Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. ძვირფასო მეგობრებო, ყველას საუკეთესო სურვილებით მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, იმ უდიდესი თანადგომისათვის და მხარდაჭერისათვის რასაც გამოხატავთ ჩემდამი. უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გავაკეთე და ამ ხნის მანძილზე მოდიოდა უამრავი შეტყობინება მობილურსა თუ კომპიუტერში, რეკავდნენ ახლობლებიც და უცნობი ადამიანებიც. ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი ხალხიდან. უბრალოდ რჩებოდა ერთადერთი კითხვა პასუხგაუცემელი: რა მიზეზით დავტოვე ნაკრები. მანამდე კი მინდა გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო წერილს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა, მთელი წერილი გაჟღენთილია ჩემდამი პირდაპირი თუ ირიბი ბრალდებებით თუ რჩევა-დარიგებებით. უბრალოდ მათ შეეძლოთ ერთი სიტყვით მაინც ეთქვათ მადლობა, ნაკრებში ჩემი ყოფნის 15 წლის მანძილზე ნუთუ 15 წუთი სიხარულისა არ მიმინიჭებია იმ ადამიანებიასათვის, ვინც ფეხბურთის ფედერაციაშია დასაქმებული. თუმცა სპორტსმენი ხომ ხალხისთვის შრომობს და არა ვიწრო ჩინოვნიკური გაგების ადამიანების ერთი ჯგუფისთვის, რომელთაგან ზოგი შეიძლება ცირკის არენიდან პირდაპირ თბილ სავარძელში ჩასვეს. სხვათაშორის როცა დღევანდელ საქართველოში-პოლიტიკის და ფეხბურთის გამიჯნაზე, ვითომ სახელმწიფოს მხრიდან არ ჩაურევლობაზე საუბრობენ, ეს ცოტა კომიკურიც კია. დღეს კი ფედერაციაში დასაქმებული რამოდენიმე ადამიანი, მისი ჭკუით მარიგებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი თემურ ქეცბაიასთან მიმართებაში. დამშვიდდით ბატონებო, თქვენ ნუ ღელავთ ჩემი და თემოს ურთიერთობაზე. ამ აბსურდულ წერილზე აქ საუბარს მოვრჩი. მეგობრებო, ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, რასაც დავწერ-განიხილონ მთლიანად და არა კონტექსტში, ამოგლეჯილად. ჭეშმარიტ გულშემატკივარზე მაქვს საუბარი და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც დაშვებული არიან „კალაძემ იტალიასთან თამაში გაყიდას“-დონეზე, ეს წერილი არც „მადრიდი-რეალის“ თამაშის მაყურებელისთვის იქნება საინტერესო. მოგეხსენებათ, ყველა პარტია ნაცვალმა, ერთმა სუბიექტმა „რეალი-ბარსელონას“ თამაში „მადრიდი-რეალის“ მატჩად აღიქვა. კითხვა რა მიზეზით დავტოვე ნაკრები?-ჩემი პასუხი გახლავთ, რომ აქ რამოდენიმე საკითხმა მოიყარა დროთა განმავლობაში თავი: მე არ მქონდა მორალური უფლება-ნაკრებში კიდევ რამოდენიმე წელი მეთამაშა, როდესაც ნაკრების წევრი, გიორგი დემეტრაძე ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით ციხეში ზის უკვე მეორე წელია და მე მისმა მეგობარმა სამართალი ვერ ვიპოვე, მაპატიეთ მაგრამ რაც არ უნდა იყოს ფეხბურთი, ჩემთვის-ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია. მეორე წელია, დემეს დაპატიმრებიდან ჩემს თავთან მქონდა ბრძოლა, ნამდვილად არ მინდოდა ჩემს საყვარელ ნაკრებს, მისი გულშემატკივრებს გული დაწყდომოდათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი პროტესტი უსამართლობისა სწორად იქნება გაგებული საზოგადოებისაგან, მითუმეტეს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ფედერაციას ერთი დადებითი სიტყვაც კი არ უთქვამს დემეტრაძესთან მიმართებაში. ყველაფერ ამას დაემატა ანგაჟირებული, ჯიბის რამოდენიმე ჟურნალისტის მიერ სერიული თავდასხმა. მარიონეტი ჟურნალისტების ხელით, ზოგიერთი შეეცადა გარედან მოეხდინა ზემოქმედება ნაკრებზე და საუბარი დაიწყეს ჩემს ასაკზე და ბოლოს იმ დონემდე დავიდნენ, რომ 29წლის ხიზანიშვილიც კი ვეტერანად გამოაცხადეს და ამას არქმევდნენ ვითომ ნაკრების გაახალგაზრდავებას, ანუ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ კალაძის გულისთვის, სხვა თანაგუნდელები იწირებოდნენ. აბა მარტო კალაძე, რომ გაეშვათ, მთლად ლამაზად არ გამოდიოდა. ეს პრობლემაც მოვუხსენი ყველა „კეთილის მსურველ გულშემატკივარს“ და წავედი, ვფიქრობ, რომ ამ 1წლის მანძილზე რაც შესარჩევ ეტაპამდეა დარჩენილი, ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ამითაც არ შევუქმენი ნაკრებს პრობლემა, რადგან ოფიციალურ თამაშებამდე მთელი ერთი წელია და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პოტენციალი აჩვენონ მწვრთნელებს. აქვე არ შეიძლება არ ავღნიშნო, ისიც, რომ უკვე წლებია, რაც ვსვამ კითხვებს და ეს კითხვები რჩება უპასუხოდ. კითხვები იყო დაწყებული- გირგვლიანის მკვლელობიდან დამთავრებული ცნობილ მეცენატს, ივანიშვილს თუ რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობა. თუმცა ამ და მრავალ კითხვებზე პასუხი იყო ან სრული დუმილი ან ამ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი ცინიზმით სავსე. ზოგიერთი, ნაკრებიდან ჩემი წასვლის შესახებ განცხადების, ადგილს მიწუნებს და ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისას არ უნდა წავსულიყავი ნაკრებიდან, სად პოლიტიკა და სად ეროვნული ნაკრებიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება არ იყო, ეს გახლდათ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება. აბა ვისთან თუ არა საზოგადოებასთან არ უნდა მეთქვა ხმამაღლა ამ განცხადების შესახებ. დარბაზში ისხდნენ ადვოკატები, ფილოსოფოსები, ექიმები, ჩემი გულშემატკივრები, რომლებისთვისაც სულერთი არაა ჩემი საფეხბურთო მომავალი. დიახ მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად საჯაროდ, საზოგადოებისათვის მემცნო ამ გადაწყვეტილების შესახებ. უბრალოდ მიზეზებზე საუბრით თავი არავის შევაწყინე. დასასრულს მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ საოცრად განვიცდი ნაკრებიდან წასვლას და ყველა გულშემატკივარს გთხოვთ: ნუ დაძრახავთ სპორტსმენებს, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შეცდომისაგან არავინაა დაზღვეული. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვუსურვებ წარმატებებს, ისეთი როგორიც ქართველ ხალხს ეკადრება. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, რომ მთელი წლების მანძილზე მქომაგობდით და გვერდით მედექით, ჩემთვის დაუვიწყარია ის სითბო და სიყვარული, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოხატა ჩემი ოჯახის ტრაგედიის დროს (ეს სურათიც, იმ ტრაგედიის შემდეგ, პირველ თამაშზეა გადაღებული). მეც ძალიან მიყვარხართ და უზარმაზარ პატივს გცემთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. https://www.facebook.com/notes/kakha-kaladze-კახა-კალაძე/წარმატებას-ვუსურვებ-ნაკრებს-უდიდესი-მადლობა-გულშემატკივრებს-მიყვარხარ-საქართველო/150215958415182 http://s017.radikal.ru/i429/1112/6c/caea7127a985.jpg
  2. cotneshukvani რეალობა ისაა, რომ ამერიკას აქ დიდი გავლენა აქვს
  3. Grigali მაგარი შედარებაა... არ ხარ მელომანი როგორც ჩანს
  4. თბილისში, რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე, დღეს დილიდან ისევ გამოჩნდა სამშენებლო ტექნიკა და მუშახელი. ამ დროისთვის შენობების ფასადების განმეორებითი შეღებვის პროცესი მიმდინარეობს. აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშოები თბილისის მერიის პროექტის – "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" – ფარგლებში 2009 წლის დეკემბერში დაიწყო. გაჭიანურებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშოები ახლახან დასრულდა. განახლებული გამზირი 23 ნოემბერს "ვარდების რევოლუციის" 8 წლისთავთან დაკავშირებით პირადად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. გახსნიდან რამდენიმე დღეში ახლადდაგებული ქვაფენილი რამდენიმე ადგილზე ამოიყარა, რომელიც ხელთავიდან ჩააგეს, ხოლო მეტრო მარჯანიშვილის წინ ახლადაგებული თაღების სახურავიდან წვიმის წყალმა ჩამოასხა. ამჟამად აღნიშნულ ადგილზე მუშების ბრიგადა მუშაობს. http://www.presage.tv/?m=news&NID=22053
  5. ძუკუ რუსეთის მოვლენები ქართული ოპოზიციის წყალზე ასხამს წყალს :nekro:
  6. Grigali ემოციას იწვევს? კი... ზნაჩიტ მინიმუმ ემოციური მუსიკაა და ბლაბლაბლა არაა Nukriko ხუმრობ?
  7. McLaren ამიტომ ახლა გადავწყვიტეთ, სოფლის მოსახლეობას 30-ლარიანი საგაზაფხულო სამუშოების ვაუჩერით დავხმარებოდთ. ეს ვაუჩერი ხალხმა შეიძლება გამოიყენოს, როგორც ხვნა-თესვის სამუშაობში, ტრაქტორის ქირაობისთვის ნაკვეთების დასამუშავებლად, ისე სასუქის მისაღებად. მაღალმთიან და მცირემიწიან ადგილებში ხალხს შეუძლია ვაუჩერის ნაცვლად, პირდაპირ 35 კილოგრამი სასუქი მიიღოს, რომელიც, რეალურად, 70 ლარის ღირებულებისაა და 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის დამუშავებისთვის სავსებით საკმარისია. მაღალმთიან რაიონებში ეს საერთოდ მოხსნის ყველა პრობლემას. ვაუჩერები დარიგდება ყველგან, დიდი ქალაქების გარდა. რეგიოებშიც კი იმ ადამიანებს, რომლებიც კორუსში ცხოვრობენ და, შესაძლოა, მიწა არც კი ქონდეს, შეუძლიათ 1 ივლნისიდან გაანაღდოს კიდეც ის. წელში გამართული ოჯახებისთვის ეს, შეიძლება, დიდი შვება არ იყოს, მაგრამ გაჭირვებულ ხალხს ნამდვილად წაადგება“, - განაცხადა პრეზიდენტმა მასპინძლებთან საუბრისას. http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=6264&Itemid=1
  8. Siknadmo თქვენი ოცნება –> საქართველოს მოქალაქეების ოცნება –> ქართული ოცნება პ.ს. დიპლომატები არცერთ სიტყვას შემთხვევით არ ისვრიან
  9. გარდა ამისა, ბასი ამბობს, რომ აშშ მომდევნო არჩევნებში მხარს არ უჭერს რომელიმე კანდიდატს ან პარტიას, არამედ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას. ასევე, ბასის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქე ჩაერთოს სამოქალაქო ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. „დღეს ყველა ქართველს ვუსურვებ წარმატებას, ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიის მშენებლობის საკითხში. ვიმედოვნებ, რომ თითოეული თქვენთაგანი მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში და შეასრულებს აქტიურ როლს სამოქალაქო ცხოვრებაში, რათა აისრულოთ თქვენი ოცნება - უკეთესი მომავალი თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და დანარჩენი მოქალქეებისთვის“, - აღნიშნავს ბასი.
  10. პარტიულ რეიტინგებში ასე თუ ისე ყველაფერი გასაგებია , სამუშაო ბევრია, მაგრამ მოგება თავისუფლად შეიძლება, მაგრამ ლულ რო 60% აიღოს , ეს 150–იან პარლამენტში მხოლოდ 40 დეპუტატია... შესაბამისად მთელი ყურადღება მაჟორიტარულ კანდიდატებზე უნდა გადავიდეს. ისეთი კანდიდატები უნდა მოიძებნოს, რომელიც მოიგებს თბილისის ყველა ოლქს და ასევე დიდი ქალაქებისაც... მინიმუმ 25 მაჟორიტარი მაინც სჭირდება ოპოზიციას, რომ უმრავლესობაზე საუბარი შესაძლებელი იყოს... ამისთვის საჭიროა ოლქებში ძლიერი კანდიდატები , ნუ ყველაზე ადვილი ისევ თბილისია.. აი რეგიონებშ კი ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო, ზესერიოზული.. მიუხედავად ამისა, ქვემო ქართლში, სამცხეში და სამეგრელოში მაინც არარეალურია მოგება. მოსაგები ოლქებია კახეთში, შიდა ქართლში, სვანეთშიც, და იმერეთში (ამ უკანასკნელში 3–4 კანდიდატი მაინც უნა გაიყვანოს)...აჭარა არ ვიცი.. 50/50–ზე (მომავალ ტურისტულ სეზონზეა დამოკიდებული) რას ნიშნავს ძლიერი კანდიდატი? ოლქშ საპატივცემულო პიროვნება, რომელსაც დიდი ფული უმაგრებს მხარს, და შეძლებს იმ აქტივისტების ოჯახების უზრნველყოფას, რომლებსაც დაიჭერენ. სხვანაირად არაფერი გამოვა!
  11. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალები კატეგორიულად ამტკიცებენ, ივანიშვილი ვერაფერს დაგვაკლებს და ვერც ვერანაირ რყევებს ვერ გამოიწვევს გუნდშიო, როგორც ჩანს, არც მთლად ასეა საქმე: წყაროს ინფორმაციით, მერაბიშვილის ყურამდე მიუღწევია უტყუარ ცნობებს, რომ ზურაბ ადეიშვილი ბიძინა ივანიშვლთან მისასვლელ გზებს ეძებს და ასეთ დელიკატურ საქმეში, სხვას რომ ვერავის ენდო, "სინგაპურას" თბილისურ ოჯახზე შეაჩერა არჩევანიო http://www.ambebi.ge/politika/45067-ra-sheuthvala-zurab-adeishvilma-ivanishvils.html
  12. dire მსოფლო უფრო და უფრო სწრაფად მოძრაობს...
  13. მინდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ ერთი ლაზიკა უკვე ავაშენეთ და ამ ქალაქის სახელია ბათუმი – სააკაშვილი http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=6133&Itemid=1 პ.ს. მე მგონი და###რა
  14. Saturn ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების აზრს არ ითვალიწინებს.. ცუდად ამთავრებს როგორც წესი...
  15. ომი გრძელდება... მაესტროს სატელიტზე ეურონიუსი გაუშვა კინწმარიშვილმა, ვნახოთ მაესტროელები რას იზამენ...
  16. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაზემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით, მიიღო გადაწყვეტილება შეეწყალებინა ებრაელი ბიზნესმენები. "ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ასევე ჰუმანური მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ასაკის არიან დაკავებულიები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. --- პ.ს. დაუჯერეთ ნაცებო ხანდახან ჭკვიან ხალხს
  17. Mamuka Glonti როგორც გარედან შემატყობინეს მაესტროს შენობასთან ნუცუბიძის 93 ხდება კუდისა და სოდის თანამშრომლების დიდი მობილიზაცია, მგიწოდებთ ვისაც შეგიძლიათ მობრძანდით ჩვენს ოფისთან და კანონის სრული დაცვით გადაარჩინეთ მაესტრო. და აგრეთვე გაავრცელეთ ეს განცხადება. პატივისცემით მამუკა ღლონტი
  18. ბიძინა ივანიშვილი იქცა ნაციონალურ იმედად და ამ იმედის დაკარგვა ქვეყნის დიდი ხნით გაწირვის ტოლფასია. ვხედავ და ვგრძნობ, რამდენი ადამიანი უყურებს მას იმედის თვალით და სწორედ ეს მაძლევს იმის რწმენას, რომ იგი შეასრულებს ნაციონალური გამაერთიანებლის, ნაციონალური ლიდერის როლს, რომლის ირგვლივ შემოკრებილი საზოგადოებაც დაიბრუნებს ღირსებას, სამართლიანობას და თავისუფლებას. შეიძლება შეცდომებსაც ვუშვებდი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი სამართლიანობისთვის მებრძოლა და დღეს ვერც ამ პროცესის გულშემატკივრობაზე ვიტყვი უარს და ვერც პროცესების გულგრილ მაცქერალად დავრჩები. ვერ დავრჩები, რადგან ძალიან მინდა გაიმარჯვოს იმ საქმემ, რომელსაც ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში. მე სად ვიქნები, მნიშვნელობა არა აქვს და არც ვეძებ რაიმე ადგილს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ პროცესს ყველანაირად შევუწყობ ხელს",-ნათქვამია განცხადებაში. http://www.interpressnews.ge/ge/politika/185926-sozar-subaris-ganckhadeba.html პ.ს. სრულად ლინკზე.. ისე ბბ თავად იწვევდა სოზარს თუ გახსოვთ..
  19. Siknadmo მსგავს სისულელეს თუ იზამენ , არ უშველით. მაშინ მთავარი მაჟOრიტარული ოლქები გახდება და იქ წავა დაკა-დაკა.. ნეტავ გააკეთონ! laci ამას ოპოზიცია ითხოვდა და პლანეტის მფლობელები giauridia რატომაც არა? Saturn შენ ალბათ არა.. ნუ დღეს რაც არის პარლამენტის გარდა ყველაფერია mama დღეს კი!
  20. Presage.tv-ს ინფორმაციით, ხელისუფლებამ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა მიმდინარეობს იმაზე მუშაობა, რომ რაოდენობა უცვლელი დარჩეს, ოღონდ მაჟორიტართა რაოდენობა 83-ით განისაზღვროს, პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა კი – 67-ით. http://www.presage.tv/?m=politics&AID=8342 კიდე რას მოიფიქრებენ?
  21. როგორც ივანიშვილის პრესსამსახურმა განაცხადა,ბიძინა ივანიშვილი დღეს, 29 ნოემბერს 22 საათზე ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „პირდაპირი საუბრების“ სტუმარი იქნება. გადაცემის პირდაპირი ტრანსპირება ტელეკომპანია მაესტროს გარდა მოხდება ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფეისბუკში –– აქედანაც შეგიძლიათ უყუროთ: https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?ref=ts და აქედანაც: http://maestro.ge/?address=live_iptv
×
×
  • შექმენი...