"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის~ ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ხელისუფლების შესაცვლელად საჭიროა ოპოზიცია სამ პრინციპზე შეთანხმდეს. როგორც დღეს ტელეკომპანია ~მაესტროს~ ეთერში ნოღაიდელმა განაცხადა, უნდა შედგეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება, მოხდეს შეთანხმება ძირითად პრინციპებზე, მათ შორის იდეოლოგიურ საკითხებზე და შემუშავდეს ორგანიზაციული ერთობის გეგმა. მისივე ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრაზე სწორედ აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრა. ~ერთობის მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია. უკვე არსებობს პატარა ერთობა და მსურველებს მასში გაერთიანება შეუძლიათ. ვისაც სხვა დამოკიდებულება ექნება, ცალკე იმოქმედებენ. ერთობის გარეშე ხელისუფლებასთან წინააღმდეგობის გაწევა წარმატებით არ დასრულდება. წარმატებისთვის ერთიანობა და მკაფიო თანმიმდევრული მოქმედებაა საჭირო~, - განაცხადა ნოღაიდელმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრია პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებასთან ბრძოლის იმიტაციას არ ქმნის. ნოღაიდელმა ბურჯანაძე ასეთ ძალებს შორის დაასახელა და დასძინა, რომ ბურჯანაძე ბრძოლის ბოლომდე მიყვანას ეცდება. მანვე დადებითად შეაფასა სოზარ სუბარის იდეა ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სუბარის გეგმა შესაბამისობაში მოდის იმასთან, რაც დღეს საქართველოს სჭირდება. http://new.interpressnews.ge/ge/politika/137150-zurab-noghaidelis-khelisuflebis-tsinaaghmdeg-brdzolis-tsarmatebith-dasrulebis-sam-principze-saubrobs.html პ.ს. შემგუებელი საზოგადოების ბედი...