Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. ეხლა მითხრეს, ბევრი ხალხიაო მიტინგზე!
  2. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/kriminali/4927-shss-aqciebthan-dakavshirebith-operatiul-videomasalas-avrcelebs.html
  3. სახალხო კრების აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, ჩიტაძის ქუჩასთან და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან რკინის ბარიერები აღმართეს. ამ დროისთვის პარლამენტის მიტინგი იმართება. როგორც სახალხო კრების ერთ-ერთმა აქტივისტმა ბათუმიდან მურმან დუმბაძემ განაცხადა, ქართველი ერის ერთიანობით, სახალხო კრების სურვილი ხელისუფლების შეცვლის შესახებ აუცილებლად ასრულდება და ხალხის ნებას არსებული ხელისუფლება ვეღარ შეეწინააღმდეგება. მურმან დუმბაძემ თავისი გამოსვლა შემდეგი ფრაზით დაამთავრა: "მიშა წავა, მიშა წავა" fashisti ბომჟები 2003-ში იყვნენ თუ იყვნენ...
  4. არ მიყვარს ტრადიციები, არასოდეს დამიმალავს, რომ ვერ ვხდები რატომ უნდა მომწონდეს საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბებული საეჭვო ტრადიციები, მაგრამ როგორც ყველაფერში ტრადიციებშიც, არსებობს გამონაკლისი, ტრადიციები რომლებსაც ასე თუ ისე ვეგუები და არ მიქმნის დისკომფორტს. ცუდი და იდიოტური ტრადიციების ნუსხას, დიდი ხანი არ არის, ასე 4 წელია ოფიციალურად შეემატა, კიდევ ერთი, უშედეგო მიტინგების ტრადიცია. სხვადასხვა დროს იკრიბება 100,60, 50, 40, 30 , 5 ათასი კაცი და მოითხოვენ ხელისუფლების შეცვლას,ყოველი წარუმატებლობის შემდგომ ხელისუფლება კიდევ უფრო რწმუნდება საკუთარ სიძლიერეში და სულ უფრო მეტად რთული ხდება მისი მზარდი სისულელის კონტროლი. მიტინგების დასრულების შემდგომ, ფაქტიურად არ ხდება მიტინგების ანალიზი, არავინ საუბრობს შედეგებზე და რაც მთავარია არავინ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე,მიუხედავად ამისა დროა დროზე ვაღიაროთ , ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ასეთი თუ სხვა მსგავსი(რაც აქამდე საქართველოში ყოფილა) მიტინგების პირობებში, ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. 1. ხელისუფლებამ სწორი დასვნები გამოიტანა წინა მიტინგებიდან. 2007 წლის ნოემბრის აქციების შემდგომ ის ადეკვატურად იქცევა. მთავარი გამაღიზიანებელი მიხეილ სააკაშვილი აქციების დროს საქართველოში არ არის. გამღიზიანებლის გარეშე რჩება მხოლოდ სახელისუფლებო ბიუროკრატიის უფერული მასა რომელთან ბრძოლა ხალხისთვის უინტერესოა. 2. იგნორირებულია პროტესტის სოციალური კონტექსტი. ოპოზიციონერ გამომსვლელებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში კი არა სადმე სხვაგან ვცხოვრობთ , სადაც ერთადერთი პრობლემა არა ტოტალური უმუშევრობა და გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობაა, არამედ რეჟიმის და მისი ლიდერების პიროვნული პრობლემები. 3. სრულიად უგუბელყოფილია კლასობრივი პრობლემები, ოპოზიციას პრინციპში არ შეუძლია, გაიგოს ის პრობლემები რომლების გააჩნია საქართველოს მოსახლოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ოპოზიციის დიდი ნაწილის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა რბილად რომ ვთქვა ძალიან განსხვავდება მიტინგზე მდგომი ხალხის ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობისგან, რთულია მოთხოვო ნინო ბურჯანაძეს გაიგოს ის პრობლემები რომლებიც აწუხებს თუნდაც მისი მომხრეების დიდ ნაწილს. 4. შეცდომების გამეორების დაუოკებელი სურვილი, არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც ისეთივე სიხარულით და ენთუზიაზმით იმეორებდეს შეცდომებს, როგორც ამას ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი აკეთებს, გაუთავებლად არის მოწოდებები მეტ ხალხზე, გეგონება სააკაშვილის კაბინეტში, ხალხის მთვლელი დგას რომელიც კონკრეტული ციფრის შემდგომ აიძულებს მას გაიქცეს. გამოცდილება ცხადყოფს რომ ძალიან ბევრი ხალხის გამოსვლაც არც ცვლის არაფერს. 5.ერთადერთი რადიკალი რომელიც მიტინგზე დგას(უფრო სწორად მის ახლოს) ეს ხელისუფლებაა, სააკაშვილის რეჟიმმა მოახერხა და შექმნა მთელი სისტემა, რომელიც მთლიანად ჩამოკიდებულია მასზე, მას ჰყავს საკუთარი ბიუროკრატია, ბურჟუაზია, ძალოვანები და კარის მასხარა/ინტელექტუალებიც. ამ ხალხს აქვს რა დაკარგოს, ამიტომაც როდესაც ოპოზიცია, მორცხვად ცდილობს რაიმეს გაკეთებას მას კარგად ორგანიზირებული ჯგუფი უპირისპირდება რომელთანაც ძველი მეთოდები უბრალოდ არ მუშაობს. 6. ლიდერების პრობლემა. ლიდერების დიდი ნაწილი დისკრედიტირებულია, ფაქტიურად არ ხდება ხალხის მასისგან ახალი ლიდერების გამოსვლა, ლიდერებად რატომღაც მხოლოდ პროფესიონალი ტელე-სახეები არიან წარმოჩენილნი.სტერეოტიპი თითქოს პოლიტიკოსი აუცილებლად მხოლოდ ტელეეთერით იქმნება, დღემდე ძალაშია. 7. ორგანიზაციული პრობლემები. მიტინგებზე სრული ვაკხანალია, არ ხდება მომხრეების მობილიზირება, არავინ უზრუნველყოფს მონაწილეების დაცვას სხვადასხვა ჯურის მოძალადეებისგან, ათეულობით ადამიანი არის დაპატიმრებული და ოპოზიცია ისიც კი ვერ მოახერხა, საკუთარი მომხრეებზე ინფორმაცია მასმედიისთვის მიეწოდებინა. ზემოთჩამოთვლილი ფუნდამენტური და სხვა პატარა მიზეზების გამო ვერც ეს და ვერც სხვა მსგავსი ტიპის მიტინგები ვერ შეცვლის საქართველოში ხელისუფლებას, ერთხელ 2007 წელს მათ შეეძლოთ შეეცვალათ, მაგრამ მაშინ გულუბრყვილობის ზეიმმა შეუშალათ ხელი , რატომღაც ოპოზოციამ მიიჩნია რომ ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმი, იდეალური მეთოდია მის შესაცვლელად. დღეს მართალია ოპოზიციის "რადიკალური" ნაწილი აღარ დაფრინავს ილუზიებში გვიანია. არამარტო ხელისუფლებასთან დიალოგი არის ღრუბლებში ნავარდი არამედ ეს "მიტინგებიც". მიუხედავად ჩემი წერილის პესიმისტური შინაარსისა, მე მაინც ვრჩები ოპტიმისტად, დროა არამარტო ხელისუფლების შეცვლაზე ვიფიქროთ არამედ შევცვალოთ მთლიანად ქართული პოლიტიკა, მივმართოთ რა ის კონკრეტული საქართველოს მოქალაქის ინტერესებზე ნაცვლად მმართველი კლასის ინტერესებისა , ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, თუ არ დაიცავს ის საკუთარ ინტერსებს, მის ინტერესებს ხელისუფლება, ბურჟუაზიის თუ ხელისუფლებისგან გამოგდებული წევრები ვერ და არ დაიცავენ. ჩემს წერილს ირაკლი კაკაბაძის უკანასკნელი წერილის დევიზით დავასრულებ : "რევოლუცია უნდა იყოს სოციალური! ხალხმა უნდა აიძულოს პოლიტიკოსები რომ რევოლუცია მთლიანად სოციალური გახდეს. თუ არ იქნება სოციალური, ყველას გთხოვთ რომ ვჭამოთ მარწყვი!" http://european.ge/?id=179 პ.ს. სრულიად ვეთანხმები
  5. სახალხო კრების ლიდერები თავისუფლების მოედანზე დღეს გამართულ მიტინგზე განაცხადებენ, გაგრძელდება თუ არა აქციები. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აქციების ჩატარებაზე ნებართვა 25 მაისის ჩათვლით აქვთ და სავარაუდოდ, მერია ნებართვას აღარ გაუგრძელებს. "შეფიცულთა" ხელმძრვანელის გია ბურჯანაძის თქმით კი, თუ ხალხის დიდი რაოდენობა გამოვა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე შესაძლოა, მათ აქციების გაგრძელების საკითხს გადახედონ. დღეს აქციის მონაწილეები კოსტავას გამზირიდან თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ. :givi:
  6. Saturn არც მიშა წავა კაი ხანი და არც ქვეყანას ეშველება... ნუ შენ რა გენაღვლება :nekro:
  7. Siknadmo kisa ერთი ოხერია.. გრეჩიხა ოდნავ უფრო ჯიგარია
  8. kisa ქართული პარტიის ოფიციალურ გვერდზე უდევთ...
  9. ძუკუ მე არ მივდივარ ფარსში მონაწილეობისთვის... რომელსაც არჩევნებს ეძახიან... და არა იმიტომ რომ პოზიცია არა მაქვს ხოდა ეხლა ბურთი და მოედანი რვიანს აქვს... გამოჩნდება
  10. https://docs.google.com/viewer?a=v&pid=explorer&chrome=true&srcid=0B8z4W-BljYqeOGUwYzM5NGUtNjYwMC00YmJjLTkwMmMtZjVmYWZkNGU0MTYy&hl=ru ოქრუაშვილის ბილეთი
  11. Siknadmo არა, მე როგორც ვფიქრობ, სუფთა ქართული სცენარით განვითარდა მოვლენები,ანუ თავმოუბლემად... ხელისუფლებამაც დაუშვა მძიმე შეცდომები, მაგრამ რესურსები აქვს სხვა...და გადაიტანა შედარებით იოლად...
  12. Siknadmo ტყუილად გაქვს მაგათი იმედი აგერ მე და აგერ შენ... Siknadmo მე არ მივდივარ არჩევნებზე, შენ?
  13. ძუკუ მხოლოდ და მხოლოდ ცივილიზებულობანას თამაშია.. იმედია გესმით...
  14. Siknadmo ასეა ყველა ავტოკრატიულ რეჟიმში პ.ს. რვიანმა ძალიან ცუდი სამსახურ გაწია..გააჩინა იმედი რომ მშვდად წყნარად მოხდება ცვლილებები.. არა უშავს.. გამოჩნდება 1 წელიწადში კოხტად...
  15. Saturn :givi: კარგ რა.. დღეს რვიანი მაგრად ზეიმობს, მარა ძალიან მალე გაფარჩაკდებიან... Siknadmo გიკვირს? მე არა...
  16. Siknadmo ეს უეჭველია... აქ უკვე ხალხზეა.. ვითმენთ... გვიზავენ...
  17. lasha1997 კი, ალბათ.. ეხლა რვიანი გაფარჩაკდეა საბოლოოდ და ...
  18. PEPE. გახდები 34 წლის და სხვანაირად იფიქრებ
  19. 11.40: ნეტგაზეთი, თბილისი: "ქართული პარტიის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში არ ჩამოვა, ამის შესახებ ნეტგაზეთს "ქართულ პარტიაში" განუცხადეს. "ქართული პარტია" დაგეგმილ აქციას 25 მაისს აღარ გამართავს და ასპარეზს "სახალხო კრებას" დაუთმობს. გუშინ, სოზარ სუბარმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებდა "სახალხო კრებასთან", თუმცა, როგორც დღეს ცნობილი ხდება, მოლაპარაკებები არ შედგა." "ჩვენ აღარ ვატარებთ აქციას 25 მაისს, რომ არ დავაბნიოთ ხალხი პარალელური აქციებით და ბრძოლის ასპარეზს მთლიანად "სახალხო კრებას" ვუთმობთ,"- ამბობს "ქართული პარტიის" პრესსამსახური. http://netgazeti.ge/GE/60/News/5370/სახალხო-კრების-აქცია--თბილისში
×
×
  • შექმენი...