Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. მანდ პენსიონერებიც შედიან. აი რეალური ციფრი... http://b.pix.ge/y/glmks.jpg
  2. NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ დაუსაქმებელია. კვლევის შედეგების თანახმად , დასაქმებულად თავს მხოლოდ გამოკითხულთა 27% თვლის. კითხვაზე, რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, 41% პასუხობს, რომ უმუშევარია და სამსახურს ეძებს, 25% პენსიონერია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, 14% კი – დიასახლისია. ზოგადად, საქართველოში დასაქმების სურათი კი კვლევის მიხედვით, ასე გამოიყურება – 27% დასაქმებულია სრულ, ან ნახევარ განაკვეთზე, 31% უმუშევარი ან ეძებს სამსახურს, 5% - უმუშევარი და არ ეძებს სამსახურს, 36% კი თავს არააქტიურ შრომით რესურსად მიიჩნევს. კვლევა მიმდინარე წლის 4-17 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს წესით გამოიკითხა 2893 ადამიანი. მათ შორის იყვნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის მცხოვრებლები. ნავაროს თქმით, კვლევაში ცდომილება პლუს-მინუს 3%-ს შეადგენს. კვლევების დამკვეთია NDI, ფინანსური მხარდამჭერი - შვედეთის განვითარების სააგენტო. კვლევები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/165037-gamokithkhultha-73-thavs-dausaqmeblad-miichnevs.html გავს რეალობას
  3. Против женщины, имя которой не называется, возбуждено уголовное дело по части 1 статьи 187 УК Грузии (повреждение или уничтожение чужого имущества, повлекшее значительный вред), что грозит ей заключением в тюрьму на срок от одного до трех лет. იმედია არ დაიჭერენ... სულ გაუტიეს!
  4. Saturn ანუ თუ მაშIნ ხმას არ იღებდა ვინმე, დღესაც არა აქვს უფლება ხმა ამოიღოს>?!
  5. აპარლამენტო უმრავლესობა "რვიანის" აბსურდულ წინადადებებზე მსჯელობას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა. "ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არა აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერის იმედი. აქედან გამომდინარე, უნდათ ქართველი ხალხი და ამომრჩეველი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვონ და მთლიანი საარჩევნო კოდექსი მოარგონ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებს", - აღნიშნა ცისკარიშვილმა. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, მიაღწიოს მიზანს, რომელიც თბილისის პარტიულ ოფისებში 20-30 კაცის შეკრებით გადაწყვეტს, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა. "ეს არის ის ძირითადი დედააზრი, რაც ჩადებულია რთულ კონსტრუქციაში, რომელიც მათ წარმოადგინეს. მათი წინადადება გულისხმობს, რომ თუ რაიონს ეყოლება მაჟორიტარი, ასეთ შემთხვევაში პროპორციული სიით ვეღარ შეგყავს. ამ კონსტრუქციით ხალხის ხმას აღარ მიენიჭება უპირატესობა და ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც გარიგდებიან პარტიულ ოფისებში", - დასძინა უმრავლესობის ლიდერმა. ცისკარიშვილის შეფასებით, ოპოზიციის აღნიშნული შემოთავაზება თვითონ არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამის გათვალისწინებით "ამ აბსურდულ წინადადებაზე მსჯელობა წარმოუდგენელია". შეგახსენებთ, რომ "რვიანი" ხელისუფლებას სთავაზობს, ამომრჩეველთა ერთიანი სია შედგეს და პირადობის მოწმობები გაიცეს მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე. ასევე, მათ მიერ ადრე წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის პარალელურად, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის სრულფასოვან წარმომადგენლობას პარლამენტში, დამატებით წარმოადგენენ საარჩევნო სისტემის ორ მოდელს. ერთი მოდელი ითვალისწინებს, რომ პარლამენტის ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან 50%-იანი ბარიერით. პარლამენტის მეორე ნახევარი აირჩევა პროპორციული სისტემით ერთიანი პარტიული სიებით. ამასთანავე, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების (ბლოკების) მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრება მათთვის პროპორციულ არჩევნებში მიცემული ხმების მიხედვით. შესაბამისად, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ყველა კანდიდატი მიიღებს მანდატს; ხოლო პარტიას პროპორციული არჩევნებიდან მიეკუთვნება მხოლოდ იმდენი მანდატი, რამდენიც საჭიროა განსაზღვრული რაოდენობის უზრუნველსაყოფად. პარტია (ბლოკი) განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ მანდატს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ რაოდენობას გადააჭარბებს პარტიის (ბლოკის) მიერ მაჟორიტარული წესით მოპოვებულ მანდატთა საერთო რაოდენობა; რაც შეეხება მეორე მოდელს, "რვიანი" მიიჩნევს, რომ პარლამენტის 2/3 უნდა აირჩეს პროპორციული სისტემით, ერთიანი პარტიული სიებით, ხოლო 1/3 - ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 50%-იანი ბარიერით. –– მორჩა კინო
  6. თელავის რაიონის სოფელ კონდოლში 21 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კონდოლის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა ლიანა რაზმაძემ განუცხადა, თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. თვითმკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს თელავის რაიონული სამმართველო აწარმოებს. ––– რა ხდება ჩვენს თავს?
  7. http://www.youtube.com/watch?v=LCqXUdXeKuU&feature=player_embedded დეპუტატია ის საწყალი
  8. ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი მიხეილ სააკაშვილს დაკავებული ბიზნესმენების გათავისუფლების თხოვნით მიმართავს. ეს განცხადება ებრაულ გამოცემა "ედიოტ ახრონოტთან" საუბრისას, ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის ქალიშვილებმა გააკეთეს. ––– ისრაელის გადამტერება იქნებოდა/? თან მაგ თანხას 100 მილიონს ანუ როგორც ჩანს ყველა ვარიანტშ გადაგვახდევინებენ
  9. საპარლამენტო უმრავლესობა უზენაეს სასამართლოსთან გუშინდელი აქციის მონაწილეებს სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს . ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გუშინდელი აქციის თაობაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისაუბრა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/164927-umravlesoba-aqciis-monatsileebs-sasamarthloze-zetsolis-mokhdenis-mcdelobashi-adanashaulebs.html :givi: :dontworry:
  10. ვისაც ნერვი გეყოფათ, წაიკთხეთ რა ხდება ციხეებში: http://www.ambebi.ge//samartali/33562-ra-khdeba-saqarthvelos-cikheebshi.html პ.ს. დედაბუნიანად უნდა გარიყო ჯალათები საზოგადოებიდან!!!
  11. პატულმა დაიჭირა, პატრულმა ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოში, მოსამართლემ ცრუ ჩვენება გააპრავა, ჩაქუჩი დაარტყა, გაიღიმა, გავიდა, ყავა დალია, როგორ დავიღალეო თქვა, შვილს ჩაეხუტა, ზღაპარი მოუყვა სიკეთეზე და ბოროტებაზე და იმაზე რომ სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს ხოლმე. ბადრაგმა კ.პ.ზ-ზე გადაიყვანა. საკანში ერთი გულადი ვირთხა დარბის, მეორე მშიშარა ვირთხა მხოლოდ ჩეჩმიდან ამოყოფს თავს და მერე ისევ იმალება. არავითარი გზავნილი გარედან, არც ტანსაცმელი, არც კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, ახალი ამბავი, პრესა, თუ შიმშილობას დაიწყებენ არაუშავს, ოცი დღე აქვთ მისჯილი, მთავარია შიგნით არ დაიხოცონ, გარეთ რაც გინდა ის მოსვლიათ. ბადრაგებმა ზრაპრები არ იციან, არც კ.პ.ზ.-ს უფროსმა იცის ზღაპარი. მისი ზრაპარი მისი ცუდი სიზმრებია, ცუდ სიზმრებში ის თავად არის განსასჯელი, კარგ სიზმრებში კი ისევ უფროსია, უფრო კარგ სიზმრებში კი... ასეთ სიზმრებს მისი ქვეცნობიერი ბლოკავს. ეშინია არ გაუგონ. ყველაზე მეტად ყოფილი განსასჯელების ეშინია, უფრო მეტად პოლიტიკურების. თუ საშუალება მიეცემა ყოველთვის ეუბნება მათ რომ, თვითონ დამნაშავე არ არის, ეუბნება რომ თვითონ პატარა კაცია და ვერაფერს წყვეტს. იმედი აქვს იმის რომ საქართველო პატარაა, როცა ყველაფერი შეიცვლება, უფრო პატარა იქნება. ნაცნობს ადვილად გამონახავს, შეწყალებას ითხოვს, თავს შეაცოდებს, ბავშვებს შეავედრებს. თავის შეცოდების ტექსტს ხშირად იმეორებს. თავის შეცოდების ტექსტს პატრულებიც იმეორებენ, მოსამართლეც იმეორებს, იზუთხავს ისევე როგორც კანონებს, ისევე როგორც განაჩენს. მათ ეშინიათ, იმ ერთი დღის, იმ ერთი საათის, იმ წუთის როცა ყველაფერი თავდაყირა დადგება. თავდაყირა მათთვის. ჩვენთვის კი უბრალოდ შეიცვლება, სამართლიანობა აღდგება და თუ არ აღდგება, პლაკატის გაკეთება იცი, ლოზუნგის მოფიქრება შეგიძლია, ოცი დღეც არაფერია, ბრძოლა გაგრზელდება, მთავარი კი ის არის რომ გჯერა რომ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. თუ არ იმარჯვებს კიდე მაგასაც გადავიტანთ, მთავარია მათსავით არასოდეს ვიტყვით “მე პატარა კაცი ვარ და არავინ არაფერს მეკითხებაო” მთავარია თავის სამართლებელ ტექსტებს წინასწარ არ ვიზუთხავთ. მთავარია რომ გვწამს რომ ვიბრძოლებთ, გამარჯვებამდე, მუდამ. © ლუკა წულაძე
  12. ძუკუ იმედია არა: "წინააღმდეგობის მოძრაობის" მიერ უზენაეს სასამართლოსთან ორგანიზებული აქცია "მე პატიმარი ვარ!" პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციელებმა ინციდენტის დროს ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის "წინააღმდეგობის მოძრაობის" წევრი შოთა გლურჯიძე. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს შენობას კვერცხები დაუშინეს. მომიტინგეებმა უზენაესი სასამართლოს კართან ჩამოკიდეს გვირგვინი, წარწერით - "დავტირით სასამართლოს". უზენაეს სასამართლოსთან დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/164821-uzenaesi-sasamarthlosthvis-kverckhebis-srolis-shemdeg-policiam-othkhi-momitinge-daakava.html პ.ს. ეს სხვა სასტავია
  13. PEPE. Anima Libera 72 წლის მალხაზ მაღალდაძემ, რომელმაც საკუთარი სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატოვა, თავი მოიკლა. შემთხვევა 16 მარტს, თბილისთან ახლოს, ქალაქ გარდაბანში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. გარდაცვლილის მეუღლე ჰყვება, რომ და გარდაეცვალა და როცა სახლში დაბრუნდა, დაინახა, რომ მეუღლეს თავი გაზის მრიცხველზე ჩამოეხრჩო. თვითმკვლელობის ფაქტი მეზობლის, ჯულიეტა გოგიძის თქმით, სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა: “გვაქვს ექსპერტიზის ოფიციალური პასუხი, რომ მალხაზმა თავი მოიკლა”. გარდაცვლილი დევნილის მეუღლე და მეზობლები ფიქრობენ, რომ 72 წლის დევნილის თვითმკვლელობის ერთადერთი მიზეზი მძიმე სოციალური პირობები იყო.
  14. ვაგზლის მოედანზე, "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე 60 წლის გარემოვაჭრე ქალბატონი გარდაიცვალა. როგორც "პირWელს" ადგილობრივმა მოვაჭრეებმა აცნობეს, ქალბატონი ვენერა ლიმონით ვაჭრობდა და როცა გაიგო, რომ პოლიციელები შემოწმებაზე მოდიოდნენ, გაქცევა სცადა, რა დროსაც გულის შეტევა დაემართა. მოვაჭრეები ქალბატონის გარდაცვალებაში "პატრულის" თანამშრომლებს ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით მათ შორის შელაპარაკება მოხდა. ამ დროისთვის გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს. მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდა, შესაბამისად, მისი ზუსტი ვინაობა უცნობია. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=67054 პ.ს. თუ გული ცუდად ქონდა, რას გარბოდა?!
  15. რაც შეეხება დავას, ჰააგის სასამართლომ ბრძანა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მისთვის წარდგენილი არ ყოფილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე საქართველოსა და რუსეთს შორის დავა არსებობდადამეთანხმებით, უცნაურია, არ შეგეძლოს ამგვარი მტკიცებულების წარდგენა. http://opinion.ge/?p=3361
  16. nika3012 ხმამაღლაა ნათქვამი არა, რამდენი ადამიანია, რომლესაც ამ ადამიანების დაჩმორება გაუხარდებათ?> ამას ადასტურებს რამიშვილის გადაცემის პოპულარობაც...
  17. Saturn წაამებული გმირებიც გაიჩითებიან PEPE. კხმ არა
  18. "სამოქალაქო ფრონტის" თავმჯდომარე, ჯაბა ჯიშკარიანი ორ დღეში საპროტესტო აქციებს იწყებს – წერტილოვანი დარტყმები კონკრეტულ უწყებებთან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯიშკარიანმა განუცხადა, აქციები გაიმართება იმ უწყებებთან, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებთან, "რომლებმაც საზოგადოებას ძალადობის ხელი აწვნიეს". მისივე თქმით, აქციები მსგავსი სახით 15-20 აპრილამდე გაგრძელდება, შემდეგ კი დაიწყება "ძებნის" აქციები. "იქნება მივარდნები ყველა იმ ადამიანთან, არის ის მწერალი, პოეტი თუ საზოგადო მოღვაწე, ვინც ზურგს უმყარებს მიშას სისხლიან რეჟიმს და მის ქება-დიდებაშია. ისევე, როგორც რამდენჯერმე იყო მივარდნა მიშასთან სხვადასხვა რესტორანში", - განაცხადა ჯიშკარიანმა. უკვე შედგენილია ოცეული, რომელში შემავალ ადამიანებსაც ჯიშკარიანი და მისი თანაგუნდელები მიუვარდებიან, მათ შორისაა მსახიობი დუტა სხირტლაძე და მომღერალი ნინა წკრიალაშვილი. ჯაბა ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, ეს ოცეული მომავალში გაიზარდოს. მისივე თქმით, რევოლუცია ხალხის დაკვეთაა და ისინი ვალდებულნი არიან, ეს შეასრულონ. "ხალხს უნდა რევოლუცია, ცვლილება და აუცილებლად ავასრულებთ ჩვენი მოქალაქეების ამ ნებას", - აღნიშნა ჯიშკარიანმა. მან უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აქციებს ჯაბა ჯიშკარიანი იწყებს, "ქართული პარტია" კი ასრულებს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/164792-jaba-jishkariani-duta-skhirtladzesa-da-nina-tskrialashvils-miuvardeba.html :mubaraq:
  19. lasha1997 ვნახოთ, მეც ინტერესით ველოდები.. ჩემი აზრით, თუ გარადიკალდება, შეიძLება სერიოზულ ლიდერადაც ჩამოყალიბდეს, თუ არადა იტრიალების 3%-ის გარშემო
  20. Saturn მშრალი ანგარიშით... თუმცა, ვინც ვერ გაიგებს... იმათ განვუმარტავ, ჩვენ ოპოზიციას განსაკუთრებული ნიჭი აქვს მოგებული წაგებულად აქციოს, ასე რომ...
×
×
  • შექმენი...