ოპოზიციის მხარდამჭერებმა ფილარმონიასთან მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს, რის გამოც ავტომანქანების საცობი წარმოიქმნა. ოპოზიციის მხარდამჭერების ამ გადაწყვეტილებას მძღოლების უკმაყოფილება და მცირე ინციდენტებიც მოჰყვა, თუმცა, ოპოზიცია გზის გახსნას არ აპირებს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე, სალომე ზურაბიშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზვიად ძიძიგური, ეკა ბესელია და სხვები.