Jump to content
Planeta.Ge

magazin

პლანეტელი
  • პოსტები

    5
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

magazin'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. - სათაური "საიდუმლო სირობა" მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა პირად შეურაცხყოფად მიიღეს, ესეც გათვლილი გქონდა? - ამ მართლმადიდებლებმა პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებონ, რადგან სიტყვა “სირობა” მანამდეც იყო, ხოლო “საიდუმლო” არ ასოცირდება მხოლოდ საიდუმლო სერობასთან. ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ საიდუმლო სერობასთან არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს ნაწარმოებს. მაგ მართლმადიდებლებს ავიწყდებათ ერთი რამ, მეც მართლმადიდებელი ვარ, ეს რელიგია მათთვის არავის უჩუქებია. ეს რელიგია ჩემიც არის და როგორც მინდა ისე მივიღებ. როდესაც ღმერთი ადამიანებს ცალცალკე განიკითხავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას აქვს უფლება, თავისთავში რელიგია ისე “დაარეფრეშოს” როგორც თვითონ მოესურვება. ვიღაცას დედა რომ შევაგინო, მას აქვს უფლება პასუხი მომთხოვოს. მაგრამ რაც ზოგადია, ის ჩემიც არის. - გატყობ, არ მოგწონს დღევანდელ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული მდგომარეობა, როგორ შეაფასებდი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებულ მდგომარეობას? - გულწრფელად გეტყვით, მშურს იმ ტიპების, რომლებიც ეკლესიაში დადიან ლოცულობენ და სწამთ. მეც მინდა გულით, რომ ასე მწამდეს, მაგრამ ვიცი, რაც მიშლის ხელს იქამდე მივიდე და მრევლი გავხდე: სანთელ ანთებული ვიდგე საათობოთ ვუსმინო ქადაგებას. ეჭვი მეპარება, გაზულუქებულმა მამაოებმა ღმერთთან შუამდგომლობა გამიწიონ. უკეთესია, თავიანთ თავზე იზრუნონ. ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ მათი დიდი პროცენტი იმდენად გაუნათლებელია, რომ უბრალოდ გულის ამრევია. მღვდელს, შეიძლება კარგად ესმოდეს რელიგია და მაგაზე ისაუბროს, მაგრამ როდესაც სხვა თემებზე გადადიან, ამით გაუნათლებლობის ყველანაირი ზღვარს სცილდებიან. - რას გულისხმობ სხვა თემებში? - თუნდაც, როდესაც სასულიერო პირი ბუნებრივ კატაკლიზმებს რელიგიური ქვეტექსტებით ხსნის და ამ უბედურების სათავედ ქალიშვილობის ინსტიტუტის მოშლას მიიჩნევს, ეს აბსოლუტურ სისულელედ და სიგიჟედ მიმაჩნია. - რახან ქალიშვილობის ინსტიტუტი ახსენე, თავად როგორ უყურებ ამ თემას? მოკლედ საინტერესო უფრო სწორად კი ამაზრზენი ინტერვიუ არის. აი ლინკიც http://www.presa.ge/new/?m=society&AID=4155
  2. რა კავშირი აქვს ზაზა ბურჭულაძეს ქურდულ სამყაროსთან, რატომ ვერ გაიგო მისი “უწყინარი ხუმრობა“ საზოგადოებამ და რატომ არ მიაჩნია შალვა რამიშვილი პასუხის გაცემის ღირსად. ამის შესახებ, „პრესა–ჯის“ მწერალი ზაზა ბურჭულაძე ესაუბრა. – ქუთაისის ამბების შემდეგ, გაიმეორებს თუ არა მწერალი ზაზა ბურჭულაძე იგივე ფრაზას? – დიდი სიამოვნებით გაიმეორებს, ამის არანაირი პრობლემა არ იყო, არც მაშინ და არც ახლა. – რა კავშირი აქვს ზაზა ბურჭულაძეს ქურდულ სამყაროსთან? – ჩემს ნაწერებს თუ ვინმე იცნობს, ეს აზრი არა თუ გაუჩნდებოდა, არამედ ჩემს მიმართ ასეთ ბრალდებას, თითიდან გამოწოვილად მიიჩნევდა. ვერავინ დამადანაშაულებს ამ მენტალიტეტის პროპაგანდაში. ქურდული მენტალიტეტი ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს ხალხი ისეთივე მასალაა ჩემთვის, როგორც დანარჩენი სხვა. – რას ერჩოდი ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას? – იმ ხალხს არაფერს ვერჩოდი, უბრალოდ ეს იყო პერფომანსის ნაწილი. საზოგადოების იმ ნაწილს, მე კი არ მივაყენე შეურაცხყოფა, არამედ თავიანთი აღშფოთებით, საკუთარ თავს მიაყენეს შეურაცხყოფა. აქ საუბარია იმ თხუთმეტ კაცზე, ვინც დარბაზი მიატოვა. დანარჩენ 485 ადამიანს ნორმალური რეაქცია ჰქონდა. – რატომ, მათ თავი ქურდებად მიიჩნიეს? – ასე ვიტყოდი, ასეთმა უწყინარმა ფრაზამ ბევრი ადამიანი გააშიშვლა, თავის თავში ჩაახედა. დანარჩენებს კი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდათ. ხოლო იმ 15 კაცს, ალბათ წარსულთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. ისინი შეიძლება ქურდებთანაც მშვენივრად მეგობრობდნენ, ხოლო როცა საშუალება ჰქონდათ, ბოზობდნენ კიდევაც. – ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ კუანა გიწოდათ, რით იყო გამოწვეული მისი მხრიდან ასეთი განცხადება? მოკლედ ზაზა ბურჭულაძე მაგარ კომენტარებს აკეთებს, წაიკითხეთ რა მასალა თავიდანბოლომდე და მერე იმსჯელეთ. http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=4092
×
×
  • შექმენი...