Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. პ.ს. სამართლიანი არჩევნები ჩატარდება თუ არა, ხელისუფლებაზე არაა დამოკიდებული?! ხოდა ღიად ამბობენ, არაფერს არ შევცვლით, ჩავატარებთ ისე, როგორც ვატარებდითო, და რას გვაბოლებს "ქართული აკადემია"????
  2. სადაც ჩავლენ იქიდან "იწყებენ", რო არ გაუტყდეთ მასპინძლებს
  3. Lo Janko თავგვმა თხარაო თუ როგორ არის?
  4. 20:29 14-05-2011 "ქართული პარტია" ხელისუფლების შეცვლას ბათუმიდან იწყებს და თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაასრულებს . როგორც ბათუმის თეატრის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა, ყოველი ბრძოლის დროს ქართულ ლაშქარს სულიერი მოძღვარი მიუძღოდა წინ და ბათუმშიც ~ქართული პარტია~ ჭიათურის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარ მამა ლაზარესტან ერთად მივიდა. ~ჩვენი პოლიტიკური ლაშქარი დაიძრა მამა ლაზარეს წინამძღოლობით, მუდამ ასე იყო გადამწყვეტი ბრძოლის დროს. დროა, ორად გაყოფილი საქართველო გაერთიანდეს. საქართველო სააკაშვილმა გაჰყო. როდესაც ხალხის ნაწილი ჩარეცხილებად მონათლა. ჩვენ ბათუმიდან ვიწყებთ და პრეზიდენტის რეზიდენციასთან დავამთავრებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დავამთავროთ ეს რეჟიმი~,-განაცხადა აქციაზე სოზარ სუბარმა. "ქართულმა პარტიამ" ბათუმში დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მომდევნო აქცია 16 მაისს, თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან გაიმართება.
  5. "ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ბათუმში ჩატარებული საპროტესტო აქციით "სასიამოვნოდ დაღლილია" . როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ბათუმიდან ეროსი კიწმარიშვილმა განუცხადა, მას თბილისისა და დასავლეთ საქართველოს პარტიული ორგანიზაციების აქტივისტებთან ერთად ბათუმში ჩასასვლელად 8 საათი დასჭირდა, დაიღალა, მაგრამ მისთვის ასეთი გარჯა სასიამოვნოა. ~ბათუმის საზოგადოებამ ჩვენი ძალების დემონსტრირება იხილა იმ ცვლილებებისა და ამბიციების შესახებ, რომელზეც ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ. ჩვენ ვაჩვენეთ ხალხს, რომ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ცვლილებებზე, ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ხელისუფლების მოუსავლეთში გაშვებაზე. ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ გზა იყო დამღლელი და 8 საათის განმავლობაში მოვდიოდით, ჩვენ ვართ ამ დაღლით კმაყოფილები, რადგან გვაქვს საშუალება ყოველ წუთს შეხებაში ვიყოთ საზოგადოებრივ გამწყობასთან~, - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა. მისივე თქმით, მომავალი საპროტესტო აქცია თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან გაიმართება ლოზუნგებით: ~შეწყვიტეთ სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა~ და ~ამერიკა გაიღვიძე და მხარი დაუჭირე ქართველ ხალხს~. კიწმარიშვილის განცხადებით, ~ქართული პარტიის~ შემდგომი სამოქმედო ეტაპი უფრო სერიოზული და მასშტაბური იქნება, რომელიც სათავეს დასავლეთ საქართველოდან აიღებს. DonCaredo http://en.justin.tv/qartuli_partia/b/285854431
  6. FRIDRIX ნუ კახელებს გამოსაფხიზლებელი არაფერი სჭირთ უფრო დასავლეთ საქართველოშია პრობლემა
  7. FRIDRIX შედეგი რეგიონებში ხალხის გამოფხიზლება.!
  8. http://ru.justin.tv/qartuli_partia#/w/1203942544 ვისაც ლაივშ უნდა აქციის ყურება
  9. რა ყველგან 21 მაისი ელანდება ხალხს
  10. ბათუმისკენ მიმავალ "ქართული პარტიის" კოლონას ხარაგაულთან გზა გადაუკეტეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განუცხადა. მისსივე თქმით, თბილისიდან და ხარაგაულის რაიონის სოფლებიდან მომავალ პარტიის მხარდამჭერთა კოლონას სამართალდამცავებმა, ხარაგაულის გამგებელმა, სხვა მაღალჩინოსნებმა გზა გადაუკეტეს და ბათუმისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. სუბარის განცხადებით, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი დააშინეს, რის გამოც მგზავრებს ზესტაფონამდე დამოუკიდებლად მოუწიათ ჩასვლა, შემდეგ კი თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალ კოლონას შეურთდებოან. სუბარის თქმით, მიუხედავად წინააღმდეგობისა, "ქართული პარტია" აქციას ბათუმში 16.00 საათზე მაინც გამართავს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/168470-sozar-subari-bathumisken-mimaval-qqarthuli-partiisq-kolonas-kharagaulthan-gza-gadauketes.html
  11. http://a.pix.ge/p/hjh3p.jpg http://a.pix.ge/v/w3c6l.jpg http://www.facebook.com/media/set/?set=a.115019471916047.27505.111713722246622 „ქართული პარტია“ საპროტესტო აქციებს განაგრძობს. მორიგი საპროტესტო ღონისძიება ბათუმში გაიმართება. აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული „ქართული პარტიის“ მხარდამჭერები მიიღებენ მონაწილეობას. ავტოკოლონა თბილისიდან დილის 08 საათზე დაიძვრება. 11 საათზე ზესტაფონში მას საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, თერჯოლის და ზესტაფონის რაიონების მაცხოვრებლები შეუერთდებიან, 12 საათზე კოლონას ქუთაისელები შეემატებიან, ავტოკოლონა 14 საათზე ლანჩხუთში სამტრედიელებით და ლანჩხუთელებით შეივსება, ხოლო ჩოლოქთან 15 საათზე მას დაემატებიან ფოთელები, ქობულეთელები, ოზურგეთელები და ჩოხატაურელები. საპროტესტო აქციებით ,,ქართული პარტია“ ხალხს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. რამდენიმე დღის წინ მსგავსი საპროტესტო აქცია ,,ქართულმა პარტიამ“ კახეთშიც გამართა. http://medianews.ge/index.php/ka/content/72279/ კარგია კარგი!
  12. Saturn იმედია მარა გეგეჭკორი რა ქნეს, გააგდეს უკვე?!
  13. Saturn რა არის ამაშ სასაცილო..ეს? „არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს იარაღის მუქარით სიმღერას აიძულებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“ – იუწყება ზუგდიდში დაფუძნებული ინტერნეტგამოცემა Livepress.ge წყაროზე დაყრდნობით. ეს? თვითმხილველები ადასტურებენ...
  14. ხელისუფლება ივანშვლის დაუპირისპირდა... http://www.interpressnews.ge/ge/politika/168432-vin-ebrdzvis-bidzina-ivanishvils.html ამ თემას რამდენად ეხლება არ ვიცი.. მარა წაიკითხეთ წერილი... მოდელირებულის სუნი მცემს...
  15. by George Udzilauri on Friday, May 13, 2011 at 6:00pm თუ ტელეარხ იმედს აქვს უფლება გააკეთოს უახლოესი მომავლის მოდელირება, პრობლემა არაა, თუ სხვაც გააკეთებს ამას 21 მაისი. „სახალხო კრება“ ახდენს ხალხის მობილიზებას ქალაქის რამდენიმე წერტილში. შეკრების ადგილებზე პოლიცია არ ჩანს, თუმცა მალე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრების რამდენიმე აქტივისტი დაკავებულია. კრების მხარდამჭერები საგანგებოდ იკრიბებიან თბილისის პოლიციის შენობასთან. ხდება დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებთან, არიან დაშავებულები, ინფორმაცია დარბევის შესახებ ძირიტადად ინტერნეტში ვრცელდება. 23 მაისი. „სახალხო კრების“ რამდენიმე ლიდერი დაკავებულია. იმედის და რუსთავი 2-ის მეშვეობით ვრცელდება ფარული ჩანაწერები, რომლის მიხედვით საქართველოში მზადდებოდა შეთქმულება, რომლის უკან დგას რუსეთი 26 მაისი. სასტუმრო აჭარასთან შეკრებილი ხალხი მზადაა დაიძრას პარლამენტისკენ, სადაც სააკაშვილი იღებს აღლუმს. პოლიცია ქმნის კორდონს კოსტავას გამზირზე, რასაც მოჰყვება დაპირისპირება და მსხვერპლი. სახალხო კრების თითქმის მთელი შემადგენლობა აყვანილია 27 მაისი. ქართული პარტია მოუწოდებს ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ. ოპოზიციური რვიანი უარს ამბობს ხელისუფლებასთან კონსულტაციებზე და ასევე ქუჩაში გადის. 28 მაისი. 100 ათასიანი დემონსტრაცია დაიძრა პარლამენტისკენ. გზადაგზა არის შეჯახებები პოლიციასთან. ქალაქის სხვადასხვა უბნებში ფიქსირდება შეჯახებები ოპოზიციასა და პოლიციას შორის. პარლამენტთან ხდება დიდი შეტაკება, რომელსაც მოჰყვება მსხვერპლი. პრეზიდენტი აცხადების კომენდანტის საათს. 30 ივნისი. პრეზიდენტი გამოდის ტელეეთერით და აცხადებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ვადას და მოუწოდებს პარტიებს მშვიდობის შესანარჩუნებლად 2/3-ით დააკომპლექტონ ცეესკო, პრეზიდენტი მზად იქნება შეცვალოს საარჩევნო კანონი, ისე, როგორც ამას ისურვებს ოპოზიციისგან შექმნილი საგანგებო საბჭო. 4 ივნისი. ხელისუფლებასა და რუსეთთან უშუალო კავშირში არმხილებულ ოპოზიციას შორის ხელი მოეწერება შეთანხმებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების პრინციპებზე. რამდენიმე დღეში გათავისუფლდება რამდენიმე პოლიტპატიმარი, სასამართლოები საჩვენებლად გამოიტანენ გამამართლებელ განაჩენებს. თანამდედბობას დატოვებს რამდენიმე მინისტრი და მინისტრის მოადგილე. 20 ივლისი. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოაცხადებს რეორგანიზაციას, რომელსაც შედეგად მოჰყვება პარტიისთვის სახელის შეცვლა, პარტიის კონკრეტული იდეოლოგიის განსაზღვრა(მემარცხენე-ცენტრისტული) და საკადრო ცვლილებები. სააკაშვილი დატოვებს ნაციონალური მოძრაობის რიგებს, როგორც ზეპარტიული თანამდებობის პირი. 14 აგვისტო. კახა ბენდუქიძე და ე.წ. „ლიბერტარიანელთა კლანი“-ს წევრები გამოაცხადებენ ახალი პოლიტიკური პარტიის (მემარჯვენე-ცენტრისტული) დაარსებას. 25 სექტემბერი. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტს გაინაწილებენ სააკაშვილის მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები, ქრისტიან-დემოკრატები და ალასანიას გარშემო არსებული ბლოკი. პარლამენტში გადამწყვეტი უმრავლესობა არცერთ ძალას არ ეყოლება. 23 ნოემბერი. ახალ კოალიციურ მთავრობაში 2 მინისტრი ეყოლებათ ქრისტიან-დემოკრატებს, 1 ალასანიას ჯგუფს, დანარჩენებს კი გაიყოფენ სააკაშვილის პარტიები. 31 დეკემბერი. წინასაახალწლო მილოცვაში სააკაშვილი ბევრს ილაპარაკებს ქართველი ერის სიბრძნეზე და იმ დიდ კონსენსუსზე, რომელიც მიღწეულ იქნა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. http://www.facebook.com/notes/george-udzilauri/მოდელირებული-ქრონიკა-2011/206277249412757
  16. ზუგდიდში, წმინდა გიორგის სახელობის ჭითაწყარის ეკლესიასთან ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ორმა შეიარაღებულმა პირმა ტაძრის წინამძღვარის, მამა ანდრია ლიპარტიას მანქანის მიმართულებით ისროლა. "ინტერპრესნიუსი" ინციდენტის თვითმხილველებს ესაუბრა. როგორც თვითმხილველები პირად საუბრებში ამბობენ, ორი შეიარაღებულ პირს პოლიციელის ფორმა ეცვა, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. სროლის დროს, მამა ანდრიასთან ერთად, მანქანაში იმყოფებოდა მისი მცირეწლოვანი შვილიც. ინციდენტი ოთხშაბათს საღამოს, ლოცვის დასრულების შემდეგ ეკლესიის ეზოში, დაახლოებით, 18:20 საათზე მოხდა. სროლისას არავინ დაშავებულა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტფორუმებზე დღეს გავრცელდა. http://www.interpressnews.ge/ge/regioni/168373-thvithmkhilveltha-informaciith-tcithatsyaris-eklesiis-ezoshi-sheiaraghebuli-incidenti-mokhda.html უკონტროლობამ იცის...
  17. დამსაქმებლები კადრების შავი სიის შექმნაზე მუშაობენ. ხორცპროდუქტების ქართული ბაზრის ერთ–ერთი უმსხვილესი მოთამაშის – „ნიკორას“ ინიციატივით დღეს დამსაქმებელთა მინი–კონფერენცია გაიმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად კადრების ერთიანი სიის შექმნაზე იმუშავებენ. დადგინდება კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ესა თუ ის კადრი შავ სიაში მოხვდება. „ნიკორაში“ აცხადებენ, რომ ახალი კადრის აყვანის დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები სარეკომენდაციო შეფასებებს ნაცნობებში ეძებენ, ხოლო ერთიანი სია დამსაქმებელს ამ მიმართულებით საქმეს გაუადვილებს. მათივე თქმით, არასასურველი კადრების სიაში შესაყვანად სერიოზული საფუძველი უნდა არსებობდეს დამადასტურებელი დოკუმენტაციით. შეგახსენებთ: შავი სიები უკვე მოქმედებს საქართველოს საბანკო და სადაზღვევო სფეროებში. ბიზნესის ახალ ინიციატივას „კომერსანტთან“ საუბარში პროფკავშირების თავმჯდომარე აფასებს. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია რა კრიტერიუმებით მოხვდება დასაქმებული „შავ სიაში“. მისი განცხადებით, თუ არასასურველი კადრები სიაში აქტიურობის ან თუნდაც უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნის გამო მოხვდებიან, დაუშვებელი იქნება, ხოლო თუ სია იმის მიხედვით შედგება, რამდენად კეთილსინდისიერად იმუშავა დასაქმებულმა და ჰქონდა თუ არა რაიმე სამართლებრივი გადაცდომა, ეს დამსაქმებელებს საშუალებას მისცემს მეტი ინფორმაციაა მიიღოს, რაც ცუდი არ არის. პეტრიაშვილის თქმით, შრომის წიგნაკის გაუქმების შემდეგ დამსაქმებლები ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან, რადგან მხოლოდ ის მონაცემები აქვთ, რასაც მოქალაქე ე.წ. CV–ში http://www.commersant.ge/?id=1365
  18. laci 20-30 % ყოველთვის უჭერს ყველა ქვეყანაშI მმართველ ძალას მხარს როგორც წესი...
  19. Saturn მე არაფერი არ მჭირს მენტალიტეტში შესაცვლელი, შენ?!
×
×
  • შექმენი...