სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი “სახალხო დიალოგის” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კვეზერელი დღეს ტყიბულის რაიონს სტუმრობდა და რამდენიმე სოფელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მათი პრობლემები მოისმინა, გაეცნო რეგიონში არსებულ პრობლემებს და მოსახლეობას მათ მოგვარებას დაპირდა. ბაკურ კვეზერელი ხვალ ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში გაემგზავრება, სადაც სარწყავი სისტემების მშენებარე სათავო ნაგებობებს მოინახულებს, მოსახლეობას შეხვდება, მათ პრობლემებს მოისმენს და მათ გადაჭრაში დაეხმარება . “სახალხო დიალოგის” ფარგლებში, ბაკურ კვეზერელი უკვე რამდენიმე ათეულ სოფელში იყო. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და რეგიონებში არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნო.