Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    472.232

„თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს


lasha_alo

498 views

blog-0028741001642342395.jpg

„თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს

 

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 110 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.

 

ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია დიდ დიღომში: მირიან მეფის, არჩილ მეფის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირზე, ე.წ. ამერიკელების დასახლებაში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან; დიღმის მასივში: ლუბლიანას, ბელიაშვილისა და ბოხუას ქუჩებზე; სოფელ დიღომში, დიდგორსა და თელოვანში.

 

გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში, შემდეგ ლოკაციებზე მიმდინარეობდა: დუმბაძისა და გურამიშვილის გამზირებზე, ქერჩის, ვეკუა-ხიზანიშვილის, ბარამიძის, გამყრელიძის, რჩეულიშვილის, ნონეშვილის, ანდრონიკაშვილის, გობრონიძის, რომელაშვილის, ვასაძის, ანაპის, ისააკიანის, ჩარგლის, ფეიქრების, ლიახვის, ხევძმარის, ქსნის, ურეკის, შატილის, გუდამაყრის ქუჩებზე, ასევე, სარაჯიშვილის გამზირზე, თემქის მე-3, მე-4, მე-11 მიკრორაიონების ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში.

 

მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

 

სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...