ალბათ ამ ტემაზე არის უკვე გახსნილი ტოპიკი,მაგრამ მე სხვა კუთხით მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო. ლაშა ალო ბოლოჯერ მიჯიგრე მგლობის ამბავში და ეს თემა დამიტოვე http://wp.me/p1HzZP-4O მთავარი პრობლემა უმოქმედო რექტორია. თვითმართველობის მთელი ეს ამბები ერთი დიდი დამპალი სისტემის პატარა გამოვლინებაა. გუნინდელი აქციის მონაწლეები კვიტაშვილის საცოდავი დაპირების შემდეგ დაიშალნენ და დღეს აქციაზე არავონ მოვიდა ფაქტობრივად კვიტაშვილი ჩვენ არ დაგვპირებია,რომ სწავლის საფასური შემცირდება. იმ ხალხს კი ,რომელსაც ფულის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული შეღავათს გაუკეთებენ. არ დაგვპირებია ,რომ ისევ შეგვეძლება სამ ნაწილად გადავიხადოთ ფული(ეს შეღავათი ახლახანს მოგვიხსნეს) არ დაგვპირებია,რომ წიგნები ითარგმნება არ დაგვპირებია,რომ არ ვისწავლით იმ წიგნებით,რომელშიც მარქსის და ლენინის ფრაზებია გამოყენებული. ( ისე… გამოიტანეთ ეგ წიგნები ან ქსეროქსები და დაწვით. მრცხვენია, რომ მაგით სწავლობთ…) მე ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი ვამბობ : ჩემთვის სულერთია შეუჩერდება თუ არა რომელიღაც პარტიის ხელის ბიჭს სტუდენტის სტატუსი. მე და ძალიან ბევრს კონკრეტული პრობლემები გვაქვს და ახალი კომკავშირის ამბები არ გვაინტერესებს. ჩვენ პრობლემებს ეგენი ვერ მოაგვარებენ. მისი მოგვარება მხოლოდ რექტორს შეუძლია.