ჯერ ავიღოთ გეოგრაფია...აი რუსეთს სულ ტვინი რომ გადაუბრუნდეს, ჯერ უნდა დაიპყროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (რომლებიც ასევე აღემატებიან რუსეთს მოსახლეობით, ეკონომიკით), თეორიულად დავუშვათ რომ ნატო არ ჩაერევა.... დაიპყრო ხომ? ამ დაპყრობილს მიხედვა არ უნდა? საიმედო ზურგ და რამე... ამის შემდეგ უნდა დაარტყას გერმანიას და საფრანგეთს, რომლის შეარაღებაც გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე რუსეთის... ისიც გაითვალისწინეთ, რომ დიდი ბრიტანეთი ამ სამხედრო კონფლიქტში აუცილებლად ჩაერევა. ხო კიდევ.. აღმოსავლეთ ევროპაში არ ჩამითვლია უკრაინა, ბელორუსია და ბალტიისპირეთი... ანუ მიხვდებით, მე მგონი, რომ ევროპას რუსეთის ოდნავადაც არ ეშინია სამხედრო თვალსაზრისით... რაც შეეხება ეკონომიკურ ექსპანსიას...რუსეთის ეკონომიკური შესაძლებლობები 100ჯერ დაბალია ევროპისაზე, ამიტომ არავითარ ეკონომიკურ ექსპანსიაზე არაა ლაპარაკი. ხო, კიდე ერთი არგუმენტი, რუსეთი ევროპას გაზს არ მიაწვდის და გაიყინებიან. 60-იან წლებში ევროპა სსსრკ-სგან მოიხმარდა 60% გაზს, დღეს ეს წილი 35%-მდეა დასული...რუსეთმა საერთდ ბლოკადა რომ გამოუცხადოს ევროპას. გაჭირვებით, მაგრამ გადაიტანენ. ყველაფერ ამის შემდეგ...აი რატომ უნდა ეშინოდეს ევროპას რუსეთის? ან რატომ არ უნდა მიყიდოს საფრანგეთმა იგივე მისტრალი?