ოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების მონიტორინგის მიზნით ეროვნულ ბანკთან ახალი სააგენტო იქმნება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია . კანონპროექტის მიხედვით, აუდიტორული საქმიანობის განხორციელების, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმწიფო რეგულირების და პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების მონიტორინგის მიზნით, ეროვნულ ბანკთან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტო შეიქმნება. პროექტის მიხედვით, სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე და პარლამენტს გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. სააგენტოს უფროსი უხელმძღვანელებს, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, 4 წლის ვადით თანამდებობაზე აირჩევს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პარლამენტი. სააგენტოს უფროსი უფლებამოსილი იქნება გამოსცეს სამართლებრივი აქტები. კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ზვიად კუკავა, მიხეილ ცქიტიშვილი და ანდრო ალავიძე. http://www.interpressnews.ge/ge/politika/183177-partiebisa-da-saarchevno-subieqtebis-dafinansebis-monitoringis-miznith-erovnul-bankthan-saagento-iqmneba.html ფულის გათეთრების აღმოფხვრის მიზნებისთვის, მონიტორინგის შესაძლებლობა ფართოვდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება “კანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონში შედის. კანონპრეოქტით ზუსტდება “საეჭვო გარიგების” ცნება, რის საფუძვეზეც, პირის მიერ შესრულებული გარიგება და ან ტანხი დანაწევრება, მონიტორინგს ექვემდებარება. საეჭვო გარიგებად აქამდე მიჩნეული იყო გარიგება, რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით; ან მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში და ა.შ. კანონპროექტით კი, არსებულ ნორმებს, რომელიც ძირიადად ტერორიზმს უკავშირდებოდა, დაემატა, რომ საეჭვო გარიგებად მიიჩნევა ასევე გარიგება, რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები) რომლის საფუძველზეც დაიდო ან შესრულდა გარიგება მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი გზით. --------- პ.ს. ცდილობენ ყველაფერი კონტროლზე აიყვანონ.,..თურქმენისტან!