-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
ბბ-მ ისევ გაუსწო მიშას ლაიქებით, თან ბლომად)!
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე არ მივესალმები ამ ლაიქომს,მაგრამ ომი ომია DA :დ -
არაფერი საშიში. რომელიღაც ბანერი იყო დავირუსებული და ამოიღო. პანიკის გარეშე მეგობრებო.
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
lasha_alo replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
სხვაგან რომ ვიბლატაოთ, ვერა ? -
მაკა ასათიანის, მისი დის, სალომე ასათიანისა და დედის, ლუიზა თავართქილაძის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ განახლდება . როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ასათიანების ერთ-ერთმა ადვოკატმა პაატა კიკვიძემ განუცხადა, პროცესი კვლავ მოსამზადებელ ეტაპზეა და საგადასახადოდან გამოთხოვილი ტექნიკურად გაუმართავი დოკუმენტაციის ვარგისიანობის საკითხი გადაწყდება. გასული სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი საგადასახადოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის ხარვეზი გახდა. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტაცია ტექნიკურად გაუმართავი იყო, კარგად არ იკითხებოდა და ამის გამო სხდომის გადადება მოხდა. კიკვიძის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტაციით, მოსარჩელე მხარე ცდილობს დააზუსტოს შპს ~აკას~ დივიდენდების ოდენობა, ეს ინფორმაცია კი საგადასახადოში ინახება. მოსარჩელე ბორის კალანდია "მერსედეს ბენცის" საქართველოს წარმომადგენლობის შპს ~აკასგან~ 20 პროცენტიან წილს ითხოვს. საქმეს მოსამართლე მაია შოშიაშვილი იხილავს. ბორის კალანდიას ინტერესებს სასამართლოში ადვოკატები ანზორ იზორია და ვახტანგ ნაყოფია წარმოადგენენ. მოპასუხე მხარეს კი - დიმიტრი გაბუნია და პაატა კიკვიძე. კალანდია 1993 წლის ~აკას~ კრების ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მათი მტკიცებით, პარტნიორთა წილების ხელახალი გადანაწილება და პარტნიორთა სიიდან კალანდიას გარიცხვა მოხდა.
-
გორის პოლიციაში დაკითხვაზე მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აუ რეებს წერ :| -
http://ghn.ge/news-62965.html გორის პოლიციაში დაკითხვაზე მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით გორის მკვიდრი ეთერი მახათაძე ითხოვდა პილიციის დახმარებას. ეთერ მახათაძის საჩივარი ეხებოდა დავას, რომელიც მას ჰქონდა თავის საცხოვრებელ ბინაზე მის ბიძაშვილისშვილთან თამაზ ჯღირაძესთან. გორის რაიონული სამართველოს უბნის ინსპექტორის მიერ გამოკითხულ იქნა ეთერ მახათაძე. საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის მიზნით ასევე გამოძახებული იქნა თამაზ ჯღირაძეც, იგი პოლიციაში გამოცხადდა მის ქვისლ გია ჭავჭავაძესათან ერთად, რომელიც ასევე ესწრებოდა თამაზ ჯღირაძის გამოკითხვას. "თამაზ ჯღირაძეს ზეპირად გაესაუბრა უბნის ინსპექტორ გამომძიებელი და ვიდრე იგი გამოკითხვის ოქმის შევსებას დაიწყებდა თამაზ ჯღირაძე გახდა ცუდად, რა დროსაც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, სამწუხაროდ თამაზ ჯღირაძე გარდაიცვალა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს გულის უკმარისობა. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", - ნათქვამია შსს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გაცხადებაში.
-
ცხინვალური ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა "ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების მცელობის" საქმეში ეჭვმიტანილი აღარ არის . ამის შესახებ "ინტერფაქსს" ე,წ, პროკურატურის გამომძიებელმა ალან პლიევმა განუცხადა. მისი თქმით, ჯიოევა საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით ფიგურირებს. პლიევის ინფორმაციით, ჯიოევა საავამდყოფოდან გაეწერა და ცხინვალში, თავის სახლში იმყოფება. პლიევის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერს თავისივე უსაფრთხოების გამო, შეიარაღებული დაცვა დაუნიშნეს. ალა ჯიოევა საავადმყოფოში თებერვალში ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით მოხვდა. განათლების ყოფილმა მინისტრმა 2011 წელს ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, თუმცა დე-ფაქტო უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა. ალა ჯიოევა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავდა და საპროტესტო აქციებსაც უწევდა ორგანიზებას, თუმცა თებერვალში მას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც საავადმყოფოში მოხვდა. ამასთან, ოპოზიციის ლიდერი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ახალ მთავრობასთან, თუ ე.წ პრეზიდენტის პოლიტიკური კურსი მის პრინციპებთან წინააღმდეგობაში არ მოვა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/196465-ala-jioeva-qkhelisuflebis-ukanonod-khelshi-chagdebis-mcdelobisq-saqmeshi-etcvmitanili-aghar-aris.html
-
“ორმოც კილომეტრში ჯარია!” - წამომაძახებს გაბრაზებული მკითხველი. ვიცით, ბატონო, ვიცით! ხოდა, ორმოც კილომეტრში რომ ჯარია, სწორედ მაგიტომ გეკითხებით, ოკუპაციასთან ერთად, ვინმემ დაგვავალა, სანამ რუსები არ გავლენ, იქამდე აზროვნების უნარი დაკარგეთო? სათაურში კითხვის ნიშნის ადგილას შეგიძლიათ ჩასვათ გული (“მე გული რუსეთი, ანუ “მე მიყვარს რუსეთი”). ან ჩასვათ თავის ქალა, როგორც სიძულვილის ნიშანი. ან ყვავილები, ან დათვი, ან მოკბეჩილი ვაშლი... მოკლედ, ნებისმიერი სიმბოლო, რომელიც ამ ქვეყნის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას ასახავს. მე მირჩევნია კითხვის ნიშანი დავტოვო, რადგან ნებისმიერი ქვეყნის სიყვარული ან სიძულვილი, თავისთავად შეუძლებელ რამედ მიმაჩნია და ფრაზა “მე მძულს” ან “მე მიყვარს” დიდ გაურკვევლობაში გვაგდებს. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ რუსულ ენაზე სამად სამი სიტყვა ვიცი: “Здраствуите”, “досвидания” და “Иди на хуй”. ამის მიზეზი კი ჩემი ბავშვობისდროინდელი აჯანყებაა, თავსმოხვეული ვალდებულების წინააღმდეგ: “რუსული უნდა (!) ისწავლო”. ჩამჩიჩინებდნენ. მეც, ჯინაზე, ვიფიქრე, აი, “უნდა” ვისწავლო, ხო? ჰოდა ამიტომაც, “არ უნდა” - და დავრჩი ასე. რუსულის უცოდინრობა, ინგლისურის წყალობით დიდ დისკომფორტს სულაც არ მიქმნის და არც ეხლა ვიწუხებ თავს მისი სწავლით, თუმცა, ამ აჯანყებამ ენის წინააღმდეგ, ახლა უკვე საინტერესო რამ გამოკვეთა ჩემთვის: ნებისმიერი “უნდა”, იქნება ეს ძალდატანებითი ვალდებულება თუ წმინდა პროპაგანდა, ადამიანებს ან იმონებს (მაშასადამე ართმევს რაციონალურად აზროვნების უნარს), ან პირიქით, რადიკალური აჯანყებისკენ უბიძგებს (მაშასადამე, აქაც ართმევს რაციონალურობას). ეს ორპოლუსიანობა კი საქმეს აფუჭებს. თუ რატომ, ოდნავ მოგვიანებით. ფეისბუქის თვალიერებისას, ერთი ფოტო მომხვდა თვალში: დედამიწის შავთეთრ რუქაზე მწვანედ შეფერილი ირანი. აღმოვაჩინე, რომ ჩემს ერთ მეგობარს ირანი დიდი სიყვარულის ნიშნად გაუმწვანებია და მეც კი მკითხა, მონიშნე რუქაზე, რომელი ქვეყანა გიყვარს ან გძულსო. რუქაზე არაფერი მომინიშნავს, მაგრამ ამ ამბავმა კარგი რამე კი ქნა. შეკითხვათა მთელი კასკადი წამოვიდა თავში და ხმაურით გადაეჯაჭვა დღეს მომხდარ კიდევ ერთ ამბავს - საქართველოს ნაკრების გამარჯვება რაგბიში. სანამ მტკიცებით ფორმაში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას დავიწყებდეთ, კარგი იქნება, რომ უამრავი შეკითხვა ჩამოვყაროთ, რომელზე პასუხმაც წესით ამ პოზიციამდე უნდა მიგვიყვანოს. კონკრეტული ქვეყნის სიყვარულ-სიძულვილზე კი, აი, ეს შეკითხვები მიჩნდება (გამიხარდება, თუ თქვენს იფიქრებთ პასუხებზე): რას ვგულისხმობთ ზოგადად “ქვეყანა”-ში - ერს? საზოგადოებას? აქვე - რომელ საზოგადოებას, უმრავლესობას თუ უმცირესობას? ინდივიდებს - ამ ქვეყნის გამოჩენილ ადამიანებს? (მაგალითად, იამაიკა ჩვენთვის ბობ მარლია?). კულტურას და ხელოვნებას ვგულისხმობთ? რომელ კულტურას, ლოკალურს, თუნდაც უმნიშვნელოს, თუ მხოლოდ იმას, რომელმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი? პოლიტიკა და პოლიტიკოსები? (ამერიკა - ობამაა?) საგარეო პოლიტიკა და მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ? ხომ ხვდებით, რამდენი კითხვა ჩნდება, რომელზე პასუხის გარეშეც, ცალსახად იმის თქმა, რომ გვიყვარს ესა თუ ის ქვეყანა, უმეცრებაა. თუმცა, მე არანაკლები უმეცრება მგონია ქვეყნების ერთი ხელის მოსმით შეფასება “კარგი” და “ცუდი”, ან “მიყვარს” და “მძულს” კატეგორიებით. აი, რატომ: “ქვეყანა” იმდენადვე აბსტრაქტული ცნებაა, რამდენადაც თავის თავში აერთიანებს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და შეფასების მცდელობისას, აქეთ-იქეთ გვახტუნავებს. საქართველო-რუსეთის დღევანდელი თამაში სწორედ რომ წამომეწია ფიქრში. 46:0 მოვიგეთ. ყველგან, გარშემო, გამარჯვებით გამოწვეული ბუნებრივი სიხარული, რუსეთის ნაკრების, როგორც მტრის ნაკრების დამარცხებით გამოწვეულმა შოვინისტურმა ისტერიამ წალეკა და მართალი გითხრათ, ნირი წამიხდინა. შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს ადამიანები გამარჯვებას კი არ აღნიშნავდნენ, არამედ, როგორც პატარა ერის პატარა კაცუნები, “დიდი მტრის” მიერ მოყენებული ტვრავმების კომპენსაციას ახდენდნენ. (შემთხვევითი არაა აქ სიტყვა “დიდი” და “პატარას” თამაში. ტყუილად კი არ ამტკიცებდნენ ქართველები, სსრკ-ში, რუსებზე დიდი პენისი ჩვენ გვაქვსო. ან როდის გაზომეს?) ცხადია, ყველა გულშემატკივარს არ ვგულისხმობ. ვსაუბრობ მხოლოდ მათზე, ვინც სიძულვილის ჩანჩქერი დაახვავა თამაშის დასრულებისთანავე. აი, აქ კი დავუბრუნდები მონობისა და უკუგდების - სამყაროს აღქმის ამ ორპოლუსიანობის თემას: ორასზე მეტი წლის განმავლობაში მონად ქცეულმა ხალხმა გადაწყვიტა, გათავისუფლებისთანავე სრულ რადიკალიზმში გადავარდნილიყო. ხელი დღევანდელი ხელისუფლების პროპაგანდამაც შეუწყოთ და დღეს, რუსეთი, როგორც ქვეყანა, საყოველთაო სიძულვილის საგანს წარმოადგენს. აბა, ძვირფასო და კეთილშობილო რუსეთის მოძულენო, დავსვათ ის კითხვები, ზემოთ რომ ჩამოვთვალე. რომელი რუსეთი გვძულს, ან, რა არის რუსეთი, როგორც ქვეყანა? პუტინია რუსეთი? ღორებს და უკულტუროებს რომ ვეძახით, რომელია ღორული კუტლურა? პროკოფიევი ღორი იყო? დოსტოევსკი ლაფში კოტრიალობდა? ხალხი გვძულს?...ლოთებიო?... რომელი ხალხი? უმრავლესობა? ბევრი? უმცირესობა? შეიძლება კი “ბევრი”-თ “ცოტა” განვსაზღვროთ ან პირიქით? ვინაა რუსი ხალხის საყვირი - ჟირინოვსკი? კი მაგრამ, შევჩუკმა რაღა დააშავა, ისიც ხომ რუსია? თუ რუსული პოლიტიკა გვძულს, კულტურამ რა ქნას? თუ კულტურა არ მოგვწონს, ხალხმა, ადამიანებმა რა ქნან? თუკი ცოტა ხნით სიძულვილს გვერდზე გადავდებთ (სიყვარულსაც) და ცივი, რაციონალური, ადამიანური გონებით დავიწყებთ კითხვებზე პასუხს, საბოლოო ჯამში, ვერც კი გავიგებთ რა გვძულს, ან რატომ. მე უკუვაგდებ ვთქვათ, პუტინის იმპერიალისტურ პოლიტიკას. თუნდაც, მოსახლეობის უმეტესობის იმპერიალისტურ ახირებებს... მაგრამ რომ ვთქვა, რუსეთი, როგორც ქვეყანა, მძულს-მეთქი, რა ვუყო შევჩუკს ან პროკოფიევს, რომელიც გაკვირვებული და განაწყენებულიც კი შემომხედავს და მკითხავს: “შეჩემისა, გუშინ არ უსმენდი ჩემს მუსიკას?”. თუ რუსეთი მძულს, რა ვუყო ჩემი საყვარელი მეგობრის საყვარელ, რუს ბებიასა და ნახევრად რუს დედას? და თუ პუტინი მძულს და შევჩუკი მიყვარს, როგორღა შევაფასო რუსეთი ერთი კატეგორიით? პრობლემა ისაა, რომ ადამიანები ისე ვაზოგადებთ ხოლმე ყველაფერს, არ ვუკვირდებით ამ სიძულვილში მოჭ####ტილ სიკეთეებს. რამდენადაც საამაყო იყო დღევანდელი გამარჯვება რაგბიში, იმდენად სულისშემძვრელად სამარცხვინოდ მიმაჩნია შოვინისტური ისტერია, რაც მას მოჰყვა. ნუ გვავიწყდება, რომ დღეს საქართველომ რუსეთი კი არ დაამარცხა (როგორც ქვეყანამ - ქვეყანა) არამედ, საქართველოს რაგბის ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის რაგბის ნაკრები. ჰოდა, არ ჯობია ღირსეულად შევირგოთ გამარჯვება, პატარა კაცუნებივით მუშტების ქნევისა და გინების ნაცვლად? “ორმოც კილომეტრში ჯარია!” - წამომაძახებს გაბრაზებული მკითხველი. ვიცით, ბატონო, ვიცით! ხოდა, ორმოც კილომეტრში რომ ჯარია, სწორედ მაგიტომ გეკითხებით, ოკუპაციასთან ერთად, ვინმემ დაგვავალა, სანამ რუსები არ გავლენ, იქამდე აზროვნების უნარი დაკარგეთო? გიორგი კიკონიშვილის ბლოგი Vote up! 35 Vote down! -11 holden (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 02:10 გიორგი, აბსოლუტურად გეთანხმები. ჩემი მეოთხეკლასელი შვილი ცოტა ხნის წინ გაოცებული ისმენდა რომელიღაც რუსი რეჟისორის ქებას, როგორ შეიძლება რუსი კარგი იყოს და თანაც ამას ქართველი ამბობდესო.მას ახსოვს აგვისტოს ომი და ჩვენი რეაქცია ამ ომზე. ძალიან ვეცადე ამეხსნა, რომ პუტინი და რუსეთ ერთიდაიგივე არ არის, მაგრამ გარემო მხოლოდ შავს და თეთრს გვთავაზობს. მიშა=დასავლეთს, სხვა დანარჩენი=რუსეთს ანუ ეს უკანასკნელი=პუტინს.რაც ამ ეტაპზე მასაზე სმუშაოდ ძალიან მომგებიანია. პასუხი სტუმარი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 02:39 მტერია დღეს ეგ ქვეყანა ჩვენი და სანამ მტრის სიძულვილს ვერ ისწავლით, მანამდე თავისუფლებას ვერ ეღირსებით. პასუხი სტუმარი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 02:58 გიორგი, ვერ გავიგე ვერც ამ სტატიის მიზანი და ვერც პათოსი. ნებისმიერი რუსი ჯარისკაცი ან ოფიცერი, რომლელიც იქ, როგორც შენ იძახი ორმოცი კილომეტრის იქით დგას, პიროვნულად შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია, კარგი მამაა, კარგი შვილია, კარგი ძმაა თუ ბიძაშვილი. თუმცა ჩემთვის ვერცერთი ვერ იქნება, იმიტომ რომ ოთხი წლის წინ, ეგეც და მისი ბევრი თანამებრძოლიც მოერეკებოდა იქიდან ქართველებს და სახლებს უწვავდა. მოერეკებოდა რუსული დროშით და რუსული ჰიმნით, იგივე ჰიმნის ჰანგებზე იღვიძებს და იგივე დროშის ქვეშ დგას დღესაც ის ჯარისკაცი ქართულ მიწაზე 40 კილომეტრის იქით და "მე ? რუსეთი" კითხვა არ უნდა გებადებოდეს მემგონი. არამგონია ვინმეს ოკუპირებულ საბჭოთა რუსეთში გერმანიაზე კითხვის ნიშნები დაესვა, მე ? გერმანიაო. დარწმუნებული ვარ დახვრეტდნენ. საფრანგეთში - თუ არ დახვრიტავდნენ კოლაბორაციონიზმისთვის ძალიან ცუდად და ხშირ შემთხვევაში არაადამიანურადაც მოექცეოდნენ. ეს სულაც არ ნიშნავს რომ გიოტეს არ კითხულობენ ფრანგები, ან ჩვენ უნდა დავწვათ დოსტოევსკის წიგნები და არ მოვუსმინოთ ჩაიკოვსკის. მაგამ აუცილებლად შენი სახლი უნდა გადაეწვა იმ 40 კილომეტრში მდგარ რუსის ჯარს, რომ ამ კითხვაზე პასუხი მოგეფიქრებინა? ძალიან ცუდია რუსული რომ არ იცი, არ ვიცი პროტესტის ნიშნად რუსულის გარდა კიდე რა არ ისწავლე, მეჩვენება რომ ბევრი რამ... უკაცრავად ცოტა უხეშად გამომივიდა... ისე, ზოგადად ნებისმიერი კითხვის დასმა შეიძება და კარგიცაა როცა გსურს რაღაცაზე დაფიქრდე, ან სხვა დააფიქრო. მაგრამ არის რაღაც კითხვები, რომელზეც პასუხის არ ცოდნაა სირცხვილი... პასუხი სტუმარი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 03:01 უკაცრავად, გოეთე უნდა დამეწერა, ეგეც ჩემი რუსული განათლების ბრალია პასუხი ომარ თურმანაული (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 03:23 ახლა მე ნუ მასწავლით შვილო (წერილის შინაარსიდან გამომდინარე ჩემი შვილის ტოლი უნდა იყოთ) დოსტოევსკის, სალტიკოვ–შჩედრინის თუ ტოლსტოის სიყვარულს! კამიუს გერმანული კულტურის სიყვარული არ აკლდა და არც გერმანელი დამპყრობლების სიძულვილი. ისევე როგორც სენტ ეკზიუპერის არ აკლდა გერმანული ლიტერატურის სიყვარული მაგრამ როგორც სამხედრო მფრინავი შეეწირა საფრანგეთის თავისუფლებისათვის ბრძოლას. ... გამომიხვედი აქ იესო ქრისტეზე ქრისტიანი! დაფიქრდი ცოტა რას და როგორ ლაპარაკობ! პასუხი მესროპი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 03:58 გიორგი, ძალიან მომეწონა თქვენი წერილი, დიდი მადლობა, რომ სიმამაცე და საღი გონება გყოფნით ამ გარემოში. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება რაციონალური გზებით ვერ წყვეტდა და ვერ წყვეტს თავის პრობლემებს. ამიტომ დადებითი და უარყოფითი ემოციების მოშველიებით იგნებს გზას ისტორიაში. არ დავივიწყოთ, რომ რუსეთი გამონაკლისი არ არის. ის შეიძლება სხვაზე მეტად გვძულს, მაგრამ ჩვენი მეზობლებიდან რომელი გვიყვარდა და გვიყვარს? უკვე ჩინელებსაც გადავწვდით. სიძულვილით რამის აშენება შეუძლებელია. მტრის სიძულვილი არ არის საკუთარი ქვეყნის სიყვარული. ჩვენ რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარდეს, ამ დღეში არ ჩავაგდებდით, მით უმეტეს მშვიდობიან პერიოდებში. "ორასწლიანი ბატონობა", "ორმოც კილომეტრში ტანკები" - ეს ის მანტრებია, რომლებითაც თავის მოტყუებას ვცდილობთ და, სამწუხაროდ, ვახერხებთ. მაგრამ ცხოვრებას ვერ მოატყუებ. საქართველოში უამრავი პრობლემა იყო და დღესაც არის, რომლების მოგვარება რუსეთის სიყვარულის ან სიძულვილის გარეშე შეიძლება. მაგრამ რუსეთისთვის ყველაფრის დაბრალება მოსახერხებელია. არავითარ შემთხვევაში არ ვიცავ რუსეთის, მით უფრო დღევანდელი რუსეთის პოლიტიკას, მაგრამ საკუთარი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება დამღუპველია ჩვენთვისვე. პასუხი ვახტანგი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 04:04 სტატია კარგია, თან 3 კი არა მთელი 6 სიტყვა გცოდნია) თან ალბათ არითმეტიკასაც გაძალებდნენ) ენის ჯინაზე არსწავლა კი სისულელეა. ქართული ანდაზაა –– რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ–ო. რუსებს, თუ რამე აქვთ კარგი –– ეს ლიტერატურაა და ორიგინალში კითხვას არაფერი სჯობს. რა ამ სიტყვის პასუხია და სად არის სასიქადულო "ქართველი კაცი", რომ აქამდე არ გამოგიყო თავისი ლაქარდიანი ენა?) პასუხი ნუგზარი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 08:51 მტერს მტრულად უნდა დავხვდეთ და მოყვარეს მოყვრულად, რა თქმა უნდა ეს ასეა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიძულვილი ყველასათვის დამღუპველია. როცა ვინმე გძულს, ესეიგი შენს თავს სხვაზე მალა აყენებ, ასეთი ცნობიერემა იგივე ფაშიზმია, ოღონდ სხვა ფორმით. გუშინ ჩვენმა რაგბისტებმა გაიმარჯვეს 46- 0 იმიტომ, რომ მათ აერთიანებდათ სიყვარული და მეტოქისადმი პატივისცემა. ისინი მთელი ერისთვის მაგალითი არიან. პასუხი ქართულად მელაპარაკეთ (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 09:03 გიორგი, ძალიან კარგი წერილია, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ ბევრი ადამიანი მიიღებს ადექვატურად. ეს კომენტარებიდანაც ჩანს. ბრძოლის ველზე მფორთხავი პრეზიდენტის, დამარცხებულ ქვეყანას, ისღა დარჩენია სტადიონებზე გამარჯვებით დაიმშვიდოს თავი. კითხვებზე პასუხის გაცემას ფიქრი სჭირდება, ეს კი უმრავლესობისთვის დაუძლეველი პროცესია, ამიტომ გამზადებული ლოზუნგებით ეადვილებათ "ხმალაობა". თქვენ კი სწორ კითხვებს სვამთ და დასვით, იქნებ ვინმეს "შეეშალოს", თვითონაც მოუნდეს პასუხების ძიება და დაფიქრდეს. პასუხი სტუმარი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 11:36 კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ამ საყოველთაო ანტირუსული ისტერიის ნაწილია: თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით, სტუდენტის ნებისმიერ ნაშრომში, სამაგისტროა, საბაკალავრო თუ უბრალოდ რეფერატი, არ შეიძლება რუსულ ენაზე გამოყენებული მასალები იყოს მეხუდეთზე მეტი. არა ზოგადად უცხო ენაზე, არამედ მხოლოდ რუსულ ენაზეა საუბარი. პასუხი 1 2 3 4 5 მომდევნო › ბოლო» დატოვე კომენტარი თქვენი სახელი: * E-mail: * ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება. Comment: * English Articles RSS English Articles Announcement ლიბერალი №104 29 დეკემბერი, 2011 გუდიაშვილის მოედანი "საქართველოს ფოსტა" - გზა მომგებიან ბიზნესად ტრანსფორმაციისკენ ფასადების ფეტიში ფორუმი » უნდა დახარჯოს თუ არა მერიამ 3 მილიონი საახალწლო ღონისძიებებზე? 16 დეკემბერი, 2011 - 29 კომენტარი მეტი »
-
მომინდომეს ტიპობა. თავს გაიბანძებენ
-
ჩვენს კურორტებში ასეულობით მილიონი ლარი ჩაიდება და ათობით ათასი ადამიანი დასაქმდება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გუდაურში სტუმრობისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სათხილამურო კურორტების განვითარება ადგილობრივ მოსახლეობას სიღარიბიდან გამოიყვანს. სააკაშვილის განცხადებით, სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურა 2015 წლისათვის საბოლოო სახეს მიიღებს. "იქ, სადაც არის სათხილამურო კურორტები, არ არის სიღარიბე და ხალხი ცხოვრობს მდიდრულად. დღეს სათხილამურო კურორტები შენდება იქ, სადაც არის სიღარიბე. სათხილამურო კურორტების მშენებლობა ჩვენთვის ასევე არის მთავარი ინსტრუმენტი სიღარიბესთან ბრძოლაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/195627-mikheil-saakashvili-chvens-kurortebshi-aseulobith-milioni-lari-chaideba-da-athobith-athasi-adamiani-dasaqmdeba.html
-
-
რეალური პრობლემები და მეორე კომკავშირი თსუ-ში
lasha_alo replied to ფალკონე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ფალკონე ნუ მოითხოვ რომის სწრაფად აშენებას. ეს ბიჭები გარკვეულ სოციალურ ჯგუფს განეკუთვნებიან,რომლებიც აგრესიულნი ვერ იქნებიან. არც უნდა იყვნენ. სტუდენტობაში მუშაობა თვითონ სტუდენტობის საქმეა.შენი ,შენი თანატოლების სოლიდარულობა. მარტივი არაა გარკვეული საქმეების კეთება. მესმის შენი,მაგრამ გამოსავალი მეტი ოპტიმიზმია. არც ვაპირებ დავკეტო -
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ ბასი, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მიზეზით, მოქალაქეთა მასობრივ დაბარებებსა და დაკითხვებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერილი სტატუსით ეხმაურება. „შეშფოთებული ვარ კონტროლის პალატის აქტივობებთან დაკავშირებული გაურკვევლობით. ნათელი მიმართულების გარეშე, რომელიც მის მუშაობას უკავშირდება, კამპანიის ფინანსური კანონმდებლობა ვერ გაზრდის საზოგადოების ნდობას ამ ინსტიტუტის მიმართ და ხელს ვერ შეუწყობს კონკურენტუნარიანი კამპანიისთვის საჭირო გარემოს ჩამოყალიბებას,“- წერს ჯონ ბასი.
-
ჭიაბერაშვილი გენიალური კადრია
-
ოკ , აქ იყოს ვანახებ და გამოსწორდება ეს ჩემი პრობლემაა შეუსაბამოები ცამოწერეთ თუ სადმე სეგხვდათ და ტქვენეული ვარიანტი :დ
-
ტექნიკურში რა ვებმასტერმა რომ ნახოს
-
http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=8138&Itemid=1 ბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები სცემეს. როგორც „ტრიბუნას“ „სტუდენტური ბლოგის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა თორნიკე უსტარაშვილმა აცნობა ზვიად მამფორიას თავი აქვს გატეხილი, დაზიანებები აქვს მიღებული გიორგი კოპალეიშვილსაც. ინიცენდტი რამდენიმე წუთის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო სამსახური და პატრული, რომელიც ინციდენტთან დაკავშირებით ოქმს ადგენს. „ტრიბუნასთან“ საუბარში შემთხვევის დეტალებს სტუდენტი თორნიკე უსტარაშვილი ასე აღწერს: „ჭავჭავაძის პროსპექტზე მივდიოდით, როცა შემოგვეხვივნენ თვითმმართველობის წევრები და გვითხრეს, გვერდზე გავიდეთ, კაცურად დავილაპარაკოთო. ამასობაში მათ სხვებიც შემოემატნენ და ჩვენი ჯგუფიდან ორი ბავშვი მესამე კორპუსის თვითმართველობის შენობაში წაიყვანეს და ცემეს. ყველაფერი ეს მოხდა ბლოგთან დაკავშირებით, რომელზეც სტუდენტურ პრობლემატიკაზე კრიტიკული მოსაზრებები იწერება.“ მისივე თქმით, სტუდენტები თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტიმა ბექა ახლოურმა და თვითმმართველობის ერთ-ერთმა წევრიმა დათო ხეჩიკაშვილმა სცემეს. „მე „სტუდენტური ბლოგის“ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ნაცემ სტუდენტებს ზვიად მამფორიასა და გიორგი კოპალეიშვილს კი არანაირი კავშირი არ აქვთ ჩვენს ბლოგთან, უბრალოდ, საცემად იმიტომ გაიყვანეს, რომ ჩემ გვერდით იყვნენ,“– განაცხადა თორნიკე უსტარაშვილმა.
-
არც აპირებენ
-
სხვა რამეს დავახატავთ. მაგაზე არ იდარდო :დ
-
არ მოსულა ,რათქმაუნდა არ დაგზარდები აგიხსნა რა პრობლემა ?
-
არაა კარგი პერსპექტივა