შუალედური არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დარეგისტრირდა. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “ქრისტიან-დემოკრატების” საკანონმდებლო წინადადება შევიდა, რომლის თანახმად, პარლამენტის შუალედური არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებამდე არ ჩატარდება. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სამი სადეპუტატო მანდატი პარლამენტში პოლიტიკურ ლანდშაფტს მნიშვნელოვნად არ შეცვლის, არსებობს მკაფიო ნება იმისა, რომ მომდევნო არჩევნები ახალ საარჩევნო გარემოში, ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდეს. რაც შეეხება “საარჩევნო კოდექსში” აღნიშნული ცვლილების შეტანის პროცედურებს, ამ მიზნით პარლამენტში ხუთშაბათს, პარასკევს და ორშაბათს რიგგარეშე სხდომები გაიმართება, რომლებზეც კანონპროექტის დამტკიცება მოხდება. შუალედური არჩევნები ჩუღურეთის, ოზურგეთისა და გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქებში ტარდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასულ კვირას შუალედური არჩევნების დღედ 27 სექტემბერი უკვე გამოაცხადა, თუმცა იგი მომავალ წელს, სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვევა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი ვინმემ რამე იცით?!