საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაცია 11 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება . როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს, წერილობითი თანხმობა ფილარმონიის ადმინისტრაციისგან დღეს მიიღეს. "პრეზენტაცია 25 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, მისი გადადების მიზეზი კი ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობები გახდა. გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ 3 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთან, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიგვიღია. სპორტის სასახლის გამოყოფას ჩვენ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ვითხოვდით, რათა ყველა მსურველს ჰქონოდა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება",-აღნიშნულია პრესსამდივნოს განცხადებაში. მათივე თქმით, სპორტის სასახლის ადმინისტრაციის თანხმობის შემთხვევაში, ისინი უფლებას იტოვებენ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე "ქართული ოცნების" პრეზენტაციამ სპორტის სასახლეში გადაინაცვლოს. "მზად ვართ, ამ შემთხვევაში, ფილარმონიის ადმინისტრაციას პირგასამტეხლოც გადავუხადოთ. ჩვენი ინფორმაციით, იმ დროისთვის სპორტის სასახლეში არანაირი ღონისძიება დაგეგმილი არ არის და, შესაბამისად, არ არსებობს რეალური მიზეზი, რის გამოც შესაძლოა სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ დარბაზის გამოყოფაზე უარი გვითხრას. იმ შემთხვევაში, თუ მიუხედავად ყველაფრისა, სპორტის სასახლე მაინც უარს იტყვის, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში სამწუხაროდ ყველა მსურველს დასწრების საშუალება არ მიეცემა, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობას წინასწარ ვუხდით ბოდიშს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "ქართული ოცნების" პრეზენტაციის თარიღის შეცვლა არ მომხდარა ჩვენი ინიციატივით და მოლაპარაკებების გაჭიანურება მიზანმიმართულად ხორციელდება, რაც პირველი შემთხვევა არ არის",-აცხადებენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოში. http://www.interpressnews.ge/ge/politika/185294-qqarthuli-ocnebisq-prezentacia-11-dekembers-thbilisis-sakhelmtsifo-sakoncerto-darbazshi-gaimartheba.html ბბ ხურდება და ძალებს იკრებს... :nekro: