ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე არავის უშვებენ. ტაძარში შესვლის და მუშაობის საშუალება არც ჟურნალისტებს ეძლევათ. ტაძარს სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები იცავენ. არქეოლოგებმა ახლად აღმოჩენილ სამარხთან დროებით მუშაობა შეაჩერეს, რადგან იქ ახლა ექსპერტები იმყოფებიან. ქუთაისში ჩავიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. მისი განცხადებით, ბაგრატის ახალი აღმოჩენა სასიამოვნო საიდუმლოებას ახდის ფარდას. ისტორიკოსების ვარაუდით, სამარხი ეკუთვნის ეგრის-აფხაზეთის რომელიმე დედოფალს, რომლის დადგენაც შესაძლებელია. სპეციალისტებისა და ექსპედიციის წევრების განცხადებით, დღეს აღმოჩენილ სამარხს, სიმდიდრითა და ოქროს რაოდენობით, საქართველოში ანალოგი არ აქვს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ჩემი ინფორმაციით ეს არ არის თამარის საფლავი, როგორც ჭორები დადის!