Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. მაესტროს" მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება და ფინანსური პრობლემები არაფერ შუაშია ,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "მაესტროს" ჟურნალისტმა, ნათია მიქიაშვილმა განუცხადა. "ტექნიკური პრობლემა "მაესტროს" გუშინ საღამოს შეექმნა, რის გამოც ტელეკომპანიის გათიშვა მოხდა. ფინანსური პრობლემები "მაესტროს", რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ჯერ "მაესტროს" გათიშვა მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას და არა ფინანსურ მიზეზებს უკავშირდება",-აღნიშნა მიქიაშვილმა. მანვე კომენტარი გააკეთა "ფონდი 2020"-ის არხის მართვიდან წასვლის შესახებაც. "ფონდი 2020" დიდი ხანია, წავიდა "მაესტროდან" და ეროსი კიწმარიშვილიც უკვე დიდი ხანია, აღარ არის "მაესტროს" მმართველი"-განმარტა ჟურნალისტმა. ამასთან, მიქიაშვილმა განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობა განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
  2. უცნობი სახეები პირველივე გამოჩენისთანავე ხდებიან ცნობადები... არაპოლიტიკური ხალხი პოლიტიკოსის აურას ქმნიან ...და ესაა გარდაუვალი. არ გვინდა ფარისევლობა . გაერთიანდნენ ძლიერ , ცენტრალიზირებულ პარტიებში ;)
  3. Siknadmo შენი აზრი გასაგებია. ეს ნორმალური, საღი დამოკიდებულებაა
  4. ეს წარსული ამბავია და გაზეთის ფურცლებზე როგორ აღმოჩნდა, ჩემთვის გაუგებარია , - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ეხო მასკვის" მას შემდეგ განუცხადა, რაც ჟურნალისტმა კითხვა ბადრი ბიწაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით დაუსვა. მისივე თქმით, ინტერვიუ მსგავსი ფორმით, როგორითაც გამოქვეყნდა, არ შემდგარა. "დამატებით დეტალებზე საუბარს არ დავიწყებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ოპოზიციას განსხვავებული შეხედულებები აქვს. ოპოზიციაში არიან ადამიანები და პარტიები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ და იქამდე სააკაშვილის რეჟიმი უნდა ითმინონ, სანამ მას ხელისუფლებაში ყოფნა არ მობეზრდება და არის ოპოზიციის მეორე ნაწილიც, რომელსაც მე და სახალხო კრება წარმოვადგენთ და რომლებიც მივიჩნევთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე საქართველოსთვის უბედურებაა", - განაცხადა ბურჯანაძემ. ინტერვიუს დეტალებზე საუბარი ბურჯანაძემ არც "ეხო მასკვის" ეთერში ისურვა და განაცხადა, რომ მოსკოვში გამგზავრებამდე ქართველ ჟურნალისტებს პირობა მისცა. "ქართველ ჟურნალისტებს დავპირდი, რომ მექნება დებატები პირდაპირ ეთერში, როგორც კი დავბრუნდები თბილისში, თუმცა, რამდენადაც გავიგე, ბატონმა ... პირველად თავად მოითხოვა ჩემთან დებატები. გაუგებარია, რისთვის მიწვევდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი, ჩემი თანხმობის შემდეგ უარი განაცხადა", - აღნიშნა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული "ბატონის" თანხმობის შემთხვევაში, დებატები აუცილებლად შეგდება. გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" ბადრი ბიწაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ის ლევან გაჩეჩილაძის, ნინო ბურჯანაძის და სხვა ოპოზიციური ლიდერების შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.
  5. GeoStream ქართული დემოკრატია ცოტა უცნაური მოვლენაა. გვიკვირს როცა სიტყვას გვართმევენ და ამავდროულად ხშირად ზეშეუწყნარებლები ვართ განსხვავებული აზრისადმი. მემარჯვენესათვის მემარცხენეა მარგინალი, მარქსისტისთვის კაპიტალისტი, მიშისტისთვის ყველა და არ გამოვა ამ ლოგიკით ხელმძღვანელობა უნდა არსებობდეს და არსებობს წესები სტუმრად კი ფიდელ კასტროსაც ჩავრთავ , თუ იქნა საჭიროება და შესაძლებლობა. მინდა ეს განვმარტო.
  6. Siknadmo ეს შენი პირადი დამოკიდებულებაა და ასე შესაძლოა ერთმანეთზე დავისტიგმოთ. ფორუმის ადმინისტრაცია ამით ხომ ვერ იხელმძღვანელებს? ამაშია საქმე
  7. analgin ვინც აქტუალურია ის უნდა მოიწვიო.ესაა კანონი და არ უნდა არსებობდეს ტაბუ, რაც შეეხება ბგს თეზისებს, აბსოლიტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. ამ ლოგიკით აქ მარტო საახლობლო უნდა იკრიბებოდეს
  8. მეც მგონია რომ ამ ადამანზე ყურადღება საჭიროა. არ დამიხურია, იმ ქალბატონმა თემა იქ თვითონ გახსნა.თუ აქაც იქნება ,არაა პრობლემა. ვეცადოთ მაინც ხელი შევუწყოთ. მე შევთავაზე პირადში იმონის ანგარიშის ქონაც ,კი... პროცენტი მაღალია ,მაგრამ შესაძლებელია 2 კაპიკი შეუვიდეს. იყოს ღია . იქნებ ღვთისნიერი ადამიანები კიდევ გამოჩნდენ. მადლობა შენც, რომ უყურადღებოდ არ დატოვე
  9. ბოლო პოსტის ავტორს ცალკე თემაში კითხვა დავუსვი. ვთხოვ ყველას ჩაერთონ დისკუსიაში.ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ
  10. "შეგრძნება" ამიხსენი ანუ ჩვენ განვსაზღვროთ ვინ უნდა იყოს ოპონენენტი?ამას განაპირობებს მოვლენები და არავის აქვს უფლება ცენზურა დაადოს ამ კუთხით.არგუმენტებით უნდა გაბათილდეს . აი შენ როგორ ხედავ ოპონირებას ფორუმში?წავუშალოთ თემები თუ რა ვქნათ?აბა რითი ვჯობივართ სხვას მაშინ? იგნორში მყავხარ ,მაგრამ ამ თემაზე ვილაპარაკოთ და იქნებ გავიგო რას შეეხება შენი წუხილი(შეურაცხყოფების გარეშე) აუცილებელია გავერკვიოთ რას გულისხმობთ...რაში გამოიხატება ადმინისტრაციის შეცდომა? ყველას ვთხოვ არ მოერიდოთ.ეს სექტა არაა , ფორუმია,სადაც აფხაზ სეპარატისტსაც კი აქვს აზრის გამოხატვის უფლება. სხვაგვარად ფიქრობთ? მაშინ მითხარით საზღვრები?
  11. http://realaudio.rferl.org/GE/2010/12/22/20101222-142423-GE-clip.mp3 ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიის პრეზიდენტის პოსტზე მეოთხე ვადის შესრულებას 2011 წლის 19 თებერვლიდან შეუდგება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი მღელვარება არ დამცხრალა და ჯერ არც არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნებულა, ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი უკვე დაასახელა. ჯერჯერობით ცნობილი არაა, მიიღებს თუ არა აღნიშნულ ცერემონიალში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საინფორმაციო საშუალებებს 21 დეკემბერს დაუდასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. იგი მწირი კომენტარით შემოიფარგლა ჩვენთან საუბარშიც: თვითონ არჩევნებზე არალეგიტიმურობის თქმა არ შეიძლება, ჩემი აზრით, და არც ეუთოს არა აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი ... ”მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი საუბარი შედგა და ეს იყო სატელეფონო საუბარი და მილოცვა.” ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებითა და ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი მხარდაჭერით საქართველო პრაქტიკულად გაემიჯნა ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებს და, მთლიანობაში კი, დემოკრატიულ სამყაროს, რომლის შეფასებითაც არჩევნები ბელორუსიაში არადემოკრატიული, არათავისუფალი და ძალადობრივი იყო. თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბელორუსიის არჩევნებში საქართველოს პარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, არჩევნების შეფასებისას მკვეთრად უნდა განვასხვავოთ საარჩევნო პროცესი და არჩევნების შემდგომი მოვლენები: ”თვითონ არჩევნებზე არალეგიტიმურობის თქმა არ შეიძლება, ჩემი აზრით, და არც ეუთოს არა აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი. ძალიან ბევრ კითხვას იწვევს ის, რაც მოხდა არჩევნების მერე. და იმედია, რომ ამ კითხვებს მალე გაეცემა პასუხი. თორემ, საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა იყო არცთუ დემოკრატიული, ბევრი რამ, რაც საკანონმდებლო დონეზე სისტემის გასაუმჯობესებლად იყო გამიზნული, არ გაკეთდა ისე, როგორც საჭიროა. მთლიანობაში მაინც, არჩევნებმა ასახა ის ზოგადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობილებები და სიმპათია-ანტიპათიები, რაც ბელორუსიაში არის.” დავით დარჩიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს სტანდარტების დასაცავად ბელორუსიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, საქართველო-ბელორუსიის ეროვნულ ინტერესებს შორის არსებობს კავშირები, რომელთა იგნორირების უფლება არ გვაქვს. შესაბამისად, დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა: ”პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღებულია, რომ როდესაც არჩეულია ქვეყნის ხელმძღვანელი, კოლეგები მას ულოცავენ. ჩვენს შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პოსტსაბჭოური სივრცე. ჩვენ ბელორუსიასთან ომის მდგომარეობაში არ ვართ, როგორც, ვთქვათ, რუსეთთან და, გარდა ამისა, არის ერთი ძალიან კონკრეტული მიზეზი - ის, რომ ბელორუსიამ პრინციპული პოზიცია დაიკავა ქართული ტერიტორიების ოკუპაციის თვალსაზრისით. ასეთ ფონზე ბუნებრივი და ნორმალურია, რომ ბელორუსიის პრეზიდენტმა ჩვენი მხრიდან მილოცვა მიიღო”, - აღნიშნავს, თავის მხრივ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი, ალექსანდრე რონდელი. თითქოს გასაგებია, რა იყო მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯისა. ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით ამ ნაბიჯს აზრი აქვს ... უახლოეს წარსულში, 2006 წელს, საქართველომ ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნები არადემოკრატიულობის ნიშნით დაგმო. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ათვლის წერტილად კი 2007 წლის სექტემბერი ითვლება, როდესაც მინსკს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ესტუმრა. კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ეს ურთიერთობები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, ბელორუსიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. ”რუსეთი ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენდა და, ჩემი აზრით, ახლაც ახდენს ბელორუსიაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიზნით. ბელორუსიის პარლამენტის დელეგაცია ჩამოვიდა ადგილზე ვითარების შესასწავლად. მოინახულეს დევნილები, მოუსმინეს მათ და გაიზიარეს მათი გულისტკივილი, დაათვალიერეს დევნილთა დასახლებები. მე ვფიქრობ, რომ ბელორუსია ბრძნულად მოიქცევა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსიის ტელევიზიასთან ინტერვიუში მიმდინარე წლის 15 ივლისს. ევროპის უკანასკნელ დიქტატორად აღიარებული ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვით საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიული სამყაროს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. გასაგები და მისაღები იქნება თუ არა მისი ეს ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და გააგრძელებს თუ არა თავად ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას? ამ შეკითხვით სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს, ირაკლი მენაღარიშვილს მივმართეთ. ”არც ერთ ამ შეკითხვაზე მკაფიო და დამაჯერებელი პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, არ შემიძლია. თითქოს გასაგებია, რა იყო მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯისა. ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით ამ ნაბიჯს აზრი აქვს, მეორე მხრივ, ეს არის ქვეყნის მიერ გამოცხადებული, აღიარებული ღირებულებების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება მეორეს, აქ პასუხი კიდევ უფრო რთულია. ბატონი ლუკაშენკო გახლავთ წინააღმდეგობრივი და მეტად ძნელად პროგნოზირებადი პირი.” ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ თვისებებით ხასიათდებიან ავტორიტარი მმართველები. ამდენად, ძნელია იმის წინასწარ განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ალექსანდრ ლუკაშენკო უახლოეს მომავალში, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების საკითხში.
  12. http://www.radiotavisupleba.ge/audio/audio/292138.html ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიის პრეზიდენტის პოსტზე მეოთხე ვადის შესრულებას 2011 წლის 19 თებერვლიდან შეუდგება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი მღელვარება არ დამცხრალა და ჯერ არც არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნებულა, ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი უკვე დაასახელა. ჯერჯერობით ცნობილი არაა, მიიღებს თუ არა აღნიშნულ ცერემონიალში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საინფორმაციო საშუალებებს 21 დეკემბერს დაუდასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. იგი მწირი კომენტარით შემოიფარგლა ჩვენთან საუბარშიც: თვითონ არჩევნებზე არალეგიტიმურობის თქმა არ შეიძლება, ჩემი აზრით, და არც ეუთოს არა აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი ... ”მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი საუბარი შედგა და ეს იყო სატელეფონო საუბარი და მილოცვა.” ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებითა და ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი მხარდაჭერით საქართველო პრაქტიკულად გაემიჯნა ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებს და, მთლიანობაში კი, დემოკრატიულ სამყაროს, რომლის შეფასებითაც არჩევნები ბელორუსიაში არადემოკრატიული, არათავისუფალი და ძალადობრივი იყო. თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბელორუსიის არჩევნებში საქართველოს პარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, არჩევნების შეფასებისას მკვეთრად უნდა განვასხვავოთ საარჩევნო პროცესი და არჩევნების შემდგომი მოვლენები: ”თვითონ არჩევნებზე არალეგიტიმურობის თქმა არ შეიძლება, ჩემი აზრით, და არც ეუთოს არა აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი. ძალიან ბევრ კითხვას იწვევს ის, რაც მოხდა არჩევნების მერე. და იმედია, რომ ამ კითხვებს მალე გაეცემა პასუხი. თორემ, საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა იყო არცთუ დემოკრატიული, ბევრი რამ, რაც საკანონმდებლო დონეზე სისტემის გასაუმჯობესებლად იყო გამიზნული, არ გაკეთდა ისე, როგორც საჭიროა. მთლიანობაში მაინც, არჩევნებმა ასახა ის ზოგადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობილებები და სიმპათია-ანტიპათიები, რაც ბელორუსიაში არის.” დავით დარჩიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს სტანდარტების დასაცავად ბელორუსიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, საქართველო-ბელორუსიის ეროვნულ ინტერესებს შორის არსებობს კავშირები, რომელთა იგნორირების უფლება არ გვაქვს. შესაბამისად, დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა: ”პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღებულია, რომ როდესაც არჩეულია ქვეყნის ხელმძღვანელი, კოლეგები მას ულოცავენ. ჩვენს შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პოსტსაბჭოური სივრცე. ჩვენ ბელორუსიასთან ომის მდგომარეობაში არ ვართ, როგორც, ვთქვათ, რუსეთთან და, გარდა ამისა, არის ერთი ძალიან კონკრეტული მიზეზი - ის, რომ ბელორუსიამ პრინციპული პოზიცია დაიკავა ქართული ტერიტორიების ოკუპაციის თვალსაზრისით. ასეთ ფონზე ბუნებრივი და ნორმალურია, რომ ბელორუსიის პრეზიდენტმა ჩვენი მხრიდან მილოცვა მიიღო”, - აღნიშნავს, თავის მხრივ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი, ალექსანდრე რონდელი. თითქოს გასაგებია, რა იყო მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯისა. ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით ამ ნაბიჯს აზრი აქვს ... უახლოეს წარსულში, 2006 წელს, საქართველომ ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნები არადემოკრატიულობის ნიშნით დაგმო. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ათვლის წერტილად კი 2007 წლის სექტემბერი ითვლება, როდესაც მინსკს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ესტუმრა. კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ეს ურთიერთობები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, ბელორუსიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. ”რუსეთი ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენდა და, ჩემი აზრით, ახლაც ახდენს ბელორუსიაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიზნით. ბელორუსიის პარლამენტის დელეგაცია ჩამოვიდა ადგილზე ვითარების შესასწავლად. მოინახულეს დევნილები, მოუსმინეს მათ და გაიზიარეს მათი გულისტკივილი, დაათვალიერეს დევნილთა დასახლებები. მე ვფიქრობ, რომ ბელორუსია ბრძნულად მოიქცევა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსიის ტელევიზიასთან ინტერვიუში მიმდინარე წლის 15 ივლისს. ევროპის უკანასკნელ დიქტატორად აღიარებული ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვით საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიული სამყაროს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. გასაგები და მისაღები იქნება თუ არა მისი ეს ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და გააგრძელებს თუ არა თავად ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას? ამ შეკითხვით სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს, ირაკლი მენაღარიშვილს მივმართეთ. ”არც ერთ ამ შეკითხვაზე მკაფიო და დამაჯერებელი პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, არ შემიძლია. თითქოს გასაგებია, რა იყო მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯისა. ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით ამ ნაბიჯს აზრი აქვს, მეორე მხრივ, ეს არის ქვეყნის მიერ გამოცხადებული, აღიარებული ღირებულებების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება მეორეს, აქ პასუხი კიდევ უფრო რთულია. ბატონი ლუკაშენკო გახლავთ წინააღმდეგობრივი და მეტად ძნელად პროგნოზირებადი პირი.” ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ თვისებებით ხასიათდებიან ავტორიტარი მმართველები. ამდენად, ძნელია იმის წინასწარ განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ალექსანდრ ლუკაშენკო უახლოეს მომავალში, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების საკითხში.
  13. http://realaudio.rferl.org/GE/2010/12/22/20101222-142012-GE-clip.mp3 დაუბალანსებელი რეპორტაჟები, ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობა, რომელიც ხელისუფლების და ბიზნესის გადაკვეთის საკითხებს გააშუქებდა, შესაძლოა დემოკრატიული პროცესების ხელისშემშლელი იყოს. – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა გორში ქართული მედიის შეფასებისას გააკეთა. ჯონ ბასი გორში ტელეკომპანია “თრიალეთის” ხელმძღვანელებს და ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა ელჩს ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ უამბეს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა განაცხადა, გორის ცენტრში სტალინის მონუმენტის დემონტაჟისას ნაცემი ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ჯონი ნანეტაშვილის პოლიციელების მიერ ცემის ფაქტი გამოძიებული არ არის. მან ამერიკის ელჩს ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვა, რათა ტელევიზიის ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვებისას პრობლემები აღარ შეექმნათ. „საუბარი გვქონდა ჩვენს ტელეკომპანიაზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლის შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. ელჩთან ჩვენი მხრიდან თხოვნა იყო, რომ შუამდგომლობა გაეწია ხელისუფლებასთან, რათა გვქონდეს ნორმალური თანამშრომლობა, რომ ჩვენ ვიყოთ ობიექტური და სამართლიანი ტელევიზია, რომელიც გააშუქებს როგორც ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებს, ასევე გააშუქებს მოსახლეობის პრობლემებს, მოთხოვნებს და ოპოზიციის მოსაზრებებსაც“, – განაცხადა ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა. ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს და ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს პირობა მისცა, რომ მათ მიერ მიწოდებულ მასალებს ყურადღებით შეისწავლის და ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს. ჯონ ბასი ადგილობრივ ტელევიზიაში სტუმრობამდე კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში იმყოფებოდა. მან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად არბოს წმინდა გიორგისა და ტირძნისის სამების რესტავრირებული ეკლესიები მოინახულა. მე–10, მე–11 საუკუნის ძეგლებს რესტავრაცია ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გრანტით ჩაუტარდა. ამისთვის 49 400 დოლარი გამოიყო. ნიკა ვაჩეიშვილის აზრით, ამ ეკლესიების აღდგენას არამარტო კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიზიტის დასასრულს ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძესთან ერთად გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში განახლებული ამერიკის კუთხე გახსნა, სადაც ამერიკული წიგნების, ჟურნალებისა და ფილმების მდიდარი კოლექციაა თავმოყრილი. http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2255776.html რადი თავისუფლება
  14. ჩამოვწერ შენთვის კი არა ზოგადად . იქნებ პასუხები იყოს... 1) ბრენდირება ამის შემოღება რა პრინციპით სურთ? ძალიან საშიში პუნქტია. შეიძლება ვიღაცამ დაბრენდოს შპს"პლანეტა" და მოგვადგეს.ამაზე თუ ფიქრობენ 2) სემეკ იქნება სავარაუდოდ ალბათ ადმინისტრატორი, ხოლო კავკასუსი რეგისტრანტი ეი იარსებებს თუ არა სხვა რეგისტრანტებიც. (ეს კარგია , რადგანაც კონკურენციას შექმნის) 3)ფასი 4) დომენის ჩამორთმევის წესები . ესაა არსებითი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
  15. ეს თემა მე გავხსენი. სანამ წაიშლება , რომ არ იყოს საუბარი რა წაიშალა და რატომ. თემებს ნუ ავამყრალებთ თხოვნაა ;)
  16. მეგობრებო! არ გეჩვენებათ რომ საღორეში ვართ? პოლიტიკაზე საუბარი 0დე დაეცა და რაღაც წყევლები, გინებებით აივსო აქაურობა. ცოტა ყველამ მივხედოთ და ხელი შევუწყოთ პოლემიკის , აზრთა გაზიარების შესაძლებლობას. არანაირი გამკაცრება,სისულელეა,მაგრამ ოფტოპების და ნაგვის დასუფთავება მგონი საჭიროა მოდერებსაც ვთხოვ დახმარებას;)
  17. ლოცვები, შელოცვები, მისტიური შეძახილები წაიშალა. მხოლოდ კითხვები. არსებობს ფორუმის გამოყენების წესი.
  18. fashisti გამოსავალი ასეთ დროს არაა .ვთქვათ სიმართლე.
  19. აადმინისტრაციის სახელით
×
×
  • შექმენი...