Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. თავისუფალი საქართველო Ramdenime wutis win daapatimres shalva ramishvili. Yvarelshi prezidentis rezidenciastan "akreditaciis gareshes" gadagebebis dros.agretve waartves gadagebuli video masala. -- რატომ არ მიკვირს? იმედია არაფერი სერიოზული!
  2. Siknadmo ტუვალუმ აღიარა.... ასე ნელნელა კი აღიარებს მთელი მსოფლიო(((
  3. DonCaredo შენზე უფრო ნაციონალი თუ ვინმე იყოს რა
  4. FRIDRIX რა შუაშია PRODY ვერ დაგეთანხმები.. უბრალოდ სიყვარული სხვა რამე გონიათ ხოლმე...
  5. ხვალ დილის 9:45 ზე სასტუმრო ამბასადორში დიპლომატიური კორპუსი ხვდება პროფკავშირებს. გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ქუთაისელი და ზუგდიდელი მუშების მიმართ. დილით ჩვენ 20 მდე ახალგაზრდა ვაპირებთ გავმართოთ აქცია იმისათვის რათა აღნიშნულ საკითხს ჰქონდეს მაქსიმალური გამოძახილი. მოკლედ ვისაც სურს თავისი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება მუშების თემასთან დაკავშირებით და არის მათდამი სოლიდარული, გთხოვთ მობრძანდეთ.
  6. PRODY უბრალოდ 15 წლისას არ ეცოდინება წესიერად რა არის სიყვარული
  7. უცებ ყოფილი რესტორნის მისტერიები წავიკითხე
  8. lasha_alo ისე გრეჩიხა ოპოების არჩეული კი არა ვანოს არჩეულია დავითაიამ, პადოშამ მისცეს გადამწყვეტი ხმები
  9. რობერტ სტურუას წერილი ნიკა რურუას 18/09/2011 14:36 რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლებამდე რამდენიმე კვირით ადრე რობერტ სტურუამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკა რურუას წერილი მისწერა. სტურუა მინისტრს რუსთაველის თეატრის პრობლემების შესახებ აწვდის ინფორმაციას და თეატრის მმართველის ზაალ ჩიქობავას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ტრიბუნა.ge წერილს, რომელსაც სტურუა Facebook-ში აქვეყნებს, უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ბატონ ნიკოლოზ რურუას 50 წელია ვმუშაობ რუსთაველის თეატრში და ჩემს თვალწინ ჩაიარა მსახიობთა და დირექტორთა, ანუ მმართველთა სოლიდურმა ჯგუფმა. ამ ხნის მანძილზე ჩამოყალიბდა რუსთაველის თეატრის სახე, ესთეტიკა და ჩვენმა თეატრმა საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს თეატრალურ სივრცეში. ჩვენი ცხოვრების ურთულეს პერიოდშიც - 90-იან წლებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა. რა თქმა უნდა, წარმატებას მარცხიც ახლდა, მაგრამ რუსთაველის თეატრი ინარჩუნებდა სათანადო დონეს. ბოლო სამი წლის მანძილზე თაობების მიერ დღემდე სიმწრით მოტანილი სახელი საფრთხის წინაშე დადგა. რეპერტუარში მომრავლდა უღიმღამო, არაფრისმთქმელი სპექტაკლები. ერთ-ორი ახალგაზრდა რეჟისორის გარდა, ვერავინ შესძლო მიახლოვებოდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც რუსთაველის თეატრი აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები თითქოს დაკავებულები არიან, სცენაზე დგანან, თანდათან კარგავენ პროფესიულ ჩვევებს. ძალიან ძნელი ასატანია ჩემთვის ვუყურო, თუ როგორ აივსო თეატრის ადმინისტრაცია, პიარისა და მარკეტინგის სამსახური ადამიანებით, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ საერთოდ ხელოვნებაზე და კონკრეტულად თეატრზე. მთელ ამ უბედურებაში ბრალი მეც მიმიძღვის, მაგრამ რა ვქნა - არ შემიძლია და არც არასდროს შემეძლო ხმალამორებულს მებრძოლა თვითდაჯერებულ უგუნურებსათან, და ამიტომ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ. თეატრში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. მე მარტო, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდები და მინდა მხარში მედგეს გამჭრიახი ადამიანი, რომელმაც კარგად იცის რუსთაველის თეატრის ჭირ-ვარამი და ბოლომდე გააცნობიერებს, რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ მმართველს (შეგახსენებთ, რომ მის დანიშნვნაში დიდი წვლილი მიმიძღვის), მისმა მოღვაწეობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მსახიობი არ შეიძლება თეატრის სათავეში იდგეს. მსახიობობა შესანიშნავი პროფესიაა და ვერაფერს ითავსებს. ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა და კარგი არაფერი მოუტანია. თუ თქვენ არ დამეთანხმეთ და ჩემი თხოვნა სამართლიანად არ მიიჩნიეთ, გამოსავალი აქაც არსებობს. 72 წლის რეჟისორი სევდიანად, მაგრამ მშვიდად დატოვებს რუსთაველის თეატრს. P.S. თუ თქვენ ჩემს წინადადებას მისაღებად მიიჩნევთ, თანახმა ვარ ვიკისრო მძიმე ტვირთი და შევითავსო მმართველის თანამდებობა (შეგახსენებთ, რომ ერთდროულად სამხატვრო ხელმძღვანელად და დირქეტორად მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს). პატივისცემით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა“. http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=4786&Itemid=1 პ.ს. ეკაიფება აშკარად
  10. rez85 რას ნიშნავს გადაიწვება?
  11. lasha1997 ცხოვრებაში როგორც წესი ძალიან ჩმორიკები არიან...ხელს ვერ აწევ
  12. პროფკავშირების ინფორმაციით, ქუთაისში, მეტალურგების გაფიცვის მონაწილეებს აიძულებენ, რომ პროტესტი აღარ გამოხატონ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა, პოლიციაში აქციის მონაწილეებს ხელწერილი დააწერინეს, რომ პროტესტს აღარ გამოხატავენ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
  13. ადრე თუ გვიან ეგ მარაზმი დამთავრდება და მერე მიშისტებს უნდა დავაკვირდე...
  14. Ostap სწორი შენიშვნაა.. მასწავლებლები იყვნენ ერთერთი აქტიური აქტივისტები სამწუხაროდ(ყველაზე არ ვამბობ ცხადია)
  15. Grig +1 FRIDRIX 16 000 სახემწიფო მოხელეც იმიტომ გამოყარეს ქუჩაში...
  16. Saturn არანაირად Nukriko მოდერატორია განყოფილების შეფი, როგორც ჩათვლი საჭიროდ ისე იმოქმედე...
  17. თბილისი. 13 სექტემბერი. - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელფასს არ აძლევენ. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის 120-მდე თანამშრომელი ორი თვეა, კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და ამ არგუმენტით მათ ხელფასს არ აძლევენ. თუმცა, მათ სამსახურში გამოცხადებას ყოველდღე სთხოვენ და ემუქრებიან, რომ თუკი სამსახურში არ მივლენ და ამის შესახებ ინფორმაციას გაახმოვანებენ, სამსახურიდან “მგლის ბილეთით~ გაუშვებენ. “მგლის ბილეთში”, მათივე თქმით, იგუსხმება ის ფაქტი, რომ ისინი ვეღარსად ვეღარ შეძლებენ მუშაობას. თავდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა ხელფასი 800-1000 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. --- რა ხდება, ასე დაერხა ბიუჯეტს?!
  18. Saturn მასე ამბობდნენ მარშუტკები გაძვირდებაო(მიუხედავად იმისა რომ მერია საწინააღმდეგოს ამტკიცებდა) და კი გაძვირდა.. ასე რომ ეს არგუმენტი არაა... თან მაშინ მერია უარყოფდა მაინცაა. ეხლა არც უარყოფს...
  19. ახალი წლიდან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი შესაძლოა, 1 ლარი გახდეს 10:31 12-09-2011 ახალი წლიდან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი შესაძლოა, 1 ლარი გახდეს, - ამის შესახებ სტატიას გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის შესაძლო გაძვირების შესახებ ინფორმაციას, მიკროავტობუსების მძღოლები ავრცელებენ. მათი არგუმენტით, ახალ სამარშრუტო ტაქსზე მუშაობა არამომგებიანია, რადგან შემოსავალი ხარჯებს ძლივს ფარავს. ”ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ სამარშრუტო ბიზნესი კერძოა და, შესაბამისად, ისინი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან. კომენტარზე კატეგორიულ უარს ამბობენ კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსშიც”, რომელიც თბილისის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანის უფლებას მთელი 20 წლით ფლობს”, - წერს ”კვირის პალიტრა”. სტატიაში აღნიშნულია, რომ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად მოიმატებს. ”სამარშრუტო ტაქსების მფლობელი კომპანია ყველაზე დიდ იმედებს შემოსავლის მიღების თვალსაზრისით სწორედ ამ პერიოდზე ამყარებს, მაგრამ მთავარ კონკურენტად მუნიციპალურ ტრანსპორტს, ე.წ. ყვითელ ავტობუსებს მიიჩნევს”, - ნათქვამია საგაზეთო მასალაში. გაზეთი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამარშრუტო ბიზნესს გავლენიანი ლობი ჰყავს ხელისუფლებაში და ამჟამად მერიაში საქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების გეგმა-გრაფიკი განიხილება. http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/178633-qkviris-palitraq-akhali-tslidan-samarshruto-taqsebith-mgzavrobis-fasi-shesadzloa-1-lari-gakhdes.html ხო გითხარით წამგებიანი გახდება თქო
  20. vika:* შენ თავად როგორ განსაზღვრავდი ამ ორ "სიბრძნეს"
×
×
  • შექმენი...