ხუთშაბათს, 11 მარტს, 22 საათიდან 23 საათამდე, planeta.ge-ს ფორუმზე გაიმართება online კონფერენცია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერების მონაწილეობით. online კონფერენცია, პარალელურად გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირ ეთერში. online კონფერენციის მიმდინარეობისას ინტერნეტის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მოსახლეობისთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე, პირდაპირ ეთერში, ნებისმიერი კითხვა დაუსვან ედპ-ის ლიდერებს. კითხვების დასმა წინასწარაც კარგი იქნება... კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: ბაჩუკი ქარდავა - ედპ-ის თავმჯდომარე; გოგა გოგნიაშვილი _ პარტიის პოლიტიკური მდივანი; გურამ ჩახვაძე - პარტიის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი; თენგიზ შარმანაშვილი _ პარტიის პრეზიდიუმის წევრი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი.