქები სიაში, არც ისე ხშირად ხვდებიან”. ”ობიექტივის” კითხვაზე - შეიწყალა თუ არა სააკაშვილმა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული თურქეთის მოქალაქეები? ელენე თევდორაძე ასეთ პასუხს სცემს: ”თუ ის გამყიდველი იყო, გამორიცხულია. იცით როგორაა - არის მომხმარებელი, გამყიდველი და გადამზიდველი. გადაზიდვა გაყიდვას არ ნიშნავს. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა, მაგრამ, ეს თურქთან იყო დაკავშირებული, თუ ვიღაცასთან, მე უბრალოდ, არ მახსოვს. ზოგჯერ საქმეს, რომ ვკითხულობ, იქ წერია, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკები და გადაზიდა. რისთვის გადაზიდა, დაკონკრეტებული არ არის და თუ სასამართლომ გადაზიდვა-გაყიდვა არ ჩაწერა, ჩვენთვის ეს უკვე არ ნიშნავს, რომ ის ”ბარიგაა”. ა/ო. ”საზოგადოებრივი დამცველის” აღმასრულებელი დირექტორის, მანანა კობახიძის განმარტებით, ქართულ ციხეებში მყოფი თურქეთის მოქალაქეების გადაცემის საკითხების იურიდიულ მოგვარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი. ”ობიექტივმა” საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელს, ხათუნა იოსავას 21 ივნისს, საღამოს ასეთი შინაარსის კითხვით მიმართა - გთხოვთ, გვაცნობოთ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის მთავრობას, საქართველოს ციხეებში მყოფი რამდენი მსჯავრდებული გადასცა. სატელეფონო საუბრისას დაგვპირდნენ, რომ ჩვენს კითხვაზე გვიპასუხებენ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. როგორც კი ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე გვიპასუხებენ, დაუყოვნებლივ გაცნობებთ.----------