-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
Siknadmo
-
Goddess ღმერთს ნუ სცოდავ!
-
Blaugranator ალასანიამ
-
fashisti ლარსის გახსნა აბა რა ჯანდაბაა?
-
Grig მე წარწერაზე ვიკაიფე "ედპ და ფორუმი პროტესტს გამოთქვამენ"
-
ხელისუფლება თუ ნოღაიდელი?
-
Blaugranator ისარი არასწორად აჩვენებს, უფრო ღმად ვართ...რენტგენის გარეშე არ ჩანს
-
და ამას ვინმე ხმას აძლევს? „მაესტროს“ ეთერში ახალგაზრდულ მოძრაობასთან - „ჩვენი ხმა გიგი უგულავას“, დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის მერიიდიან აცნობეს, დღეს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის მიერ, ქალაქის მერისთვის ახალგაზრდულ მოძრაობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვისა და საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტების შემდეგ, თბილისის მერი ახალგაზრდული მოძრაობით „ჩვენი ხმა გიგი უგულავას“ დაინტერესდა. `თბილისის მერი გიგი უგულავა დიდ მადლობას უხდის ტელეკომპანია „მაესტროს“ მიწოდებული ინფორმაციისთვის და ასევე უაღრესად დიდ მადლიერებას გამოხატავს იმ ახალგაზრდული მოძრაობის მიმართ, რომლის წევრებმაც, როგორც ჩანს, კარგად დაინახეს და შეაფასეს თბილისის მერიის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და ახალგაზრდული ენთუზიაზმით, სრულიად უანგაროდ უჭერენ მხარს გიგი უგულავას. ეს არის სტიმული იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე გაკეთდეს ქალაქში, რადგან გასაკეთებელი კიდევ ბევრია~, - აცხადებენ თბილისის მერიაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. თან დაგვცინიან...
-
~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა საგურამოში ოპოზიციის კონსულტაციების გამართვა დაადასტურა. მან ბიძინა გეგიძის აგარაკი ცოტა ხნის წინ დატოვა. ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღევანდელი კონსულტაციები ჭადრაკის სასახლეში 24 თებერვალს დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელებაა. საგურამოში, შეხვედრაზე სავარაუდოდ ამ დრომდე იმყოფებიან ლევან გაჩეჩულაძე, ბიძინა გეგიძე და ეროსი კიწმარიშვილი. შეხვედრა ლევან გაჩეჩილაძის მეგობრის, ბიძინა გეგიძის აგარაკზე, საგურამოში მიმდინარეობს. ნინო ბურჯანაძის პარტიაში საგურამოს კონსულტაციებში მონაწილეობას არ ადასტურებენ. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს~ პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძის პარტიიდან საგურამოში შეხვედრაზე არავინ იმყოფება. შეხვედრაში მონაწილეობას ~კონსერვატორებიც~ უარყოფენ. ~ინტერპრესნიუსს~ კახა კუკავამ განუცხადა, რომ მათგან საგურამოს აგარაკზე არავინ იმყოფება. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრები და ეროსი კიწმარიშვილი, რომლის შეხვედრაში შესაძლო მონაწილეობის შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა.
-
მოკლე გამოკIთხვა .. თან მიზეზებსაც თუ დაწერდით მთლად კარგი
-
ჭანო ხელოვნური მიწისძვრა ჯერჯერობიტ ზღაპარია...რახმელა მასები უნდა დაძრა, ხვდები?
-
Grig ხელისუფლებასთან შედარებით თქო..იგულისხმებოდა... მალე დიპ ურთიერთობაც აღდგება...ან შეიძLება ფორმისთვის არც აღდგეს... რუსეთი მზად არის, საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიოსადგურ “გოლოს როსიასთან” და ტელეკომპანია Russia Today-სთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ასევე, შესაძლებელია პირველი მარტიდან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ამუშავება. თუმცა, ლავროვმა აქვე აღნიშნა, რომ რუსეთი პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არანაირ კონტაქტს არ აპირებს. “ამასთან, ქართულ მხარესთან კონტაქტს ჩვენი ქვეყანა არ გაურბის. ცნობილია, რომ შობის დღესასწაულის დღეებში ჩარტერული რეისები შესრულდა. ეს ქართული მხარის თხოვნა იყო და მივიჩნიეთ, რომ ეს სწორი იქნებოდა, გარდა ამისა, მზად ვართ, გავხსნათ რეგულარული საავიაციო მიმოსვლა და ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებს ამ საკითხის განხილვა შეუძლიათ”, - განაცხადა ლავროვმა. ლარსის პუნქტთან დაკავშირებით კი, ლავროვმა აღნიშნა, რომ პუნქტი, როგორც ქართული, ისე რუსული მხრიდან შესაბამისად არის აღჭურვილი. რუსი მინისტრი იმედოვნებს, რომ პირველი მარტიდან აღნიშნული პუნქტი ამუშავდება.
-
უსინდისო ვიყო ნოღაიდელი უფრო პროდასავლელი თუ არ გამოჩნდეს! ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 1-ელი მარტიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია ~ინტერპრესნიუსს~ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში დაუდასტურეს. ~1-ელი მარტიდან პუნქტის გახსნა ოფიციალურად იგეგმება. დასამუშავებელი იყო გარკვეული დეტალები, თუმცა, არსებული ინფორმაციით, პუნქტი ასამუშავებლად უკვე მზად არის. ქართულმა და რუსულმა მხარეებმა შვეიცარიის შუამავლობით შესაბამისი ნოტები გაცვალეს~, - განაცხადეს დეპრატამენტში. 1-ელი მარტიდან ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოსალოდნელი გახსნის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
Blaugranator მე არ ვცდილობ მე მართლა მიმაჩნია რომ არჩევნებით შეცვლის ბოლო შანსია...თუ არა და ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი...ველოდები რუსულ ტანკებს :nekro:
-
აგიტაციას ვიწყებ სუბარის სასარგებლოდ.
newstudio replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
24 თებერვალს ოპოზიციის ნაწილის შეხვედრას ჭადრაკის სასახლეში „ახალი ალიანსის“ მხოლოდ ერთი სუბიექტი, ირაკლი ალასანია, ესწრებოდა, რომლის ნაბიჯსაც ყოფილი პარტნიორები სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ. მათ შორის არის სოზარ სუბარი, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელსაც „ახალი ალიანსის“ წევრები, ალასანიას მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისათვის ამზადებდნენ. თუმცა, როგორც ჟენევაში მყოფმა სოზარ სუბარმა “თავისუფლებას” განუცხადა, გზა, რომელიც ირაკლი ალასანიამ აირჩია, მისთვის მიუღებელია. სხვათა შორის, ვიდრე სუბარის პოზიცია საჯაროდ ცნობილი გახდებოა, ექსომბუდსმენის მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ “ფაქტნიუსს” ინფორმატორმა აცნობა. სოზარ სუბარი: - ჩემი და ზოგადად „ალიანსის“ სხვა წევრების პოზიცია არის უცვლელი - ჩვენ მივესალმებით ერთობას და, პირიქით, ყველაფერს ვაკეთებდით ამ ხნის განმავლობაში ერთობისათვის, ოღონდ ეს ვერ იქნება ერთობა შეუთავსებელთა შეთავსების. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ერთობა ყოფილიყო სწორედ ირაკლი ალასანიას გარშემო. დღეს, რასაც შორიდან ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ალასანიამ არჩია სხვა გზა, მან არჩია ერთობა ზურაბ ნოღაიდელის გარშემო. ეს მისი გადასაწყვეტია. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ეს არ იქნება პირადად ჩემთვის ძალიან გასახარი ამბავი. თუ ეს ასე მოხდა, „ალიანსი“ დარჩება, ბუნებრივია, ოღონდ ეს იქნება არა ოთხწევრიანი, არამედ, ჯერჯერობით, სამწევრიანი „ალიანსი“, სანამ ის კიდევ უფრო არ გაფართოვდება. - რატომ იწვევს ნოღაიდელის პერსონა ასეთ კრიტიკას? ის არ ამბობს, რომ იგი უნდა იყოს ერთიანი კანდიდატი. ეს ხომ არ არის ხელოვნური მიზეზის ძებნა, რომ ამით გაჩეჩილაძეს ურტყათ, როგორც ამას ხშირად ამბობენ? - უამრავი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს პოლიტიკურ ძალებს შორის პოლიტიკურ პლატფორმასთან დაკავშირებით. მართლაც, არის რაღაც ხაზი, რომლის გადალახვაც არის შეუძლებელი. ეს ხაზია, როდესაც ვინმე აშკარად რუსულ ხაზს აწარმოებს საქართველოში. და ამ შემთხვევაში, ნოღაიდელის ფიგურა არის გამოკვეთილი. არის კიდევ ბევრი თემა, რომელზეც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ. იმავე ირაკლი ალასანიას აქვს ნათქვამი, რომ ის დაუპირისპირდება ყველას, ვინც კი რევოლუციის წამოწყებას ეცდება. მეორე მხრივ, ლევან გაჩეჩილაძის თუ მისი ძმის მხრიდან ხშირად გვესმის განცხადებები, რომ არჩევნები არის საბაბი ჭექა-ქუხილის გამოსაწვევად. მე არ ვიცი, ჭექა-ქუხილში რას გულისხმობენ ისინი, მაგრამ თუ აქ ლაპარაკია რევოლუციის ან აჯანყების გზაზე, ძალიან მაინტერესებს, მაშინ რა პოზიციას დაიკავებს ირაკლი ალასანია? მანამდე კი მე შემიძლია გითხრათ, რომ სანამ ეს მათ მკაფიოდ არ აქვთ ნათქვამი და სანამ ისინი ამ გზაზე არ დგანან, ცხადია, მათთან თანამშრომლობა შეიძლება. თუკი ისინი აჯანყებისა და რევოლუციის გზას აირჩევენ, ჩვენი გზა იქაც მკაფიოდ გაიყოფა. ასე რომ, არის რაღაცები, რაზეც არ შეიძლება ჩვენი შეთანხმება. ახლა, ოღონდ ნუ იქნება მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ნუ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის გულისთვის ეშმაკსაც შევეკვრებით, - პირადად ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი გზა და მიუღებელი გზავნილია.“ - ხომ არ გიცდია, პირადად ირაკლი ალასანიასთან გაგერკვია, თუ რა არგუმენტები აქვს და რა მოტივებით მოქმედებს? - არა, უფრო სწორად, აქ, ჟენევაში, ჩამოსვლის შემდეგ არა, რადგან მანამდე ყოველდღე ერთად ვიყავით, ყოველდღე ერთად ვსაუბრობდით და საკმაოდ კარგად ვხვდები, თუ რას აკეთებს და საით მიდის. და ახლა არ მგონია, რომ დამატებით კონსულტაციებს რაიმე აზრი ჰქონდეს. ეს ხუთი თვე გავლიეთ პრაქტიკულად კონსულტაციებში ისე, რომ რეალური ქმედებები ძალიან ცოტა განვახორციელეთ. და არ მგონია, რომ ამის გაგრძელება ღირდეს. - მეჩვენება, რომ ირაკლი ალასანიაზე, როგორც პარტნიორზე, წარსულ დროში ლაპარაკობ. - გამოჩნდება რამდენიმე დღეში. ახლა ის, რასაც მე დღეს ვხედავდი, ფაქტობრივად, მაგას ნიშნავს. მაგრამ ვნახოთ, შეიძლება აქედან, შორიდან, რაღაცები არასწორად ჩანს ან სხვანაირად ჩანს. http://factnews.ge/index.php?lang_id=GEO&a...6067&act=ns -
Siknadmo მე ვერა და ვცოფდები ვიწრო პარტიული რომ ქვეყანას სჯობნის...
-
Jonathan Livingston ეს იყო ბოლო შანსი არჩევნებით რამის შეცვლის... ელოდეთ რუსულ ტანკებს თბილისის ქუჩებში! dire მე მგონი შენ მიხვდი რაც დავწერე...მადლობა!
-
ძუკუ რეალური კი ის არის, რომ ისევ უგულავა დაგვაჯდება თავზე, ნაცები საბოლოოდ აიშვებენ... და ბოლომდე დედა ###ბა და გყავდეთ ეს პარტიები და ღმერთმა შეგარგოთ
-
chegesto პირიქით და პოლიტიკურ ტრუპებად იქცევიან...ნახავ!
-
“ეროვნული ფორუმი” ოპოზიციის ნაწილის მოწოდებას არ გაიზიარებს და ოპოზიციის გაერთიანების პროცესში არ ჩაერთვება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ფორუმის” ლიდერმა, კახა შარტავამ განაცხადა, უნდა მოხერხებულიყო კოორდინაცია ყველა პარტიასთან, ვინც არჩევნებში მონაწილეობს და ერთიან კანდიდატზე შეთანხმებულიყვნენ. “ერთიანი კანდიდატი ირაკლი ალასანიას სახით უკვე გამოკვეთილი იყო და ოპოზიციასაც ის უნდა დაესახელებინა”,-აღნიშნა შარტავამ. მისივე თქმით, დეკლარირებული ერთობის მიუხედავად, ამ პროცესში მონაწილე პარტიათა პოზიციები ერთიანი კანდიდატის შერჩევის თაობაზე არა თუ შეთნხმებული არ არის, განსხვავდება ერთმანეთისგან. “ოპოზიციურ გაერთიანებას მხოლოდ მაშინ ექნება გამარჯვების შანსი, თუ საზოგადოება დარწმუნდება, რომ ის სააკაშვილის ხელისუფლებას სჯობია, თუ შეიმუშავებს საკაშვილის რეჟიმის შეცვლის რეალურ მექანიზმებს და შარშანდელი გაზაფხულივით მოსახლეობაში არ გააღვივებს ფუჭ იმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აპრილ-მაისის აქციებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის მორიგი გაერთიანებას არა გამარჯვება, არამედ ხელისუფლების კიდევ ერთხელ გაძლიერება და მოსახლეობის მორიგი იმედ გაცრუება მოჰყვება”, –განაცხადა კახა შარტავამ. მისივე აზრით, არსებული საარჩევნო სიების ფონზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნეებში მონაწილეობა აზრს კარგავს, ამიტომ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის უმთავრესი მიზანი ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნა უნდა იყოს, რის გარეშეც არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება. “ეროვნული ფორუმი” კიდევ ერთხელ მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს, გაანალიზონ შექმნილი ვითარება და ნუ გააბამენ მახეში საკუთარ თავს და ქვეყანას. მანვე აღნიშნა, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრებში, სადაც ზურაბ ნოღაიდელი იქნება.
-
Siknadmo გეთანხმები რომ მძიმე ნაბიჯი გადადგა...მაგრამ თუ გაერთიანება შედგა, მაშინ ალასანია მოგებულია, თუ არა და ფაფუ