Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. არ მგონია ასე მარტივად დამტავრდეს ფორუმ ჯი შესაძლოა სანადირაძის ისტორიას უკავშირდებოდეს
  2. შესაძლოა რითი გვჯობია? მალე აქ ისეტი ცვლილებები იქნება რომ ..... :დ
  3. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ლაზიკისთვის განსაზღვრულ ადგილზე პორტის მშენებლობა რეალისტურად მიაჩნია. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადების კომენტირებისას უთხრა, რომ ლაზიკის ადგილზე ქალაქის ნაცვლად შესაძლოა პორტი აშენდეს. "ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე ცუდად ვარ ინფორმირებული. კონკრეტულად ვერ გაგცემთ პასუხს. გულსატკენია, რომ სამეგრელოს ისტორიული სახელი ასე დააკნინეს. იმდენი ატრიალეს ტანკი "ლაზიკა" და ქალაქი "ლაზიკა", რომ ლამის იუმორისტული დამოკიდებულება გაჩნდა ამ სახელთან. ამ საკითხს განვიხილავთ, ქალაქი ალბათ აბსურდულია. რაც შეეხება პორტს, ის რეალისტურად მიმაჩნია, თუმცა, ზუსტად ვერ ვიტყვი", - აღნიშნა ივანიშვილმა.
  4. როგორ შეაფასებდით ახალი მთავრობის პერსონალურ შემადგენლობას?
  5. აქვე მამია სანადირაძე აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა გამოკვლეული იყოს „კავკასუს ონლაინის“ ამჟამინდელი მენეჯმენტის ქმედებები, რადგან კომპანიის დამფუძნებელს ეჭვი აქვს, რომ „კავკასუს ონლაინში“ თანხები არამიზნობრივად იფლანგებოდა. ასევე სანადირაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ კომპანიაში ძალიან ბევრი საეჭვო ადამიანია გაფორმებული, მათ შორის ე.წ. „ზონდერები“, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ა.შ. http://www.for.ge/view.php?for_id=17932&f_cat=3&a_title=%E2%80%9Ekavkasus+onlainis%E2%80%9C+damfuZneblebs+aqvs+informacia,+rom+kompaniaSi+zonderebi+muSaoben
  6. ძალიან სერიოზული ნაბიჯია. დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი ასეთი რადიკალური ზომები უჭირთ.
  7. საქართველოს საკონსტიტიუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თამარ ჩუგოშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციოს სასამართლოში განცხადება გაკეთდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "2012 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს ისეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სახეს, როგორიცაა ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი - გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს (პირს) შესაძლებლობა ჰქონდა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განეხორციელებინა დაკვირვება დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას წარმოადგენს. სადავო ნორმის განმარტების, მისი სისტემური ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არ შეიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სათანადო გარანტიებს და არ გამორიცხავს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოს (პირი) უფლებამოსილებას, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობა. ვინაიდან სადავო ნორმა არ ითვალისწინებდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსახორციელებლად სასამართლოს ბრძანების არსებობის აუცილებლობას და ამასთანავე, იგი არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას კონსტიტუციის მიზნებისთვის, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს", - აღნიშნულია განცხადებაში. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/218478-sakonstitucio-sasamarthlom-parlamentis-tsinaaghmdeg-saia-s-sarcheli-daakmayofila.html მშვენიერია!!!
  8. http://youtu.be/w9TGj2jrJk8
  9. http://www.youtube.com/watch?v=05BAj3wdWJc
  10. http://www.youtube.com/watch?v=XETtTcpVnRM&feature=related
  11. http://www.youtube.com/watch?v=YA2bXCfl6xs&feature=my_liked_videos&list=LLKOhS6Gi5mDZO6zIvySn3kg
  12. http://www.interpressnews.ge/ge/politika/218411-ministrobis-kandidats-karebi-chaeketa-da-komitetis-skhdomaze-ver-shedis.html პარლამენტის საკონფერენციო და სათათბირო დარბაზებიდან გამოსული დეპუტატები და ჟურნალისტები უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პრობლემები ექმნება დარბაზებში დამონტაჟებულ კარებს, რომლებიც თვითნებურად იკეტება და შემდგომ მათი გაღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ანალოგიური პრობლემა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს დავით ნარმანიას, რომელისაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უნდა მოუსმინოს. კომიტეტის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს დეპუტატების წინაშე საკუთარი ინიციატივებით საუბრობს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური, რომლის შემდეგაც დეპუტატებმა უნდა მოუსმინონ ნარმანიას, თუმცა იგი დარბაზში შესვლას ვერ ახერხებს, რადგან კარი ჩაკეტილია. დეპუტატები ცდილობენ კარის ძალისმიერი მეთოდით გაღებას, თუმცა ამ პროცესში კარებს სახელური სძვრება.
  13. ჩვენი სტუმარი იქნება ექსპერტი გია ხუხაშვილი http://atb.ge/uploads/news_1_71759.jpg
  14. სპიკერი- დავით უსუფაშვილი კომიტეტები: მე-8 მოწვევის პარლამენტმა თხუთმეტივე კომიტეტის თავმჯდომარე დაამტკიცა: აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი - 84 ხმით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია - 91 ხმით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე - 82 ხმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ზვიადაური - 82 ხმით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე - 88 ხმით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე - 84 ხმით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე - 88 ხმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი - 87 ხმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე - 90 ხმით, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი - 90 ხმით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე - 89 ხმით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი - 89 ხმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი - 85 ხმით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი - 90 ხმით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე - 87 ხმით.
  15. ნერვიულობა კი არა, ენა ჩავარდნილი ქონდა
×
×
  • შექმენი...