Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. მეოცე საუკუნის ათიანი წლები ცარიზმის კრიზისი და იმპერიის წინაშე მდგარი სოციალური პრობლემატიკა. .... საქართველოში სოციალ-დემოკრატია დომინირებს. ეროვნული თემა არსებობს,მაგრამ მასების დილემა საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაა და არა ფიქრი ნაციონალურ ფასეულობებზე, რომელიც პოპულარული უფრო თავადურ წრეებშია. ეროვნულ-დემოკრატებიც კი მთავარ თეზისად ზეკლასობრივი პოლიტიკური პარტიის განვითარებას თვლიდნენ ანუ ცდილობდნენ მათდამი სნობიზმის ბრალდება არ ყოფილიყო, ფაქტია- თერგდალეულობამ, მიუხედავად მისი გრანდიოზული მნიშვნელობისა, უბრალო ხალხამდე ცუდად მიაღწია, მისი კონცეფციები არ გახდა ქართული სახელმწიფოს ლოკომოტივი . მემარცხენეებს მოუწიათ ჩაებარებინათ პირველი რესპუბლიკა ,სადაც თავისუფლების შენარჩუნების თემა ქვეყნის განვითარები ქვაკუთხედი გახლდათ. ვერ გაუმკლავდნენ, დამარცხდნენ...ისე კი თერგდალეულებთან უსაგნო კამათს მათგან გაკვეთილების მიღება ერჩივნათ... საბჭოთა პერიოდი მენშევიზმი აკრძალულია , სოციალური და ნაციონალური თემა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გადაწყვეტილადაა გამოცხადებული. თერგდალელულთა მემკვიდრეობა ნებადართულია,თუმცა იმ პირობით რომ არ გაცდებოდა საბჭოთა ყალიბებს . ქართულ სინამდვილეში არაპოპულარული რუსული ბოლშევიზმი სიმშვიდისათვის თანხმდება ილია ჭავჭავაძის კულტს ,რომელიც რიგითი გლეხის ცნობიერებამდეც კი აღწევს .რელიგია და ეროვნულება პროტესტის ფარული ქოლგის 2 მეტნაკლებად ნებადართული სუბიექტია.ამდენად გასაკვირი არაა, შემდეგში განვითარებული ანტისაბჭოთა კონსერვატიული იდეოლოგიის შესაბამისი საზრისი- ენა,მამული,სარწმუნოება რაციონალური ელემენტების გარეშე. პერესტროკა, ვულკანის ამოფრქვევის ეტაპი იმპერია მსხვრევას იწყებს. ქართული ბოლშევიკური ელიტა დროში იკარგება, ინტილიგენცია მასთანაა მიწებებული..ასეთ გაუგებრობაში დისიდენტების ვიწრო ჯგუფი ხდება ეროვნული დროშის ფლაგმანი. ამ პერიოდში იმდენად იტაცებს ქართველ კონსერვატორებს პატრიოტიზმის თემა, საერთოდ ავიწყდებათ ეკონომიკის ფუნქცია და არათუ მემარცხენე პოლიტიკური კონცეფციები,არამედ სოციალურ საკითხებზეც მსჯელობაც კრემლის ოინებად ეჩვენებათ. თითქოს მეორდება ისტორია- საუკუნის დასაწყისში სოცდეკების მოუმზადებლობას მიმდინარე გამოწვევებისადმი, მაგრამ ამჯერად შემობრუნებული რაკურსიდან.....წინანი უკან დგებიან, უკანანი წინ..... პოსტსაბჭოური ერა კონსერვატიზმი მარცხდება, ბოლშევიკების მიერ აღზრდილი ნომენკლატურული ოლიგარქია ხელისუფლებას იბრუნებს ,მაგრამ იდეოლოგიად ეროვნულ თემას იტოვებს..... შევარდნაძიზმი კორპორაციული ინტერესების აპოლოგიაა,ის შორს დგას ღირებულებებისაგან .ამდენად მისი შემდგომი ფიასკო უნდა შეფასდეს კლეპტოკრატიის კრახად, მისი „ნაცმო“ მემკვიდრეები მხოლოდ სიმკვეთრეს აძლევენ ნაციონალურ იდეას და თვითონ ხდებიან ერთი პიროვნების ქვეშ გაერთიანებულ კანტორად ,რომელიც ნელ-ნელა კარგავს გავლენას საზოგადოების ფენებში.ბოლოს კი წრე ვიწროვდება, ალტერნატივა ჩნდება და ჩვენ ვართ მომსწრენი, თუ როგორ დაემხო ნაცმოძრაობის ელიტის მმართველობაც საქართველოში.ამ რეჟიმის კრახი გარდაუვალი გახლდათ ზუსტად საკუთარი სოციალური უსაფუძვლობის გამო. დღევანდელი რეალობა ერთ პიროვნებასთან ასოცირებული სერიოზული ცვლილებები იყო ზოგადი განაჩენი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. დღეს სააკაშვილიც კი საუბრობს ევოლუციური ტრანსფორმაციის იდეის დიდ მნიშვნელობაზე. ... ასეთ დროს, განვითარების დონე მაღლა იწევს, მიმდინარე მომენტში კვლავ აქტუალური გახდება თემა მარცხნივ თუ მარჯვნივ, როგორი საქართველო გვინდა ... ქართული კონსერვატიზმი,როგორც იდეოლოგია კრიზისშია . ილიას ლიბერალური ხედვა იმდენად დაშორდა ორიგინალს,რომ დაკარგა მიწიერი სახე. ლიბერალიზმს ეროვნულებმა წაართვეს ილია , აქციეს მედუზას თავად ოპონენტებთან ურთიერთობისას. „ეროვნულებს“ ასაზრდოებს მისტიკური წარმოდგენები რელიგიაზე და აღარაფერი სხვა , მის ძირში კი ქსენოფობიური და სხვა ანომალიათა ნიშნებიც ჩანს,რაც მასობრივი გავლენის მიუხედავად, კონსერვატიზმს უძლურ მოხუცად წარმოსახავს. მემარჯვენე ფლანგზე კონსერვატიზმთან მეზობლობას იწყებს „ნაცმო“, რომელიც თავს „პატრიოტულ ელიტად“ მიიჩნევს.მათი სოციალური ველი ის ნომენკლატურაა, რომელსაც წლების განმავლობაში ეყრდნობოდა სააკაშვილი . წიკლაურის ბაგეებიდან „ელიტის „ მოხსენიება ერთგვარი აღქმაა, რომ ისინი დაშორდნენ მასას და სავარაუდო ბილიკად კონსერვატიზმის ელემენტების გამოყენებას მიიჩნევენ. მემარცხენეების მდგომარეობაც სუსტია. ლეიბორისტული პარტიის სტრატეგიული შეცდომების წყალობით, ქმედითი პოლიტიკური ინსტიტუცია ამ ფლანგზე აღარაა. არადა მიმდინარე პროცესებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია ზუსტად მემარცხენე მოძრაობის ახალმა ტალღამ. სოციალური ქსელების წყალობით წარმოქმნილი ყველაზე მძლავრი ახალგაზრდული ჯგუფის პროტესტის ფასეულობა მათ მოტივაციაშია. ზუსტად ამიტომ მათ შეძლეს ის,რაც ვერ მოახერხეს გაცილებით უფრო პოპულარულმა „ეროვნულმა“ ორგანიზაციებმა . მათ წრეში შეიქმნა „იდეა“- გულწრფელი, ზოგჯერ მიამიტური, თუმცა არა ყალბი. მემარცხენე გამოწვევები კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. ის რაც წლები ფაქტობრივად აკრძალული იყო, მოდაში შემოდის,თანაც კონსერვატიზმთან შედარებით გაბინძურებული არაა . ლევაკების დილემა ეროვნულ თემასთან პრობლემაა. მასისგან გამიჯვნა დამოკლეს მახვილივით მათ თავზე მარგინალიზაციის საფრთხეს მოიცავს.ამიტომ თუ უნდათ წარმატება , უნდა გაიაზრონ კონსერვატიზმის იმპულსები საქართველოში. ლიბერალები ? მათ არ ყავთ გამოხატული პოლიტიკური ლობი და უფრო მეტად არასამთავრობო სექტორს შეეკედლნენ. მაქსიმუმ,რასაც ველი , სუნთქვაა. ჯერ არანაირი იმპულსი პოზიციების დასაბრუნებლად არ აქვთ. იმედია , პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღების შემთხვევაში ეს ფლანგიც ძალას მოიკრებს, ჯერ? პერსპექტივას ვერ ვხედავ ასეთ სიტუაციაში მომავალი საქართველოს ღია თუ ფარული ორთაბრძოლა უპირობოდ მემარცხენეობასა და კონსერვატიზმს შორის გავა. ეს იქნება უფრო „საზოგადოებრივი“ ჭიდაობა და პოლიტიკურ სახეს ალბათ წლების შემდეგ მიიღებს. რაც შეეხება ნაცებს , მათი ადგილი მემარჯვენე ფლანგის უკიდურეს კიდეში თუ იქნება. არ აქვთ სოციალური ველი, დარჩათ გავლენები, არ დარჩათ იდეა. ის რასაც ქადაგებენ,მასებამდე ვერ მივა. მათი მაქსიმუმი მომავალში ბარიერის გადალახვაა. ისიც მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. ჩათვალონ გაუმართლათ,ოქროს ხანა ამოეწურათ, ახლა ვერცხლის ჟამია......შემდეგში კიდევ უფრო ჩაიჩოჩებიან . მესმის, ეს თემები დღეს აქტუალური არაა. კვლავინდებურად ელიტებს შორის ჭიდაობა მიდის ,მაგრამ მსჯელობის დაწყებად ღირს.
  2. ეს საჭიროა და ლევან ყიფიანი იმედია შეასრულებს სიტყვას და პოლიტიზირების ხარისხი ნულამდე დაეცემა
  3. "ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი რებრენდინგი არ იგეგმება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის შიგნით არავინ ფიქრობს. "მინდა გითხრათ, რომ არავითარი მსგავსი არც იდეის დონეზე, არს მსჯელობის ან შემოთავაზების დონეზე არ ყოფილა. არავითარი სახელის ცვლილება არ ხდება. რებრენდინგზე ამ წუთას არავინ ფიქრობს და არ მუშაობს. ჯერჯერობით ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ სწორად სტრუქტურირება, გაანალიზება იმისა, თუ რა იყო შეცდომები, რა იყო სირთულეები. ჩვენ ვიცით, რა იყო პოზიტიური, რაც შეიქმნა ამ ქვეყანაში, თუმცა, ძალიან ბევრი ხარვეზიც იყო და ყველა პროგრამა ვერ მივიდა ბოლომდე. ამიტომ, პარტია შეეცდება, რომ უფრო კონსოლიდირებული იყოს და შეასრულოს პოლიტიკური ოპოზიციის ფუნქცია კონსტრუქციულად, თუმცა პრინციპულად სწორედ იმგვარად, რაც დღეს ქვეყანას ჭირდება", - აღნიშნა წერეთელმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ნაციონალური მოძრაობა" სახელს იცვლის.
  4. ცუდია, ეს ძალიან ცუდი. არის შანსი რამე შეიცვალოს? მაპატიეთ მწარე სკეპტიციზმი
  5. http://planeta.ge/blogs/entry/302-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1/
  6. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უფლებამოსილების გაფართოებას ჰპირდება. მისივე თქმით, საქართველოს დანარჩენ რეგიონებს იმაზე გაცილებით მეტი უფლებები ექნება , ვიდრე სადღეისოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისა და დეცენტალიზაციის თაობაზე ივანიშვილმა დღეს აჭარაში, ჟურნალისტებთან ისაუბრა. "ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია. რეგიონებმა საკუთარი თავი თვითონ უნდა მართონ. ამით უნდა ავიმაღლოთ პოლიტიკური კულტურა. არ შეიძლება ყველაფერი თბილისიდან იმართებოდეს. დეცენტრალიზაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ცენტრს საკუთარი ფუნქციები აუცილებლად დარჩება", - განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე. მისივე შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოში "ძალიან კარგი, მეგობრული და ერთიანი გუნდი მოვიდა". ჩაქვში ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა უხუცესმა დეპუტატმა "მრეწველთა პარტიიდან" ირაკლი ჯაშმა გახსნა. რეგისტრაცია 21-ვე წევრმა გაიარა. სხდომას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრება. სხდომას ესწრებიან ასევე სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პირველ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარეს აირჩევს. ამ პოსტზე კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ავთანდილ ბერიძე განიხილება. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 13 მანდატი "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, 8 კი - "ნაციონალურმა მოძრაობამ". http://www.interpressnews.ge/ge/politika/218864-bidzina-ivanishvili-atcaris-avtonomiur-respublikas-uflebamosilebis-gafarthoebas-hpirdeba.html
  7. რა ურთიერთობა აქვს გია ხუხაშვილს ივანიშვილთან და "ქართულ ოცნებასთან" რა კავშირები აქვს მას სოკართან. არის თუ არა ჩხარტიშვილი მისი მეგობარი და საერთოდ, ვის თვლის ის თავის ამხანაგად ამ და სხვა კითხვებს პასუხობს გია ხუხაშვილი
  8. ადამიანის ძმაა ან მამა :დ
  9. J A N O პოლიტიკოსები კიდევ გვსტუმრობენ. მობრძანდით,მობრძანდით ....
  10. Kaspar Schmidt ადრე ბავშვების ფორუმი იყო. მანამდე სხვა მიმართულება ქონდა
  11. იხილეთ ჩემ ბლოგში: http://planeta.ge/blogs/entry/300-linkedin-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1-1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/ გირჩევდით გაეცნოთ, თქვენც დაამატოთ ინფორმაცია
  12. საქართველოში ლინკედინი განსაკუთრებით პოპულარული არაა.... მიზეზი გასაგებია... ქართულენოვანი მომხმარებელთათვის მისი ინტერფეისი და ფუნქციონალური დანიშნულება მაინც და მაინც მეგობრული არაა, თუმცა მისი პოტენციალი ალბათ დროა ჩვენთანაც სათანადოდ შევაფასოთ. საიტს მოყვარულთა გარკვეული წრე ჩვენშიც ყავს, ქართველებს შორის საქმიანი ადამიანების ასეულობით პროფილი აღმოვაჩინე. უმეტესწილად ესაა ინგლისური ენის კარგად მცოდნე აუდიტორია, რომელმაც იცის ამ საიტის ავტორიტეტი და შესაძლებლობანი. მე? ინტერესის გამო დავრეგისტრირდი. ნელ-ნელა კი აქაურობა სასიამუვნოდ მაკვირვებს. ოფიციალური არხი იუთუბზე http://www.youtube.com/user/LinkedIn საიტი 2002-2003 წლებში ჩამოყალიბდა,როგორც სპეციალური ქსელი საქმიანი კონტაქტებისათვის. ყავს 200 მილიონი მომხმარებელი და დამსაქმებელთათვის კადრების მოძიებისათვის კარგი და პრაქტიკული ველია. მის სათავეებთან მილიარდელი რიდ ჰოფმანი დგას.მას იზიდავს ინტერნეტ-ბიზნესი და საკუთარი კაპიტალის უდიდესი ნაწილი ამ სფეროში დააგროვა. ამ მოსაწყენმა ძიამ ლინქედინი სერიოზულ ფულის წყაროდ აქცია. დღევანდელი CEOს ჯეფ ფეინერმა კი კომპანიის ფინანსური პოტენციალი კი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა . „ თუ ცუკენბერგი თქვენი დროის მონეტიზირებას ახერხებს, ფეინერი თქვენი ინფორმაციით ზრდის კაპიტალს “- ამბობენ ექსპერტები. ამ მომენტისათვის ყველა სერიოზული კორპორაცია,ფირმა და მენეჯერი ლინკედინის სერვისით სარგებლობს. მათ აინტერესებთ საიტის მომხმარებელთა უნიკალური ბაზაშო კომპეტენტური კადრების მოძიების შესაძლებლობა საიტზე არის ჯგუფები, კომპანიების "ფოლოუინგის"შესაძლებლობა ანუ თქვენ შეგიძლიათ იგი ინფორმაციების მოძიებისთვისაც გამოიყენოთ. დააკვირდით სქრინშოთს- ესაა ნაცნობების მოძიების არაპრემიალური სისტემა. საიტს კარგად აქვს ათვისებული თავისი ნიშა. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ პარტნიორი და შესაძლო თანამშრომელი. ყველაფერი სადა და მომხმარებლისათვის პრაქტიკული. არსებობს პრემიუმი.. თუ იცით რისთვის გნებავთ შეგიძლიათ სხვა შესაძლებლობანი დაამატოთ. საიტზე შეგიძლიათ შეაფასოთ ადამიანების პროფესიონალიზმი, რითაც პოტენციურ დამსაქმებელს გარკვეულ დახმარებას უწევთ. ლინქედინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სერვისი შეიძინა . მათ შორის slideshare . შარშან კი, სერიოზული ჩავარდნა ქონდათ, როცა ჰაკერებმა მომხმარებელთა ბაზის ჰეში წაართვეს და კომპანიას ბოდიშების მოხდა მოუწიათ. მიუხედავად ამისა, პოზიციები არ დაუკარგიათ. მეტიც, ბოლო პერიოდში ინტერფეისმა მეტამორფოზა განიცადა-საიტზე ვიპ ბლოგები მომრავლდა და გაზიარების სერვისიც ტრანსფორმირდა. როგორც ჩანს #1 საქმიანი სოციალური ქსელი ფეისბუქის მინდორზეც გადმოდის. რეზიუმეს მაგივრად აქცენტი პროფილზე კეთდება და ამით გარკვეულ განაცხადს აკეთებს,რომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდებიან.
  13. ბედისწერას ვერ შევცვლით:დ
  14. დარეგისტრირდით. სტატუსი პლანეტიდან
×
×
  • შექმენი...