-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
mogzauri შევხდება ალასანია გრეჩიხას, და გაირკვევა ყველაფერი
-
ტაშიი ამას გააგებიებ ეგრეთ წოდებულ გასუდარსტვენიკებს?
-
კალათბურთის სასახლეში 4 მარტს გამართული შეკრების მონაწილეები საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებენ. “2010 წლის 4 მარტს ”ქართული აკადემიის” ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრის თანამონაწილეობით, გაიმართა საზოგადოების შეხვედრა თბილისის მერობის კანდიდატთან, ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრის ინიციატორები და ორგანიზატორები მივიჩნევთ: ირაკლი ალასანიას მიერ ოპოზიციის რეალური ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯები, მისი პრაქტიკული მოქმედებებით დადასტურებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, განვლილი პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც არ არის დამძიმებული სახელმწიფოსთვის საზიანო შეცდომებითა და საზოგადოებისთვის მიუღებელი კომპრომისებით, აშკარას ხდის, რომ დღევანდელ პირობებში ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერობის უალტერნატივო ერთიანი კანდიდატი ირაკლი ალასანიაა”, - ნათქვამია მიმართვაში. აქვე ნათქვამია, რომ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ბოლო დროს ირაკლი ალასანიას, როგორც ოპოზიციის უალტერნატივო კანდიდატის, მხარდაჭერის ტენდენცია, მათ შორის, ისეთი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. “უკვე აღარ რჩება დრო გაჭიანურებული მოლაპარაკებებისა და კონსულტაციებისთვის, რომლებიც იწვევს საზოგადოების დაბნეულობასა და ნიჰილიზმს კარს მომდგარი არჩევნების მიმართ. საზოგადოება მოითხოვს ოპონირებას ხელისუფლებასთან და არა - პაექრობას ოპოზიციურ კანდიდატებს შორის! ქვემოთ ხელის მომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატად თბილისელ ამომრჩევლებს ვთავაზობთ ირაკლი ალასანიას. მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ ძალებს, შეუერთდნენ ჩვენს შეთავაზებას, რამდენადაც მომავალ არჩევნებში სწორედ ერთი ლიდერის მხარდაჭერა იქნება ოპოზიციის გამარჯვების საწინდარი”, - ნათქვამია მიმართვაში. მიმართვას ხელს აწერენ “ქართული აკადემია”, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, მოძრაობა “7 ნოემბერი~, მოძრაობა “რატომ?~, “დემოკრატიის ინსტიტუტი”, “ერთიანი სტუდენტური ფრონტი”, “ზნეობრივი ფრონტი~, “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრი”, კოალიცია “ჩვენი უფლებებისათვის~( დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა კავშირი; სამხედრო მოსამსახურეების უფლებათა დაცვის ცენტრი; სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის ცენტრი; “დემოკრატები თქვენი უფლებებისათვის~; ორგანიზაცია “გალავანი”; “დემოკრატთა კავშირი”; “ყოფილი სამართალდამცავები თქვენი უფლებებისათვის”; დაპატიმრებულ სამხედროთა მხარდამჭერი კომიტეტი ახალგაზრდული ორგანიზაცია “ახალი ტალღა~, “გადაარჩინე ქონება~, ომის ვეტერანთა კავშირი “ბექთარი~, “ახალგაზრდული ალტერნატივა~, სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობა~, ადვოკატთა პროფკავშირები და “სამართალი და საზოგადოება~. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. არის პირველი შედეგი!
-
Saturn ეჭვი მაქვს რომ ხელისუფლება გაურიგდა...
-
Saturn ნტ ნტ ნტ ნაცებისადეკვატურობამ სადამდე მიგვიყვანა ხო ვერ შემახსენებდი?
-
Achiko1972 -5-ია))) 5 წერილი რომ მოვა ახალი..დაჯდება 0ზე))
-
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ემბარგოს მოხსნა 2 მიზეზის გამო აქვს დაგეგმილი. “როგორც ჩანს, რუსეთს დაგეგმილი აქვს მოხსნას ემბარგო, მაგრამ მოხსნას არა იმიტომ, რომ საქართველო უყვარს, არამედ იმიტომ, რომ ქმნის საბაჟო კავშირს ბელორუსსა და ყაზახეთთან; ასეთ შემთხვევაში კი, ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ნებისმიერ შემთხვევაში ისედაც შეაღწევს”,-აღნიშნა ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მორჩა კინო, დაიშალეთ...ომი არ წაგვიგია, მოვიგეთ და რუსეთი დავაჩოქეთ!
-
Siknadmo ფსევდო ოპოზიციაა....
-
georgekh13 არ გადაიფიქრებს და საბოლოოდ დაკარგავს საზოგადოების მხარდაჭერას ბადრი_წიქორაძე ამჯერად დრო არ ითმენს..გრეჩიხა ამ დღეებში აპირებს თავისი გადაწყვეტილებ ის დაფიქსირებას..
-
”ქრისტიან-დემოკრატების” პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ინგა გრიგოლიას ”ქრისტიან-დემოკრატებიდან” აქვს შეთავაზება, რომ თბილისის სარებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გახდეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს ნეტა რამდენი გადაუხადეს ამაშI გრიგოლიას??? ისე გია ჭანტურია და ინგა გრიგოლია მაგარი წყვილი იქნებოდნენ)))
-
აქ გავაგრძელოთ http://planeta.ge/index.php?showtopic=17110
-
ბადრი_წიქორაძე არც ერთი არც მეორე ბადრი_წიქორაძე აუცილებლად ბადრი_წიქორაძე შემოუერთდით პლანეტელებო და იქნება მეტი(ირონიის გარეშე ვწერ) კი))
-
http://epn.ge/?p=2662
-
საზოგადოებრივ ინტერნეტ ჯგუფის დაფუძნება 1)საზოგადოებრივი აქტიურობა,რათა საქართველო არ დაუბრუნდეს ბოლშევიკურ წარსულს და ქვეყანამ გააკეთოს ცალსახა დემოკრატიული არჩევანი; 2)საზოგადეობრივი აქტიურობა ინტერნეტში პრაქტიკული რეალიზაცია ; 3) საქართველოს მოქალაქეებში პესიმიზმის დაძლევა; 4) ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარებისთვის ზრუნვა; დამფუძნებლები არჩილ მელიქიშვილი (კინგ დეპრეს) ლაშა მებონია (ლაშა ალო) ოთარ გრიგოლია ( ჩეგესტო) ნიკოლოზ ლაჭყეპიანი (შარი) არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ მოძრაობაში ჩაება, თუმცა გასაგები მიზეზების გამო თავის ვინაობის საჯაროდ გამოტანა არ უნდათ. ეს ინტერნეტ ჯგუფის პირველი განცხადება: ღია წერილი ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს ბოლო დროს მასმედიაში და საზოგადოებაში გამუდმებით ტრიალებს აზრი, რომ თქვენ წარდგებით თბილისის მერის არჩევნებზე გაურკვეველი ერთობის სახედ. მოგიწოდებთ ,რომ ყველანი დავდგეთ ვიწროპარტიული ინტერესებზე მაღლა და თქვენც არ აღმოჩნდეთ ჩართულნი ცალკეული პოლიტიკანების თამაშებში.ეს იქნება ხელისუფლების გამარჯვების იურიდიული დამტკიცება . დღეს ერთადერთი რეალურად გამსვლელი ფიგურა ირაკლი ალასანიაა. არ არის დრო შიდა გარჩევებისათვის. მთავარი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს საარჩევნო პროცესის მონიტორინგზე. იმედს გამოვთქვამთ რომ ხელისუფლება ვერ ისარგებლებს ოპოზიციის დაშლილობით, ხოლო თქვენ ამ შემთხვევაში გეკისრებათ უდიდესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა,რასაც გვჯერა სათანადოდ აცნობიერებთ საზოგადოებრივი ინტერნეტ ჯგუფი
-
უეფამ და ფიფამ სოხუმის დინამო აღიარა?!
newstudio replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo გენიალური პასუხია, და ნათლად აჩვენებს სადა ვბანაობთ! -
"ალიანსი საქართველოსთვის" შესაძლოა, კოკა გუნცაძეს დაატოვებინონ. როგორც "პირWელისთვის" ოპოზიციური კულუარებიდან გახდა ცნობილი, ალიანსის წევრი პარტიები, განსაკუთრებით "ახლები" გუნცაძის ჩამოშორებას იმ მიზეზით გეგმავენ, რომ ის ირაკლი ალასანიას "პრაიმერის" ჯგუფისკენ "გადაქაჩვას" ცდილობდა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...59&Itemid=1 ერთის მხრივ ურეიტინგო რესპები და ახლები მეორეს მხრივ ასევე ურეიტინგო ნოღაიდელ კუკაკა დავითაშვილი და ვერ ხერხდება ამ ორი ძალის დაკავშირება... თუმცა პრაიმერისტებს გაჩეჩილაძის სახით კოზირი აქვთ.... პ.ს. პატარა კაცები....
-
Blaugranator მე როგორც ვიცი, სააშკარაოზე გამოტანას აპირებს კიდეც ალიანსი
-
Private Nodari აჭრილი თვალები არ დაგავიწყდეს
-
shxara იგივე მოტივი მამოძრავებს, როცა ალასანიას ვუჭერ მხარს...არჩევნებზე...აი თუ გაყალბდა...ყველამ ერთად, მათ შორის ალასანიამაც უნდა მოსთხოვოს პასუხი!!! თუ არა და ვინც გააპროტესტებს იმათ გვერდზე დავდგები...ან წავალ ქვეყნიდან საერთოდ
-
ნარკომანის შტაბეჭდილებას კი ტოვებს და.... http://www.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/00789/mikheil-saakashvili_789845c.jpg
-
Blaugranator თითქოს კარგია მაგრამ გეტყვი მინუსებს... 1 საარჩევნო გარემოს შეცვლის გამო არ მივა ბევრი ხალხი მიტინგზე (ჩაკეტილი წრეა რა, მაინც გააყალბებენო, იფიქრებენ) 2. აქციებს ნაცები დაიკიდებენ და არ მიირებენ ამ კანონს...
-
Blaugranator სხვა რა გამოსავალს გვთავაზობს ფორუმი?
-
lasha1997 ამხანაგობების თავჯდომარეების, ანუ იგივე ნაცკოორდინატორების
-
თავჯდომარეების ხელფასზე მერიის ბიუჯეტში 15 მილიონი ლარია გამოყოფილი