ძუკუ არანაკლები ალიანსმა...სამი დღე ვერ მოითმინეს კომენტარის გარეშე ....გრუზინული პოლიტიკის დედა ვატირე: ალიანსის’’ ლიდერებმა ირაკლი ალსანიამ, დავით უსუფაშვილმა და სოზარ სუბარმა გუშინ ღამით გამართული კონსულტაციების ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის გზები განიხილეს, - ამის შესახებ ‘’ინტერპრესნიუსს’’ სოზარ სუბარმა განუცხადა. მისი თქმით, საუბარი შეეხო იმას, რომ მართლაც შედგეს ოპოზიციური ერთობა იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელთანაც შესაძლებელია რეალური ერთობის მიღწევა. ‘’რაც შეეხება კონსულტაციის შედეგს, მასზე საუბრისგან თავს შევიკავებ, კონკრეტულ შედეგს საზოგადოება მალე გაიგებს’’, - აღნიშნა სუბარმა. ‘’ალიანსის’’ ლიდერები გუშინ ერთმანეთს ვერაზე, რესტორან ‘’ვერა სტეიკჰაუზში’’ შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალსანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებსა და თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით იმსჯელეს. "თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას და ნოღაიდელის გუნდს საერთო არაფერი აქვს; გვქონდა კონსულტაციები მხოლოდ ერთ საკითხზე, რომელიც საერთო კანდიდატს შეეხება და გადაწყვეტილებას მალე ვაცნობებთ საზოგადოებას’’, - აღნიშნა ალასანიამ. აი ამის გამო...ყველაფერი რიგზეც რომ იყოს, ალიანსის ნაჩქარევი განცხადებები მაინც უარყოფითიად აისახება... კიდევ ერთხელ ვიძახი, ალასანიას შეცდომებზე თვალს არ ვხუჭავ, მაგრამ შენც ხომ რამეს უნდა წარმოადგენდე? ოდნავ შორისმჭვრეტელობა არ არის საჭირო?