-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
ეკონომიკას დედა აღარ ეყოლება სულ მალე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
STALKERI საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. საცალო ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებში აპი დიზელის ფასმა უკვე 2.40 ლარს მიაღწია, 2.35 ლარი ღირს ერთი ლიტრა აპი სუპერი. აპი პრემიუმის ფასი 2.30 ლარს შეადგენს, ევრო რეგულარის – 2.20 ლარს, დიზელ ენერჯის - 2.25 ლარის, ხოლო რეგულარ ენერჯი – 2.15. 5 თეთრით გაძვირდა საწვავი "რომპეტროლის" ქსელშიც. კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში Efix ევრო დიზელი უკვე 2.35 ლარი ღირს, Efix ევრო პრემიუმი – 2.25 ლარი, ევრო სუპერი - 2.30 ლარი, ევრო რეგულარი 93 – 2.12 ლარი, ევრო დიზელი - 2.20 ლარი. ფასებმა იმატა სხვა კომპანიების პროდუქტებზეც. საქართველოში საწვავის ფასები ბოლოს ერთი თვის წინ გაძვირდა. ––– პ.ს. ეკონომიკა ფაფუ... გთხოვთ შეატყობინოთ ნათესავებს და ახლობლებს.. -
shavlego91 კარგი რა.. დღეს სულ სხვა რეალობაა....
-
ძუკუ ზუსტად ეს გაკლიათ რესპებს, მებრძოლი სული და იმედი.. ყევლაზე ცუდს ადვილად იჯერებთ ხოლმე...
-
Achiko1972 დასტურ! მარა ამას ლიბერასტებს გააგებიებ?
-
ამერიკის ელჩმა ხალხის ნება უზნაესიაო
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa ნაცები ჩედ.კორეას აშენებენ Siknadmo ქვეტექსტი არის... -
ამერიკის ელჩმა ხალხის ნება უზნაესიაო
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დავით ბაქრაძემ კომიტეტებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესწავლა დაავალა 13:09 09-04-2011 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შეისწავლიან. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტებში დაბარებული იქნებიან სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და ყველა უწყების წარმომადგენლები და საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე. ბაქრაძის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ემთხვევა სახალხო დამცველის ანგარიშის ძირითად მიმართულებებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ანგარიშში პროგრესზეცაა საუბარი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფელებების მდგომარეობის შესახებ 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქრათველოში ირღვეოდა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის პატიმრების, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები. პრობლემათა შორის, ასევე, დასახელებულია კანონის შერჩევითი გამოყენება, მედიაზე ზეწოლა, მთავრობაში მაღლი თანამდებობის პირების დონის კურუფცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმთავრესად ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტები.\ -
უყურეთ აუცილებლად, სპეციალური მიმართვაა ქართველი ხალხისადმი... როგორც ჩრდ. აფრიკაში, ყველგან მხარს დავუჭერთ ხალხის ნებასოოოო
-
ისრაელის შეიარაღების მწარმოებელი კომპანია Elbit საქართველოს მთავრობას დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში უჩივლებს. ამ ინფორმაციას eurasianet.org კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ზოგიერთი შეიარაღების საფასური არ გადაუხდია. დავალიანება 100 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა, ხოლო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოსა და ებრაულ კომპანიას შორის სასამართლო დავა ორ ქვეყანის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააფუჭებს. http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2337&Itemid=1 გვეკაიფებიან უსინდისო ვიყო
-
lasha_alo გადადექი და ისა გილოცამ http://i203.photobucket.com/albums/aa290/lashaloo/big-john-brown.jpg
-
ჩემს გადაცემაზე მინდა გესაუბროთ "აკრედიტაციის გარეშე" რომ ჰქვია. ვისაც არა გაქვთ ნანახი გეტყვით, რომ უჩვეულო ფორმატი აქვს. დავდივარ კამერების თანხლებით და ვცდილობ "დავარცხნის", მონტაჟური ხრიკების და ქვეტექსტების გარეშე რაღაცეებს ნათელი მოვფინო. ხან პარლამენტის წევრებს ვეკითხები მიშას ნაკლის თაობაზე, ხან ვანო მერაბიშილისთვის პოლიციის ახალ ჰიმნს ვქმნი და შს შუშებიან სამინისტროში მიმაქვს, ხან მატყუარა ჯურნალისტთან "ვარჩევ საქმეებს". კამერები თნ დამყვება გარდა ამისა თან დამყვება შიში რომელსაც თითქმის ყველა რესპონდენტის თვალებში ჩანს. "რა ვუპასუხო ამ მოულოდნელად აღმოცენებულ "პროვოკატორ" რამიშვილს რამე ზედმეტი არ წამომცდეს და არ დავიღუპო" აი ასეთი ფიქრები აღებეჭდება ხოლმე ჩემს წინ მდგომ ადამიანებს. რა თქმა უნდა ეს შიში პერმანენტულმა ტერორმა შვა. იმ ძალადობამ რომელსაც ეს ხელისუფლება და მისი ტელევიზიები ეწევიან. მაგრამ ეს არააა ჩემი სტატიის მთავარი თემა. სოციალურ ქსელში ბევრი საქებარი წერილი მომდის, მაკრიტიკებენ კიდეც. ამ ბოლო დროის კი იმატა გზავნილებმა რომლებშიც მთხოვენ, რომ გადაცემის ფარგლებში ეკლესიას "დავუთმო" ყურადღება. აი მაგალითად რას მწერს ერთ–ერთი მოქალაქე " ბატონო შალვა არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ, ბოლო თქვენი გადაცემა მაესტროზე ძალიან კარგი გამოვიდა(განსაკუთრებით როდესაც მუსიკალური კლიპი დაურთეთ "ნათლი მამიდან"). ნელ-ნელა მემგონი იხვეწება და მიზანმიმართული ხდება თქვენი ხედვა.უბრალოდ ისევ და ისევ( პირადად ჩემთვის), პრობლემად რჩება ის, რომ თქვენისთანა პიროვნება ვერ ხედავს, ან კიდევ არ უნდა რომ დაინახოს ეკლესიის მავნე როლი საზოგადოებაში დღევანდელ დღეს.კერძოდ ის თუ როგორ აფერხებს ეს ინსტიტუტი ქვეყნის, სახელწიფოს განვითარებას და მის ინტეგრაციას დასავლურ სამყაროსთან.მთავრობის,ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად კარგი იქნებოდა შიგა და შიგ მაგ სტრუქტურებშიც შეხვიდეთ მიკროფონით და მათაც დაუსვათ იგივე კრიტიკული კითხვები" ამ შინაარსის თხოვნები მომრავლდა ამიტომ მინდა ყველას გავცე პასუხი. დავიწყოთ იმით რომ მე არა ვარ რელიგიურად მცხოვრები კაცი. ეკლესიაში არ დავდივარ, არ ვლოცულობ, მარხვას არ ვიცავ. ამ ყოველივეთი არ ვტრაბახობ. პირიქით ძალიან მინდა რომ მწამდეს. წარმოვიდგენ რა დიდ ძალას მომცემს იმის შეგრძნება, რომ მარტო არა ვარ აქ, რომ ბევრი რამ წინასწარაა განსაზღვრული, რომ არსებობს აბსოლუტი, საყოველთაო სიკეთე. .. აი დავწერე ეს ფრაზა და დავფიქრდი... შეიძლება იმიტომაც არა მაქვს რწმენა რომ, მასაც ძალა–უძალობის გადმოსახედიდან ვუყურებ. იქნებ არასწორია რომ ძალების მოსამატებლად მჭირდება ეს. მაგრამ გვეყო ამაზე... მოკლედ არა ვარ სანიმუშო მორწმუნე. თუმცა გავიმეორებ და ვიტყვი რომ ეს ჩემს პრობლემად უფრო მიმაჩნია, ვიდრე ღირსებად შემდეგ: გავკადნიერდები და ვიტყვი რომ თავს ჩვენი პატრიაქის უმცროს მეგობრად ვთვლი. რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება მასთან აუდიენციისა. შეიძლება ვიღაცისთვის ბანალურად ჟღერს მაგრამ ვიტყვი რომ სიმშვიდე მოდის ამ ადამიანისაგან. მასთან ყოფნისას არასდროს არ მიგვრძნია რომ მე დოგმატიკოსს ვესაუბრებოდი. უწმინდესი იმაზე თნამედროვედ აზროვნებს ვიდრე ბევრი ის პირი, რომელიც "მოდერნისტული" იდეების პროპაგანდისთვის ხელფასს იღებს. ვისაც ჩემი უწმინდესისადმი მოწიწების ეს მიზეზი არ აკმაყოფილებს და ყოველივეს მერკანტილურ ჭრილში უყურებს მათ გასაგონად ვიტყვი, რომ პატრიარქი ჩემი ციხეში ყოფნის დროს ეხმარებოდა ჩემს ოჯახს სიტყვით და მატერიალურადაც. თუმცა ეს არგუმენტი მხოლოდ სკეპტიკოსებისთვისაა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანს მივადექით. მე არ მიმაჩნია რომ ქართული სახელმწიფოს პროგრესს, მის მოდერნიზაციას ეკლესია აფერხებს. საქართველო სეკულარული ქვეყანაა. შიშის, შეზღუდულობის დამნერგავი აქ მხოლოდ ხელისუფლება შეიძლება იყოს. მავანი ამბობს, რომ ეკლესიას გაუმართლებლად დიდი ნდობა აქვს საზოგადოებაში. რომ იქ მოღვაწენი არ იმსახურებენ ესოდენ დიდ ვოტუმს ნდობისას. მე ვეკითხები მათ: რა ინსტიტუცია, რა იდეალი დაგვრჩა ჩვენ მიშას ხელში?! სასამართლო გააუპატიურეს, მედია მიითვისეს, ვაჟკაცობა, თავგანწირვა და მხედრული იდეალები გორთან მტვერში ამოგანგლა მთავარსარდალმა, არჩევნების ნდობა დაბალია, დემოკრატის – მით უმეტეს, ნატო გაქრა, ქვეყნის გამთლიანობის იდეა დადნა. რატომაა გასაოცარი რომ ხსნას, შვებას ადამიანი ეკლესიაში ეძებს? განა ეკლესიის ავრცელებს იმ უნიჭო ტელე–ტყუილებს, რომლითაც დღეს ამ ქვეყნის მოქალაქენი იკვებებიან, განა ეკლესიის ბრალია რომ შიშით მიყურებენ პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები თუ ე.წ უბრალო მოქალაქეები. თუ უბრალოდ ეკლესიის კრიტიკა "ზემოდანაა" დაშვებული რათა შეიქმნას ქარიშხლები ჭიქაში, რომელიც საზოგადოების ყურაღებას არსებითი პრობლემებიდან სულ სხვა მხარეს გადაიტანს?! არა ბატონებო, არ გავაკეთებ გადაცემას ეკლესიაზე (არც ერთი კონფესიის ეკლესიაზე თან). არ მინდა ვიღაცის სასარგებლო თამაშში აღმოვჩნდე ჩათრეული. შეიძლება ვინმემ კონფორმისტად ან რეიტინგის მომხვეჭელად ჩამთვალოს, მაგრამ ეს არ მანაღვლებს. 20 წელია ამ საქმეში ვარ და აღნიშნულზე უარესი ეპითეტებითაც შევუმკივარ ვიღაცეებს.
-
Private Nodari +1
-
DonCaredo უარესზე უარესი არ დაილევა babuagiorgi ეი, ადეკვატურო, ვერ ამჩნევ რომ ისრელთან ძალიან გაგვიფუჭდა ურთიერთობა?!
-
როგორია პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები NDI-ის კვლევებში 17:35 08-04-2011 "ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა NDI-ის კვლევის რამდენიმე მონაცემი. კითხვაზე, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: 1. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს - 33% 2. გიორგი თარგამაძეს - 14 % 3. ირაკლია ალასანიას - 7 % 4. შალვა ნათელაშვილის - 6 % 5. ნინო ბურჯანაძე და გუბაზ სანიკიძე - 2-2% კითხვაზე, თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებთან რომელი პარტია დგას უფრო ახლოს, პასუხები ასეთია: 1. "ნაციონალური მოძრაობა" - 41 % 2. "ქრისტიან-დემოკრატები" - 12 % 3. "ლეიბორისტები" - 5 % 4. "თავისუფალი დემოკრატები" - 4 % 5. "ეროვნული ფორუმი" - 3 % იგივე კითხვა თბილისის მასშტაბით - 1. "ნაციონალური მოძრაობა" - 28 % 2. "ქრისტიან-დემოკრატები" - 9 % 3. "თავისუფალი დემოკრატები" - 7 % 4. "ლეიბორისტები" - 6 % 5. "ეროვნული ფორუმი" - 6% შემდეგ კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტი არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები ასეთია: 1. "ნაციონალური მოძრაობა" - 48 % 2. "ქრიტიან-დემოკარტები" - 9 % 3. "ლეიბორისტები" - 5 % 4. "თავისუფალი დემოკრატები" - 3 % კითხვაზე, ჩამოთვლილი პირები უფრო მოგწონთ, თუ - არ მოგწონთ, პასუხი - უფრო მომწონს, ასე გადანაწილდა: 1. ილია მეორე - 92 % 2. მიხეილ სააკაშვილი - 65 % 3. გიგი უგულავა - 63 % 4. დავით ბაქრაძე, გიორგი თარგამაძე - 61 %
-
PEPE. ზუსტად იმდენზე უნდა გაატრაკოი რისი ტრაკიც გაქვს... დღეს გვაქვს ისრაელთან ჭიდაობის თავი? არა... სახელმწიფო და ჩვენ ვიზარალებთ...
-
აქუვიზიათან ადამიანი თავის დაწვას ცდილობს
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 დროზე მიუვარდნენ -
kiTxvaze, CamoTvlili pirebi ufro mogwonT, Tu - ar mogwonT, pasuxi - ufro momwons, ase gadanawilda: 1. ilia meore - 92 % 2. mixeil saakaSvili - 65 % 3. gigi ugulava - 63 % ძუკუ იმედია რესპები ქართული პარტიასავით უნდობლობას გამოუცხადებენ ამ შედეგებს... და კეკლუცობას არ დაიწყებენ
-
დედაჩემმადარეკა რაღაც საქმეზე და ავტომატმა საელჩო დახურულია დიდი ბოდიშიო... მორიგი დიპ წარმატება, გილოცავთ...
-
დღეს არსებული მედია-საშუალებები გასართობ-მუსიკალურ მაუწყებლებად შეიძლება გადაკეთდნენ, თუ 18 აპილს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე დაამტკიცებენ მათივე დაკვეთით, კომპანია ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა. ”ბისიჯის” მიერ დადებული შედეგით, მოსახლეობას აინტერესებს მუსიკალური, გასართობი პროგრამები, მხატვრული ფილმები და იუმორისტული გადაცემები, ხოლო პრიორიტეტებში შემეცნებითი პროგრამები მეშვიდე-მერვე ადგილზეა. წარმოდგენილი კვლევის შედეგს ზვიად ქორიძე ეჭვქვეშ აყენებს. რატომ აყენებთ ეჭვქვეშ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით, ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგს? ზვიად ქორიძე: ეს კვლევა 3 წლის მანძილზე ტარდებოდა - როგორც თავად ამბობენ, 2008-ში დაიწყო, 2009-ში დეტალების დამუშავება და დაზუსტება მოხდა და 2010 წლის ივნისში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცეს. 2008 წლის ოქტომბერში, როცა ომიდან 2 თვე იყო გასული, ძნელი წარმოსადგენია მოსახლეობას მუსიკალურ-გასართობი პროგრამების განწყობა ჰქონოდა. დავუშვათ, მას საინფორმაციო პროგრამები დიდად არ სჭირდებოდა, მაგრამ არა მგონია მუსიკალურ-გასართობი პროგრამები ყოფილიყო მოსახლეობის მაქსიმალური მოთხოვნა. ჩემთვის უცნობია რისი დაზუსტება მოხდა 2009 წლის დეკემბერში, რადგან ამ კომისიის სხდომაზე ”ბისიჯის” წარმომადგენელს არ უთქვამს რა ხარვეზი იყო დასაზუსტებელი, მაგრამ პრაქტიკულად ჩანს, რომ ამ შედეგების რევიზია ზუსტად მაშინ მოხდა და გამოიკვეთა, რომ დღეს თურმე მოსახლეობას უფრო მეტი გართობა სურს. ბუნებრივია, ისეთი საინფორმაციო პროგრამები, როგორიც დღეს გადის, მოსახლეობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათთვის ეს მეშვიდე-მერვე ხარისხოვანია. კვლევის ჩატარების თვალსაზრისით, იქ არის კიდევ ძალიან ბევრი დეტალი, რომელთა მიმართებაშიც კითხვის ნიშნები ჩნდება, მაგრამ ამ საკითხების მიმართ ყველას ჩვენი პირადი დამოკიდებულება გვაქვს; ჟურნალისტებს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მოქალაქეებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გვაქვს და ვაკვირდებით, რომ ინფორმაციაზე მოთხოვნა ყოველთვის ძალიან დიდია, განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, სადაც სოციალური დისჰარმონიის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, სადაც ტერიტორიული პრობლემებია, სადაც მაღალი საგარეო საფრთხეებია და ასე შემდეგ. ძალიან უცნაურია, როდესაც 2011 წელს იდება ასეთი კვლევის შედეგები, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ პრიორიტეტებისთვის საფუძვლად უნდა გამოიყენოს და მან განსაზღვროს, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში საზოგადოების მთავარი მოთხოვნილება იქნება მუსიკალურ-გასართობ პროგრამაზე. თქვენი აზრით, რატომ დადეს ახლა ასეთი შედეგი? - რეალურად, 2011-2013 წლები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი იქნება. ასეთ დროს აი, ამ ფორმით ინფორმაციის დეფიციტის შექმნა, მსუბუქად, რომ ვთქვათ, საკმაოდ არასწორია, მაგრამ ფაქტობრივად, ეს შეიძლება საზოგადოების წინაშე დამნაშაულებრივი იყოს. უკვე გადაწყვეტილია, რომ კომუნიკაციების კომისია სახელმძღვანელოდ გამოიყენებს ”ბისიჯის” მიერ დადებული კვლევის შედეგებს? - კომისიას კანონი აძლევს საშუალებას, რომ ამ კვლევის საფუძველზე პრიორიტეტები განსაზღვროს. რა მექანიზმის გამოყენებით შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ ”ბისიჯის” კვლევის შედეგები? - 5 მარტს გამართულ კომისიის სხდომაზე, როდესაც ვუთხარით, რომ იქნებ არ გამოეყენებინათ ბაზისად ამ კვლევის შედეგი და პრიორიტეტები ისე მიეღოთ, მათ იკითხეს - ”მაშინ, რის საფუძველზე განვსაზღვროთ პრიორიტეტები?” დარწმუნებული ვარ, უკეთეს ვარიანტში, მათ უნდა იხელმძღვანელონ არა ამ კვლევით, არამედ ყველა კვლევით, რომელიც საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში დახვეწილი მეთოდოლოგიითაა გაკეთებული, რის შედეგადაც გამოჩნდება, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს მოთხოვნილება: ჟურნალისტურ გამოძიებებზე, შემეცნებით გადაცემებზე, სერიოზულ ანალიტიკურ პროგრამებსა და პოლიტიკურ თოქ-შოუებზე. ამის მოთხოვნილება საზოგადოებაში არის, რადგან სხვადასხვა კვლევის მასალები ამას ადასტურებს. ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია რჩება მხოლოდ საკუთარი დაკვეთით გაკეთებული კვლევის იმედად, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიმაჩნია საკმაოდ არასწორ ქმედებად. შესაძლებელია თუ არა ”ბისიჯის” მიერ დადებული კვლევის შედეგები გავრცელდეს აქამდე გაცემულ ლიცენზიებზე? - კანონის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას საშუალება აქვს არსებულ სამაუწყებლო ლიცენზიებს იმ პრიორიტეტების მიხედვით გაუკეთოს მოდიფიკაცია, რომელსაც დაამტკიცებს. ასე რომ, თუ დაამტკიცა, პრიორიტეტები განსაზღვრა და მასში გამოიკვეთა, რომ მოთხოვნები არის სპეციალიზებულ არხებზე, ქვეყანაში მაუწყებლობის ლიცენზიები უნდა გაიცეს, რადგან მუსიკალური, გასართობი, სპორტული და იუმორისტული პროგრამები სპეციალიზებულ ლიცენზიებს ითხოვენ. ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაცემული ლიცენზიების რევიზია შეიძლება დაიწყოს და კონკრეტულ მაუწყებლებს მათი ლიცენზიების მოდიფიკაციის მოთხოვნით მიმართოს. მაგალითად, თუ ”იმედს” ექნება სურვილი, გახდეს მუსიკალურ-გასართობი პროგრამების მაუწყებელი და კომუნიკაციების კომისია ამას გადაწყვეტს, ან თავად შესთავაზებს, რომ ”იმედის” მაუწყებლობას მოდიფიკაცია გაუკეთოს, გამორიცხული არ არის ასე მოხდეს; ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქმედებაში თავისუფალია. ანუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ ეს კვლევის შედეგები გაცემულ ლიცენზიებზე არ აისახება, მომავალზეა გათვლილიო? - ამაზე თავს ვერავინ დადებს. თუ აკაკი მინაშვილმა იცის, რომ პოლიტიკური შეკვეთის თანახმად, ეს აქამდე გაცემულ ლიცენზიებზე არ გავრცელდება, მაშინ მას შეიძლება ვენდოთ და ვთქვათ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომლის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას არავინ დაავალებს არსებული ლიცენზიების მოდიფიკაციას, მაგრამ კომუნიკაციების კომისია ფორმალურად დამოუკიდებელია და მას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს; არაფორმალურად, მისი რომელიმე წევრი პოლიტიკურ მმართველობასთან რა მოლაპარაკებებს გამართავს, ეს არავინ იცის და, დამერწმუნეთ, არც აკაკი მინაშვილს ეცოდინება. თქვენი არზით, რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ კომუნიკაციების კომისიამ უარი თქვას საეჭვო კვლევის შედეგებზე? - ამ ათი დღის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი საჯარო დისკუსია უნდა გაიმართოს, იმიტომ, რომ 18 აპრილს კომისია იკრიბება. უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მეტი საჯარო განცხადება, იყოს მეტი საჯარო აქტივობა - 18 აპრილის კომისიის სხდომაზე უნდა მივიდეთ, ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვათ. როდესაც კომისია სამოქალაქო ჯგუფებისგან სხვადასხვა მოსაზრებას მოისმენს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. http://www.presage.tv/?m=society&AID=4227 პ.ს. ნე ვფიქრობ უნდა გავაპროტესთოთ საზოგადოებამ ეს. და არ დაიწყოთ რისი გამპროტესტებლები ვართ და ა.შ. თუ მოვინდომებთ, ვართ!!!
-
ტელეკომპანია "კავკასიის" ეზოში მოქალაქე თავის დაწვას ცდილობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჯანგირაშვილმა განუცხადა, შუახნის მამაკაცი თვითმკვლელობას რთული ცხოვრების გამო ცდილობს. "ამ ადამიანს ჩვენს ტელევიზიასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, უბრალოდ, როგორც თვითონ ამბობს, "კავკასიასთან" იმის გამო მოვიდა, რომ გაუსაძლისი ცხოვრების გამო თავი დაიწვას", - განმარტა ჯანგირაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. http://www.atb.ge/?address=news&id=24416 მერამდენე?!
-
ინტერპრესნიუსი] წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ საკუთარ რიგებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აგენტები აღმოაჩინა. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სახალხო კრების წარმომადგენელმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სახალხო კრებამ აქტიური მოქმედებების შესახებ გეგმები გაახმაურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააქტიურდა და მათ რიგებში აგენტების შეგზავნა დაიწყო. ბათიაშვილის თქმით, აღნიშნული ქმედების მიზანია სახალხო კრების წევრების რაოდენობის ცოდნა, ასევე განხეთქილების დათესვა კრების რიგებში და პროვოკაციის მოწყობა, რათა სახალხო კრების იდეა ვერ განხორციელდეს. ირაკლი ბათიაშვლმა დღევანდელ ბრიფინგზე კონკრეტული მაგალითი დაასახელა და წარმოადგინა სკაიპში ორ პიროვნებას შორის საუბარი, რომლებიც ბათიაშვილის თქმით, ვაკისა და გლდანის წინააღმდეგობის კომიტეტების წევრები არიან. საუბარში სახალხო კრებას ისინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ და "ნაციონალური მოძრაობის" სახელით აგინებენ. ეს პიროვნებები არიან ლაშა ამირიძე და ალექსი ასათიანი. "მათი საუბრის შედეგად გამოვლინდა მათი თანამშრომლობა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან უნიჭო ნამუშევარი. სახალხო კრება არის საზოგადოებრივი ინსტიტუტი და ნებისმიერი მსგავსი ქმედება საზოგადოებრივი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად კანონგარეშე", - განაცხადა ბაითიაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული საუბრის გაშიფვრის შემდეგ, ეს პირები სახალხო კრების საბჭომ დაიბარა და მათ ახსნა-განმარტება მოსთხოვა, თუმცა ლაშა ამირიძემ და ალექსი ასათიანმა, ბათიაშვილის თქმით, თავის გამართლება ვერ მოახერხეს. როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, ეს ადამიანები კომიტეტებიდან გარიცხული არიან.
-
ეკონომიკას დედა აღარ ეყოლება სულ მალე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხელისუფლება კვლავ აგრძელებს უპასუხისმგებლო ეკონომიკურ და საბიუჯეტო პოლიტიკას ჩვენი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ხვალ საქართველოს პარლამენტი აპირებს დაამტკიცოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თაობაზე. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია საგადასახადო შემოსავლების გაზრდა 350 მილიონი ლარით. სინამდვილეში ეს არის არა ეკონომიკის წინსვლით გამოწვეული მატება, არამედ ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის შედეგი, რაც გამოიხატება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტულ საქონელზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიღებულ დამატებით შემოსავლებში. ინფლაციური გადასახადის ხარჯზე დამატებითი ღირებულების გადასახადიდან შემოსავლები მატულობს 201 მლნ ლარით და მოგების გადასახადიდან 98 მლნ ლარით. ხელისუფლების არაერთი განცხადების მიუხედავად, მთავრობამ არ შეიმუშავა და მოსახლეობას ვერ წარუდგინა ინფლაციასთან ბრძოლის კონკრეტული გეგმა. პირიქით, მას ურჩევნია კიდეც, რომ მაღალი ინფლაციის პირობებში, საკუთარი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკების ხარჯზე, მიიღოს დამატებითი საგადასახადო შემოსავლები. მთავრობა აპირებს, რომ შემოსავლების მატების ნაწილი მიმართოს პენსიებისა და სოციალური პროგრამების გაზრდაზე. სინამდვილეში, ამგვარი მატება მოსახლეობის ვერც კეთილდღეობის ამაღლებას უზრუნველყოფს და ვერც ინფლაციის შედეგად მიყენებულ ნეგატიური შედეგების დაფარავს. მაგალითად, სექტემბრისთვის დაპირებული 100 ლარიანი პენსიით პენსიონერს შეეძლება იყიდოს ბევრად ნაკლები პური, შაქარი, ხორცი თუ სხვა ნებისმიერ სასურსათო პროდუქტი, ვიდრე ის შეიძენდა 70 ლარიანი პენსიით. ასევე სერიოზული კრიტიკას იმსახურებს დამატებით 100 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, მაშინ, როდესაც გათვალისწინებულია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა და მით უფრო, რომ კანონპროექტის მიხედვით, ბიუჯეტის მატების მნიშვნელოვანი ნაწილის აკუმულირება უნდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინის დეპოზიტებზე. დაპირების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის დაფინანსება კვლავ ვერ იქცა მთავრობის პრიორიტეტად. სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი პრეზიდენტის მიერ გაპიარებული 150 მლნ–იანი მატების ნაცვლად, მხოლოდ 9 მლნ ლარით იზრდება, რომლის ხარჯვის მიმართულებები წარმოდგენილი არ არის. მიგვაჩნია, რომ საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს, რადგანაც ვერ ხერხდება არსებული მწვავე სოციალური პრობლემების თუნდაც ელემენტარულ დონეზე გადაჭრა და ინფლაციით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დაძლევა. 7 აპრილი, 2011 წელი – დავით ონოფრიშვილი -
Ostap როგორც წესი კბილებით იცავს თავის მოქალაქეებს, სპეცოპერაციებსაც არ ერიდება... ისრაელის მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის წინააღმდეგია 12:08 07.04.2011 [ipn] საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის წინააღმდეგ ისრაელის მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი შრაგა ბროში გამოვიდა. სააგენტო "იზრუს" ინფორმაციით, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შალომ სიმჰონს მან საგანგებო წერილითაც მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ "საქართველო ებრაელებისთვის საშიში ქვეყანა გახდა, ამიტომ ისრაელის ხელისუფლებამ ადგილობრივ მეწარმეებს ამ ქვეყანაში გამგზავრებისა და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი ბიზნეს-აქტივობისგან თავის შეკავება უნდა ურჩიოს". ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული მედია ისრაელსა და ბათუმს შორის ახალი ჩარტერული რეისების დანიშვნაზე წერს. თუმცა, "იზრუს" ცნობით, ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროში ამის შესახებ არც კი სმენიათ. ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში ბათუმში დააკავეს. მათ სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ რონი ფუქსს შვიდი, ზეევ ფრენკელს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ფულადი ჯარიმები დააკისრა.
-
verusi სადაა გრანტი და კაი ცხოვრება
-
PEPE. იმედია
-
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძის განცხადებით, "რიგი ქართველი ოპოზიციონერები იმედოვნებენ, რომ თბილისში შეტაკებების ორგანიზებას შეძლებენ და შემდეგ დასახმარებლად რუსულ არმიას დაუძახებენ, რათა ხელისუფლება ჩამოაგდონ". ამის შესახებ ბარამიძემ "Московские новости"-სთან ინტერვიუში განაცხადა. "ასეთი სცენარი არსებობს. ამასთან, საქართველოს საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ რუსეთი აგრესიულ გეგმებს ინარჩუნებს. საქართველოს უსაფრთხოების ახალი კონცეფციით, რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ქართული არმია სათანადოდ ემზადება. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მას წინააღმდეგობა გავუწიოთ. ასევე გვჭირდება რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები. ეს არის ის ორი ძირითადი მიმართულება, რომლის შესაბამისად ჩვენ აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან შესაბამის სამუშაოებს ვაწარმოებთ", - დასძინა ბარამიძემ. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=67261&Itemid=1 პ.ს. ემზადებიან თურმე.. ბიჭები...