Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. გიორგი68 და ვინ თქვა რომ არ იბრძოდა?
  2. asds აუყ ეს არაფერი გვეშველება თემები მკლავს რა...ცოტა მეტი ოპტიმიზმი მეგობრებო!
  3. machkatela გრანტი დაითრიეს და უხარიათ////მაგრამ მასწავლებლების ეს "დასაქმება" სასტიკად არ მომწონს///
  4. babuagiorgi ეგ უკვე თქვა.lasha1997 ამ გარემოში კი...მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, რაღაც დადებითი ძვრები არის...და იმედია დასავლეთი იაქტიურებს შიდა პოლიტიკურ მიწოლასთან ერთად!
  5. mtidan გაკეტებით არა, გააფუჭებენDonCaredo და იგივე სასტავი რომ მოვა არა უშავს? შენ გგონია ოქრუაშვილი ან ნოღაიდელი ნაცსაქმეებში არ იღებდნენ მონაწილეობას?!
  6. გიორგი68 ანუ რავ ვქნათ? არაფერი ჩვენ არ გვეშველება, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს...სწორად გავიგე? თუ არა, ბოდიში/
  7. ხაინდრავამ მიუნხენში ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ეროსი კიწმარიშვილი და ლევან გაჩეჩილაძე ახალი სტრატეგიის დასაგეგმავად შეიკრიბნენ. ~ისინჯება ხედვები და მზადყოფნა რადიკალური ქმედებებისთვის. საქართველოში რადიკალიზმი არ ყოფილა. რადიკალიზმი იყო საბერძნეთსა და ტაილანდში~, - განაცხადა ხაინდრავამ. მისივე თქმით ამ ეტაპზე პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები ამოწურულია და ახლა საქართველოს გადარჩენა-არ გადარჩენის საკითხი დგას. ~სააკაშვილის რეჟიმის ხელში რაიმე სახის დემოკრატიაზე საუბარი ამ არჩევნებით დასრულდა. არჩევნების გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მე არ მინახავს. ამ ვითარებაში გამოსავალი აჯანყებაა~, - განაცხადა ხაინდრავამ. ======== ემზადებიან...ღიად და დაუფარავად...
  8. მოკლედ ჯარი არ გივარგათო სად წავიდა 7 წელი და მილიარდობით ლარი?
  9. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან აცნობეს, პროექტს პროფკავშირები ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის მხარდაჭერითა და ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი მსოფლიოს რვა ქვეყანაში ხორციელდება და მისი მიზანია ინტერვიუების ჩაწერა დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტებისგან და მეხსიერების ონლაინ–ბანკის შექმნა. საქართველოში ასეთ დემოკრატიულ მოძრაობად მიჩნეულია "ვარდების რევოლუცია". სწორედ ამიტომ ინტერვიუების ჩაწერაც "ვარდების რევოლუციის"" მონაწილეებთან მოხდება. http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/137912-mastsavleblebi-qvardebis-revoluciisq-aqtivistebisgan-zepir-istoriebs-sheagroveben.html პ.ს. დემოკრატიული რევოლუცია არა იხვის ტოლმა კიდე...
  10. პური შესაძლოა გაძვირდეს პურის მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ერთი ტომარა ფქვილის ფასმა საქართველოს ბაზარზე 7-8 ივნისიდან დაახლოებით 5 ლარით მოიმატა, რამაც შესაძლოა, პროდუქტის გაძვირება გამოიწვიოს. დოლიძე ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, პური გაძვირდება თუ არა, თუმცა ფქვილი _ ძირითადი პროდუქტი, დაახლოებით 70 პროცენტია, რისგანაც პური მზადდება. როგორც მან „მედიანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ გაძვირდა ფქვილი. „საერთოდ ამ პერიოდს _ მოსავლის აღების წინა პერიოდს ყოველთვის ახასიათებდა ხორბალზე და ფქვილზე ფასების კლება. თუ გადავხედავთ მსოფლიოს მონაცემებს, ყოველდღე კლებაა ხორბალზე და ფქვილზე. ჩვენთან მოხდა პირიქით, ვითომ ვალუტის ცვალებადობის გამო“, _ აღნიშნა დოლიძემ. მალხაზ დოლიძის აზრით, ფქვილზე ფასებმა ხელოვნურად მოიმატა, რადგან უცხოეთიდან აღნიშნული პროდუქტი თითქმის აღარ შემოდის. უცხოური წარმოების ფქვილი ქართულ ბაზარზე თავისუფლად რომ შემოდიოდეს, ფასების ასეთი მატება აღარ მოხდებოდა. ფასების დაწევის ერთადერთი გზა ნორმალური კონკურენციიაა, რომელიც მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ბაზარი თავისუფალი იქნება. http://medianews.ge/index.php/ka/content/36435/
  11. toreto და ეგრეც რომ იყოს, მაგის დაბრუნება იქნება?
  12. lasha1997 როგორც აღმოჩნდა უბრალოდ დეზინფორმაცია ყოფილა ...
  13. asesino_141 ხო, ეგრეა ქვეყანაში 99%-ია გამამტყუნებელი განაჩენი...
  14. lasha1997 კი მასეა საინტერესო ისაა, რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ალასანიას პარტია ამას... პ.ს. არავითარი გარიგება წინასაარჩევნოდ ხელისუფლებასთან არ იყო...სხვათაშორის არც ეხლა, შესთავაზეს დათანხმდნენ(რატომ არა?!) lasha1997 ალაასანია (მეორენაირად იკაკო) ძლიერი პარტიის ჩამოყალიბებას აპირებს ...დავუდგებით გვერდზე, იქნებ გამოუვიდეს, უკეთესი ვიდრე ბაზარზე გვაქვს დღეს...არ დავუგებით? ცხადია არ გამოუვა და მერე ფრაზები-ხომ ვამბობდი?
  15. Pompiero რესპები უნდა დაფიქრდნენ, რატომ არის რომ ვერცერთ პარტნიორთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ 20 წელიწადი სერიოზულად ვიძახი, არ ხდება მასე, რომ ყველა ცუდია და მხოლოდ ისინი არიან კარგები
  16. უცხო_პლანეტელი +1 chipi აქამდე სად იყვნენ? და ვნახეთ დასაქმების პროგრამები რაც არის ...ამატი შესრულებით
  17. თბილისის საკრებულომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ოპოზიციური კანდიდატი აირჩია . "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ზურაბ აბაშიძემ ამ თანამდებობაზე საკრებულოს წევრებს ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა შესთავაზა. შეთავაზებას გამოეხმაურა საკრებულოს ოპოზიციური კანდიდატი ინგა გრიგოლია და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ვიქტორ დოლიძის კანდიდატურას. კობა დავითაშვილმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ "ეს არ არის ისეთი პოსტი, რომლითაც ოპოზიცია შეძლებს ხელისუფლებას გაკონტროლებას". ასეთ პოსტად მან დაასახელა სარევიზიო ან საფინანსო კომისიის თავმჯდომარის პოსტი, რომლებიც უმრავლესობას ოპოზიციისთვის არ შეუთავაზებია. http://new.interpressnews.ge/ge/politika/137756-thbilisis-sakrebulom-jandacvisa-da-socialur-sakithkhtha-komisiis-thavmjdomared-viqtor-dolidze-airchia.html პ.ს. ცუდი არაა, თუ რაიმე ქმედითს შეძლებს...თუნდაც რეალურ სურათს დადებს, რა ხდება ამ სფეროში, ეგეც საქმეა ჩემი აზრით...
  18. lasha1997 არა მგონია ფრანგული რადიოს ჟUრნალისტმა კარიერა გარისკოს და ასეთი ტყუილები აბრეხვოს
  19. ვეფხვი ვაბშე ტა არჩევნების წინ დაშლა არ გამოვიდოდა...
  20. dire მაიცა ეს შენ ხარ??? :what: დირე გამოუშვით ფარჩაკებოოოო
  21. „პარასკევს ნატოს მინისტერიალის დროს მოხდა ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი. რასმუსენის პრესკონფერენციის წინ თავი ვიგრძენი ცუდად. უცნაური გემო მქონდა პირში და თავბრუ მეხვეოდა. წინა ღამის უძილობას დავაბრალე და ყურადღება არ მივაქციე. ეს არის დაახლოებით 13:30. ნატოში მივედი. 8:30 წუთზე. დავლიე ყავა, ვიყიდე „კოკა კოლა“, დავდე ჩემს სამუშაო მაგიდასთან და გავედი მოსაწევად. ველაპარაკე თამუნა ბაღაშვილს და ქეთი ქარდავას. შევბრუნდი პრესცენტრში. დავრეკე თამუნა რუხაძესთან და „მაესტროსთვის“ გადავუგორე ვიდეო. შემდეგ ვიყავი ბაჩო ახალაიას პრეს კონფერენციაზე. ესეც გადავუგზავნე თამუნას და ამ დროს თავი ვიგრძენი ძალიან ცუდად. იწყებოდა რასმუსენის პრესკონფერენცია და „რადიო ფრანსისთვის“ უნდა გამაკეთებინა აუცილებლად რეპორტაჟი. ჩავწერე პრესკონფერენცია და ნახევრად მძინარე მდგომარეობაში გავაკეთე რეპორტაჟი. თვალები მეხუჭებოდა, ყველაფერი იყო გაორებული, მქონდა თავბრუსხვევა და პირში საძინლად მწარე გემო და პირის ღრუ მშრალი. წამოვედი სახლში, მაგრამ მანქანის მართვა პრაქტიკულად არ შემეძლო. რამდენიმეჯერ გავაჩერე მანქანა და გადმოვედი ჰაერზე. მოკლედ 80 კილომეტრის გავლას მოვუნდი 3 საათი. ეს იყო პარასკევს ღამე. შაბათს პრაქტიკულად ვერ გამაღვიძეს ჩემმა მეგობრებმა და გამოუძახეს სასწრაფო დახმარების მანქანას. ჰოსპიტალში მითხრეს რომ, სისხლში აღმოაჩინეს „ფენობარბეტალი“ და „ბენზოდიაზეპინი“. ისმის კითხვა, რა მოხდა? არანაირ მედიკამენტს არ ვღებულობ და მითუმეტეს საძილეებსა და „ტრანკვილიზატორებს“. ეს - ერთი. მეორე - ნატოს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ არის დაკავებული ჟურნალისტებისათვის „ფენობარბეტალიანი“ „კოკა კოლის“ და ყავის მიცემით და მესამე - დავიჯერო, რომ უფალმა დაუშვა ასეთი სასწაული და თვითონ ყველასაგან დაუხმარებლად „ბენზოდიაზეპინი“ და „ფენობარბეტალი“ ჩემს ყავის ჭიქაში აღმოჩნდა? რაღაც არა მგონია. უფრო მისაღები ვერსია ისაა რომ „ვიღაცას“ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა არ მოსწონს. „კონტექსტში არ ვჯდები“ (როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე). ჰოო და აგეე მოიფიქრეს გენიოსებმა. ფოფხაძემ 80 კილომეტრი უნდა გაიაროს მანქანით და ერთი პატარა ავტოავარიის პროვოცირება არავის ხელს არ შეუშლის (გადაღლილზე ჩაეძინა, და საჭე ვერ დაიმორჩილა. ასეთია ამ საქმის ლოგიკა. ასე ფიქრობენ ექიმებიც). მოკლედ ამათ გულის გასახეთქად გადავრჩი და საკმაოდ დიდ სკანდალს ვუწინასწარმეტყველებ. ერთი კვირა უნდა ვიწვე სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. უბრალოდ ჰოსპიტალში ვეღარ გავჩერდი და გამოვეწერე. იმ გადასხმებს სახლშიც გამიკეთებენ. სერიოზულად და პროფესიონალურად იმუშვეს. ისე, რომ თითს ვერავის ვერ დაადებ, რომ უჩივლო. ეს ჩვენ ვიცით, საიდან რა მოხდა, თორემ ეს რომ მოუყვე აქაურ პოლიციას, ვერ გაიგებენ და ელემენტარულად არც დაგელაპარაკებიან. პროფესიონალურადაა გაკეთებული. თუ მე სკანდალი ავწიე (და ამას 200% გავაკეთებ) ამათი კონტრნაბიჯი რა იქნება, იცით? „რეალ ტივი“ გააკეთებს ჩემზე რეპორტაჟს როგორი წყალწაღებული ნარკომანი ვყოფილვარ თურმე. იპოვიან ვინმე 20 ლარიან პრაშმანას, რომელიც ხმამაღლა და გამოთქმით მოყვება, როგორ იჩხირავდა ჩემთან ერთად, როცა ბელგიაში ცხოვრობდა; მარააა 120 კილოიანი წყალწაღებული ნარკომანი არსებობს ბუნებაში? ისე გააკეთეს ეს ყველაფერი, ხელს ოფიციალურ დონეზე ვერავის ვერ დაადებ. „ნეპოიმანნი ნე ვორ“. ჩემი ანალიზების პასუხზე შეუძლიათ გითხრან რომ, რასა ბრძანებთ, ბატონო, ამ ფოფხაძემ თვითონ მიიღო რაღაც პრეპარატები და ახლა ახურებსო. მე ხვალ-ზეგ ვნახავ ნატოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს და ვთხოვ თუ პრესცენტრის დარბაზში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, ამოიღონ 11 ივნისის ვიდეოჩანაწერი და იქ გამოჩნდება, ვინ მივიდა ჩემს მაგიდასთან ჩემი აქ არყოფნის დროს. თორემ სხვანაირად ეს არის დაუმტკიცებელი ამბავი. ყოველ შემთხვევაში ბელგიის ფედერალური პოლიციის წარმომადგენლებსაც დაველაპარაკები არაფორმალურ გარემოში და მოვუყვები, რაც მოხდა“. http://www.republicans.ge/index.php?module=A-newsletter&func=display&sid=1739 პ.ს. მდააა...ეხლა შემოვა სატურნი და იტყვის რატომ უნდა დავუჯეროთ ამ ადამიანსო? მე ასე გეტყოდი, თუ სკანდალი ატეხა, გამოძიება დააწყებია შესაბამის სტრუქტურებს, მაშინ დაეჯერება, და როგორც ჩანს სკანდალის ატეხვას მართლაც აპირებს!
  22. kisa მოკლედ ამერიკელებმა არ დაგითმობთ შუა აზიასო რუსებს უთხრეს
×
×
  • შექმენი...