ტელე-პროექტის `ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას~ წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ საუბრობენ. ხელისუფლების ზეწოლაზე "სახალხო სასამართლოს" საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, შიო არსენაშვილი და ~სახალხო ბრალმდებელი~ გელა ნიკოლაიშვილი ხვალ, პირველ გიმნაზიასთან, პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც `ინტერპრესნიუსს~ ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ტიციან ტაბიძის #114-ში მდებარე სახლის მეპატრონემ, რომლისგანაც პროექტის ორგანიზატორებმა საოფისედ ფართი იქირავეს და მისი პრეზენტაციაც მოხდა, საბოლოოდ მის გაქირავებაზე უარი განაცხადა. ნიკოლაიშვილის თქმით, მიზეზი დაუსაბუთებელი იყო. პროექტის ორგანიზატორებმა აღნიშნული ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად მიიჩნიეს. ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, პროექტისთვის ახალი ოფისი შერჩეულია და იგი იმედოვნებს, რომ ტელე-შოუ სექტემბრიდან დაიწყება. მანამდე კი კონკრეტულ საქმეებზე ნივთმტკიცებულებები შეგროვდება. პროექტში განსახილველი საქმეები სხვადასხვა თემაზე იქნება. კერძოდ, სამხედრო საქმეები, მედიასთან დაკავშირებული, კერძო ბიზნესის ხელყოფის ფაქტები, ნულოვან ტოლერანტობასა და სხვა თემებთან დაკავშირებით. `საქმეებს იურიდიული ძალა არ აქვს. მათ მხოლოდ მორალური მხარე გააჩნია~, _ აღნიშნა ნიკოლაიშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. როგორ ფიქრობთ ეს პროექტი საკანს აჯობებს? და საერთოდ გაამარტლებს?!