Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. kisa პრაიმ ტაიმს რამიშვილმა მაგრად შეუსრულა...
  2. ისე ეს რაუნდი ოპოზიციამ მოიგო ჩემი აზრით... ცხადად გამოჩნდა უკვე რომ ხლეისუფლება არაფრის დათმობას და რაც მთავარია არჩევნებით წასვლას არ აპირებს...
  3. ძუკუ შალვანმ ისეთი აბაროტები აიღო, მართლა დაიჭერენ დღეს მაგარი საინტერესო გადაცემა უნდა ქონდეს მაესტროზე...
  4. Saturn აუ არ გვინდა რა ღრმა ინტელექტუალური წიაღვსლები, ფაქტია წავაგეთ, სავარაუდოდ (როგორც მცოდნე ხალხი ამბობს) ხელისუფლების დიდი შეცდომების გამო (არასწორად გააკეთეს ) ხოდა ეხლა გვაბოლონ "ომი მოვიგეთ" პონტშI?!
  5. lasha1997 ირაკლი ალასანია - "ვადა არის მაისის ბოლომდე. თუკი შეთანხმება არ შედგა და ხელისუფლება სივრცეს არ დაუტოვებს არც საზოგადოებას და არც პოლიტიკურ ძალებს, მოვლენები განვითარდება იმ სცენარით, როგორც ვითარდება ავტოკრატიულ-ტოტალური მმართველობის ქვეყნებში
  6. Siknadmo შაყირობ? nika3012 თუ რეალობას არ მისდია, ყველა პოლიტიკოსს მასე მოუვა...
  7. lasha1997 ვფიქრობ გარადიკალდება თუმცა ეს ჩემი აზრია რასაკვირველია
  8. Международный суд ООН в Гааге 1 апреля отказался рассматривать иск Грузии к Российской Федерации, сообщает Agence France-Presse. Грузинская сторона обвиняет Россию в "этнических чистках" в отношении грузинского населения Абхазии и Южной Осетии, якобы проводившихся в период с 1993 по 2008 годы. http://lenta.ru/news/2011/04/01/decline/ ნაციკი მინაშვილი კი ამტკიცებს, რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწიაო, რადგან მუდმივად ცდილობდა დაემტკიცებიაო, რომ დავა ჰააგის სასამართლოს კომპეტენციაშI არ შედისო... :givi: :givi: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=01-04-2011%2014:23 პ.ს. უდონო და ნამუსგარეცხილი!!!
  9. შემოვა მაჭკატელა და მოგვაწვდის ინფორმაციას
  10. აარჩევნო გარემოს შეცვლაზე შესაძლოა, ალტერნატიულმა პოლიტიკურმა "რვიანმა" იმუშაოს. ასეთი ალტერნატიული გაერთიანების შექმნის ინიციატივით მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გამოვიდა. როგორც "პირWელს" აღნიშნული მოძრაობის წარმომადგენელმა ზაზა სვანაძემ განუცხადა, კონსულტაციები ალტერნატიული "რვიანის" შექმნის თაობაზე უკვე დაწყებულია და მასში სხვებთან ერთად, პარტიების "თავისუფლების", "თავისუფალი საქართველოს" და "ჩვენ თვითონ" წარმომადგენლები მოიაზრებიან. "ვინაიდან საარჩევნო გარემოზე მუშაობა ჩიხში შევიდა, გამოსავალს იმაში ვხედავთ, რომ დღეს არსებული "რვიანის" წარმომადგენელი სუბიექტების გარეშე ალტერნატიული "რვიანი" შეიქმნას. ჩვენი "რვიანის" მთავარი მიზანია, ხელისუფლებას შანტაჟის ენით არ ვესაუბროთ და სამუშაო მაგიდას მუქარის გარეშე მივუსხდეთ", - განაცხადა ზაზა სვანაძემ. მისივე თქმით, "საარჩევნო გარემოზე მუშაობის დღემდე არსებული ფორმატი ფაქტობრივად ჩაშლილია, თუმცა სამუშაო ფორმატის სუბიექტებს ჭირისუფლის როლის გათავისება უჭირთ". რაც შეეხება ახალ "რვიანს", სვანაძის ინფორმაციით, ფორმატი, რომლითაც ის საარჩევნო გარემოზე ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს, ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=66777&Itemid=1 რადიკალებო სადა ხართ?
  11. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი, იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებმაც, მისი თქმით, "დღევანდელი მოლაპარაკებები ჩაშალეს" , რამე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ვერ ხედავს. "მათგან მოვისმინე ერთადერთი რამ, რომ სანამ არ შეიცვლება ხელისუფლების პოზიცია, მანამ არ დავბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან; ხელისუფლების პოზიციის შეცვლას კი გულისხმობდნენ იმ ნაწილში, რომ რაიონს აღარ ჰყავდეს მაჟორიტარი დეპუტატი. ამ ნაწილში ხელისუფლების პოზიცია არ შეიცვლება, რადგან საამისოდ არც ერთი არგუმენტი არ მოუტანიათ მოლაპარკებებზე", - განუცხადა ჟურნალისტებს კუბლაშვილმა. მისი თქმით, დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დაწყებული მოლაპარაკებები გადავა ისეთ რეჟიმში, სადაც ყველას ექნება საშუალება, შეაჯეროს თავისი პოზიციები ამ საკითხთან მიმართებაში. ცესკო-ში დღეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც "ოპოზიციური რვიანიდან" მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატები" ესწრებოდნენ. პარტიების დაუსწრებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და ისინი მოლაპარაკებათა ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/164338-pavle-kublashvili-partiebthan-romlebmac-dghevandeli-molaparakebebi-chashales-shethankhmebis-mightsevis-shesadzleblobas-ver-vkhedav.html პ.ს. არადა, რვიანის წარმომადგენელი იყო ამ შეხვედრაზე ქდმ , ასე რომ ფორმალურადაც და არაფორმალურადაც პალიკო უბრალოდ დემაგოგობს და მატყუარობს.. პ/ს/ს/ რადიკალები გაილაღებენ....
  12. ცესკო-ში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს . კონსულტაცია, რომელსაც ხელისუფლებისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრება, დღეს მოულოდნელად განახლდა. შეხვედრაზე არ იმყოფება "ოპოზიციური რვიანი" სრული შემადგენლობით. მათ მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე და ექსპერტი ირაკლი მელაშვილი წარმოადგენენ, თუმცა, როგორც ვეფხვაძემ შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, ის ვერ გაახმოვანებს "რვიანის" შემადგენლობაში მყოფი პარტიების პოზიციას, რადგან დღეს წარმოადგენს ტექნიკურ მხარეს, რომელიც სხდომის წარუძღვება. შეხვედრაზე "ოპოზიციური რვიანის" გარდა, ასევე არ იმყოფებიან "ედპ"-ს, "ქართული დასის", "მრეწველებისა" და "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები, რამაც ხელისუფლების წარმომადგენელთა პროტესტი გამოიწვია. უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა მოითხოვა, გაერკვიათ, რატომ არ იმყოფებიან შეხვედრაზე აღნიშნული პარტიები. როგორც სამუშაო ჯგუფის მოდერატორ ორგანიზაციაში (IFES) განმარტეს, შეხვედრას მალე შეუერთდებიან "ედპ"-სა და "მრეწველების" წარმომადგენლები, ხოლო "ქართული დასი" და "საქართველოს დემოკრატიული პარტია" პარლამენტში მიმდინარე დებატების გამო, ჯგუფის დღევანდელ მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. წარმოადგენს თუ არა ხელისუფლოება ოპოზიციის შეთავაზებაზე კონკრეტულ პასუხებს, ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა. Aამ საკითხზე კომენტარი შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან არ გაკეთებულა. როგორც ცნობილია, "ოპოზიციურმა რვიანი" "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ადეკვატური პასუხების არ არსებობის შემთხვევაში მოლაპარაკებების ამ ფორმატით გაგრძელებას არ აპირებს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/164320-saarchevno-garemos-sakithkhze-molaparakebebi-qrvianisq-sruli-shemadgenlobis-gareshe-ganakhlda.html ეს მოლაპარაკებები უკვე მარაზმში გადადის...
  13. სრულიად სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლების აქციები იმართება ლამის ყოვედღე... ამოცანა გვეკითხება, როდის გაჩნდება საერთო :მუხტი:?!
  14. პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ~კონსერვატიული პარტიის~ წარმომადგენლის ლაშა ჩხარტიშვილის და ~ხალხის პარტიის~ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო შალამბერიძის ორგანიზებით, პარლამენტის წინ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების მშობლებმა, მცხეთის უსინათლოთა საზოგადოების წარმომადგენლებმა, დევნილებმა და ~მაუდკამვოლის~ ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ––– სახელმწიფომ ყოველგვარ ვალდებულებაზე უარი თქვა, გარდა მიშას სურვილების დაკმაყოფილებისა..
  15. უსინათლოები მთავარ პროკურატურასთან დღეს შიმშილობის აქციას დაიწყებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "უსინათლოთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თანათავმჯდომარემ ანზორ მღვდელაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მთავარ პროკურატურასთან უკვე იმყოფება უსინათლოთა საზოგადოებისა და უსინათლოთა კავშირის რამდენიმე წევრი, რომლებიც მთავარი პროკურატურისგან მათ მიერ შეტანილ საჩივარზე რეაგირებას ითხოვენ. როგორც მღვდელაძემ აღნიშნა, უსინათლოები "უსინათლოთა კავშირის" ხელმძღვანელ რევაზ მაისურაძეს უპირისპირდებიან და მას უსინათლოთა საზოგადოების ქონების, შენობა-ნაგებობების უკანონოდ გაყიდვაში ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურისგან 3 წლის წინ შეტანილ საჩივარზე რეაგირებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვაში უსინათლოები მთავარი პროკურატურის შესასვლელთან შიმშილობის აქციებს დაიწყებენ. მღვდელაძემ ასევე განაცხადა, რომ პროურატურამ მათი მოთხოვნა გასული წლის აპრილში შეისწავლა, რევიზია ჩაუტარა და დაადასტურა, რომ უსინათლოთა საზოგადოების ქონების გასხვისებას "უსინათლოთა კავშირის" ხელმძღვანელი უკანონოდ ახდენს, თუმცა ამის მიუხედავად, საქმე სასამართლოს არ გადაცემია, რასაც უსინათლოთა საზოგადობის წევრები ითხოვენ. ––– უფრო და უფრო ვრწმუნდები, დღეს სიმდიდრე საქართველოში მხოლოდ დამნაშავეებს აქვთ...
  16. 16:12 29-03-2011 საზოგადოებრივი გაერთიანება "სამოქალაქო ფრონტის" ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი ტელეკომპანია "რეალ TV"-ს შანტაჟში ადანაშაულებს. როგორც მან დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, "რეალ TV"-ს ეთერში გუშინ გასული სიუჟეტი, რომელიც მისი გუნდის მონაწილეობით დაგეგმილ ოპოზიციის სისხლიან რევოლუციასა და შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირების გეგმებს ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგმული მორიგი ტელეშოუ იყო, რომელიც საზოგადოების დაშინებაზეა გათვლილი. ჯაბა ჯიშკარიანი და მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ მსგავსი სიუჟეტები და შანტაჟი მათ არ აშინებთ, რადგან ასრულებენ საზოგადოების დაკვეთას, საზოგადოების მოთხოვნა კი ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლაა. "სამოქალაქო ფრონტი" არცერთი ნაბიჯით უკან დახევას არ აპირებს. ჩვენ არც ვანო მერაბიშვილის გვეშინია და არც დაპატიმრების. როგორც დაგეგმილი იყო, 1 აპრილიდან საპროტესტო მოქმედებებს დავიწყებთ, რაც აუცილებლად ხელისუფლების ცვლილებით დასრულდება" – აღნიშნა ჯაბა ჯიშკარიანმა.
  17. თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 50 თეთრის ნაცვლად 70 თეთრი ეღირება. "მარშრუტკების" მძღოლთა დიდმა ნაწილმა აღნიშნული განცხადება საკუთარ მიკროავტობუსში უკვე გამოაკრა და პირველი აპრილიდან მგზავრობის გაძვირებას გეგმავენ. NN6, 11, 49, 31, 40, 100, 202, 126 - იმ სამარშრუტო ტაქსების არასრული ჩამონათვალია, სადაც მგზავრების ფასის გაზრდის შესახებ განცხადება დახვდათ. გამარჯვებული გადამზიდავები ამბობენ, რომ მძღოლებმა ეს გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს და რადგანაც დღეს ქალაქში მოძრავი სამარშრუტო ტაქსები მძღოლთა მფლობელობაშია, მათ ფასის ზრდის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ აქვთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მარშრუტკების" საპირველაპრილო "ხუმრობა" / მგზავრობა 70 თეთრი ხდება. "მეორე დღეა, სამარშრუტო ტაქსების მგზავრები დაახლოებით შემდეგი სახის წარწერა ხედავენ: "ძვირფასო მგზავრებო, საწვავზე ფასის გაზრდის გამო იძულებული ვართ, პირველი აპრილიდან მგზავრობის ღირებულება 70 თეთრი გავხადოთ..." სატრანსპორტო პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისთვის ცნობილია 30 სამარშრუტო ხაზი, რომლის მძღოლებიც მგზავრობაზე ფასის გაზრდას აპირებენ. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მძღოლებთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც ფასის ზრდის არგუმენტად ბენზინის გაძვირება დასახელდა. ალანია ამბობს, რომ ფასის მატება ე.წ. გრძელ ხაზებს ეხება, თუმცა მინიმუმ ათი თეთრით ფასის მომატებას ასევე გეგმავენ ის სამარშრუტო ტაქსებიც, რომლებიც მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობენ", - აღნიშნავს გამოცემა. "მარტის დასაწყისიდან 70-თეთრიანი ტარიფი უკვე მოქმედებს NN221, 167 და 141 ხაზებზე. მძღოლების არგუმენტი ის იყო, რომ ამ ნომრების მანქანებს განსაკუთრებით დიდ მანძილზე უხდებოდათ მგზავრების გადაყვანა. ამასთან, როგორც ცნობილია, უკვე მაისის ბოლოდან თბილისში 350-მდე ახალი ყვითელი სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, წლის ბოლომდე ძველი მიკროავტობუსები ახალი სამარშრუტო ტაქსებით მთლიანად ჩანაცვლდება. ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია "თბილლაინის" წარმომადგენელი დავით ასანიძე ამბობს, რომ მას გაძვირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მძღოლებმა ეს გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს და დასძენს, რომ როდესაც გამარჯვებული გადამზიდავები საკუთარ მიკროავტობუსებს შემოიყვანენ, ფასი 50 თეთრი იქნება", - დასძენს გამოცემა. "მერია როცა ამბობს, რომ არაფერ შუაშია, ეს სწორია, მაგრამ როდესაც გარანტიებს იძლეოდა, რომ არ გაძვირდებოდა მგზავრობა, თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს იყო ტყუილი. მათ ამის ბერკეტი არ აქვთ. ეს გარანტიები იყო უსაფუძვლო, ხოლო მერიის წარმომადგენლებმა ტექსტები მაშინვე შეცვალეს, როგორც კი ტენდერი დასრულდა. დღეს იმის თქმა, რომ გამარჯვებულ კომპანიებს არავინ ეკითხება - არასერიოზულია. ისინი არიან პასუხისმგებლობის მქონენი სამარშრუტო ხაზების უზრუნველყოფაზე, ისინი არიან გამარჯვებულები, რომელთაც უნდა უზრუნველყონ მგზავრების გადაყვანა და ასე მარტივად ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი.
×
×
  • შექმენი...