-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
მაგასაც გადავამოწმებ, მაგრამ საშინელი ლიმიტები აქვს
-
სტრიმინგის გადამოწმების მიზნით აუცილებელია ტესტი. ამიტომ 21.00ზე მე ჩავრთავ ჩემს კამერას საკუტარი ოთახიდან . ყველას გთხოვთ უყუროთ . დაიტესტება ვიდეოხარისხი აუდიო პრობლემები . შემოდით შესაბამის თემაში . 21.00
-
ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ოფისის მიქირავებასაც კი მეპატრონეები პეტრე ცისკარიშვილთან ათანხმებენ http://geworld.net/politics/1014.html ეეეეეეეეეეეეეჰ.......
-
გარდაცვალებაზე ცნობას თემის გახსნა ვამჯობინე. 84 ს ყოფილა...
-
თქვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების ზონაც ვატირე რა
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მოვასწრო ჯობია დიდი საქმეები არაა , მაგისთვის შპსზე ჩალიჩი არ ღირს. -
თქვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების ზონაც ვატირე რა
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პირობითად , მე და დეპრესას ინდივიდუალურად გვეკრძალება რომელიმე ენ პირის დაკვეთის შესრულება. აუცილებელია შპს და ასეთი ბიუროკრატია . ახლა 2 დაკვეთა მაქვს და თუ დაიკარგა .... -
ირაკლი75 ეგ თეგი აქ არაა გამოკითხვა კი შეიძლება ერთ თემაში რამდენიმე. ვიდეოს გავაკეთებ მერე .
-
Siknadmo ხალხი( შენს მეგობრებზე არა ვამბობ ,ზოგადად) ისეთივე როსკიპია ,როგორც პოლიტიკოსები.
-
გამარჯობა ჯიმშერ ანუ ქართული ეგზორციზმის აუცილებლობა
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio აღმოსავლური ორთაბრძოლების ერთი ოქროს წესი მახსენდება, რომელიც შენთანაც მითქვია.... ლომი ვეფხვთანაც და თაგვთან ერთნაირი შეუპოვრობით იბრძვის და მისთვის სუსტი მეტოქე არაა. ასე რომ საჭირა ძალების სრული მობილიზაცია , არა ამ ხელისუფლების შესაცვლელად(ესეც საჭიროა ცხადია) , ჯიმშერების დასაბლოკად ყველა სფეროში. არაა ეს მიუღწეველი .ნწუ . მეც მჯერა -
გამარჯობა ჯიმშერ ანუ ქართული ეგზორციზმის აუცილებლობა
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი :018: -
გამარჯობა ჯიმშერ ანუ ქართული ეგზორციზმის აუცილებლობა
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზუსტად ,ზუსტად მესმის ,ეს მხოლოდ ლიტერატურული ხერხია. -
გამარჯობა ჯიმშერ ანუ ქართული ეგზორციზმის აუცილებლობა
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo სტატია ნაკლებადაა, უდფრო უძინარის ფიქრებია გამოსავალი? იყო უკეთესი, ვიდრე ხელისუფლება -
ამას კი მთავრობის მიერ ინიცირებული „საინფორმაციო-ტექნოლოგიური ზონების“ შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს. აქამდე ეს კანონი საერთოდ არ არსებობდა და ამით მოხდება აღნიშნულ სფეროში საქმიანობის დარეგულირება. აღსანიშნავია, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე მეორედ შევიდა. პირველად საშემოდგომო სესიის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელმაც საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. გილაურმა მაშინ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას. „როგორც გვაქვს შექმნილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც ექსპორტზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათები ეძლევათ, ასევე გვინდა, საქართველო გამოვაცხადოთ თავისუფალ საგადასახადო ზონად იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმუშავებენ კომპიუტერული ტექნოლოგიების უზრუნველყოფაზე; ე.წ. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე, ანუ კომპიუტერული პროგრამების დაწერაზე“, - აღნიშნა 18 ივნისის მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა. კანონპროექტი პარლამენტში ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ შევიდა, მაგრამ საშემოდგო სესიის დაწყებისთანავე უკან გაიწვიეს. არგუმენტად კი „კანონპროექტის დახვეწა“ დასახელდა. გადამუშავებული თუ დახვეწილი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია და უნდა ითქვას, რომ თავადაპირველი ვარიანტიდან თითქმის არაფერი აღარ არის დარჩენილი. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათებით უნდა ესარგებლათ. ამასთან, პირვანდელ ვარიანტში, ვირტუალური ზონის პირად მიჩნეული იყო როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. პროექტის განახლებულ ვარიანტში კი, ვირტუალური ზონის პირი უკვე მხოლოდ იურიდიული პირია. შესაბამისად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობისთვის და შესაბამისი შეღავათების სარგებლობისთვის, ამ სფეროში დასაქმებულ პირებს იურიდიული პირების შექმნა მოუწევთ. პროექტში საინფორმაციო ტექნოლოგიებიც არის განმარტებული. კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიებია კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრინველყოფის პროდუქტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ამ სფეროში საქმიანობა აქამდე კერძო პირებს შეეძლოთ, ახლა ეს აეკრძალებათ. ჯერჯერობით არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, თუ ფიზიკური პირები ამ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში რა სანქციით დაისჯებიან, მაგრამ კანონპროექტში ცალსახად არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს და იურიდიულ პირთა გაერთიანებებს. რატომ მოხდა ფიზიკური პირებისთვის ამ უფლების ჩამორთმევა, ამაზე მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი განმარტებები არ კეთდება. ექსპერტი სოსო არჩვაძე კი ვარაუდობს, რომ „შესაძლოა, ეს ინტერნეტსივრცის დაცვის მიზნით იყოს განპირობებული“. მისი განმარტებით, უფრო ადვილი იქნება ერთის მხრივ ადმინისტრირება იმისა თუ ვინ აწარმოებს ასეთ საქმიანობას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და უფრო მეტად არის მოსალოდნელი, რომ იურიდიული პირის შექმნა და მათი საქმიანობის ადმინისტრირება ბიუჯეტის შესავსებად იქნეს გამყენებული. ამას კი ისიც ამყარებს, რომ იურიდიული პირის შექმნა და საქმიანობა უფრო მეტად არის ხარჯიანი, ვიდრე ფიზიკური პირის მიერ გაწეული საქმიანობა. ვინაიდან, იურიდიული პირი უკვე ყველა გადასახადით იბეგრება. სწორედ ამ კონტექსტში არის საინტერესო ისიც, რომ კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების დაწესება იყო გათვალისწინებული. მეორე ვარიანტში კი მთავრობამ ამ შეღავათების დაწესება გადაიფიქრა. პირვანდელ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ ვირტუალური ზონის პირი, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიებით არის დასაქმებული, არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, მოგების გადასახადს, დამატებითი ღირებულების გადასახადს, აქციზს და საბაჟო გადასახადს. პარლამენტში ხელმეორედ შესულ პროექტში კი, ეს ჩამონათვალი აღარ არსებობს. გადამუშავებულ ვარიანტში ცალსახად წერია, რომ არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება არ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით და ექსპორტის გადასახდელით. ფაქტია, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ვინც დღეს ამ საქმიანობით არის დაკავებული, წესების შეცვლა ან საქმიანობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც, ცხადია, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. http://boqlomi.blogspot.com/2010/11/blog-post_28.html მოკლედ რა....
-
არ არიან თანახმა და არც ამ განყოფილებაზე გიჟდებიან
-
არჩევნების ჩატარების იდეა ჩავარდა ვწუხვარ
-
გამარჯობა ჯიმშერ ანუ ქართული ეგზორციზმის აუცილებლობა
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo სულაც აარ ვთვლი "ბანძ ქართველ ერზე "საუბარი კარგ მოვლენას წარმოადგენს და არც პატრიოტიზმის უარყოფა დამისახია მიზნად. -
გამარჯობა ჯიმშერ ! სხვები შეიძლება "ალტერ ეგოთი" მოგმართავენ ან გონებაში ჩამჯდარ საბჭოთა მეტასტაზებს გიწოდებენ , მე ასე მოგნათლე ,იმედია არ გეწყინება. ძალიან კაპრიზული ხარ , მეოცნებე , ზარმაცი ....რაც მთავარია, განვითარების შესაძლებლობას არ აძლევ კაცს.პროფესიონალიზმი არ გიყვარს, კერპობა გინდა და თან კერპებს ეძებ. მოკლედ ,ნარცისიზმის აპოლოგეტი ბრძანდები. ჯიმშერ, გახსოვს ისტორიის წიგნისაკენ რომ მიბიძგე? „ დიდი ისტორიული წარსულიო“, „მებრძოლი ერიო“ -ჰმ,შენ რა გითხარი ...... წავიკითხე და აღმოვაჩინე ,თუ რაოდენ წარმოსახვითია ეს სამყარო. მატიანის ტექსტების სამყაროში გარნისის პერიპეტიებიც ღიად ჩანს,თან მსოფლიო ისტორიის წიგნიც დესერტად დავაყოლე და თურმე ერთი ,საინტერესო,მაგრამ ჩვეულობრივი ხალხის ნაწილი ვყოფილვარ. ჰმ,ვეღარ მომატყუილებდი, ფირფიტა მოაბრუნე ,“365 ქართულ სირცხვილზე“ ალაპარაკდი. ვაი შენს პატრონს, შე უბედურო.... დიდგორის ომი ხომ ნამდვილად მოხდა , ვაჟკაცი ქართველებიც ხომ იყვნენ ?- ეჰ ჯიმშერ,ჯიმშერ.....მითებისაკენ გაქვს მიდრეკილება ,არ შეგიძლია წყაროების შეჯერება და ობიექტური დასკვნების გაკეთება. ჭეშმარიტება უკიდურესობების მხარეს თითქმის არასოდეს არაა. ყველა უკიდურესობა ერთ ნიადაგს ემყარება.....გაუცნობიერებლობას. ტრადიციებიო,ქართველობა დავიცვათო, ტვინში ჩიპი ბუა მასონებმა არ ჩაგვიდონ,თორემ ყველაფერს დავკარგავთო. დადუმდი რა . ტრადიცია ღირებული მაშინაა,თუ კონკურენციის არ ეშინია,სიახლეს არ გაურბის ,არამედ ექვემდებარება ახალ დროებასთან ადაპტაციას. ფარისევლობაა შენი სადღეგრძელოები.სიცრუე ,რომელიც ადვილად ქარწყლდება. მიყვარს ბახუსი ,მხოლოდ ზომიერად . მიყვარს წარსულის ანალები ,მაგრამ წასაკითხად ,გასააზრებლად და არა მათგან ზღაპრების შესათზობად. ჯიმშერ, ვიცი შენც კი არ მოგწონდა საბჭოთა კავშირი.... ჩარჩოებში ჩაკეტვა და წითელი ცენზურა რა მოსაწონია?! შენი „უქარქაშო ხმლები“ ამ ზიზღს ერთ ეტაპზე ებრძოდა კიდევაც,მაგრამ ნელნელა ეს ზღაპრები მავნებელი გახდა ჯანსაღი გონებისათვის,რადგანაც იზოლაციონისტური მიდრეკილებებისკენ უბიძგებდა. ჯიმშერების რევოლუციად აქციეთ სსრკდან განთავისუფლების ეპოქა. ჩვენ მხოლოდ საბჭოთა უგემოვნების თავიდან მოშორება გვინდოდა,მაგრამ თქვენმა გავლენამ მძიმე იდოლოგიური ბექგრაუნდი შექმნა,რომელიც ბოლშევიზმის ნაყოფი იყო. სად მივედით? ისევ იქ საიდანაც მოვედით.ერთ წრეზე დავდივართ და ამაში დამნაშავე ქართველთა გონებაში ჩასახლებული პატარა კაცუნიებია . ძალიან გიყვარს ილია ჭავჭავაძე არა? ქართველობის სიყვარული ამით ისწავლეო. ჰეჰე, მართლა გენიოსი იყო,რადგანაც შენ გხედავდა , სამშობლოს სადღეგრძელოების მაგივრად პრაქტიკულ საქმიანობაზე ჰქონდა აქცენტი, მისი აზრები კი ზუსტად ლუარსაბული ფილოსოფიის წინააღმდეგი იყო , საერთო კარგახსნილობის მომხრე ყოველივე პროგრესულისადმი. წმინდა ილია მართალიო -შეეშვით მის სახელს, ნუ ითვისებთ ამ გზით .მოკვდავი გახლდათ თავისი სისუსტეებით და ზუსტად ამით გახდა ახალი საქართველოს შექმნის იდეის ავტორი,რომელიც ლუარსაბებმა და ჯიმშერებმა საკუთარ თავში ჩაკეტეთ. ბოლო დროს ეკლესიას მიეძალე. ამ მასიური იმედგაცრუებით გაწამებულებმა რელიგიაში დაიწყო ხალხმა შვების ძიება.შენ ცდილობ მათ გონიერებაში ჩაძვრე და „გააქვაკუთხედო“ ჩვენი ფილოსოფია. წადი რა... დაიკარგე ,შენი დრო უნდა გავიდეს . დასანგრევი იქნება ყველა ის ტაძარი ,რომელშიც შენი აზროვნება იქმნება გამეფებული. კონფორმისტი ხარ და საკუთარ სისუსტეებს ადამიანების წარმოსახვაში ჰპოულობ...... ......... უი ჯეკ .....შენი დედაც..... აქ რა გინდა ? შენ ვინღა ხარ? „ბანძი ქართველი ერიო“,“ არაფერში ვარგივართო და კერპებს რახან ვექვემდებარებით ,უმჯობესია ისევ ჩვენ ვმართოთო...ჩვენ ხომ „ევროპეისკი“ ელიტა ვართ ...ისინი კი ეს ხალხი.... „აუ გრუზინებიო“ , ჯიმშერს აგინებ ? მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მაშინ შენი ტელევიზიები მის ინსტინქტებს რატომ აძლიერებს ჩვენში? ღია ჯიმშერული „სახალხო კრების“ კრახით ხალისობ და კონფორმისტული აურა კი გიხარია. ა შენ ჩამოკიდე წარწერა: „საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი.წყარო: მსოფლიო ბანკი“?! ერიჰა..... მე ვთქვი რა ხდება ,საიდან მოვიდა ეს ჯეკი-თქო. უცებ ვერ გიცანი ჯიმშერ. სნობის კოსტუმში გამოწყობილი ,ერთი შეხედვით, სხვაგვარად გამოიყურები ,მაგრამ ასე ადვილად ვერ დაიმალები. იგივე სულელი ხარ,რაც იყავი. ჰომო სოვეტიკუსი ,რომელიც უნდა გადაშენდეს ჩვენი გონიერებიდან. არაფერი ზემაგიური არაა ამისათვის საჭირო, მივყვეთ მსოფლიო განვითარების დინებას , ჰორიზონტი უკეთესად დავინახოთ და დავივიწყოთ ჯიმშერული ზღაპრები. ძლიერი ხარ შე ოხერო კიდევ,ძალიან ძლიერი, მაგრამ თუ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა საკუთარი ჯიმშერები მოიგერია ,აუცილებლად ეს ჩვენც უნდა მოვახერხოთ,თუმცა შენი განდევნა შოკით შეუძლებელია,შევიცვლებით? თავისით წავხვალ და დაიკარგები უკვალოდ,ხოლო ჯეკი,შრეკი თუ სხვა ნიღბები შენი სახეებია ......სხვა არაფერი იმედია მალე დაგვემშვიდობები და ამას ეს ქვეყანაც შეძლებს ნაკლები პატივისცემით: ალოანთ ლაშა
-
T_A_T სხვაგანაც ეძლევათ იმუნიტეტი. ეს შეიძლება არც იყოს ....ცოტა დამაბნია ინიციატივამ რამდენად მიიღებს ერი ჩვენი :TAT: ?
-
ე4ს ლექსი ფორუმებმა შემაზიზღა :018:
-
მხოლოდ თავისას
-
მაშინ უნდა გაიყოს
-
გილოცააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააავთ