“ეროვნული ფორუმი” ოპოზიციის ერთიან კანდიდატსა და ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბრიფინგი გაიმართება, სადაც “ეროვნული ფორუმის” ოფიციალური პოზიცია გახდება ცნობილი. ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსაზრებები ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ჭადრაკის სასახლეში, საზოგადოებრივი დარბაზის ინიციატივით გუშინ გამართული შეხვედრაზე დააფიქსირეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება. გადაწყდა, რომ გაიმართება “თბილისის დიდი კრება”, სადაც შესაძლოა, მერის არჩევნებზე ერთიანი კანიდიდატიც დასახელდეს. კრების გამართვის დრო ჯერ უცნობია და ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1