Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძის ქმარმა, ბადრი ბიწაძემ, ლევან გაჩეჩილაძე ფაქტობრივად, თანხის გამოძალვის მცდელობაში ამხილა, ქართულ პარტიაში ბურჯანაძისათვის საპასუხო დარტყმის მიყენების ხერხებზე დაფიქრდნენ. პრესა.გე-ს ინფორმაციით, გაჩეჩილაძეს უკვე აქვს მონახაზი „თუ როგორ უნდა ჩაძიროს ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე“. სავარაუდოდ, ამ „მძიმე“ საქმეს, თავის თავზე, ეროსი კიწმარიშვილი აიღებს. იგეგმება ქართული პარტიის ოფიციალური განცხადებაც, სადაც ნინო ბურჯანაძისა და მოსკოვის ფარულ თანამშრომლობაზე იქნება საუბარი. კერძოდ, ქართული პარტიის წევრებმა შესაძლოა გამოაქვეყნონ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბურჯანაძეები მოსკოვის დავალებით საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ. შეგახსენებთ, რომ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს, ლევან გაჩეჩილაძე პრეზიდენტ სააკაშვილს 12 მილიონის სანაცვლოდ ხალხის დაშლასა და სიტუაციის დარეგულირებას დაჰპირდა. მართალია, ეს ინფორმაცია ქართული პარტიის წევრებმა კატეგორიულად უარყვეს, თუმცა, დღეს იგივე გაზეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჟურნალისტს გაჩეჩილაძე-სააკაშვილის ფარული ფინანსური გარიგების შესახებ ინფორმაცია ნინო ბურჯანაძის ქმარმა, ბადრი ბიწაძემ მიაწოდა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი რომ ქ ართულ პარტიაში საპასუხო დარტყმებისთვის ემზადებიან. კარგია , კარგი... ჩაძირონ ერთმანეთი...ბალასტ
  2. ხელი შეგვიწყვეთ საინტერესო სტუმრების მოყვანაში.დიდი სიამუვნებით მივიღებთ კონკრეტულ წინადადებებს. უკვე მომწერა რამდენიმე პლანეტელმა და ეს კარგია ;) ხარისხის გაუმჯობესებაზე კონკრეტული ხელშეწყობა. პრინციპი: 1)ტაბუდადებული არც თემები და არც პიროვნებები არ იქნება; 2) სწრაფად ნუ ველით ხარისხის და ელიტარული სტუმრების მოსვლას
  3. გიორგი კაპანაძე presa.ge-დან თანამშრომელთა ნაწილის წასვლას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ინიციატორი ის არ ყოფილა . როგორც კაპანაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტეს თანამშრომლებმა სამსახურის დატოვება. "ეს მათი გადაწყვეტილება იყო და ყველა მათგანს წარმატებებს ვუსურვებ. ჩემი მოსვლის შემდეგ, არც ერთ თანამშრომელს ჩემი ინიციატივით სამსახური არ დაუტოვებია და არც მომავალში ვაპირებ ამის გაკეთებას. ზუსტად არ ვიცი რამდენი ჟურნალისტი წავიდა, მაგრამ ბევრი არა, მხოლოდ რამდენიმე", - აღნიშნა კაპანაძემ. დღეს "ჯაჟუში" გამართულ პრესკონფერენციაზე presa.ge-ს ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათ საიტი სრული შემადგენლობით დატოვეს და ამის მიზეზი "კავკასუსის" მედიაჯგუფის ახალი ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძეა, რომელიც მათზე ზეწოლას ახორციელებდა. ისე რა გველია ეს კაპანაძე , ადამიანის ფორმა აქვს რა დაკარგული
  4. http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2204 ბუნებრივია, ამ ფსევდოარჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. სხვა მხრივ კი ბრძოლას გავაგრძელებთ და შევეცდებით, საზოგადოების კონსოლიდაცია მოვახერხოთ. თუმცა, დღეს ამისთვის ხალხი მზად არ არის. ყველამ იცის, რომ ეს არჩევნებიც უკანონოა, მაგრამ რამდენიმე კაცის გარდა, ამოიღო ვინმემ ხმა? იმ დონემდე ვართ დასული, რომ ორი დღის გაცნობილ კაცს მხოლოდ იმიტომ "ვირჩევთ", რომ XXI საუკუნეში ორი სტადიონი ააშენა. ჩემი სიტყვები ბევრს ეწყინება, მაგრამ ის უფრო არ უნდა სწყინდეთ, ამ ხნის განმავლობაში ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში რომ არის და ხმას არ იღებენ?.. გაერთიანების ნაცვლად, გაჭირვებამ კიდევ უფრო დაგვაჩაჩანაკა. სხვა ქვეყანაში მსგავს რამეს არავინ მოითმენდა. საზოგადოება ქუჩაში გამოვიდოდა. შენ რა, ქართველების ცნობიერების შეცვლა გინდაო? - მეკითხებიან და ყველაზე მეტად ეს მწყინს. რა, არ უნდა შევიცვალოთ? როდემდე უნდა შევეგუოთ ასეთ უსამართლობას? უნდა გამოვფხიზლდეთ… მაგრამ გულშემატკივარს ვერ მოატყუებ! მას ნაღდი, ნამდვილი თამაში სჭირდება და ასეთ თამაშს ნებისმიერი დისტანციიდან ცნობს. დღეს კი სად არის სიმართლე? ვხუმრობთ ხოლმე, პირდაპირ მიშა სააკაშვილი დავნიშნოთ ფედერაციის პრეზიდენტადო. ალბათ, ვერც მაშინ მოვიგებთ, მაგრამ ქართული ტელევიზიები რისთვისაა? ისე დახატავენ, ყველა მატჩში საქართველო იქნება მოგებული”. ეს არის ნაწყვეტი მიხეილ ყაველაშვილის ინტერვიუდან, რომელიც 2009 წლის 28 სექტემბერს “კვირის პალიტრაში დაიბეჭდა. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. დღეს სრულად და უცვლელად გთავაზობთ მიხეილ ყაველაშვილის წერილს, რომელიც ვეტერანმა ფეხბურთელმა პრესა.გე–ს გამოუგზავნა საკუთარ სამზარეულოებში პროტესტის გამოხატვით არ ბრუნდება ღირსეული მოქალაქეობის განცდა. [მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევა] თავისუფლება, ღირსება, თანადგომა, მოყვასის სიყვარული, ერთმანეთის უფლებების დაცვა – სასიცოცხლო მნიშვნელობისაა როგორც ერისთვის, ასევე – თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამიტომ ჩვენ, ამ ქვეყნის რიგითი ადამიანები, ვალდებულნი ვართ, ერთმანეთის თანადგომით დავიცვათ ერისა და თითოეული ჩვენთაგანის ღირსება და თავისუფლება. ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, აშინებს ადამიანებს დაჭერით, არჩევნების დროს ფულს ხარჯავს მათ მოსყიდვაში, მთავარი მედიასაშუალებები მისი კონტროლის ქვეშაა, შიშისა და უსამართლობის განცდა იგრძნობა ადამიანების სახეზე. ისინი დათრგუნული და დამონებული არიან. ამავე დროს, ამ შეურაცხმყოფელ გარემოში გაჩნდა ადამიანთა ახალი ჯგუფი სახელწოდებით “შეძლებული (დანაყრებული) მონები”. ეს ადამიანები ხელისუფლებისგან გასამრჯელოს ღირსების სანაცვლოდ იღებენ. ამგვარი ანაზღაურებისა და კეთილდღეობის სანაცვლოდ მზად არიან ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმონ, თვალი დახუჭონ მათ დანაშაულზე. ეს ადამიანები ცდილობენ, საზოგადოებაში გაამართლონ თავიანთი ქმედებები, ასე ვთქვათ – დანაყრებული მონობის პოზიცია და, რაც ყველაზე საგანგაშოა, ამით ამკვიდრებენ ცხოვრების ახალ სტანდარტს, რაც უკვე გამოიარა წინა თაობებმა საბჭოთა პერიოდში და რასაც ფორმალურად უპირისპირდება დღევანდელი ხელისუფლება. ისინი დღევანდელ რეალობაში საკუთარ პოზიციას – პრივილეგირებულ სტატუსს – წარმოაჩენენ, როგორც ერთადერთ საარსებო წყაროს და ამკვიდრებენ ამგვარი ცხოვრების წესს, რომ თითქოს მხოლოდ ასე შეიძლება ცხოვრება და პროფესიული ინტერესების რეალიზება. მათ აქვთ საკუთარი დაუწერელი წესდება და თუ გადაწყვეტთ ამ სტატუსის მიღებას – მონობას ნაყროვანებით – სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციებს (საგულდაგულოდ დაგასწავლიან) როგორ უნდა მოიქცე: რომ, არ უნდა აკრიტიკო ხელისუფლება; რომ, უნდა ეცადო და ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებებს გამართლება მოუძებნო; და როცა გამართლება შეუძლებელია, როგორ უნდა მიიღო სირაქლემას პოზიცია; რომ, არსებობს საუკეთესო გამოსავალი – არაფერი გსმენია, არაფერი დაგინახავს და, საერთოდ, აპოლიტიკური ხარ და პოლიტიკა არ გაინტერესებს. ასევე, უნდა იგრძნობოდეს თქვენი მხრიდან ხელისუფლების მხარდაჭერა რაიმე სახით. ხელისუფლებასთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან უნდა მოერიდო საჯარო გამოსვლებს, თავისუფალ მსჯელობას, პროფესიულ ანალიზს და თუ გადაწყვეტთ წარმატებულ მოღვაწეობას თქვენ მიერ არჩეულ სფეროში, სულაც არაა საჭირო მაღალი პროფესიული განათლება – აქ უფრო სხვა მეთოდებია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, უნდა აქოთ ხელისუფლება და დაანახოთ, რომ ერთგული ხართ მისი, ანუ პირფერობა (პირფერობის და მლიქვნელობის დახვეწილი ფორმები) ქება–დიდება, მადლიერების გამოხატვა, ხელისუფლების პირველი პირების მიმართ. და კიდევ, სხვა მრავალი მათი მოსაწონი მეთოდი. ამ ყოველივეს შემდეგ თითქმის გარანტირებული გაქვთ დაწინაურება ანუ – შეძლებული მონობა. ასე რომ, ეს “შეძლებული მონები” არ არიან უცხოტომელები. სამწუხაროდ, ისინი ჩვენი ახლობლები, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი თანამოქალაქეები არიან და თუ ეს რეალობა შენარჩუნდა და ეს ტენდენცია გაგრძელდა და გამყარდა, ძალიან ცუდად აისახება ჩვენს მომავალ თაობაზე. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მაინც შეძლონ თავისუფალ და ღირსეულ გარემოში ცხოვრება. დღეს ჩვენი ხელისუფლება არის გამარჯვებული ხელისუფლება, გამარჯვებული – საკუთარ ხალხზე. დიახ, მან დაამონა და დააშინა, ღირსება შეულახა და პატივი აჰყარა საკუთარ მოქალაქეებს. ეს სიმართლეა და ეს ეხება ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც თითქოს უარყოფს, რომ ეს მათი ხელისუფლება არაა. ახლა მათი აგრესია ოპოზიციაზე გადავიდა. შესაძლოა, ვინმე ამაში ობიექტურ მიზეზებს ხედავდეს, მაგრამ ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების წიაღშია გაჩენილი. უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ქმედებებები ჩვენი უსუსურობის, სისუსტის და უპასუხისმგებლობის შედეგია. დღეს საზოგადოებაში ხშირად ბჭობენ ხელისუფლების პირველი პირის და მისი მთავრობის შესახებ. საზოგადოების ერთი ნაწილი მათ ამერიკულ პროექტად მოიხსენიებს, მეორე, ასე ვთქვათ, რუსულ პროექტად. ზოგიერთი კი, მათ ეთნიკურ წარმომავლობას აყენებს ეჭვის ქვეშ – აყენებენ, რათა სხვას დაბრალდეს ის, რაც პრობლემა და რათა ამით ახსნა-განმარტება მოეძებნოს ჩიხურ მდგომარეობას, რაც სრული მარაზმია. დღევანდელი ხელისუფლება ქართული პროექტია და ამის არაღიარებაც ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. დღეს საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც სურს შემოქმედებითი საქმიანობა, ეჯახება ერთ მთავარ პრობლემას – ამ სფეროს ხელისუფლება აკონტროლებს, ხელისუფლების წნეხის ქვეშაა და დამოუკიდებელი არსებობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ, საქართველოში აღარაფერი იქმნება ახალი, ხარისხიანი, არაპარტიული და არასახელისუფლებო. საქართველოში არის უძრაობის ხანა. კერძო საუბრებში ამას “არა–განაწყენებულებიც” ადასტურებენ. აღიარებენ იმასაც, რომ ყველა სფეროში ქაოსია. თუმცა, რა გასაკვირია – იმ გარემოში, სადაც ერთი ადამიანის გემოვნების დაკმაყოფილებაზე მუშაობს თითქმის ყველა სფერო, სადაც ადამიანებს აწინაურებენ და ნიშნავენ არა პროფესიონალიზმის, არამედ ერთგულების ნიშნით, ღირებული და ხარისხიანი არაფერი შეიქმნება. ქვეყანას, სადაც მსგავსი რამ ხდება, საერთო არაფერი აქვს თავისუფლებასთან და ღირსებასთან. ის ადამიანები, ვინც ინდიფერეტულები არიან და ამას აპოლიტიკურობით ხსნიან, არ არიან გულწრფელნი, რადგან პოლიტიკური გემოვნების საკითხი არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე, მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრე საზოგადოებას: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უმრავლესობა ხართ, დააკვირდით: დასავლეთის ქვეყნებთან საუბარში ხელისუფლება თავისუფლების ხარისხის შეზღუდვას თქვენი მდაბიოობით ხსნის. ანუ, არქიფო სეთურის ხალხს გამსგავსებენ. გამოფხიზლდით და დაინახავთ რა დგას გზებისა და ხიდების მშენებლობის უკან, ვინ მდიდრდება და როგორ გიყენებენ. ახლა კი, მთავარი სათქმელი: ვცდებით, როცა გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ პოლიტიკოსებს. მათი ნაწილი დღეს საარჩევნო გარემოს შეცვლას ითხოვს, მეორე ნაწილი რადიკალური ნაბიჯების მომხრეა, მესამე – კონსტრუქციულ ოპონირებას ამჯობინებს. ვიღაც, საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებს. ისინი ეძებენ პოლიტიკურ გზებს ხელისუფლების შესაცვლელად და ხელისუფლებაც ეთამაშება ამ ეგრეთ წოდებულ პარტიებს, რაზეც უნდათ – თანამშრომლობენ, რაზეც უნდათ – არა. ასე ვთქვათ, ხელისუფლება დემოკრატიულობანას ეთამაშება მათ დასავლეთის დასანახად. მაგრამ მე სხვა რამის თქმა მსურს – პოლიტიკოსები თავიანთ გადაწყვეტილებებში აპელირებენ ხალხით. ისინი აღნიშნავენ ქართველი ხალხის ნებას. მაგალითად, კონსტრუქციულები არჩევნების დადგენილ ვადაში ჩატარებას ემხრობიან, მაგრამ თუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა სხვა ვადებში ჩატარება, მაშინ ისინი ხალხის გვერდზე დადგებიან და… ვინ არის დღეს ქართველი ხალხი? იგრძნობა კი დღეს ძალა ქართველი ხალხისა? მომიტევეთ და, როცა დღეს ქართველი ხალხის ნებაზე საუბრობენ, ასე მგონია, რომ ვირტუალურ სამყაროს გულისხმობენ და არა რეალურს. მხოლოდ გულწრფელი და უანგარო ძალისხმევით შეიძლება ღირსების აღდგენა. საარჩევნო გარემო, კონსტიტუციური უფლებები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციები, აშშ-ს, ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინება, რუსეთის ფაქტორი, ქვეყნის გაერთიანება, განათლების რეფორმა, ახალი გზების და ხიდების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხები, თუ მთავარი – ადამიანური ღირსება – არის შელახული და ადამიანს წართმეული აქვს ღვთისგან ბოძებული თავისუფლება. რამდენი ადამიანი შეურაცხყვეს! რამდენს შეულახეს ღირსება ამ ხელისუფლების პირობებში! რამდენი ადამიანია დათრგუნული და დაშინებული! ეს, ყველაფერი, გაგვიკეთეს ჩვენც – ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ქართველ ხალხს. რაში მდგომარეობს ხალხის ძალა? ეს ძალა თანადგომაშია, მოყვასის სიყვარულსა და მისი სიმართლის და ღირსების დაცვაში. ჩვენ უნდა გავუჩინოთ ეს განცდა ერთმანეთს. დასავლური ენით ამას ჰქვია სოლიდარობა, რაზეც დგას მთელი ცივილიზებული სამყარო. შეიძლება ევროპის ქვეყნებში კარის მეზობლები ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ თუ ხელისუფლებამ გაბედა და უსამართლოდ მოექცა, ღირსება შეულახა ერთ-ერთ მათგანს, არა მხოლოდ კარის მეზობელი, მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა დადგება მის გვერდით. ამას არ სჭირდება განსაკუთრებული გმირობა, არც მაღალფარდოვანი ტექსტები და რაიმე განსაკუთრებული კონცეფციები. ამას მხოლოდ თავისუფალი პიროვნებები სჭირდება. მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობის სიმძიმისა, ამ ეტაპზე უნდა შეიცვალოს მიდგომა. როცა ასეთ მძიმე რეალობაში ვხვდებით, საზოგადოება არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. პირიქით, პოლიტიკოსების გასაგონად უნდა ითქვას, რომ ყველამ უნდა გაიძროს პოლიტიკური სამოსელი და დადგეთ რიგით ადამიანებთან ერთად, როგორც რიგითი ადამიანები. როცა პოლიტიკური ბრძოლა იქცა ფარსად, როცა მთლიანად საზოგადოების ღირსებაა შელახული და, როგორც პოლიტიკოსები, ვეღარ ახერხებთ მათ დაცვას, როცა პოლიტიკურ იარაღს აღარ შეუძლია სიკეთის მოტანა საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გთხოვთ: გაიძრეთ პოლიტიკური მანტია და დავდგეთ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ერთად, ერთად ვიბრძოლოთ ღირსებისა და თავისუფლებისათვის. ყოველგვარი პოლიტიკური მოლოდინების გარეშე! ვინმეს კარიერისტული მოლოდინების და ფანატიკური ანგარიშსწორების სურვილის გარეშე და ბელადების შექმნის გარეშე, ვისაც შემდეგ გადავაბარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას უშუალოდ ყველა მოქალაქემ უნდა ზიდოს ღირსების აღდგენის ტვირთი. ასეთი განცდა დასაბამს დაუდებს ღირსების დღეს. თუ ერი უარს იტყვის უღირსი ცხოვრების წესზე, თავისუფლება განუხორციელებელი იდეა არ არის. ადამიანები, რომლებსაც მონობაში ფულს უხდის ხელისუფლება, უნდა გათავისუფლდნენ, რადგან მათი ადგილი არის საზოგადოებაში, მათი მხარდაჭერა ესაჭიროება საზოგადოებას. სახელისუფლებო ნადიმებზე ყოველი მათი სიმღერა არის ლეკიანობა საზოგადოების ინტერესებზე. სწორედ ღირსების აღდგენაზე გადის ქვეყნის განვითარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები. უნდა გავემიჯნოთ იმ საშინელ სიყალბეს, რომელიც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და წამლავს ქართულ საზოგადოებას, რომელიც უსირცხვილოდ იფრქვევა, უკვე არა მხოლოდ ქართული მედიიდან, მთელი ცივილიზებული სამყაროს თვალწინ. საკუთარ სამზარეულოებში პროტესტით არ ბრუნდება ღირსეული მოქალაქეობს განცდა. რთული წარმოსადგენია, რომ საჯარო სასახურში მყოფი ადამიანები ხვალვე ჩაალაგებენ ბარგს და უარს იტყვიან იმ სტატუსზე, რომელიც მათთვის ერთდროულად დამანაყრებელი სტატუსიცაა და მონობის ბორკილიც. მაგრამ საზოგადოებამ მათაც უნდა გაუჩინოს განცდა, რომ მათი ღირსებაც საერთო საზრუნავია და მათაც უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ღირსეული ცხოვრება მათთვისაც გარანტირებული იქნება. ეს უნდა იყოს პროცესი პოლიტიკური დროშების გარეშე, სადაც დათვლიან და რეიტინგებით დააქუცმაცებენ, დააპატიმრებენ და პროკურატურის საშუალებით ამა თუ იმ ჯგუფის დისკრედიტაციას მოახდენენ. თუ ქართულმა საზოგადოებამ მოინდომა ღირსების აღდგენა, საქართველოს მოქალაქეები ჩაკიდებენ ხელს არა მხოლოდ კოლეგებს, მეზობლებს, თანამოქალაქეებს, არამედ – კონსტიტუციურ ბალანსსაც, და სამართლიანობასაც. ღირსების გარეშე არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი და არც კონსტიტუციის მიღება.
  5. vanos-shnirebi ხარ იგნორლისტში , შეგიძლია არ აწვალო.
  6. vanos-shnirebi შემეშვი, სანამ მართლა სერიოზულად არ გამაჭედინე.... ნუ მეკონტაქტები . ზიზღსაც არ იმსახურებ ჩემგან და იგნორში ხარ რომ ეს სისულელეები აღარ ვიკითხო..
  7. არც არავის აქვს უფლება მე შეუარცხყოფა მომაყენოს და აშკარად უბიძგოს იუზერებს რაღაც აურა დატრიალდეს ცემს გარშემო. მე ისეთივე იუზერი ვარ როგორც სხვა და საჯარო მოხელე ჯერ არ გავმხდარვარ რომ ვითმინო.
  8. ვითომ არაფერი. ტოპკა დაარტყა , ვიღაცა ხომ დაიჯერებს.....
  9. ეს ტემა მოსიარულე ბანია ისე ყველა დალაგებულ ფორუმში
  10. დააკვირდით თქვენს პროვოცირების მცდელობებს ;)
  11. მოკლედ აზრის გამოხატვაა გასხმები ადმინისტრატორის თავზე? ეს კიტხვა მოდერაციას ეხება ?
  12. კარგად , კარგად გადიკიტხეთ ეს პოსტი. ერთხელ არა , რამდენჯერმე .ალკოჰოლი გამორიცხეთ და მიხვდებით ყველაფერს . ნახვამდის
  13. ნუ შეიკიკინე რა . ბოლობოლო გაჩერდი სანამ მართლა არ ამომასხა რა . ნამუსი შენიანებში იკითხე... ძალიან კარგად ვიცი შენი მოტივაცია . სხვებს კი გირჩევთ არ აყვეთ , ჯერ კარგად დაფიქრდით რა უნდა ამ ტიპს და რა არ მოსწონს? ჩაგრული ბაბუს ერთხელ რომ გავუტარე ,საკმარისია .მეორედ ჩემი სახეწ,ლის ხსენებისას პირი გამოირიცხე. გინებას არ ვაპირებ, ვიცი, სიამუვნბებით იხილავ . არც აყოლას . ეს ტემა კი დასაკეტია წესით ,მაგრამ კარგია , კარგი ლუსტრაცია. მე არაფერი დამკლდება მოგონილი ზრაპრებით, ვინც გაპლიუსერთებს მერე მიხვდებიან რაც დააპლიუსერთეს ;)
  14. რათქმაუნდა მაინტერესებს. არის გადაღლის მომენტი და ამ დროს მივედით ამ კითხვამდე . უპასუხა მეტნაკლებად.
  15. მეც ჩემმა წამყვანობამ , თან წვერგაუპარსავი
×
×
  • შექმენი...